<p>რუსთავის "ოლიმპის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიურ სერია A-ს მესამე ტურში, ცხრაწუთიან ინტერვალში ჰეთ-ტრიკი შეასრულა <br> ანდერსონ აკინომ, რომელიც შარშან რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ბრაზილიის ჩემპიონატშიც გაიბრწყინა. ბრაზილიური სერია A-ს მესამე ტურში მისმა "კურიტიბამ" 5:1 გაანადგურა "ვასკო და გამა" და პირველი ქულები მოიპოვა, აკინომ კი თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მან გოლები ცხრაწუთიან ინტერვალში (მე-11, მე-15 და მე-20 წუთებზე) გაიტანა, მოედანზე კი მხოლოდ 61 წუთი დაჰყო.</p><p>რა გვეთქმის - აკინოს წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ გული იმაზე გვწყდება, ქართულ ფეხბურთს რომ ვეღარ გამოადგება. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე სიარული მის სანახავადაც ღირდა და არც ის იქნებოდა ურიგო, აკინოს საქართველოს მოქალაქეობა მიეღო. ამ შემთხვევაში იგი ჩვენი ეროვნული გუნდის რეალური კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ისიც აღსანიშნავია, რომ აკინო მხოლოდ 24 წლისაა და კარიერაში მეტის მიღწევა შეუძლია.</p><p>"ოლიმპიდან" წასვლის შემდეგ, სადაც 2009-10 წლების სეზონი გაატარა და საქართველოს ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა, მას მინსკის "დინამო" იწვევდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა. "კურიტიბაში" აკინო რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მანამდე კი "პარანას" ღირსებას იცავდა.</p>
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე