ლიდერებმა ოქლენდის "ბლუზმა" და ბრისბენის "რედსმა" მოულოდნელად შინ წააგეს სრულიად უმოტივაციო გუნდებთან, შესაბამისად ჰემილთონის "ჩიფსთან" და კანბერის "ბრამბიზთან"
ზე რაგბის გათამაშების მე-16 ტურში ორი სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა. ლიდერებმა ოქლენდის "ბლუზმა" და ბრისბენის "რედსმა" მოულოდნელად შინ წააგეს სრულიად უმოტივაციო გუნდებთან, შესაბამისად ჰემილთონის "ჩიფსთან" და კანბერის "ბრამბიზთან".

ბრისბენელები, რომლებიც მარცხის მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ A ჯგუფში პირველ ადგილს, მეოთხეადგილოსან "ბრამბიზთან" მატჩში სრულიად უსუსურად გამოიყურებოდნენ. სტუმრებმა, ფაქტობრივად გამარჯვება პირველივე ტაიმში დაიბევეს, რომელიც 19:6 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, მართალია "რედსმა" კიდევ ერხელ გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხა. კანბერელთაგან ყველაზე შედეგიანი მგეზავი მეთ გიტო იყო, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (17 ქულა).

საგულსიხმოა, ამ გამარჯვებას "ბრამბიზსთვის" სახეირო არაფერი მოუტანია და რა შედეგსაც უნდა მიაღწიოს დარჩენილ ორ ტურში პლეი ოფში ვერაფრით გადის.

კიდევ უფრო უცნაური იყო B ჯგუფის ლიდერის ოქლენდის "ბლუზის" მარცხი ამავე ჯგუფის აუტსაიდერ ჰემილთონის"ჩიფსთან" - 11:16. მასპინძლებმა, რომლებიც საბრძოლო შემადგენლობით ასპარეზობდნენ, ვერაფერი გააწყვეს უმოტივაციო მეტოქესთან, რომელიც მიუხედავდ ყველაფრისა მაინც თავდადებით იბრძოდა.

აღსანიშნავია, რომ ოქლენდელებს ერთი ლელო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, 38 წლის ახლაზელანდიელმა ვარსკვლავმა ტანა უმაგამ გაუტანა. ამასთან, ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მატჩი მის კარიერაში ბოლო გამოდგეს, რადგან ტანამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ, მისი ასაკში თამაშის გაგრძელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ბრამბიზელთაგან აღნიშვნის ღირსია მგეზავ სტივენ დონალდის კარგი თამაში, მის ანგარიშზე სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა (11 ქულა).

ტურის ცენტრალური შეხვედრა პრეტორიაში გაიმართა, სადაც შარშანდელმა ჩემპიონმა "ბლუ ბულზმა" პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი სიდნეის "ვორათაზი" დაამარცხა - 23:17. შედეგად სამხრეთაფრიკელებს 49 ქულა დაუგროვდათ და საერთო ჩათვლაში ავსტრალიურ გუნდს გაუსწრეს.

აღსანიშნავია, რომ პრეტორიელებს კარგი შანსი აქვთ პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშონ შესარჩევის გარეშე, თუმცა საამისოდ მარტო მათი წარმატებული თამაში საკმარისი არ არის. "ვორათაზთან" მატჩში "ლურჯ ხარებს" მხოლოდ დასაწყისში გაუჭირდათ, თუმცა პირველი ტაიმის მოგება მაინც შეძლეს.

შესვენების შემდეგ საწყის 20 წუთში "ბლუ ბულზი" დომინირებდა და ანგარიშში სხვაობა 14 ქულამდე გაზარდა. სიდნეელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, თუმცა მხოლო ანგარიშის ექვს ქულამდე შემცირება მოახერხეს - 17:23.

მასპინძელთაგან თითი ლელო ვინანდ ულიფიემ და ბიორნ ბესონმა გაიტანეს, მგეზავმა მორნი სტეინმა ორივე ლელო გარდასახა და სამი საჯარიმოც მიითვალა (13 ქულა).

საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა სტუმრად ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" ჩ ჯგუფის მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს". სტუმრებმა, რომელბიც პლეი ოფში გასვლისა და გათამაშების უმთავრესი ფავორიტები არიან პირველი ტაიმი 6:11 წააგეს.

შესვენების შემდეგ, "ზვიგენებმა" მდგომარეობა სწრაფად გამოასწორეს და 68-ე წუთისთვის 23:11 დაწინაურდნენ. ბლუმფონტეინელებმა ანგარიშის შემცირება მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს - 16:23. სტუმართა რიგებში კვლავ შეუდარებელი იყო მსოფლოს ამომავალი ვარსკვლავი, მგეზავი პატრიკ ლამბიე, რომელმაც ერთი ლელო სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა)

XVI ტური

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-სტორმერზი 3:40, რედსი-ბრამბიზი 14:22

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 58 ქულა, 2. ვორათაზი - 47, 3. ფორსი - 32, 4. ბრამბიზი - 28, 5. მელბურნ რებლზი - 23.

XVII ტური

ბრამბიზი-მელბურნ რებლზი, ვორათაზი-ჰაილენდერზი, ფორსი-რედსი

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ფორსი 14:21, ჰარიკენზი-ლაიონზი 38:27, ბლუზი-ჩიფსი 11:16

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 55 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 53, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 39, 5. ჩიფსი - 38.

XVII ტური

ჩიფსი-ჰარიკენზი, კრუსეიდერზი-ბლუზი

ჩ ჯგუფი

ბლუ ბულზი-ვორათაზი 23:17, ჩიტაზი-ნატალ შარქსი 18:23

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 57 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 51, 3. ბლუ ბულზი - 49, 4. ჩიტაზი - 49, 5. ლაიონზი - 23.

XVII ტური

ლაიონზი-ნატალ შარქსი, სტორმეზი-ბლუ ბულზი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა