თითქოს არგენტინას მისი სახით იმედისმომცემი კალათბურთელიც ეზრდებოდა, მაგრამ...
ოთხმოცდაათიანი წლების მსოფლიო ფეხბურთი ძალიან მდიდარი იყო ვარსკვლავებით. მაშინდელ დროში არ იყო ოდენ ორი ტოპ-ვარსკვლავის ეული მარულა და იყვნენ დიდები, ძალიან დიდებიც.

გაბრიელ ომარ ბატისტუტა ძალიან დიდი იყო...

მეოჯახე

1969 წლის 1-ელ თებერვალს ომარ ბატისტუტასა და გლორია ცილის ოჯახში ვაჟი დაიბადა. ძეობა მაშინ არაფრით გამორჩეული, შემდეგ კი სანიშანსვეტო, მოხდა არგენტინის პატარა ქალაქ აველიანედაში, სანტა ფეს პროვინციაში.

გაბრიელის შემდეგ ოჯახში ბიჭი აღარ დაბადებულა, მხოლოდ სამი ქალიშვილი - ელისა, ალეხანდრა და გაბრიელა.

სხვათა შორის, ბატისტუტა 16 წლის იყო, როცა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ირინა ფერნანდესს. იმ დღეს ფერნანდესების ოჯახი საყვარელი ქალიშვილის 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა. 1990 წლის 28 დეკემბერს მათ სან როკეს ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.

აღსანიშნავია, რომ დიდი მეოჯახე ბატისტუტა არასოდეს გახვეულა ქალებთან დაკავშირებულ სკანდალებში. ეს იმის მიუხედავად, რომ ხშირად იყო ათასგვარი თოქ-შოუის სტუმარი და ასეთი შოუ თავადაც არაერთხელ წაუყვანია. წყვილს ოთხი ვაჟი შეეძინა - ტიაგო, ლუკასი, ხოაკინი და შამელი.

კემპესის მაგალითზე

ბავშვობაში ტანმაღალ ბატისტუტას ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობები ერჩივნა. განსაკუთრებულ მონაცემებს ამჟღავნებდა კალათბურთის თამაშისას და თითქოს არგენტინას იმედისმომცემი კალათბურთელიც ეზრდებოდა, მაგრამ...

ყველაფერი შეიცვალა 1978 წელს. მარიო კემპესის მეთაურობით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბატისტუტამ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, თავი ფეხბურთისთვის მიეძღვნა.

თავდაპირველად, მან ქუჩის ტურნირებსა და ერთ-ერთ პატარა გუნდში მოსინჯა ძალა, მერე კი ტესტირებაზე მივიდა "ნიუელს ოლდ ბოიზში", სადაც პირველივე ამხანაგურ მატჩში 2 გოლი შეაგდო და კონტრაქტიც დაირტყა.

"ოლდ ბოიზში" ბატისტუტას მთავარ მწვრთნელად მარსელო ბიელსა დახვდა - კაცი, ვინც მოგვიანებით "ბატიგოლს" არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც წვრთნიდა. პირველი სეზონი ჩვენს გმირს ჩაუფლავდა. ის შორს იყო სახლიდან. მას და მის გელფრენდ ირინას სტადიონზე, ერთ პატარა ოთახში ეძინათ. იყო წონის პრობლემაც...

სეზონის ბოლოს ბატისტუტა პატარა, უამბიციო "დეპორტივო იტალიანოში" გაანათხოვრეს. ეს გუნდი იტალიაში, უმნიშვნელო საერთაშორისო ტურნირზე ჩავიდა. ბატისტუტამ შესანიშნავად ითამაშა "კარნევალეს თასზე", შეაგდო 3 გოლი და ასე გააცნო თავი იქაურ სელექციონერებს.

არგენტინულ მწვერვალზე

1989 წლის შუაში ბატისტუტა გადავიდა სახელგანთქმულ "რივერ პლეიტში", სადაც პირველივე სეზონში მოახდინა ფურორი და 17 გოლი შეაგდო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დანიელ პასარელამ ბატისტუტას უდიდესი ტალანტი შეიცნო და დააფასა.

"ის უნიკალურია. მალე ბოლომდე გაიხსნება და მერე ის იქცევა ნებისმიერი გუნდის მცველთა რისხვად", - თქვა მაშინ პასარელამ და იქვე აღნიშნა, რომ მას იქამდე ძალზე იშვიათად უნახავს ბატისტუტას დარი პროფესიონალი.

1990 წელს ჩვენმა გმირმა დატოვა "რივერი" და ხელი მოაწერა კონტრაქტს "ბოკა ხუნიორსთან". ყველამ ვიცით, რამხელა მტრობაა ამ ორ გუნდს შორის. ბატისტუტამ კარგად დაიწყო, თუმცა თავის საყვარელ პოზიციაზე - ცენტრალურ თავდამსხმელად არ ათამაშებდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ბოკა" ურუგვაელმა ოსკარ ტაბარესმა ჩაიბარა. მან ბატისტუტა შეტევის ფორპოსტზე გაამწესა და გაბრიელმაც გაამართლა - გახდა არგენტინის ჩემპიონი და პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

ეპოქის შემოქმედი

1991 წელს "ბატიგოლმა" არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში "კოპა ამერიკაზე" ითამაშა. მაშინ მისით "ფიორენტინას" ვიცე-პრეზიდენტი მოიხიბლა და კონტრაქტიც გაფორმდა.

გაბრიელს დიდებული სტარტი გამოუვიდა - სადებიუტო სეზონშივე მან 13 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ სეზონში (1992/93) ფლორენციულმა კლუბმა სერია A-ში ადგილი ვეღარ შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, არგენტინელი სნაიპერი მარტო ებრძოდა მოწინააღმდეგეებს. მის ანგარიშზე 16 გოლი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "ვიოლას" გადასარჩენად.

ერთ სეზონში "ფიორენტინა" დაბრუნდა. მწვრთნელად გუნდს კლაუდიო რანიერი ჰყავდა, მთავარმეგოლედ კი ბატისტუტა, ვინც რანგით დაბალ დივიზიონში 16 ბურთი გაიტანა.

1994/95 წლების სეზონში ბატისტუტამ 26 გოლი გაიტანა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამით მან დაამხო ენცო პასკუტის მიერ 30 წლის წინათ დამყარებული რეკორდი, მოახერხა რა ზედიზედ 11 მატჩში თავის გამოჩენა.

მომდევნო სეზონში მოვიდა პირველი ტიტულებიც - "იებმა" იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. ორმატჩიან ფინალურ სერიაში "ბატიგოლმა" შინაც გაუტანა "ატალანტას" და გასვლაზეც.

და აი, დიდმა გუნდებმა ბატისტუტაზე ნადირობა გამოაცხადეს. "ვიოლას" შეფობა დაჰპირდა არგენტინელს, რომ საჩემპიონო გუნდს შეკრავდა. ამ მიზნით მათ ჯოვანი ტრაპატონი დაიქირავეს. სეზონის დიდებული სტარტის შემდეგ არგენტინელი დაშავდა და თვეზე მეტი გააცდინა. ლიდერის გარეშე "იებს" გაუჭირდათ და სეზონი მხოლოდ მესამე ადგილზე ჩაამთავრეს. სამაგიეროდ, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

1999/2000 წლების სეზონი ბატისტუტამ კვლავ "ფიორენტინაში" გაატარა. საბოლოოდ, არაერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი მატჩის მიუხედავად, არაფერი გამოვიდა - მხოლოდ მეშვიდე ადგილი სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა.

ტიტულიანი დასასრული

გაბრიელ ბატისტუტა უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი და გახდა კიდევ, ოღონდ... ფაბიო კაპელოს "რომასთან" ერთად. მან დედაქალაქელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "რომამ" ბატისტუტაში 14,8 მილიონი იტალიური ლირა გადაიხადა.

სხვათა შორის, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელში ამხელა თანხა დღემდე არავის გადაუხდია.

1983 წლის შემდეგ "რომა" პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. მომდევნო სეზონი კი "ბატიგოლისთვის" უფრო ნომრების ხშირი ცვლით იყო დამახასიათებელი, ვიდრე გოლებით. 2003 წელს "რომამ" ბატისტუტა "ინტერში" გაანათხოვრა. იქ ჩვენს გმირს ბევრი არაფერი გამოუვიდა - 12 მატჩში სულ რაღაც 2 გოლი.

მერე ის კინაღამ "ფულემში" აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ყატარის "ალ არაბის" მიაშურა და ახლა იქ შეუდგა რეკორდების დამხობას, თუმცა... ეს უკვე დიდებული კარიერის დაისი იყო.

არგენტინის ნაკრებში

პირველ წარმატებას არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბატისტუტამ 1991 წელს მიაღწია. "ალბისელესტემ" ჩილეში გამართული "კოპა ამერიკა" მოიგო. ბატისტუტა 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა 1993 წლის "კოპა ამერიკა", რომელსაც ეკვადორმა უმასპინძლა. ჩვენმა გმირმა ფინალურ მატჩში ორჯერ გაუტანა მექსიკას და თავის გუნდს ტიტული პირადად დაუნადავლა.

1994 წლის ამერიკულ მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას სკანდალმა გატეხა და სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ შოკისმომგვრელი მარცხი რუმინეთთან. ბატისტუტამ მაინც ივარგა - ოთხი გოლი შეაგდო, მათ შორის - ჰეთ-თრიკი სასტარტო შეხვედრაში, საბერძნეთთან.

1998 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლი ბატისტუტამ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დანიელ პასარელასთან უთანხმოების გამო გამოტოვა. ჩემპიონატზე კი მაინც წავიდა და მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ამჯერად - იამაიკასთან. შანდორ კოჩიშის, გერდ მიულერისა და ჟიუსტ ფონტენის შემდეგ ის გახდა მეოთხე მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს ჰოლანდიასთან ეპოქალური მატჩით დაემშვიდობა - ალბათ, დღესაც თვალწინ გვიდგას ის შეხვედრა და ბოლო წამის დრამა დენის ბერგკამპის გოლით...

2002 წელს "ალბისელესტეს" მიზნად მსოფლიოს ჩემპიონობა ჰქონდა დასახული. ეს ტურნირი იქცა ბატისტუტასთვის "გედის სიმღერად" სანაკრებო ასპარეზზე. არგენტინა "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა. პირველ შეხვედრაში მათ ნიგერია სწორედ ბატისტუტას გოლით (1:0) დაამარცხეს, მერე იყო წაგება ინგლისთან (0:1) და ფრე შვედეთთან (1:1).

ფეხბურთზე შეშლილმა ქვეყანამ პირველად ვერ გადალახა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ბარიერი 1962 წლის შემდეგ, მარსელო ბიელსას კი თავს არგენტინელთა რისხვა დაატყდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero 10
ბატი გოლი იყო უძლიერესი ფორვარდი!!! შემოკლებით რატო დადეთ? დადეთ რს სრული ვერსია...
gaucho
მართლაც - დიდი!
chicho
მაგარი მასალააააააა!
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]
პირველად 21-ე საუკუნეში - 1992 წლის შემდეგ ტრაპატონის გუნდის შედეგი მოტას "იუვენტუსმაც" გაიმეორა
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ოსკარ ტაბარესი - რუსეთთან მომავალ მატჩზე: სიკვდილი ან გამარჯვება
ურუგვაელთა მძიმედ დაავადებული მწვრთნელი შეგირდებს რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისაკენ მოუწოდებს
მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება, ამჯერად ევროპის გარეთ
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
მარიო კემპესი: მესი მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა სუპერმენი არაა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
შესაძლოა, კატარის მუნდიალის დაწყების თარიღი შეიცვალოს
დემიკელისი "რივერ პლეიტიდან" დაითხოვეს - დღეს კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩს გამართავს
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ტაბარესი გადააყენეს - ურუგვაის ნაკრებში მისი 15-წლიანი მმართველობა დასრულდა
ლუის სუარეზის ევროპული კარიერა სრულდება - ფორვარდი არგენტინის ჩემპიონატში ითამაშებს
ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ოსკარ ტაბარესმა თავისი ქანდაკების შექმნაზე უარი განაცხადა
კემპესი მესის გამოესარჩლა: მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
CNN Deportes: ლეო მესიმ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს
"რეალს" "რივერ პლეიტიდან" 16 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს
5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებმაც "ოქროს ბურთი" ვერ მოიგეს - ვინ არიან ისინი?
ვინ არის ყველა დროის 10 საუკეთესო გოლეადორი
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
89 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]
რატომ ჩავარდა პროექტი "ქინქლაძე-"სიტი" - მონაკვეთი წიგნიდან The Mixer
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს აცხადებს
გარდაიცვალა მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფორვარდი
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კემპესი - ლაუტაროს "ბარსელონას" ვარიანტზე: ასეთი მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ გაივლის
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
ლიონელ მესი და გერდ მიულერი: რომელი უკეთესია?
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს
კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
საინტერესო პროექტი: 2017 წელს ლეგენდების მუნდიალი გველის
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საოცარი ფინიში - "ბოკა ხუნიორსი" არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
"ბაიერნმა" ჟოაო პალინია შეიძინა
კემპესი: მხოლოდ მარადონას ფანებს გაუხარდებათ, თუ მესი მუნდიალზე ვერ იასპარეზებს
კარლო ანჩელოტი: "ბაიერნში" რევოლუციის მოსაწყობად არ მოვსულვარ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
ტაბარესი და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის 400 თანამშრომელი სამუშაოდან დაითხოვეს
ისევ ნაკრებში - 67 წლის ბიელსამ ახალი სამსახური იშოვნა
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლიონელ მესი: ჯერ კიდევ ვფიქრობ იმ მომენტზე [VIDEO]
მარსელო ბიელსა, შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
გაბრიელ ბატისტუტა: ისე ცუდად ვიყავი, რომ ფეხების ამპუტაცია მინდოდა
გაასწრო მარადონას, გაუთანაბრდა ბატისტუტას - გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?
ფიფა განიხილავს: მუნდიალის ჩატარება 3 ქვეყანაში და 40 მონაწილე
ჯოვანი ტრაპატონი: სამ გუნდზე ვფიქრობ...
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
"ტოტენჰემმა" "ფულემი" დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მინო რაიოლა - N1 აგენტი, ვინც ტრანსფერებით 400 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
კვალიარელა ბატისტუტას კვალდაკვალ - ვეტერანმა იტალიელმა ლეგენდარული არგენტინელის რეკორდი გაიმეორა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
ფიფამ რუსეთის მუნდიალიდან შესაძლო მოკვეთაზე განცხადება გააკეთა
დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]
დიდი გუნდის სევდიანი ისტორია
ლონდონის ერთი გუნდიდან მეორეში? - მარკო სილვამ შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს
ის ერთფეროვანი აღარ არის - ის საუკეთესოა! [VIDEO]
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
ალცჰაიმერით დავადებული გერდ მიულერი ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს
"აიაქსმა" მწვრთნელი კაიზერი გადააყენა და მისი თანაშემწე ბერგკამპიც ზედ მიაყოლა
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
110 000 გულშემატკივარი და სამართალდამცველები რომიდან - ნეაპოლი სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადება
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ავადმყოფობის მიუხედავად ურუგვაის ნაკრების მწვრთნელს ოსკარ ტაბარესს კონტრაქტი გაუგრძელეს
"სიტიმ" "არსენალს" მარტივად მოუგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
ზეპ ბლატერი: რუსეთს მუნდიალის ჩატარებაში ხელს ვერაფერი შეუშლის
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ნიუკასლმა" "ვესთ ჰემი" გაანადგურა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა [VIDEO]
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის მომგებები ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში - შემდეგი ზიდანია?
ლეგენდარული გერმანელის რეკორდთან ახლოს! ლევანდოვსკი დღიდან დღემდე უმატებს
მარიო კემპესი: კილიან მბაპეს ჯერ არაფერი მოუგია
კრიშტიანო სუპერგმირებში: დუბლები და ჰეთ თრიკები ფინალებში
კემპესი: აღარ არის რონალდო და მესიც წავიდა, ეს ესპანური ფეხბურთის დასასრულია
13 თვის შემდეგ - ბიელსამ ახალი სამსახური იპოვა
კოპას სიმბოლური ნაკრები - როცა მესის ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდის
გაბრიელ ბატისტუტა: მესი პროზაა, მარადონა კი - პოეზია