ფოტო: facebook.com/fcmerani/

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 23 წლის ფელიპე პაიმმა, რომელიც მარტვილის "მერანში" თამაშობს, რასისტულ საფუძველზე გამოწვეული პრობლემების შესახებ ბრაზილიურ საიტ amazonasatual.com.br-სთან ისაუბრა.

ფელიპე საქართველოში 2018 წლიდან თამაშობს. ჯერ "შევარდენის" ღირსებას იცავდა, შემდეგ "დილაში" გამოდიოდა, ახლა კი მეგრული კლუბის წევრია.

23 წლის ახალგაზრდა იხსენებს, რომ ერთხელ მაღაზიის სალაროს რიგში დგომისას მყიდველს რაღაც დაავიწყდა, ნივთის ასაღებად მოტრიალდა და როცა მის უკან ბრაზილიელი დაინახა, პაიმის გვერდით დადგომას მოერიდა და წავიდა.

"საქართველოში წამოსვლის წინ ვიცოდი, რომ ასეთი სიტუაციები ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. მსგავსად ყველა შავკანიან ადამიანს ექცევიან. მათ შორის ბრაზილიაშიც კი, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რასისტული ქვეყანაა. მაგრამ აქ ისეთ სცენებს გადავეყარე, რაც არსად შემმთხვევია. ზოგჯერ მიფიქრია, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, მეც ხომ ადამიანი ვარ", - ამბობს ფელიპე.

ყველაფერი კი მარტში, კორონავირუსის პანდემიის დროს გაუარესდა. მაღაზიაში მისვლისას ახალგაზრდა ხედავდა, რომ მისი ეშინოდათ. ბავშვები მის დანახვაზე გარბოდნენ.

მარტვილის "მერანის" დირექტორმა სახლში დარჩენა სთხოვა და უთხრა, რაც დასჭირდებოდა, ყველაფერს მოუტანდა. თუმცა ფეხბურთელს სახლში ჩაკეტვა არ შეეძლო და ცოტა ხნით სასეირნოდ გადიოდა. საყიდლების საქმეში ის ქალბატონი ეხმარებოდა, ვინც სახლს ულაგებდა. თვითონ მაღაზიაში სიარულზე უარი თქვა.

"მარკეტში შესვლისას ორი თანამშრომელი მუდმივად უკან მომყვებოდა. რაც უნდა მექნა, ჩემ უკან იყვნენ. ერთხელ გუნდში სინჯებზე მექსიკელი ბიჭი მოვიდა. მე კი მაღაზიაში წავიყვანე და პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ვთხოვე, პირველად ის შესულიყო. არაფერი მომხდარა, ყველა მშვიდად იყო, ხოლო როცა უკვე მე შევედი, ეგრევე ორი თანამშრომელი გამომყვა", - იხსენებს ლეგიონერი.

მიუხედავად ყველაფრისა, ბრაზილიელი საქართველოში ყოფნას არ ნანობს.

"მარტვილში გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კარიერისთვის უკეთესი ასე იყო. იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უკეთესი რამეებიც მოხდება.

საფეხბურთო მოედანზე კი რასიზმის მსხვერპლი ერთხელ გავხდი, "შევარდენში" თამაშის დროს ვიღაცამ ტრიბუნებიდან დამიძახა: "სახლში წაეთრიე, მაიმუნო!" ეს ფრაზა ინგლისურად წარმოთქვეს. მეგონა, არასწორად გავიგე, თუმცა მეორე ფეხბურთელმა დამიდასტურა", - თქვა ფელიპემ.

ვარჯიშებისას კი ქართველი თანაგუნდელებისაგან სიტყვები ისწავლა, ისინი, რომლებიც შეურაცხყოფას გამოხატავს და უკვე საკუთარი თავის დაცვაც შეუძლია.

ფელიპეს თქმით, რასისტული შეურაცხყოფა თანაგუნდელებს არასდროს მიუყენებიათ, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისგან ბევრჯერ სმენია და ახლა უკვე პასუხის გაცემაც ისწავლა.

"თავიდან მიყვიროდნენ და მაგინებდნენ, მე კი არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ვერაფერს ვხვდებოდი. თუმცა, როცა პასუხის გაცემა და მათზე უფრო ხმამაღლა საუბარი დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. იგივე რამ ჩემს აფრიკელ თანაგუნდელსაც შეემთხვა და ვასწავლე, როგორც უნდა ეპასუხა", - აღნიშნა პაიმმა.

ღია შეურაცხყოფა მხოლოდ იმ ერთმა გულშემატკივარმა მიაყენა, თუმცა ფელიპე ამბობს, უმრავლესობა რასისტული დამოკიდებულებებისა უფრო ხმადაბლა ხდება.

"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები პატივისცემით მეპყრობიან, თუმცა... ზედმეტად ჩახლართული რამეა ასახსნელად. ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უნდა ხედავდე. იგივეა, როცა მარტვილის ქუჩებში დავდივარ - ხალხი ყველაფერს წყვეტს და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. ამიტომ აღარ დავდივარ მაღაზიაში. ცუდად მხდის ეს ყველაფერი. რომ ვიყვირო, გავაპროტესტო, უარესი იქნება. რა გზა მაქვს? რასისტი ადამიანები არსებობენ", - გულდაწყვეტით ამბობს სამხრეთამერიკელი.

ბრაზილიელი მეგობრები ხშირად ეუბნებიან, რომ ყველაფერი დატოვოს და უკან დაბრუნდეს, თუმცა ფელიპეს საწინააღმდეგო პასუხი და ახსნაც აქვს.

"როცა ასეთი რამ შემემთხვა, მეც ვიფიქრე სამშობლოში დაბრუნებაზე, დედა დახმარებას დამპირდა, თუმცა ბებიამ მკითხა: "ფეხბურთის თამაში შენი ოცნება არის? ეს ისაა, რაც ყოველთვის გინდოდა? თუ ეგრეა, რასისტების გამო თავი არ დაანებო იმას, რაც გიყვარს, თორემ ინანებ". ამ სიტყვებმა ძალა შემმატეს", - აჯამებს ახალგაზრდა.

ყველაფრის მიუხედავად, კონტრაქტის დასრულებამდე (31 დეკემბერი) ფელიპე პაიმს საქართველოში დარჩენა სურს და ერთი სული აქვს, როდის განახლდება ჩემპიონატი. ეს კი 14 ივლისს მოხდება, როცა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურში "მერანი" დუშეთის "არაგვს" შეხვდება.

Levan
ვეთანხმები ფელიპეს,კარგად თქვა ჩვენი დამოკიდებულება შავკანიან სპორტსმენებზე.ჯორდანის გულისთვის ღამეებს ვათენებდით,ღამის 4- ზე იწყებოდა ხოლმე ბულსის თამაშები.ვინმე ვინმეს რომ ჩაგრავდეს ეგენი წარმატებას ვერც მიაღწევდნენ.ალბათ თვითონაც არ იცი რომ გულიტს,რაიკაარდს,დავიდს და ზეედორფს(წარმოშობით სურინამელებს) ქართველი ფანები ყავთ.შე დალოცვილო (ასე რომელ ქვეყანაში გეტყვიან?) თვითონ ამბობ რომ მხოლოდ ერთმა გულშემატკივარმა მოგაყენა შეურაცყოფა .ჩვენმა ფეხბურთელებმა რაღა უნდა თქვას,მთელი სტადიონი აგინებს ხოლმე. თვითონ იძახი რომ რასისტული შეხედულების ქვეყნიდან მოდიხარ.ეგრე ქართველებსაც დასდევენ ევროპაში მაღაზიებში,მაგრამ შენგან განსხვავებით არ წუწუნებენ.ჩვენ თეთრები ვართ,იშვიათობაა ჩვენთან შავკანიანი და მეგრელი ბავშვებიც ზიზღით კი არა ცნობისმოყვარეობით გიყურებენ.ასეთია ძმაო მსოფლიო,სადღაც ინდიელი,სადღაც შვედი,სადღაც ჩინელი და სადღაც ნიგერიელი უკვირთ. ვითომ შენ უბანში თეთრს ძალიან სტუმართმოყვარეთ დახვდეთ რა
status quo
ეს არ არის რასიზმი,ეს ცნობისმოყვარეობაა.საქართველოს რაიონებში უცხოა სხვა ფერის ადამიანი და უკვირთ,აკვირდებიან.
gogka
ბრაზილიელი რო ფეხბურთის სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა,ახლოს არ უნდა გეეკარო კი არა,საერთოდ არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში.
PHILIPE
The words published by them on this issue are not right, because when it is translated from Portuguese into Georgian, it is not clear to you, it is clear, I really like this club and the people who understand it here and I really like Merani Martvili. I feel at home because everyone here cares about me. thank you
PHILIPPE
ამ საკითხში მათ მიერ გამოქვეყნებულ სიტყვებს უფლება არ აქვს, რადგან როდესაც ის პორტუგალიურიდან ქართულად ითარგმნება, შენთვის გასაგები არ არის, გასაგებია, მე ნამდვილად მომწონს ეს კლუბი და ის ხალხი, ვინც აქ მხვდება და მე ძალიან მომწონს მერანი მარტვილი. სახლში ვგრძნობ თავს, რადგან აქ ყველა ზრუნავს ჩემზე. გმადლობთ
ბაჩი
მეგრელებო,თქვენ შავი კაცი კი არა საკუთარი მეგრული ენა დაიცავით ორ სიტყვას მეგრულად რო ვერ აბავენ ერთმანეთს თქვენი შვილები შუაგულ სამეგრელოში.ამის გრცხვენოდეთ და არა იმის რომ ვიღაცა რაღაცას ამბობს ვინმე გადამთიელზე
ფელიპე
რეზი არველაძე რომ აფრიკაში ჩავიდა და ნახევარი ნიგერია დასდევდა ჟღალ თმაზე ხელის მოსაკიდებლად რატომ არ გასჩენია უარყოფითი რაქცია,პირიქით ყველა ღადაობდა არველაძეების ჩათვლით,იმიტომ რომ ლოგიკურია მათი ტრადიციიდან ისტორიიდან გამომდინარე, და ეს ლოიდის საქმის პახმელიაზე ლაპარაკი უცნაურია მითუმეტეს რომ უმეტესობა ჩემი ნაცნობ-ახლობლის (თაობების მიხედვით) უსაყვარლესი ფეხბურთელი პელეა,ზოგის გულიტი,ჩემს შვილს დროგბა უყვარს.კობის რომ მთელი საქართველო გლოვობდა კაი ნათესავივით ეგეც ზიზღი იყო?ჯორდანზე ფილმს რომ აღტაცებაში მოყავს ყველა ვისაც ცოცხლადაც კი არ უნახავს მისი თამაში.ფეხბურთი ითამაშე ბიძია შენ კარგად და მარტვილს კი არ დაემალები აქეთ გამოგეკიდებიან ფოტოს და ავტოგრაფისათვის
ddgfdf
კაი რა ბიჭო, ბავშვები გალახეს და მოედნიდან გაყარეს თან დიდი ალბატობით რუსები ურჩევნიათ.
Vasili
იქნებ ქართული კითხვაც ისწავლოს და უფრო მეტს გაიგებს ქართველებზე!!! მარტო ცუდი რო დაინახა , არააა მასე , ეს თვითონაც იცის, ასე მგონია. / ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის წევრი იყო , ჩაკეტილი სივრცე, და უცხო ადამიანები ყოველთვის ყურადღებას იქცევდნენ, სადღაც სოფლებში აფრიკელი კი არა , თურქის და რუსის გამოჩენაც იწვევს რეაქციას! ისე კი ბრაზილიელს რა აქ გასაკვირვრბეკი მე ვერ ვხვდები, ტურუსტებს ცოცხლად ჭამენ, რამდენი ფერად კანიანი ადამიანები იცის ნარკო მოვაჭრე? და პროსტიტუციის ბიზნესით რომ არიან? / ასე ტომ ჯიგარო , გაკვირვირვებაა და რასიზმი ნუ გებლანდებაა ერთმანეთში! და თუ მასე გაწყენინეს , მაშინ იქ წადი სადაც ეყვარები და გეთაყვანებიან
გოგი ჩიხლაძე
არც შავი კაცი უკვირთ მარტვილში და არც სტუმრის პატივისცემა ეშლებათ.მე თვითონ მაქვს შეხება ყოვეველ მათგანთან,მთელ მარტვილს ხელის გულზე დაჰყავს ისინი.საწყენია ნამდვილად ასეთი რეაქცია.დავაყენებთ ამ ფაქტის ნამდვილობი საკითხს და სიყალბის შემთხვევაში პასუხსაც მოვთხოვთ დამნაშავეს.
კვარა
მარტვილის ქუჩებში შავი კაცი იგივეა,რაც,რომელიმე აფრიკული ტომის სოფელში თეთრი ადამიანის გამოჩენა.გაკვირვებას იწვევს რათქმაუნდა.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ფელიპე პაიმი: რასიზმის მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი - ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროებდეს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]