რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

papa
ვიკა ამისთანა რა მოწიე? რა ცსკას კაპიტნობა...
ყველას გასაგონად
ეს ძველი ქართული ანდაზაა პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ აურიო. ან კიდე, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო, ბიხნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო და ა. შ. და ვიღა დარჩა ამ ქვეყნის პატრონად, ვინ უნდა უთხრას მტერს რომ მტერია და შეგვტკივა ჩვენს შვილებზე დედებზე, დებზე, ძმებზე გული? მარტო სამხედროს საქმე ხომ ომი და შეაკვდით ჩვენ კიდე ჩავალთ ვითამაშებთ არმიის კლუბში, დადვდგებით სცენაზე და რუსულ არმიას სადიდებელი სიმღერებს ვიმღერებთ, ჩავალთ კონცერტებს ჩავატარებთ, ღვინოს გავყიდით, ჩვენი კერძებით თავს მოვიწონებთ ეს არაა პოლიტიკა კაცო პოლიტიკა მარტო ომია და მეომარს და აიმ ომისგან დაზარამლებულ ხალხს ეხება. 1980 წლის რუსეთში ჩატარებული ოლიმპიადა გახსოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ არ ჩავიდა მოსკოვში, ააააა არაა ხო სპორტი პოლიტიკასთან კავშირში. ვნიც ლუკმა პურის საშოვნელად მიდის ხო ბატონო მაგრამ ამას არჩევანის საშუალება არ ქონდა? ქონდა 2022 წლამდე ქონდა გაფორმებული ბასკონიასთან კონტრაქტი. კიდე ერთია თურქეთის, ირანის და რუსულ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებთ, რუსეთმა რაც დაგვმართა ჩვენ თვალწინ გაიარა და ბევრს სულ არ აჯავრებს და საუკუნეების წინ მომხდარზე გეწვით გული?! რუსეთმა ჩვენ თვალწინ გვიხოცა შვილები, ძმები, დედები, დები, თვალწინ წაგვართვეს ტერტორიები, გააღატაკეს შვენი მშობლები, დღესაც ჩვენ განვითარების და მშვიდობიანი ცხოვრების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ვინაა აბა თუ მიხვდებით. ცოტა თავი გაანძრიეთ და დაფიქრდით სანამ ვინმეს გაამართლებთ
გიო
სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია, რომ სუფრასთან და კლავიატურასთან ვაიპატრიოტობს ბევრი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, დიდგორობის აღსანიშნავად არათუ მივა, არამედ პირში წყალს იგუბებენ უნდა აღუნიშნოს თუ არა დიდგორობა...
ara
რატომ ცდილობთ ამოეფაროთ იმ აზრს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და ასე გაიმართლოთ თავი! ავიღოთ ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება ალბათ გეცოდინებათ ამ ორ განვითარებულ ქვეყანაშიც კი პოლიტიკურად უდგებიან სპორტში ერთმანეთის დაპირისპირებას... ეს მხოლოდ ფაქტებია ბატონებო და არა სიბნელე, ბუნებრივია რომ სპორტში პოლიტიკის ელემენტებს ვხედავთ!!!
Лариса Ивановна, Москва
Каха, родненький, приезжай, мы тебя с нетерпением ждем! Ждем не дождемся, солнышко. От имени Наташи, Оли, Зины, Квтюши и всех москвичек.))))
სანდრო-s
ვინ რას აათამაშებს ეს ჯერ კიდე საკითხავია. მარა ვინც წითელ ხიდზე არ მდგარა რიგში, ვინც რუსეთისგან დაზარალდა, ვისაც შვილები მოუკლეს, სახლებიდან გამოყარეს და გადაუწვეს ვინსაც გული შეტკივა იმ საჯიშე ბიჭებზე, იმ ქალებზე და ბავშვებზე 90-იან წლებიდან მოყოლებულია რუსეთი ჟლეტდა და ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრება არ უნდახია, იმ ხალხს რას ეუბნება მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები ხალხი? პატრიოტიზმს რაც შეეხება მაგ ვისაც ყველაზე მეტად მოეთხოვება იმათ მიუთითე რადგან ყველამ იცის ვინ იდგა წითელ ხიდზე რიგში და შენც გეცოდინება იმედია
სიმონი
თუ გადავიდა, შერმადინი უნდა დაინიშნოს მეორე დღესვე კაპიტნად!
Gio
Gio shermadini saqartvelos kapitani...shengelov davai dasvidania!
სანდრო
ამდენი პატრიოტი თუ ყავდა საქართველოს 2008 ში რიგები რატო იყო წითელ ხიდზე ? თორნიკე მიდი ძმაო შენ ამათ უყურო მშიერი დარცები და ესენი კიდე რუსმა კაი ფული რო შეთავაზოს ერთ ადგილს ხელათ აათანმაშებენ.
90
მიდით ლომებო დასცხეთ, დაკორტნეთ ერთი კალათბურთელი გყავთ და ისიც მიაჩმორეთ სხვა რა შეგიძლიათ ისე საღამოობით ალიევის ძეგლთან ყვავილების მიტანა არ დაგავიწყდეთ.
სიმონი
ბიჯო, ვიქტორ, არ გაგიგია მაინც, რომ დუმილი ზპგჯერ ოქროზე მეტია? გაჩუმდი მაინც შე კაცო. ეგეთ სისულელეებს შენი პრეზიდენტიც კი არ ამბობს. მიქარე და ითამაშე რუსეთში? ჰოდა ეხლა მაინც გაჩუმდი. თუ ვინც თქვენსავით არ იმუშავა ან არ ითამაშა იქ, ვეღარა ვართ ცოცხლები? არავითარი გამართლება არ აქვს თქვენს ეგეთ საქციელს, თუ რეალურად არ იბრძოლებთ რუსეთში საქართველოს გადასარჩენად!!
ვეტერანი
მთელი цска ქართველებით რომ იყოს დაკომპლექტებული, მაინც გამიხარდება მისი დამარცხება. გამარჯვება კი გულს მატკენს, ამ გუნდში გადასვლა კი არა ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი დამამცირებელია და შეურაცმყოფელი.
3
აქ საუბარი "ცსკა"-ზეა,ხიმკიში რომ გადასულიყო არავინ არაფერს არ იტყოდა
Gio
Giorgi shermadini saqartvelos nakrebis kapitani! Shengelia davai dasvidania .
გიორგი
ვიქტორ სანიკიძეს რა ახარებს ერთი გამაგებინა. ნუთუ მართლა ასეთი ბრიყვები არიან ეს სპორტსმენები. გაჩუმდი მაინც და გაპრავებას მაინც ნუ ჩალიჩობ. ვერ გაპრავდება ვერანაირად ასეთი დონის ქართველი ვარსკვლავის რუსული ჯარის გუნდში გადასვლა
ბარსა
რუსის ჯარის შემოსვლაც გახარებს!?
lekso kutaisi
მეტი საკმე არა გაკვტ ჰენგელია კი არა კვეკანა დაგვემხო ტავზე კველა გასუსულები ხარტ ანგელოზი ბავჰვი მოკლეს და ვიტომ არაპერი ვის რაჰი აინტერესებს ჰენგელია ტორე მაგიც მკავს აბდულ ჯაბარი ერტი რიგიტი პულის ხარბი კალატბურტელია სპორტსმენობა ჰტამომავლობიტ გადადის მამამისი მერე ეს მერე მაგის ჰვილი მერე მისი და ადან დალი დანდალი ვაი ტკვენ პატრონს
მაია
პირველ რიგში უნდა იყო პიროვნება, რომელსაც უნდა გაგაჩნდეს საკუთარი პოზიცია სამშობლოს მტრებთან მიმართებაში და შემდეგ კარგი მომღერალი , მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ
90
კლავიატურის ვეფხვებო აგვისტო მოდის და იქნებ დიდგორობა აღნიშნოთ თუ ერთი ადგილი გაქვთ მაგრამ ვერ გაბედავთ გეშინიათ თურქები არ გაბრაზდნენ და თქვენი ცოლები და დედები უკან არ მოგიყარონ მათი რჩენის თავი კი თქვენ არა გაქვთ ან იქნებ აზერბაიჯანის მიერ დავითგარეჯის მიტაცება გააპროტესტოდ ან ის რომ საინგილოში ერთადერთ ქართულ ეკლესიაში გრაფიკით უშვებენ მღვდელს.ასეთ სიტუაციებში მუხლი გიკანკალებთ და ენა გებმებათ.50-მა კაცმაც კი რომ აღნიშნოს დიდგორში გამარჯვების დღე ეს უდიდესი გამარჯვება იქნება მაგრამ სადა გაქვთ მაგისი თავი.
30 ვერცხლი
იყიდება საქართველო. აბა რიგში ჩადექით ვისაც 30 ვერცხლი გინდათ...)))) აბა რა სანიკიძე სპორტსმენს რათ უნდა პოლიტიკა და ღირებულება? რომ იძახდი გულშემატკივრისთვის ვთამაშობო მაშინ იტყუებოდი? მაშ ახლა რატომ ამბობ ზოგ წინასღმდეგი იქნებაო.?) და ეგ არა უშსვს, ჩვენ წყალსაც წაუღივართ, ჩვენ აღარ ჩაგვთვალე, თუ გადაგვთვალე და გეცოტავეთ? არც შენ და არც შენგელია პატრიოტები არ ხართ, თქვენი ქვეყნის. თქვენ თქვენ თავს ქვეყანაზე მაღლა აუენებთ და არგუმენტად სპორტული მიღეევა მოგყავს. სამშობლო უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პიროვნების რამე მიღწევა და თუ ამას ვერ ხვდება ვინმე, პატრიოტობაზეც პრეტენზია ნუ აქვს. სამშობლოს სიყვაროლი ცალმხრივია, შენ გიყვარს შენი სამშობლო უანგაროდ და მას ემსახურები. სამშობლოსგან 30 ვერცხლს ნუ ელოდებით, რადგან სამშობლო მხოლოდ ცნებაა.

მორიგი ვაზელინის ორდენის კავალერი გაიჩითა. მიდი, მიდი, ემანდ არ იფიქრონ რუსებმა რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო გადარდებს ან მაგათ მიერ დახოცილი ქართველები. ხო და ბოლოში ღრუზინული "მი ვას ლუბიმ" დაგავიწყდა, იქნებ შენც გამორჩე ერთ-ორ რუბლს.)))
ა
ერთი კითხვა მაქვს ჩემო მეგობარო შენგელია თამაშებისას ხშირად კოცნიდა იმ გერბს რა გარბსაც წარმოადგენდა თამაშზე მომავალში როდესაც დაინახავ შენგელიას იგივე საქციელს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ გექნება?შენთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ეამბორები მთავარია პოლიტიკა ან პოლიტიკოსი არ იყოს დანარჩენი მოსულა
მიხაელ
იმის ნაცვლად რომ უფროსმა მეგობარმა კაცურად ურჩიოს თავის შეკავება , პირიქით უპრავებს საქციელს !!! თურმე მიჯნავენ ბიჭები სპორტს და პოლიტიკას , ალბათ ისე ძლიერ მიჯნავენ რომ დაავიწყდათ რამდენი ქართული რეგიონი გაგვიმიჯნა რუსულმა არმიამ. ისე უქნიათ სულაც შოიგუს ნაცვლად დაუნიშნიათ და ესენი ადიუტანტებად წაიყვანოს !!! ქცეყანა ცირკს დაამსგავსეს სადაც პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული იაფფასიან სათამაშო გახდა , ხოლო ქვეყნის და ერის ღალატი კი დემოკრატია და პროგრესის შირმით შეფუთეს !!!
საქართველო
რა იყო მოსაწარით ურა პატრიოტებმა დისლაიქის დაწკაპუნება :-) მიხარია,რომ აეწვათ ზოგიერთებს ერთი ადგილი. 2008 ში რა ხდებოდა წითელ ხიდზე ეგეც მოგვიყევით
alioxa
ეტყობა მიწებს რომ გართმევენ ეს მხოლოდ პოლიტიკაა და პოლიტიკოსების საქმეა და რიგით ქართველ კალადბურთელს არ ეხება.
საქართველო
ერთი საკითხია,რამდენად სწორად იქცევა შენგელია ცსკა-ში რომ გადადის,ძალიან საკამათო სიტუაციაა,მე უფრო მეტისთვის მემეტება თოკო ვიდრე ცსკა.პლიუს ამას მაინცდამაინც გამართლებულად არ ვთვლი საქართველოს წინაშე ცსკა-ში გადასვლას,მაგრამ აქ ზოგიერთები ისეთები აკომენტარებენ,იმის ნახევარი რომ მისცენ რასაც თოკო აიღებს, ცსკა კი არა საერთოდ აღარ ჩამოვლენ ქვეყანაში.როგორი მარტივია სხვის ცხოვრებაზე კომენტარევის წერა და გადაწყვეტილებების გაკრიტიკება. სხვის ომში ბრძენებით არის ქვეყანა სავსე
წადიშენი
ჰოდა, რასაც შენგელია მოიგებს მაგ გადასვლით, პირველს შენ გაგიყოფს.
ამოტივტივდნენ
მიდით, მიდით, გაშიფრეთ ყველა ვინც რუსულ ნიჩაბზე და გაზზე სველდება...
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა