გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრია. ტენერიფეს ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ამ გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეავსეს: ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, მსუბუქი ფორვარდი), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, მძიმე ფორვარდი).

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა უკვე მეორედ მოიპოვა ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა, როცა "ანდორაში" თამაშობდა.

საუკეთესო ხუთეულიგამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ყველა მოთამაშე 3 პოზიციად იყო დაყოფილი: გამთამაშებლები, მსუბუქი ფორვარდები და მძიმე ფორვარდები. გამთამაშებლებიდან ხუთეულში მხოლოდ საუკეთესო (კამპაცო) მოხვდა, ხოლო დანარჩენი პოზიციებიდან სიმბოლურში 2-2 მოწინავე შევიდა.

მსუბუქ ფორვარდებში კამპაცომ მარსელინიო ჰუერტასს აჯობა, პრეპელიჩმა და ბუტილმა ადამ ჯანგას და ალბერტო აბალდეს გადაასწრეს. რაც შეეხებათ მძიმე ფორვარდებს, მიროტიჩმა და შერმადინმა გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას და ვალტერ ტავარეშს აჯობეს. მცირე სხვაობა იყო ქართველებს შორის: შერმადინმა 55 პროცენტი მიიღო, შენგელიამ კი – 40.

შესაბამისად, თორნიკე შენგელია ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში შევიდა. თორნიკესთან ერთად ხუთეულში ადგილები დაიკავეს: მარსელიონიო ჰუერტასი (ტენერიფე), ალბერტო აბალდე (ვალენსია), ადამ ჰანგა (ბარსელონა) და ვალტერ ტავარეში (რეალი).

ხუთეულებთან ერთად, ცხადია, გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც გახდა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი.

ესპანური ლიგის სიმბოლურ სუთეულში მოხვედრის შესახებ გიორგი შერმადინმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ჩემთვის, ისე ყველა ამ ტიტულის მფლობელისთვის. აღნიშნული გამოკითხვის შესახებ ყველამ იცოდა და მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოთა შორის იმსახურებდნენ ადგილს, მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოქვეყნებას. დღეს, დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შედეგად ლიგის MVP და სიმბოლური პირველი და მეორე ხუთეულები გამოვლინდნენ. ძალიან გასახარია, რომ ორივე ხუთეულში ქართველები მოვხვდით, რასაც ყველა ჩვენს ქომაგს, ქართველს თუ არაქართველს, გულითადად ვულოცავ. თორნიკე შენგელიას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ის პირველ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული მეორედ მოვიგე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კორონავირუსის შემდეგ განახლებული ფინალური ფაზის თაამშებში ვერ ვიყოჩაღეთ. "ტენერიფემ" საწყისი 2 მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, სასიახულოა, რომ ნახევარფინალშია თორნიკე შენგელიას "ბასკონია", რომელიც "ვალენსიას" ხვდება და იმედი მაქვს, ფინალში გასვლასაც მოახერხებს."

შენგელიამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის რეგულარუსლი ჩემპიონატის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32:55 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრა, 0.3 დაფარება, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი – 19.6. თავის მხრივ, 22 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები აქვს შერმადინს: 26:44 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.7.

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით

პაატა
გენაცვალე გიო! დაუმტკიცე ყველას რომ ძლიერი კალათბურთელი ხარ! წლებია როგორც სპოტსმენი სტაბილურად იზრდები და ასე წარმატებულად გაგეგრძელებინოს!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა