"ჩელსიდან" დათხოვნილი იტალიელი სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობიდან ერთი წლით ჩამოშორებას აპირებს
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა ერთწლიანი სამუშაო პაუზა აიღოს. 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 2011/12 წლებში სამუშაოსთან დაკავშირებით მოლაპარაკება აქამდე არცერთ კლუბთან გაუმრათავს და ამას არც ახლო მომავალში აპირებს.

ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ 1995 წლიდან მუხლჩაუხრელმა მუშაობამ დაქანცა და დასვენება სურს. ერთი წლის განმავლობაში მწვრთნელი მხოლოდ თავისი კოლეგების მუშაობას დააკვირდება.

მანამდე ანჩელოტი აცხადებდა, რომ კარიერის გაგრძელება ისევ ინგლისში სურდა. მასმედიაში იწერებოდა, თითქოს იტალიელი სპეციალისტი ბირმინგემის "ასტონ ვილას" გაწვრთნიდა, რომლის თავკაცის პოსტი ჟერარ ულიემ დატოვა. სავარაუდო გუნდებად ასევე სახელდებოდა "ფულჰემი" და "ქუინზ პარკ რეინჯერსი".

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ "ჩელსისთან" ერთად 2009/10 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო 2010/11 წლების სეზონში ქვეყნის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა იტალიელი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა.

მომზადებულია BBC Sport-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა