ლონდონური კლუბის შორტლისტში ლუკა მოდრიჩი, ალექსის სანჩესი, ნეიმარი და რომელუ ლუკაკუ მოხვდნენ
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი მზადაა ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების შესაძენად 90 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯოს. ლონდონური კლუბის შორტლისტში მოხვდნენ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი და "უდინეზეს" ნახევარმცველი ალექსის სანჩესი, ასევე თავდამსხმელები: ნეიმარი "სანტოსიდან" და რომელუ ლუკაკუ "ანდერლეხტიდან".

მოდრიჩის სანაცვლოდ "ლურჯებმა" 30 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ მოლაპარაკებების გამართვაზე უარი განაცხადა. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი პოზიციას შეიცვლის, როცა ლონდონელები გარიგებაში დიდიე დროგბასაც ჩართავენ.

ბელგიური გუნდის ლიდერი 20 მილიონად ფასდება და მას "ჩელსი" არა პირველი გუნდის გასაძლიერებლად, არამედ - გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდში აბრამოვიჩს 20 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს. თუკი გასულ სეზონში "ლურჯების" ხელმძღვანელობას ნეიმარის ტრანსფერის შესყიდვისთვის 15 მილიონიც ყოფნიდა, ამჯერად ფეხბურთელის ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

რაც შეეხება აბრამოვიჩის კლუბის ბოლო სასურველ შენაძენს, "უდინეზე" 22 წლის ჩილელის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში "ჩელსის" ჭიდილი არა მარტო ფასთან, არამედ "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ინტერთან" მოუწევს, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან სანჩესის შეძენით.

სავარაუდოდ, "ჩელსი" რამდენიმე ფეხბურთელს შეელევა. მათ შორის სახელდება ჟოზე ბოზინგვა, პაულო ფერეირა, ნიკოლა ანელკა და მისი თანამემამულე ფლორან მალუდა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე