გალასმა გაადწყვიტა საფრანგეთის ნაკრებში გამოსვლას წერტილი დაუსვას, მას შემდეგ, რაც ლორან ბლანმა ეროვნულ გუნდში არცერთხელ არ გამოიძახა
ლონდონის" ტოტენჰემის" მცველმა უილიამ გალასმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გალასმა გადაწყვიტა საფრანგეთის ნაკრებში გამოსვლას წერტილი დაუსვას, მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდის ახალმა თავკაცმა ლორან ბლანმა ნაკრებში არცერთხელ არ გამოიძახა.

33 წლის გალასმა განაცხადა, რომ თავს საფრანგეთის ერთერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევს და სჯერა, რომ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. გალასმა ხაზი გაუსვა, რომ ბლანისგან მიწვევას დიდი ხანი ელოდა.

გალასმა საფრანგეთის ანკრებში ბოლოს მსოფლიოს 2010 წლის სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ფრანგებმა წარუმატებლად იასპარეზეს და ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს. მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელ რაიმონ დომენეკსა და მოთამაშეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ფეხბურთელებმა ერთერთ ვარჯიშს ბოიკოტი გამოუცხადეს.

გალასმა თქვა, რომ მოთამაშეების გაადაწყვეტილება მცდარი იყო და იმედგაცრუებულია, რომ ამჟამად ის ამ ისტორიასთან დაკავშირებით გაახსენდებათ. "16 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და ერთმა გადაწყვეტილებამ, ერთმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

გალასი საფრანგეთის ნაკრებში 2002 წლიდან გამოდიოდა. ეროვნულ გუნდში მან 84 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. გალასი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე