30 ივნისს, ლიგა ენდესას ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე პერიოდი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, ზუსტი სამქულიანების წყალობით 9 ქულით გაიჭრა წინ, დიდ შესვენებაზე კი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბასკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მეოთხე პერიოდის შუაში შენგელიასთან ბრძოლაში ნიკოლა მიროტიჩმა მეხუთე პერსონალური მიიღო (ეს, ალბათ, შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო), თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ "ბასკონიამ" იმარჯვა.

შენგელიამ 33:11 წუთში 14 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.

ალბათ, გაინტერესებთ შენგელიას ვიზავის, მიროტიჩის მონაგარი? ბატონი ბრძანდებით - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მინუს 1 გახლდათ, 24:59 წუთში 8 ქულა შესძინა თავის გუნდს (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 1-დან 0 საჯარიმო) და ერთხელ მოხსნა ბურთი.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი ვიტორიელებს 19:38 წუთში 8 ქულით შეეწია.

აღსანიშნავია, რომ მატჩს "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ დაესწრო, რომელიც თავისი გუნდისა და "ატლეტიკოს" შეხვედრაზე არ წავიდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

ესპანეთის ჩემპიონის თასი შენგელიამ აღმართა, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული, შემდეგ კი ფარის კალათაზე შემოჯდა და სამახსოვროდ ბადე მოაჭრა.

გილოცავთ!

გილოცავთ! მომავალ გუნდშიც ასეთ დიდ წარმატებებს გისურვებთ!
G.LA
ვულუცავ თოკოს სულით და გულით ამ დიდ წარმატებას. ყოჩაღ თოკოს აისრულა ოცნება მაინც. ობიექტურად სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა ბასკონიას ჩემპიონობას. ამიტიმაც უფრო ორმაგად დასაფასებელი ჩემპიონობა. ახლა არჩიონ ვინ უფრო მაგარია თოკო თუ მიროტიჩი.
მერაბ მაღლაკელიძე
ბრავო თოკო! გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, სულ გამარჯვების გზებზე გევლოს ჩვენო სიამაყევ. მაგარო კაცო.
Mosexoneli
შHენც ადექი და Eვროლიგის გამარჯვება მიულოცე ცეესკასთან ერტად:))ბასკონიაშIEგ გამორიცხულია თითქმის
ან
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ და ახლა ამას ცეესკაში არაგადასვლაც დაამატე და გვირგვინიც ეგ იქნება! გაახარე საქართველო!
გამგებმა გაიგოს
სამშობლო არ იყიდება
პაატა
გილოცავ თოკო!!! მაგარი წარმატებაა!!! მიუხედავად გაფუჭებული 25 ქულისა, გადამწყვეტ მომენტებში მაინც თოკომ ივაჟკაცა და ფსიქოლოგიურად გატეხა ბარსა!!! ესპანეთის ჩემპიონობა ძალიან საპატიო ტიტულია!!! ხოდა ამის მერე მაგრად გამიტყდება მომავალ წელს ცსკა-სთან ერთად რუსეთის ჩემპიონობის მოლოცვა, ხოდა არ მოგილოცავ ჯიგარო:))) წარმატებები და თავს გაუფრთხილდი რუსეთში!
ყველას გასაგონად
თოკო გილოცავ წარმატებას...დალოცვილი ყოფილიყოს შენი გზა მოსკოვშიც... აბა შენ იცი... იქაც ჩემპიონობას გისურვებ....იქაც ააფრიალე ქართული დროშა
ბასკი
კარგია ძალიან, ახლა ამას პოლკოვნიკის "პაგონებსაც" დაუმატებს მისკოვის არმიაში და ყველა ტიტული ექნება თითქმის.
ბმბ
იმ ორმა დაფარებამ და მესამე, თოკოს დაფარების შიშით ვერჩაგდებულმა ბურთმა ფსიქოლოგიურად ძლიან იმოქმედა ბარსელონაზე, ასე იგებენ ვარსკვლავები მატჩებს, თასებს. ტურნირებს, თოკომ ჩემპიონატის პირველ ნახევარში მარტომ ათრია ბასკონია ჩემპიონატშიც და ევროპალიგაზეც, თან კაპიტნის რანგში ჩემ პიონობა ძაან მაგარია. ბრავო შენგელია, ისტორია დაწერა!!!
lordi
ბრავო თოკო,გილოცავ,საუკეთესოხარ,ვინ მიროტიჩი რა მიროტიჩი ახლოს ვერ მოვა თოკოსთან ეგ ქალაჩუნა,წარმატებები სულ ყველგან და ყოველთვის
dima
შენ გენაცვალეეე გილოცააავ მთელი გულით და სულიით ... ცეესკაში არ გადასვლითაც თუ გაგვახარებ 2020 ში ყველაზე მაგრად გაასწორებს
სტალინი
გენაცვალე ჯიგარში, გილოცავ ერის სიამაყევ..................
დათო
ყოჩაღ!!! თოკომ მიროტიჩი დასვა სკამზე!!! გადაწყვეტ მომენტებში ორი მაგარი დაფარება გააკეთა!!! ბოლო , ლამაზი, გადაწყვეტი გათააშება მან წამოიწყო!!! მაგრად გაგვახარე თოკო!!! ყოჩაღ ბასკონია!!!
დათო
ყოჩაღ!!! თოკომ მიროტიჩი დასვა სკამზე!!! გადაწყვეტ მომენტებში ორი მაგარი დაფარება გააკეთა!!! ბოლო , ლამაზი, გადაწყვეტი გათააშება მან წამოიწყო!!! მაგრად გაგვახარე თოკო!!! ყოჩაღ ბასკონია!!!
რა მაფიაა?
აეეე თოკომოტიივ, აუ ამ ხიდზე ყოფილიყო NBA-ში რააა.....
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა