გუშინ, 6 ივნისს სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში რადიო "ჯაკოს" ინიციატივით სეზონის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს
გუშინ, 6 ივნისს სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში რადიო "ჯაკოს" ინიციატივით სეზონის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ჟურნალისტებისა და ვეტერანი სპორტსმენების გარდა საქართველოს ნაკრების წევრებიც დაესწრნენ: ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია...

სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი თასი და ძვირფასი საჩუქრები კოტე ტუღუშს ერგო, თუმცა იგი ამჟამად "არმიასთან" ერთად ანთალიაში შეკრებაზეა და პრიზები კოტეს თანაგუნდელმა სერგო ათუაშვილმა მიიღო.

მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ლაშა ფარღალავამა და გიორგი შარაბიძემ. ლაშა ღონისძიებას ესწრებოდა და ჯილდოები პირადად მიიღო, ხოლო შარაბიძე არმიელია, ისიც თურქეთშია და მისთვის განკუთვნილი პრიზები დავით უგრეხელიძემ ჩაიბარა. მან იქვე პირობა დადო, ყველას უკლებლივ პატრონს ჩავაბარებო.

ბექა ჩიკვილაძემ სუპერლიგის 23 მატჩში 548 ქულა ჩააგდო და სეზონის ბომბარდირი გახდა. შესაბამისად, სნაიპერისთვის განკუთვნილი თასი და ფასიანი საჩუქრები ბექას ერგო.

ასევე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდული ჩემპიონატის გამორჩეული კალათბურთელები. პლეი ოფის საუკეთესო სტუ-ს მეფარე აკაკი დვალიშვილი გახდა, ხოლო რეგულარული ეტაპის საუკეთესოდ გიორგი რევაზაშვილი დასახელდა, რომელმაც ტურნირის ბომბარდირობა არავის დაუთმო: 15 მატჩში 542 ქულა (საშუალოდ 36.1) ჩააგდო.

ღონისძიების ორგანიზატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა მთავარი სანახაობა ბოლოსთვის შემოინახა: მცირე სცენაზე ხუთი ძმა რევაზაშვილები ავიდნენ. საინტერესო იქნება მათი ერთ გუნდში ხილვა, რისთვისაც მოცდა მოგვიწევს, რადგან უმცროსი, ჯაბა რევაზაშვილი 4 წლისაა.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა