ინგლისის პრემიერლიგაში უამრავი ნიჭიერი, გამორჩეული და ოსტატი ფორვარდი თამაშობდა. სეზონიდან სეზონამდე ბომბარდირთა სიაში ნამდვილი ომი იყო და უკომპრომისო ბრძოლას საზღვარი არ უჩანდა. თუმცა ლამაზია, როცა ერთი ადამიანის შესრულებით გადის გოლი, მაგრამ სხვა ქიმიაა, როცა გუნდში შეთამაშებული დუეტი დირიჟორობს მოწინააღმდეგის კარის აღებას. დღეს ვისაუბრებთ ყველაზე მრისხანე დუეტებზე, რომლებმაც დანდობა არ იცოდნენ.

ენდი კოული და პიტერ ბერდსლი ("ნიუკასლი", 1993/94)

1993/94 წლების სეზონში "ნიუკასლი" პრემიერლიგაში მესამე ადგილს დასჯერდა. მანამდე კი ზედიზედ 4 წელი რანგით დაბალ დივიზიონში ასპარეზობდნენ, თუმცა დაწინაურების შემდეგ პირდაპირ ბრინჯაოზე გაიბრძოლეს. მაშინდელი "ნიუკასლის" მთავარი საიდუმლო კულისა და ბერდსლის დუეტი იყო. 42 მატჩში მათ ერთად 55 გოლი გაიტანეს: 34 - კოულმა, 21 -ბრედსლიმ. ბიჭები თანამედროვე პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე წყვილად ითვლებიან.

ალან შირერი და კრის სატონი ("ბლექბერნი", 1994/95)

იმ სეზონში შირერმა და სატონმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს და "ბლექბერნს" პრემიერლიგაც მოაგებინეს. ჯამში ორივემ 49 გოლს მოუყარა თავი. შირერმა 34-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი, ხოლო კრისმა - 15-ჯერ. თუმცა ისინი გოლებთან ერთად უხვ ასისტებს იწერდნენ აქტივში. მაგალითად, ალანმა 13-ჯერ გაატანინა პარტნიორებს გოლი, ხოლო სატონმა - 10-ჯერ. სეზონის დასრულების შემდეგ შირერი კიდევ რამდენიმე წელი ბრწყინავდა, ხოლო სატონს ტრავმების გამო დაღმასვლა დაეწყო. მათი დუეტი იყო ეფექტური, თუმცა - ხანმოკლე.

იურგენ კლინსმანი და ტედი შერინგემი ("ტოტენჰემ ჰოთსპური", 1994/95)

იმავე სეზონში, როცა შირერსა და სატონს "ბლექბერნი" ტიტულამდე მიჰყავდათ, "ტოტენჰემში" კლინსმანისა და შერინგემის დუეტი შეიკრა. თვითონ "დეზები" მე-7 ადგილზე გავიდა, მაგრამ მათი პრობლემები ძირითადად უიმედო დაცვის ხაზის გამო იქმნებოდა. შეტევაში იურგენი და ტედი ნამდვილ შოუს დგამდნენ. საბოლოოდ, გერმანელმა 21 გოლი შეაგდო, ხოლო ინგლისელმა - 18. მაგრამ ერთად მათ მხოლოდ ერთი კარგი სეზონის ჩატარება შეძლეს.

ალან შირერი და ლეს ფერდინანდი ("ნიუკასლი", 1996/97)

შირერმა თავისი სუპერფორვარდის სტატუსი "ნიუკასლშიც" დაიცვა და გულშემატკივარს ძირითადად ამ გუნდით დაამახსოვრა თავი. "ბლექბერნიდან" გადმოსვლის შემდეგ სათამაშო დონე არ დააგდო და ლეს ფერდინანდის სახით პარტნიორშიც საკმაოდ გაუმართლა. 1996/97 წლების სეზონში წყვილმა 49-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. აქედან 28 გოლი შირერმა, 21 კი ფერდინანდმა გაიტანა.

ენდი კოული და დუაით იორკი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 1998/99)

ეს სეზონი "მანჩესტერისთვის" თითქმის იდეალური იყო, კოულმა და იორკმა კი გადამწყვეტი როლი შეასრულეს. მათ 53 გოლი გაიტანეს და წყვილს ფორვარდების შეთამაშების ეტალონი უწოდეს. მომავალში, როგორც კი 2 ფორვარდს შორის მოედანზე გარკვეული "ქიმია" და "მაგია" ჩნდებოდა, მათ კოული-იორკის დუეტს ადარებდნენ. ბრწყინვალე სეზონში კოულმა 24, ხოლო იორკმა, რომლისთვისაც სადებიუტო სეზონი იყო, 29 გოლი გაიტანა.

ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი ("არსენალი", 2003/04)

2003/04 წლების სეზონი ნამდვილად საკულტო, ლეგენდარული და ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი აღმოჩნდა. "არსენალმა" ისე მოიგო პრემიერლიგა, რომ ერთხელაც არ დამარცხდა. მაშინ მთლიანი გუნდი ერთი მექანიზმივით იყო შეთამაშებული. შესაბამისად, ფორვარდებმა შედარებით ნაკლები გოლი გაიტანეს. ტიერიმ და დენისმა ჯამში 34 ბურთს მოუყარეს თავი, თუმცა საქმე ამაში არ არის. მათი დუეტი მოედნის ხედვის, ინტელექტისა და ურთიერთგაგების სხვა დონე იყო. ნებისმიერ მატჩში წყვილი ისე თამაშობდა, თითქოს ბავშვობიდან ერთად აგორებდნენ ბურთს.

ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ("ლივერპული", 2013/14)

ბევრს დღემდე არ ესმის, როგორ ვერ მოიგო "ლივერპულმა" პრემიერლიგა 2013/14 წლების სეზონში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა ფეხბურთის ისტორიაში. სუარესმა მაშინ 31 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუციც" მიიღო. სტარიჯი ურუგვაელის ჩრდილში მოექცა, მაგრამ მანაც შთამბეჭდავი, 21 გოლი გაიტანა. თუ დანიელმა მომავალში ნელ-ნელა დაკარგა ეფექტურობა, სუარესი "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ლიონელ მესისთან ერთად ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დუეტი შექმნა და როგორც ბომბარდირი და როგორც კრეატიული პარტნიორი, ბრწყინავდა.

თქვენ რომელ დუეტს დაამატებდით?

ნახალოვკელი
ან ჰესკი ოუენი
Milani
Premierligashi arvici da marto forvardebis ragitxrat magram, xavi iniesta da mesi ro burts atamashebdnen egeti araferi minaxavs, gansakutrebit 2010 cels, mag sezonshi liga rogor ver moiges arvici.
ლივერპულელი
ტორესი-ჯერარდი
გიორგი
დელ პიერო - ტრეზეგე
raul
რაული და მორიენტესი
giorgi
შევჩენკო და ინძაგის დუეტი ,რომ არარის იქ აზრი არააქვს არაფერს.
ანესთეზეოლოგი
ენდი კოულის და დუაიტ იორკის წყვილი შეუდარებელი იყო, სხვა დანარჩენ აქ ჩამოთვლილს ბევრად აღემატებოდა შესრულების ხარისხით და ეფექტურობით + შედეგი/ტიტულით.
ჯუზეპე
ლამპარდი-დროგბას დუეტია დასამატებელი.
სოსო
ვარსკვლავებისა რა მოგახსენოთ,მაგრამ ძველ ქართველ გულშემატკივარს,ქუთაისის ტორპედოდან მერაბ მეგრელაძე და დევიზ დარჯანიას დუეტი,აუცილებლად დაახსოვდებოდათ.გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს და იქაც ერთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარეს.სამწუხაროდ ფეხბურთელები უკვე სოლიდურ საფეხბურთო ასაკში იყვნენ და დუეტმა დიდხანს ვერ იარსება.ქუთაისელი გულშემატკივრები, ალბათ უფრო კარგად გაიხსენებენ მათ თამაშს.ეს ყველაფერი ხომ, მათ თვალწინ ხდებოდა.
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ჰარი კეინი ინგლისელი ლეგენდების კვალზე
"ვარსკვლავური ომები": ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთი სძულდათ
ბატიგოლი - ვინ შეიცნო და დააფასა ბატისტუტას უდიდესი ტალანტი
მინო რაიოლა - N1 აგენტი, ვინც ტრანსფერებით 400 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა
კლინსმანმა გამოთქვა მოსაზრება, რატომ გააფუჭა კეინმა მეორე პენალტი საფრანგეთის წინააღმდეგ
დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გადავიდა
თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ ითამაშებს
"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა
"იუნაიტედისთვის" იდეალური ვარიანტია" - ენდი კოულს ოსიმენი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში სურს
"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება
რატომ ჩავარდა პროექტი "ქინქლაძე-"სიტი" - მონაკვეთი წიგნიდან The Mixer
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
ᓤᓔᓮᓑᓣᓠᕗᓘ ᓓᓐ ᕦᓐᓚᓐᓢᓘᕡ ᓘᓡᓢᕝᓠᕘᓐ - ᓕ
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
რატომ დატოვა ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსი"?
"აი, ასეთი ადამიანია ლუის ენრიკე" - ტიერი ანრი
პრემიერლიგის მეკარეები და მცველები საშინელები არიან - ამბობს "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი
"ეს ბიჭი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს" - ანრი პსჟ-ს მოთამაშით აღფრთოვანდა
"აიაქსმა" მწვრთნელი კაიზერი გადააყენა და მისი თანაშემწე ბერგკამპიც ზედ მიაყოლა
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
აზარტული თამაშების მოყვარული ფეხბურთელები
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
ფრანკ დე ბური - ახალი კანდიდატურა "ტოტენჰემისთვის"
"აი, ასე უნდა ითამაშო ფეხბურთი" - ანრი კვარაცხელიათი აღფრთოვანდა
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"შრეკი" და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირების სია
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
სად არიან დღეს მანჩესტერელი ტრიუმფატორები?
ტიერი ანრიმ შესაძლოა, "ლაიფციგი" გაწვრთნას
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს
BBC ქეცბაიაზე: ეს ფეხბურთის ისტორიაში გოლის ყველაზე აგრესიული აღნიშვნა იყო [VIDEO]
"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა
ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს
ვინ მოკლა? - უცნაური ფაქტი, რომელიც ლივერპული-ჰადერსფილდის მატჩში მოხდა
არც ჰოლანი და არც მბაპე - ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
პოლ გასკოინი და ლეს ფერდინანდი ინგლისის ნაკრების მატჩების წინ უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ?
კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს
იურგენ კლინსმანმა განმარტა, რატომ დატოვა დანიშვნიდან 2.5 თვეში "ჰერტა"
საინტერესო პროექტი: 2017 წელს ლეგენდების მუნდიალი გველის
51 წლის ტედი შერინგემს მესამე შვილი ეყოლება
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
"უტიფარი! ახლა მოდაში რონალდოს "ღმერთის თმებია" - ამბობს სატონი