საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

ირაკლი ბიჭოო!!!!!
წადი ძმაო, შენს დაკარგულ კრესლოს მიხედე პარლამენტში, არ გვაინტერესებს შენი აზრები.
ირაკლის!!!
შენ ძმაო, კობახიძე ხო არა ხარ?
თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ...
თავის სამართლებელი მართლა არ გაქვს, მაგრამ არც საამაყო უნდა იყოს ეგ საქმე. გვესმის რომ კალათბურთის სათამაშოდ მიდიხარ, სხვათა შორის ქეთა თოფურიაც მარტო სამღერად მიდიოდა, მაგრამ კი გამოაწყეს რუსი სერჟანტის ფორმაში და ამღერეს "კატიუშა" თუ "დენ პობედი" და თუ დასჭირდათ რუსებს ჩვენი კიდევ გამწარება, რო შენ არავინ შეგეკითხება გინდა თუ არა რუსი ოფიცრის ფორმის ჩაცმა, პროსტო ჩაგაცმევენ და ამას ჩვენ გვანახებენ ზუსტად პოლიტიკური რაკურსით, დაახლოებით ასე: "ჩვენს იქით გზა არა გაქვთ"
კეთილისმსურველი
არც რუსეთს და არც სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეყიდოთ! ღირსების საქმეა! გარდა ამისა, მხოლოდ რუსი არ არის ოკუპანტი.თვალი გავახილოთ და...
Milani
Arc mishas da arc grishas qomagi arvar, magram erti ram mainteresebs zalian. Provokaciaze camogebuli misha damnashavea da provokaciaze camomgebi ruseti arafer shuashia xo? Ruseti imdenad daxvecili aramzadaa rom nebismier rames ikisrebs. Qartvel xalxs samcuxarod chamogviyalibda tviseba rom rasac ver vcvlit mis gamartlebas vicyebt. Samyaro icvleba ruseti ara.
მიჩინიო
BBA რა არის?
ირაკლი
ძაან დიდი ბოდიში პოლიტიკაზე რო მიწევს საუბარი, მაგრამ თვითონ ეს ურა-პატრიოტები ახდენენ პოლიტიზირებას ყველაფერის. გაიგეთ რომ მე 12 საუკუნე აღარა,ა როცა ხმლებით მიდიოდა ბრძოლა. სამხედრო ტექნოლოგიები იმდენად წინაა წასული რომ საქართველოს პირდაპირ ომში ისეთ დიდ ქვეყნებთან როგორიც რუსეთია შანსი არ ააქვს. 2008წელს როცა ნათელი იყო რომ სააკაშვილი ცხინვალს რეგიონს ძალის გამოყენებით დაბრუნებას აპირებდა, დაახლოვებით 2 კვირით ადრე ომამდე, ბევრ სამხედროსთან და თანამდებობის პირთან მქონდა შეხება, რომლებსაც ვეუბნებოდი რომ არ შეიძლებოდა მაგის გაკეთება, რადგან რუსეთი აუცილებლად ჩაერეოდა და ძაან ცუდ შედეგებს მივიღებდით. დავკარგავდით ხალხს და ტერიტორიებს, რომლებსაც მაშინ კიდევ ჩვენ ვაკონტროლებდით. მაგრამ პასუხად სიცილს და იმას ვისმენდი, რომ რუსეთი ამერიკის შიშით ვერ გაბედავდა, რომ სააკაშვილი ჩემზე ჭკვიანია და იცის რასაც აკეთებს, რა შედეგიც მივიღეთ შემდეგ ყველამ კარგად ვიცით. ბიჭები რომლებსაც მართლა ეგონათ რომ შანსი ქონდათ ომის მოგების ფაქტიურად გაწირეს. ეს ვაი პატრიოტები კი ვინ სად გარბოდა კაცი ვერ გაიგებდა. არ მიომია რადგან კარგად ვხვდებოდი რომ იმ ჯარს რომლის მთავარსარდალი მშიშარა და კურდღელი სააკაშვილია შანსი არ ქონდა, მით უმეტეს კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის არმიასთან. მაგ 58 არმია კი რომელიც საქართველოში შემოვიდა ძირითადათ რუსებით კი არა ჩრდილოეთ კავკასიელებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ არსად გავქცეულვარ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვეხმარებოდი ჩვენ მოსახლეობას, რომელიც უპატრონოდ მიაგდო ნაციონალების მთავრობამ. კარგით თორნიკეს არ იყოს, რომელთანაც თავს არ ვადარებ, მაგრამ მეც მოღალატე ვარ. თქვენი სააკაშვილები ბოკერიები და თუ გინდ კალაძეები ან კობახიძეები კი პატრიოტები მაგ სიმართლით იარეთ თქვენ და ღმერთმა გაგიმარჯოთ თუ მართლები ხართ.
ირაკლი
დამიჯერეთ რომ დგევანდელ რუსეთს ბევრი თქვენ ჩემზე კარგად არ იცნობთ. აქ რომ წერთ შავტრაკებს გვეძახიანო, კი ბატონო ახალგაზრდა თაობაში საკმაოდ ბევრია ასეთი ნაცისტური აზროვნების ხალხი რუსეთში, და მარტო ქართველებს არ უძახიან, ყველა კავკასიელს და შუაზიელს უძახიან. მაგრამ არც საქართველოშია მაგ მხრივ უკეთესი სიტუაცია, ისინი თუ კავკასიელებს უძახიან აქ შავკანიანებს მაიმუნებს და რეებს არ უწოდებენ. გადაშალეთ ფეისბუქის გვერდები რომლების ამერიკაში შავკანიანთა პროტესტებს ეძღვნებოდა და ნახავთ ქართველი ახალგაზრდები როგორი ეპიტეთებით ამკობემ ლებრონ ჯეიმსს, მაიკლ ჯორნადს და სხვებს. ქართველ ახალგაზრდებში ჰიტლერი და ნაცისტები უფრო პოპულარულია, ვიდრე სტალინი და კომუნისტები, და ეს მაშინ როცა ბევრის მამა, ბაბუა და ნათესავი კომუნისტი იყო. სამაგიეროდ რუსეთში ნორმალური მემარცხენე აზროვნების ხალხი გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოში. ძაან რთული ქვეყანაა რუსეთი და ისე მარტივად არაა საქმე როგორც ბევრ თქვენგანს გონია.
ირაკლი
ბაბაია კი არ უნდა დაუძახო არ უნდა გააღიზიანო და ძალით თავი არ უნდა დაატორიო. ახლა იმის წერა და ლაპარაკი რომ მაინც ომი იქნებოდა მაინც წაგვართმევდა არის სიბეცე. აფხაზეთს და ცხინვალს საქართველო 90 იანი წლების მერე ვერ აკონტროლებდა, მაგრამ რუსეთის მიერ მაგ რეგიონების აღიარება მოხდა 2008წელს, ანუ 15 წელზე მეტი არ აღიარებდა. იქნებ ცოტა ტვინის უჯერედები აამოძრაოთ და დაფიქრდეთ რატომ არ აღიარებდა მანამდე და რატომ აღიარა 2008წელს.
Milani
Es kaci gansakutrebit uyvars gulshematkivars da mitom gamoicvia amdeni ambavi. Aravis shefasebas da gankitxvas ar vapireb, tumca verc imas davetanxmebi rom sporti da politika araferr shuashia ertmanettan. Xhsitad gaigoneb qartbeli xelovanebisgan rom isini politikashi ar erevian. Cdebit megobrebo chben da rusets shoris mimdinare procesebs politika arqvia, es omi da okupaciaa.
მიჩინიო-ს
ლაშა არის ВВА-ს წევრი 2018 წლიდან.
irakli81
2008 წლის მერე რუსრთის არმიის გუნდში თამაში უსინდისობაა ქართველისთვის, რა დონის მოთამაშეც არ უნდა იყოს. შენგელია მსოფლიო დონის ვარსკვლავია და იმიტომ დაგვწყდა ესე გული და ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, თორე ვინმე სირიდონ მეჯღანუაშვილს რომ გაეკეთებინა იგივე, ვერც გავიგებდით და მაგრა დავიკიდებდით
გიო
ირაკლის შენ ხო გაქ ანალიზის უნარი(დათვი რო მოგერევა ბაბაია უნდა დაუძახოო) დაუწექით და შეუძვერით აბა თქვენ იცით ვოვას იქნებ ძვალიც გადმოგიგდოთ სახრავად დიდი ჯაჭვით რო დაგაბამთ მერე.
ALONZO
გაიხარე, მაგრამ ხისთავიანები მაინც ვერ გაიგებენ
ALONZO
ყველას ვინც რუსებთან მეგობრობთ, გაცნობებთ, რომ ზურგსუკან შავტრაკას გეძახიან. ეს არის ავადმყოფი ერი, რომელსაც შიშის და უძლეველობის მითი აქვს დათესილი და ამით სულდგმულობს. ერთადერთი ვითომ მართლმადიდებელი ერი, რომელმაც თავიანთი ეკლესიები გადაწვა. წარმოიდგინეთ, ჩვენ სად ვკიდივართ და როგორი სიამოვნებით გაგავატყავებს. პ.ს. ძირს ნაცმოძრაობა
გიორგი
100% გეთანხმები ლევან, ქართველებს და არა მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის გვერძე დგომა გვაკლია, გაიხედეთ გარეთ ქართველი რისი გულისთვის კლავს ქართველს, პრობლემა შენგელიაში არაა, საერთო საქმეში არ ვარგივართ
მიჩინიო
ლაშა მალაღურაძე ვინ არის?
aburjga
რუსეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ, შერიგების და ძველი ძმური ურთიერთობების აღდგენის გზები უნდა ვეძებოთ! გერმანიასა და სსრკ-ს (რუსეთს) შორის ომი 4 წელი მიმდინარეობდა. მილიონობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა იმ ომს, გერმანიის ტერიტორიის ნაწილი (კალინინგრადი-კენისბერგი) დღესაც ოკუპირებული აქვს რუსეთს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობებიც აღადგინეს და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან! ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთში, კრემლში დევს "ტუმბოჩკაში"!
გია
საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს ცსკა ში.ესაა მთავარი.
Segestrya
დიდი პატივისცემის მიუხედავად არც ვიქტორ სანიკიძე და არც მანუჩარ მარკოიშვილი იყო მსოფლიო დონის კალათბურთელი და არც ლაშა მალაღურაძე და გიორგი აფციაურია მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი. რაც მთავარია არცერთი მათგანი არ იყო გუნდის კაპიტანი, სული და გული...გორგოძე, ნარიაშვილი, ფაჩულია, კალაძე რომელ მათგანს დაუსხლტა ფეხი? არცერთს...ძალიან მარტივია იპოვეთ ერთი განსხვავება
ირაკლი
აი მაგის მეტი ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ, ნაცისტურ გერმანიას და დღევანდელ რუსეთს შორის სხვაობას რომ ვერ ხედავთ იმიტომაა საქართველოს საქმე კარგად. რუსეთს 7 ათასამდე ბირთვული ქობინი აქვს და საქართველოს განადგურების მიზანი რომ ქონდეს ერთიც საკმარისი იქნებოდა, თუ გგონიათ თქვენი ნატო და ამერიკა დაგიცავდათ. რა ეშველება ამ ქვეყანას ამდენი გაუნათლებელი სულელის ხელში არ ვიცი, თორე შენგელიას რა უჭირს.
Segestrya
ბოლომდე მჯეროდა რატომღაც, რომ გომელსკის ცელს გამოუსვამდა შენგელია, გულის პატა კუნჭულში იმედი მქონდა...მოკლედ სრული უფლება აქვს თოთოეულ სპორტსმენს თავისი ბედი ისე გადაწყვიტს, როგორც მას სურს და როგორც მისთვის და მისი ოჯახისთვის უკეთესია, ყველა საკუთარი თავის ბატონ-პატრონია მანამ სანამ, ეროვნული დროშისფერ კვართს ჩაიცმევს და ეროვნული ჰიმნის ჟღერადობას სავსე დარბაზსა თუ სტადიონზე გულწრფელ და არცთუ იშვიათად მშიერ გულშემატკივართან ერთად სიამაყით მოუსმენს. პოლიტიკა და სპორტი რა კავშირშია ერთმანეთთან რომ ვკამათობთ, ამას შთაგვაგონებს ის ხალხი ვისზეც ჯავაჰარლალ ნერუ ამბობს "არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია"... ნკვდ-ს და კგბ-ს პასქვილებზე გაზრდილი თავად-აზნაურობა...სპორტსა და პოლიტიკას რაც შეეხება დაგუგლეთ ინგლისურად ჩეხი ჰოკეისტი იაროსლავ ჰოლიკი...და ბოლოსთვის როგორ ლეგენდა მამუკა გორგოძემ უსურვა წარმატება თორნიკე შენგელიას, მეც გულწრფელად იგივეს ვუსურვებ აწ უკვე ყოფილ კაპიტანს და თუ ოდნავი თავმოყვარეობა მაინც გააჩნია ნაკრების ყოფილ წევრს.
მიჩინიო
მოუფიქრებენ რამე ნეიტრალურს: "მე პოლიტიკაში არ ვერევი", "მთავრობებს შორის არის კონფლიქტი, ხალხს შორის არა", "სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა".. ათასი ვარიანტია თავის მართლების
თბილისელი
იმაზე რატომ არ იღებთ ხმას, რომ ლაშა მალაღურაძე თამაშობს რუსეთის რაგბის ლიგის გუნდ "ВВА"-ში, რაც ნიშნავს - ВОЕННО-ВОЗДУШНАЯ АКАДЕМИЯ. თქვენი ლოგიკით რუსი მფრინავები არ ბომბავდნენ საქართველოს?
giorgi
ლევანა! პატრიოტთთა ალიანსის მიმართ მაგრად ხარ ჩაჭრილი. ჯერ ესეთი პატრიოტები, რუსეთში თუ ჩადიან ისიც იმის გამო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლოს მოლაპარაკებების გამო, რომ ეგება რამეთი დავძრათ გაყინული მდგომარეობა. რა ახალი ამბავია? თუ რუსეთს არ დაელაპარაკე არაფერი გამოგვივა. შენი გაგებით გავუშვათ გირჩები თავიანთი უკანალებით და ისინი მოაგვარებენ საქმეს. იაპონია, ევროპა, ელაპარაკება რუსეთს და ჩვენ რა გავხდით ესეთები?! თან გინდათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაც და თან ალიანს აკრიტიკებ ლევანა? დამისახელე რომელი პარტია ახსენებს ამ ორ ჩვენს ტერიტორიას? მაშინ შენ დაგვიბრუნე ლევანა, ეს ტერიტორიები ისე, რომ რუსეთს არ დაელაპარაკო! ამ ორი ტერიტორიების გასაღები სწორედაც რუსეთშია! შენ მოგწონს, არ მოგწონს ეგრეა რას იზამთ. პატრიოტთთა ალიანსის ნაირი ეროვნული შენ იყო ჯობია.
levan
ქინქლაძე,შელია,ყაველაშვილი,კობიაშვილი,ასათიანი,გოგია,ოქრიაშვილი,ცხადაძე,ლორია,ჯანაშია,აშვეთია და ა.შ უამრავი.რაგბის კაპიტანი კაჭარავა,კალათბურთიდან მარკოიშვილი,ცინცაძე (ორივე ცსკა),რაღაც არ მახსენდება ობსტრუქცია მოგვეწყო თამაშებზე.რა აიჩემეთ ეს შენგელია...თუ ასეთი პატრიოტები ვართ რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?ჩვენ არ დავიწყეთ სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი ჯერ თბილისში და შემდეგ დანარჩენ საქართველოში,ჩვენ არ ავაწიოკეთ სამეგრელო,ჩვენ არ მოვკალით პირველი პრეზიდენტი გამსახურდია უღრან ტყეში,პირველი პრეზიდენტის ძეგლიც კი არ გვაქვს.ჩვენ არ ავირჩიეთ ბარაბას გზა,როცა გამსახურდიას ნაცვლად იოსელიან,კიტოვან,სიგუას გავყევით?ჩვენ არ დავასაფლავეთ იოსელიანი დიდუბის პანთეონში? კარგით რა შენგელიას კი არა რუსებს ვებრძოლოთ ყოველდღიურად.ომით ვერ მოვუგებთ,მაგრამ ბრძოლაში უნდა მოვუგოთ,ერთმანეთის სიყვარულით,რაც საუკუნეებია ვერ შევიძინეთ,ვერა და ვერ შევიყვარეთ ერთმანეთი და საქართველო.რა პატრიოტიზმზე გვაქს ლაპარაკი,როცა საქართველოში პარტია პატრიოტთა ალიანსი არსებობს რომელიც ღიად პუტინთან დაკავშირებული პარტიაა,რომლის მესვეურები კვირაში ერთხელ დასეირნობენ კრემლის ჯურხმულებში და საქართველოთი ღიად ვაჭრობენ,თუ ასეთი მაგრები ვართ დავხვდეთ აეროპორტში,მოვუწყოთ ობსტრუქცია და ვაფურთხოთ სახეში
ფუი
და სხვაგან რომ წასულიყავივერა? ტუ ეგ ერდარეტი საშუალება გქონდა თავიის და ოჯახის რჩენისა და სხვა გზა არ გქონდა?
Gio
Saqartvelos kapitanis codeba unda chamoertvas am kacs araakvs mnishvneloba shengeliaa tu Jordani .
გიო
და ვინ თქვა რომ კარგი იყო მერე ან შენ რა იცი ვინ რას ამბობდა და რას წერდა თავად კლავიატურის ლომო.
გიო
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში რომ შენარჩუნებულიყო ნაცისტური ხელისუფლება და გესტაპოს თავისი გუნდი რო ყოლოდა როგორ ფიქრობთ რომელიმე ებრაელი გადავიდოდა იმ გუნდში სათამაშოდ?რუსეთის არმიის კლუბში რო გადადიხარ და მერე გულშემატკივარს თხოვ ისევ ტაში დაგიკრას მსუბუქად რო ვთქვათ სირცხვილია.მერე რა მოხდაო წერენ ჰო არც არაფერი თურმე ზოგი კრემლში უმღერებს პუტინს ზოგი იმ არმიის კლუბში გადავა რომელმაც ათასი სისაძაგლე ჩაიდინა ჩვენი ერის წინააღმდეგ და რა მოხდაო....ფულის და კარიერის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო კაცმა
უკვე რომ იმართლე?
თავად დაიწვი თოკო თავი, პირველი კომენტარის დროს რომ გაიმართლე თავი, იმედია ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება ჩემს მიმართო. თავადაც არ გჯერა რომ ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება იყო და ამიტომ ითხოვე გულშემატკივრისგან “გაგებით” მოკიდება.
Dato
ეს აღშფოთებული საზოგადოება სულ რაღაც ბასკებით, აღშფოთებული ხალხით, მარსიანელით და ეგეთი ნიკებით რატო იწერება? ერთი და იგივე ადამიანია და ფანტაზია არ ყოფნის სახელების მოსაფიქრებლად? :)))
იოანე
თორნიკე, ღირდა კი ამდენი ქართველისთვის და შენი გულშემატკივრის თვის ესეთ გულის ტკენად, რუსულ კლუბთან ერთად რაიმე ტიტულის მოპოვება? შენ თუ მოიპოვებ ტიტულს, რუსულ კლუბსაც ხო მოიპოვებ და რუსულ საქმეს გააკეთებ? მტრის საქმის კეთებაა პატრიოტიზმი? დამიჯერე არცერთი ტიტული არ ღირს იმის მეასედი ფასი, რაც შენი ხალხის სიყვარულია. ვინც ეხლა გაკრიტიკებს იმას ბევრად მეტად ეყვარები ყოველთვის, ვიდრე ვითომ შენ ეხლანდელ რუს გულშემატკივარს, რომელთათვისაც მაინც მეორეხარისხოვანი ლიცო კავკაზსკაი ნაციონალნასტი იქნები ყველაფრის მიუხედავად.
გია
ბიჯო რამდენიც გინდა იძახეთ პოლიტიკა არ ჩავრიოთ სპორტშიო, ის მაინც გაიგეთ რო რუსეთში ყველაფერშია პოლიტიკა ჩარეული. ჩვენ რო არ ჩავრიოთ ისინი ჩარევენ და გამოიყენებენ. რუსები ყველაფერს პოლიტიკისთვის იყენებენ, სპორტიც, კინოც, მუსიკაც, პრესა, ტელევიზია, ყველაფერი პოლიტიკაა მაგათთვის. მოსკოვში რო შენგელია ქართულ დროშას გამოფენს იმაზე ტაშს დაუკრავენ და იტყვიან შეხედეთ ჩვენ გვიყვარს საქართველო, შერიგებულები ვართ. ნორმალურ ქართველებითან ყველა პრობლემა და დავა დასრულდა. ხოლო ისინი რომლებსაც რუსეთი არ უყვართ უბრალოდ ექსტრემისტები და მეგობრობის მტრები არიან.

ქართულ სულზე რომ საუბრობს, საინტერესოა პრესკონფერენციაზე კითხვა, რომ დაუსვან რუსეთი ოკუპანტი არის თუ არა რას უპასუხებს?!
იმედგაცრუებული
კალათბურთის ფედერაციამ უკვე გამოხატა გმირული პოზიცია. ეს კი სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია უკრაინელი რაკიტსკის ზენიტში (თუნდაც) გადასვლისას. ჩვენ რა გვჭირს!!!!!!! While there has been no official comment from the Ukrainian Football Association, few believe this is a coincidence. “Whatever happens, you have to respect your people and your country,” former Ukraine national team player Artem Fedetskiy said of Rakitskiy’s predicament. “I think it will be very complicated for (national team trainer) Andriy Shevchenko to select him now.” აგერ კიდე რას ამბობს მეორე უკრაინელი :(:(:( “Would you join Zenit Saint Petersburg if they offered you EUR 5 million a year?” Ukrainian footballer Roman Yaremchuk didn’t hedge or hesitate when asked this question in a late 2019 interview. “No,” he answered. “It’s a great question, but in today’s situation, I wouldn’t go. One hundred percent. I have everything I need in life and that is enough for me.” რა უნდა მიიღო იმაზე მეტი რუსულ ჯარში, რასაც ქართველი გულშემატკივარი გაძლევდა პატივისცემის და სიყვარულის სახით...სირცხვილი....რომლის ფასსაც მომავალში მიხვდები...
irakli81
თავად დაცენტრილო, ოკუპანტი არმიის ბრენდი უნდა ასახელოს საქართველოს კაპიტანმა? ანწუხელიძემ საქართველოს ბრენდი ქართული დროშა არ შეურაცყო და მაგიტომ მოკლეს ცსკ-ს ბრენდის მქონე ოკუპანტებმა
Musenbezi
თოკოს ადგილზე საერთოდ უარს ვიტყოდი გარკვეული პერიოდი ნაკრებში თამაშზე!!! კლავიატურაზე კაკუნში ძლიერები ვართ და ნახევარი საქართველო რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით რომ ცხოვრობს მაგაზე თვალებს რატო ხუჭავენ?
პს
საფეხბურთო კლუბის გარდა ყველა სპორტის კლუბი ცესკა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მმართველიც სამხედრო პირი ყავთ. გაარკვიე რამე სანამ დაწერ.
აბაა
აბაა, მაგაზე მეტი გამბედაობა როგორ გინდა გქონდეს რომ იმ სიყვარულის მერე რაც შენ ქართველმა ერმა გაჩუქა გადახვიდე კლუბში, რომლის მფლობელი არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, ის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლები ჩემ მშობლიურ მიწა წყალზე არ მიშვებენ პაპა-ბაბოს საფლავი მაინც რო ვნახო ( აბა სახლები მიწასთან გამისწორეს). იმაზე მეტი გამბედაობა როგორ გინდა გქონდეს რო გადახვიდე კლუბში, რომლის ხელმძღვანელი შოუგუს ლაქია არტიომ გრომოვია, იმ შოიგუსი აფხაზეთში რომ გაგვამწარა და დღესაც რო გამოირჩევა ქართველთა მიმართ "სიყვარულით". მეტი გამბედაობა რა გინდა ესე ჩააფურთხო ქართველ ხალხს სულში და თავის მართლებასაც არ ფიქრობდე. ისე , Торнике , თუ გაინტერესებს შენი ახალი კლუბის სრული სახელი ესეა - «Федеральное автономное учреждение Министерства обороны Российской Федерации „Центральный спортивный клуб Армии“» და თარგმანი არ გაგიჭირდება!
მათე
საქართველოში მალე სექსიც პოლიტიზირებული იქნება არათუ სპორტი , ეს არის ქვეყნის უბედურება
სრულიად ხალხი
ბოდიში გენაცვალე და ეროვნება არ არის სისხლი და გენეტიკა, ერის წევრი მაშინ ხარ როცა ერის ისტორიას, ფასეულობებს, სატკივარს, მისწრაფებას და სიხარულს იზიარებ, შენ შენ სულს ქართულს დაუძახებ თუ ფლამანდიურს რეალობას კიდია ფეხებზე, რეალობა არის ის რომ ერის წევრი აღარ ხარ.
ara
შანსი არაა ზაზას მანდ ეთამაშა, ეხლა გვერდში უდგება, იმიტომ რომ მეგობარია, მარკოიშვილსაც გვერდში დაუდგა როცა ს გადავიდა ცსკა-ში მაგრამ თითონ შანსი არაა ეგ გაეკეთებინა, ზაზა დიდი ქართველია!!!
შიშველი სიმართლე
კაცი, რომელიც მოაკლდა ქომაგს...
დო მაჟორი
ამდენ ღვარძლს და ბოღმას როგორ ატარებთ?! მოქალაქეობაზე თქვა უარი თქვენი პრეზიდენტივით? ისე, კი ვართ ღირსნი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს! უარს არავინ ეტყვის! პროვინციური იდიოტიზმი!
თორნიკეს
90 პროცენტ შენ გულშემატკივარს რო გული დაგვწყვიტე ეგ არაფერი, მოვინელებთ როგორმე. უბრალოდ რომ იძახი ქართულის სულის მატარებელი ვარო, მიდი აბა თუნდაც პირად ინსტაგრამის გვერდზე დაწერე რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი კლავს, რომ პუტინი კლავს! მიდი და იმაზე მეტი გულშემატკივარი გაგიჩნდება ვიდრე გყავდა. ვერა? რატო? შენ ახალ პატრონ შოიგუს არ ესიამოვნება?
ჰაა
სამართლებელი თავი ნამდვილად არ გაქვს ჩემო თოკო,უბრალოდ ნაკრებში აგარ უნდა გამოგიძახონ.
912
კლავიატურის ლომები რომელიც თავი დიდ პატრიოტებად მოაქვთ თორნიკეს ხელფასი რომ მისცე პუტინს დაუდგებიან პირად მექისედ... გეყოთ ეს მარაზმი....
patrioti
თქვე დაცენტრილებო, ჯერერთი ცსკა დიდი ხანია არ არაის არმიის გუნდი, არამედ არის კერძო საკალათბურთო კლუნბი, ისევე როგორც მოსკოვის ცსკა, კომუნისტების დროს იყო არმიის ისევო როგორც დინამო შსს-ს და აშ, უბრალოდ ბრენდს არ უცვლიან სახელს თორემ ისე კერძო კომპანიაა დიდი ხანია, რო არ იცით ნუ ბოდიალობთ. მეორე - რამდენი ქართველი თამაშობს რუსეთში, მაგალიტად ფეხბურთელები, ანანიძე წლების განმავლობაში ქართველობისთვის ყველაზე საძულველ გუნდში ტამაშობდა მაგარამ არავინ ლანძღავდა ამის გამო, არველაძეები თურქეთში თამაშობდნენ, თუ თურქეტთან ისტორიულად მეგობრები ვართ? მაგრამ არ ლანძრავდნენ . აბა ამ კაცს რას ერჩით ვერ გავიგე, მაგრამ ეხლა ისევ იტყვით ეხ ხო ცსკა-აო ანუ როცა გონზე არ ხარ კამათს რა აზრი აქვს...
კლავიატურის ლომი
სამწუხაროა, რომ ვერ გესმით პრობლემის არსი. როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელი და სახე ხარ მსოფლიოს წინაშე მეტი მორალური პასუხისმგებლობა გაკისრია შენი ქვეყნის რიგით მოქალაქეებთან შედარებით. როცა შენი ქვეყანა რეალურად საომარ მდგომარეობაშია მეზობელ სახელმწიფოსთან და ამ დროს თუნდაც ბოლომდე გაუაზრებლად იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ესაა აღმაშფოთებელი, თორემ მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ თორნიკეს საქართველო ისევ ძველებურად უყვარს და ამაზე არც არავინ დავობს.
კორონა
ალბათ ყველა ვინც ამ კაცს აკრიტიკებთ ჯარმოვლილები ხართ და სამშობლოს დასაცავად ძებნა არ დაგჭირდებათ რამე რომ იყოს. ჩვენ ვართ ერი ვინც შვილებს ვცდილობთ ჯარი ავარიდოთ, ომის დროს გადავმალოთ და გავიხიზნოთ და ამავდროულად ვაკრიტიკოთ ადამიანი რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს კლუბში გადავიდა. ამ ლოგიკით დინამოს და ტორპედოსაც უნდა ვაგინებდეთ და სახელების გადარქმევას ვთხოვდეთ. ეგ ვაი პატრიოტიზმი სხვა საქმეში გამოავლინეთ და ამ კაცს წარმატებები უსურვეთ თავის საქმეში!!!
Ucxoplaneteli
ისე რა საინტერესოა ოკუპაციის თემაზე რას იტყოდა..ჟურნალისტებმა რო დაუსვან კითხვა

ცნობისთვის: ყველა თამაში პირველ რიგში მაყურებლისთვის არის და მაყურებლის გარეშე ის დიდწილად აზრს-ხიბლს კარგავს და 21-ე საუკუნეშე რომელიც მათ შორის კომერციაზეა აგებული, რიგი თამაშების, არსებული სახით შეიძლება არც არსებობდეს. მოთამაშე როდესაც იძახის თავი არავისთან მაქვს სამართლებელიო ნიშნავს რომ მაყურებლის და გულშემატკივრის აზრი არ აინტერესებს და ეს დიდი შეცდომაა!!! რაც შეეხება ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილებას, ცალსახა პასუხი მაინც ალბათ ძალიან რთული გასაცემია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხარ, ოკუპანტი ქვყნის შეიარაღებული ძალების!!! სპორტულ კლუბში არ უნდა გადახვიდე, მითუმეტეს როდესაც ამის სასიცოცხლო (თუნდა, ფინანსური თვალსაზრისით) აუცილებლობა არ არის!!!
ირაკლი ქუთაისელი
რა თქმა უნდა თავისი გზა აქვს, ჩვენც გვაქვს უფლება არ მოგვეწონოს მისი საქციელი და აღარ ვისურვოთ კაპიტნად. რაც უნდა ის ქნას კაცო, მარა ჩემნაირებზე ნუღარ გაბრაზდებით თუ ფულზე გაყიდულად ჩავთვლით, სხვაგან ვერ ნახა წასასვლელი თუ რა? თუ გინდა არასწორი ვიყოთ, როცა ხედავ რომ უმრავლესობას არ მოწონს შენი გადასვლა თავი უნდა შეიკავო. შენ საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც რა ჯობიაო?
gio
გამოიძახებენ კიდევაც და კაპიტნადაც დარჩება. ფედერაციასთანაც შეთანხმებული ექნება უკვე ყველაფერი.
G.LA
კი რა თქმა უნდა? ეს ზოგიერთი რომ ამბობს, სპორტი პოლიტიკა არ არისო, აბა რა არის პოლიტიკა? ხელოვნება პოლიტიკა არაა, სპორტი პოლიტიკა არაა, ეკონომიკა პოლიტიკა არაა, რაღაა პოლიტიკა? აგერ ვახტანგ კიკაბიძემ პიტინს მედალზე და პრემიაზე კაი პასუხი გასცა. მითუმეტეს ამასავით ესპანეთში კონტრაქტი არ ქონია 2022 წლამდე. მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს თითქმის მთელი მსოფლიო არ ჩავიდა და სსრკ-მ სოც. ქვეყნებში ჩაატარა ოლიმპიადა. ვიღაცეები ამბობენ ჩვენთან სპორტი პოლიტიკა არ არისო. ანწუხელიძემ დროშას არ დააფურთხა და სიცოცხლეზე უარუ თქვა. ვითომ რა დაშავდებოდა? თურმე ბევრი რამ, იმიტომ რომ ანწუხელიძეს ღირებულება ქონდა და ჩვენ გმირად მოგვევლინა. ეს და მისი მამიკო გვეუბნებიან მოსალოცად გვაქვს საქმენო. რა მორალზე და ღირებულებებზე უნდა ელეპარაკო ამათ? ევროპის თასს ავიღებ ცსკა-ს დროშის ქვეშო. მტრის დროშას აძლიერებს და ჩვენ გვასუსტებს. თავისი ქმედებით დახლიჩა საზოგადოება.თვითონაც და მამამსიც პირადად ჩემთვის წაიშალნენ როგორც ღირსეული ქართველები.. მათი ნება სად ითამმაშებს, ჩემი ნებაა აღარასოდეს მოვიხსენიო ქართველ კალათბურთელად. ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს.
ოპტიმუს
კაცი, რომელიც განოლდა...
irakli81
ბარსელონადან რეალში რომ გადადის სპორტსმენი იმაზე ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, ეს კი ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდში გადავიდა. რომელიმე კერძო რუსული კლუბი რომ ყოფილიყო კიდევ ჰო მაგრამ რუსული არმიის კლუბი?! ბიჭო რეალში გადადი , ნბა- ში წადი ცსკ- ში რა ჯანდაბა გინდა? ვუსურვებ ცსკ-ს სრულ კრახს ევროლიგაზე.
სტატუს ქუო
ფულს დახარბდი ბიჭო?
ზურა
ვინც ამ კომენტარს დისლაიკი მისცა ან რუსეთუმეა ან პატრიოტიზმს გამარტება არ იცის, მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ავღნიშნე რომ პატრიოტიზმი არის ეს რაც ქვემოთ დავწერე, სხვათაშორის ჩემი მოგონილი არ არის რაც დავწერე, ეგ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტებაა და მთელი მსოფლოს მოაზროვნეები თანხმდებიან ამაზე, ეწინააღმდეგებიან მხოლოდ კოსმოპოლიტები ეგრედწოდებული მსოფლიოს მოქალაქეები რომლებიც ეროვნულ ინტერესებს არ ცნობენ და სამშობლოდ მსოფლიო მიაჩნიათ
გგგგგ
წარმატება თორნიკეს!!!! ამაზე მეტი ვაჟკაცობა რა უნდა იყოს როდესაც ქართულ დროშას ააფრიალებ რუსულ მიწაზე. ცუდი შედარებაა, მაგრამ გიორგი სააკაძეც მოღალატე ეგონათ. დაეტიეთ ბოღმიანებო და უყურეთ ნიკა გვარამიას
rigiti
პატარა თანხა თვლება გამყიდველობად, დიდი თანხა ბიზნესია!!!!!!!! სრული უფლება აქვს ითამაშოს ცსკ-ში! ეს მისი არჩევანია! უბრალოდ ჩვენთვის ის თოკო ვეღარ იქნება! სამწუხაროდ.
Smouk
როგორც მინიმუმ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას და როგორც მაქსიმუმ ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ...ნაკრების გირსებას აღარ უნდა იცავდეს მე ესე ვფიქრობ და ძალიან ბევრი ფიქრობს მგონია ესე,და როგორც ქართველ კალადბურთელს ვუსურვებ წარმატებას მაგრამ არაა ნაკრებში მისი ხილვა საჭირო,სანამ არ გაითავისევს ქართველი კაცი მტერს და მოყვარეს არაფერი არ გვეშველება
თამაზი
ჩემო კეთილო მეგობრებო, ორიოდე ფაქტს შეგახსენებთ და არა მგონია ეს ფაქტები არ გესიამოვნოთ - მე დღემდე მახსოვს და როცა ეს ვნახე, სიამაყის გრძნობა და დამეუფლა ჩვენი კავკასიელები ძმების გამო... 1. 2016 წელი იყო არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, როცა ინგუშმა ხალმურზაევმა ოლომპიური ოქროს ფინალი მოიგო, ტრიბუნებიკენ გაემართა მილოცვების მისაღებად... იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა რუსული დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა ❤ 2. ესაც 2016 წელს მოხდა - "Only Russian flag is missing" - სიცილით თქვეს კომენტატორებმა, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჯგუფური სურათის გადაღების დროს... საქართველოს, აზერბაიჯნისა და პოლონეთის ნაკრებებმა საკუთარი დროშები დაიკავეს ხელში, რუსეთის ნაკრები კი უდროშოდ იდგა პ.ს. ან ვის უნდა გამოეტანა და დაეჭირა რუსეთის დროშა, როცა რუსეთის ნაკრებში ჩეჩნები, ინგუშები ,ოსები და დაღესტნელები იყვნენ... დამეთანხმებით, რომ სიმბოლოებს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ არმიის გუნდს არ უნდა გაეკარო, მით უმეტეს როცა კაპიტანი ხარ, ვინც თავზე ბომბებს გაყრიდა ცოტა ხნის წინ... და ნუ გვეტყვით, ჩემო კეთილო მეგობრებო, რომ შენგელიას საქციელი კარგია... თქვენც ხომ იცი, რომ არაა ეს ღირსეული საქციელი
Caruzo9
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
დათო
მაგრა გაკლიათ. ეგ ნაკრები შენი არაა, თუ კიდე რამის ტრა...ი გაქვს აქვე არიან ორმოც კილომეტრში და მიდი ჰააა....ვერა ხო? მაგდენს ვერ ქაჩავთ ხო? მარტო კლავიატურაზე აბზრიალებთ თითებს და სხვას მოუწოდებ პატრიოტული თავგანწირვას
გიორგი
სად ითამაშებს მისი ნებაა. ვუგულშემატკვრებ თუ არა ჩემი. მე აღარ მაინტერესებს რას იზამს იქ.
ირაკლი
ფულის მონა!!!
ირაკლი
სამარცხვინო ხარ...
ქართველი
მერე შე ცხვარო თურქეთმა რო გადახნეს გოგოები ვისი ბრალია?!!!!! იდექით ბირჟაზე იჩალიჩეთ სანაპიროს პივაზე და მერე იტირე გოგოები გადახნესო!! იყავით ბიჭო კაცები აკეთეთ საქმე მიხედეთ თავებს და ვერავინ გადაუღუნოს საქართველოს მერე!!!
Giorgi
ხო მაგარი ჭკუის დამრიგებელი ხარ? ბრტყელბრტყელ ხო იძახი? ეგერაა რუსის ჯარი და თუ ეგეთი ვაშკაცი და მაგალითის მიმცემიხარა...ჰა ბურთი და ჰა მოედანი.. არააა მარტო აქ ხართ მაგრები და სხვის მოწოდებებში , კლავიატურის ლომო... მიდი ეგერაა... ჩვენს მიწაზე....გააქვს ერთი ადგილი?
Jj
რაღა სპორტსმენებს გადაეკიდეთ, რამდენი ქართველია რუსეთში ხელოვანი, ექიმი, პოლიტიკოსი, განა ისინი არ არიან ოკუპანტის სამსახურში? ისეთი ხალხი ლანძღავთ თოკოს რუსი მარტო ტელევიზორში რო გყავთ ნანახი, ამ ბიჭმა თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და მას ვაიპატრიოტებზე უფრო მეტი არაფერი არ დაუშავებია, წარმატებები თორნიკეს, თქვენ გამოასწორეთ თუ მან გააფუჭა რამე და მაშინ იქნებით მასზე უფრო მაგარი ქართველები
დ.დ.
ძალიან მაგარი კალათბურთელი ხარ. კარგ კლუბშიც გადახვედი.მილიონ წარმატებებს გისურვებ. მაგრამ რუსთავი 2-თან ურთიერთობა ძალიან გაპატარავებს ყველა ნორმალური ქართველის თვალში. ბარემ გრიგოლიასაც და მელაძეებსაც და მათნაირ ნაძირლებს ჩააბარე ანგარიში. აბა შენ იცი!იქნებ მიხუინ-ბოკერ- გუბაზ-შალვა- აქუ და მათი მსგავსი დედამოკლულების დოსტიც გახდე ა!
live
ხო მართალი ხარ არაფერი არ შეცვლილა ველოდები სათამაშოდ რო გამოხვალ მაისურზე წარწერით "როსია ოკუპანტ"
ზურა
საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.
ქართველი
მიდი თორნიკე, შენ იცი, შენი გზა გაქვს გასავლელი ცხოვრებაში. სააკაშვლი თუ პიტინს ოთხჯერ შეხვდა მოსკოვში, საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსებს ტითო ლარად მიჰყიდა, თანაც ომობდა რუსეთთან და ჩვენ ბიჭებს ხოცავდა ომში, შენ თუ იქ კალათბურთი ითამაშე, მაგით არაფერი არ დაშავდება.
ბბ
მან თავისი თავის იმედად მიიღო ამხელა გამოწვევა და დარწმუნებული ვარ დაუღალავი შრომით მოპოვებულ მისწრაფებას მისეული მიმართულება მისცა კარიერის თუ ცხოვრების ამ ეტაპზე. თქვენც იშრომეთ, დაიხარჯეთ, საკუთარ თავებზე ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდით და მერე შეაფასეთ ეს ადამიანი. რათქმაუნდა წარმატებებს ვუსურვებ მას !
კახაბერი
კითხვა მაქვს *კლავიატურის ლომ პატრიოტებთან* ! ვლადიკავკაზის ალანიაში 7 ქართველია თამაშობდა , სამაჩაბლოს გაქანებული ომის დროს - მაშინ სად იყავით ?! რამდენი საქართველოს ნაკრების წევრი თამაშობს რუსულ პრემიერ ლიგაში დაგავიწყდათ ? თორნიკემდე , რამდენი ქართველი თამაშობდა *ცსკაში* ამ სამიოდე წლის წინ - აბა კარგად გაიხსენეთ ?! მაშინ რატომ იყავით მუნჯად ქცეულები ? სხვისთვის შეიძლება და თორნიკესთვის არა ?!

თუ არ უგულშემატკივრე, გული არ გაუხეთქო დარდით, თქვენი გულშემატკივრობა არა სჭირდება, თქვენ მარტო შური და ბოღმა გტანჯავთ, მიზეზი სხვა არაფერია
ბასკი
არ ვიქნები რადიკალური, იმიტო რო სულ რაღაც სამი დღის წინ მეამაყებოდი! მე ვერ ვუქომაგებ შენ ცეესკას! და მომხრე ვიქნები თუ დაიწყება ხელმოწერები რომ შენ ჩვენი კაპიტანი აღარ იყო!
ზაზა
არახარ მართალი თორნიკე. შენ საქართველოს ნაკრების კაპიტანიხარ.
Dato
CHVEN MARTO TRABAXOBASHI VART MAGREBI AI UKRAINELEBI KI PATRIOTEBI ARIAN NAMDVILI KI DZMAO EG SHENI ARCHEVANIA CARMATEBEBI SHENS ARCHEVANSHI SAKARTVELOS NAKREBI KI CHVENIA XALXIS DA ALBAT UMRAVLESOBAS SHENI NAXVA AR GAUXARDEBA AM UVELAPRISH SHEMDEG EROVNUL NAKREBSHI CARMATEBEBI SHEN TOKO CHVENS UMISOD
Mosexoneli
თურქებმა გადახნეს ახალგაზდა გოგოები სულში გვაფურთხებენ კიარა აგერ ისე განაგკდნე პოლიციელს ყელი გამოჭრეს.ვერ გავიგე რუსეთია მტერი რომაა ადვილად გებულობ თუა მოდაა ახკა ვინც რუსებს შეაგინებს მაგარდ გიყვართქვეყანა?ჩვენი მტრების ყველას დედავატირე ვისაც ერთი გოჯი მიწააქ მითვისებული.კაცი გადავიდა სათამაშოთ.ცესკა კერძო კლუბია და აგარა არმიის იქ მარგველაშვვილიც თამაშობდა მაგრამ მაშინ სხვა პოლიყმტიკა იყო ხო.თურქებმა წაგვართვ თუ წაგვართვა მაგრამ იიტყვით ეგ მსოფკიო აგიარრბსო.და აფხაზეათი და სამაჩაბლო რომ აგიარონ აგარ იტყვით ჩვენი არაოო.და აგრ იქნება რუსეთი ოკუპანტი?ხუსტად ოსმალოს ბრალია რუსების ხელში რომ ჩავარდით.იძულებული გახდა ერეკლე მოეწერა ხელი ტრაქტატს.ამიტომ თურქი უფრო დიდი მტერიაა.თუმცა გავკარი ორივეს.თოკოს წარმატებები
აბდაუბდა
ნეტავ მართლა შეძლოს თორნიკემ კარგი თამაშითა და ტკბილი სიტყვით საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და რუსეთის მიერ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჩაურევლობას მიაღწიოს და მერე ჩემი ხარჯით დავუდგამ ძეგლს.
ანა
დაიწერე მაისურზე “რუსეთი ოკუპანტია” და და ითამაშე სადაც გინდა!
aburjga
თორნიკე, ხშირად სხვა ადამიანების გაფუჭებულ საქმეებს შენისთანა ვაჟკაცები აგვარებენ! იმედი მაქვს შენი თამაშით, შენი პიროვნული თვისებებით შძლებ გაალღვო ყინული, რუსი და ქართველი ერების პოლიტიკური კონფლიქტი მოაგვარო! წარმატებები სპორტშიც და პოლიტიკაშიც!
გიორგი
100%
კაცი
რუსების ღორული საქციელისა და მაგის გამო, საქართველოს ნაკრებიც მკიდია, სადაც ეგ კაპიტანიცაა.
ილიჩი
წერეთ დისლაიქები, არაკაცობას გამართლება არა აქვს. საღორეში ღორად იქცევი, თუ უკვე არა ხარ.
კახა
ნამვილად მისი საქმეა სად ითამაშებს. ასევე ჩემი საქმეა მე ვუგულშემატკივრებ თუ არა. და რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს ვერასდროს ვერ ვუგულშემატკივრებ, მის თამაშებსაც ვერასდროს ვუყურებ და ვერ ვუსურვებ გამარჯვებას.
cheroeli
ამას ჰგონია ფულს იშოვის და მერე ტალახს ჩამოიბანს,ისე მაინტერესებს ზაზა თუ ითამაშებდა მანდ.
zviadi
აწი თავის გამართლება აღარ გიშველის
თამაზი
როგორ ძალიან მიყვარს სპორტი და როგორ ძალიან ბევრი ცუდი "ყოფა-ქცევის" სპორტსმენი გვყოლია... კარგი, თავი დავანებოთ შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე სპორტსმენებს, კორცხელის "გმირებს" და სხვებს... მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თორნიკე შენგელიაზე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანზე... კი, კი, საქართველოს ნაკრების კაპიტანზე, რომელსაც შეხვედრის წინ ხელი გულზე უდევს და საკუთარი ქვეყნის ჰიმს მღერის... ძალიან გულნატკენი ვარ... თავს ვიკავებდი რაიმე ისეთი არ დამეწერა, მაგრამ არის მომენტები როცა ეს აღარ შეგიძლია... მიდიხარ მოსკოვში რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში (ჩვენებურად ცეესკა) და იბრძოლებ მათი წარმატებისათვის და ტაშს დაგიკრავენ ისინი ვინც ყოველდღიურად "საზღვრებს" გვიჩოჩებენ და თავზე ბომბებს გვაყრიდნენ... საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვალდებულია იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება - ვინც თავზე ბომბებს გაყრის ის შენი მოკეთე არაა! მცირეოდენი პარალელი უნდა გაგივლო გიორგი ანწუხელიძესთან... რაა, ანწუხელიძეს არ ჰყავდა ოჯახი თუ საკუთარი ცოლ-შვილი ნაკლებად უყვარდა? ან მშობლები? ძალიან ადვილი იყო - დააფურთხებდა გიორგი საკუთარი ქვეყნის დროშას, შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ეთქვა, რასაც მტერი სთხოვდა და დღეს ცოცხალი იქნებოდა, შვილებსაც მამა ცოცხალი ეყოლებოდათ, არც მეუღეს დააქვრივებდა უდროოდ, მაგრამ მან ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია... კაცი იყო და კაცად დარჩა. მის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან... შენგან, თორნიკე, ასეთ გმირობას ანდა თავის გაწირვას არავინ ითხოვს, მაგრამ იმდენი კი უნდა შეგეძლოს, რომ რუსეთის სამხედროთა გუნდში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არ უნდა ითამაშო, ორიოდე ზედმეტი დოლარის სანაცვლოდაც კი... რა ვიცი, ახლა შენ იცი!
რუსეთუმეებო მოკითხვა ქართველებისაგან
ლაიკებს და დისლაიკებს ვუყურებ და გაოცებული ვარ რამდენი რუსეთუმე გვყოლია კიდევ, მიუხედავად ჩვენი ყოველდღიური დამცირებისა და სულში ჩაფურთხებისა რუსეთისაგან. ყველა თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ ამან თავი აღარ უნდა დადოს დიდ ქართველობაზე და ქართულ სულზე, ისე კალათბურთს ბევრი თამაშობს ქვეყანაზე, მაგრამ...
G.LA-ს
1000% - იანი ხარ.
გ
ასეთ ნათელ და ერთმნიშვნელოვან საკითხზე (შენგელიას უზნეო საქციელზე) თუ ორაზროვნებაა ქართველებში, მაშნ რუსეთზე მეტის ღირსი არაა ქართველობა.
Dato-s
წარმატების არ გახარება? და სადაც თამაშობდა და რა კლუბებშიც იყო ცსკ-ში გადასვლა წარმატებაა?! ძაან სხვანაირი წამოდგენა გაქვს წარმატებაზე :)
ადმინ,ნუ მბლოკავთ!!!!!!.
ვერ გაამართლებთ შენგელიას ამ უღირს ნაბიჯს!!!
ALONZO
ისეთ რაზგონზე ხარ ФСБ-შიც არ გაფორმდე
გიორგი
თორნიკე შენგელია ამ ამბავს ვერ გაამართლებს ვერანაირად. ტყუილა იმართლებს ეხლა თავს. მორჩა და დამთავრდა! კალათბურთის ფედერაცია რომ მუნჯადაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ მალე 7 ნოემბერს და 25 თებერვალსაც გვაზეიმებენ საქართველოში რუსები და გვეტყვიან მერე რა, პოლიტიკა და ზეიმი სხვადასხვა რამეაო.
Beqa
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენდამი დამოკიდებულება შეიცვალა უკვე.ვერ ვიტან გამოთქმას სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამა.არა იმიტომ რომ, არ ვეთამხმები უბრალოდ დღევანდელი მდგომარეობით ეს ესე არ არის სამწუხაროდ. პოლიტიკა ყველგან და ყველაფერში ყოფს ცხვირს ეს არის რეალობა. შენი არ ვიცი მანდ როგორ იქნება მაგრამ შენ ქართული სულის მატარებელი უკვე აღარ ხარ ბევრი ადამიანისთვის. ასევე აღარც კაპიტნობის ღირსი.
mikhael
ქართული სულის მატარებელი ვერ იქნები ვერანაირად რადგან სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესები ერთ ადგილას დაიკიდე და წახვედი იქ სადაც წასვლას სხვას უნდა უშლიდე. ყვარყვარე ხარ ჩვეულებრივი სხვა არაფერი !! არ არის საჭირო ნაკრებში ასეთი ზომბების გამოძახება რომლებშიც მკვდარია ეროვნული შეგნება და სახეკწმიფო, ერის ინტერესების დაცვა. ასეთი ზომბები ვერასდროს მისცემენ სწორ ვექტორს და სწორ მაგალითს მომავალ თაობას !!!!
Dato
თორნიკეს ცAრმატების არ გახარება Kველაზე დიდი არა Qართველობა Aრის!
sormona
გავა წლები და ინანებ მაგრამ გვიან იქნება....
G.LA
თავს ნუ იტყუებ! შენ უკვე ძალიან დაპატარავდი. ვიცი სანამ შენი ყურით არ გაიგებ არ დაიჯერებ. ახლა ასეა საქართველოში, ყველას ვისაც სამშობლო და სიმართლე გვიყვარს ნაცებს და დაქირავებულებს გვეძახიან ქოცები და რუსეთუმები. აი ისე ნაცები რომ მოღალატეებს ეძახდენენ სიმართლის მთქმელ ხალხს. ხოდა თუ ნაკრებში ითამაშებ (რასაც არ გირჩევ) მერე გაიგებ ჩვენ ხმას. შენი ხარბობით რუსებმა 2 საქმე გააკეთეს. არმიელები გააძლიერეს და ჩვენი ნაკრები უკვე დაასუსტეს. რადგან შენ რომც ითამაშო მაინც პრესს ვერ გაუძლებ, რომ ისევ ისე ითამაშო. ჩვენ ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. უკვე NBA-ში მოთამაშე საბონისმა დაწერა სოციალურ ქსელში და მალე უფრო ბევრი გაიგებენ. უცხოები არავინ გეტყვის ალბათ პირში, მარა ყველას ეცოდინება რომ შენი ნაკრების ქომაგები გაგვყიდე. შენ ვეღარც მანდ იქნები ჩველებურად ძლიერი, იმიტომ რომ დაპატარავდი და ამას მალე იგრძნობ. სამშობლოს ცნებაზე გსმენია რამე. ეს ცალმხრივი სიყვარულია და მხოლოდ შენ უნდა გიყვარდეს. სამშობლოსაგან ნურასოდეს მოელი 30 ვერცხლს. ახლა რამდენიც გინდა თავი იმართლე რომ სპორტული თვალთაზრისით თუ დიდი სახელფასო გასამჯელოთი დაინტერესდი. მაგ რუსი არმიელების გერბს ქართველი ხალხის სისხლი ჯერაც არ შეშრობია.
ჯეკო
მიდი თოკო შეუბერე. რუსეთი ოკუპანტია, მარა გვიყვარხარ და გაგიგებთ. თუმცა ერთი თხოვნა: ერთიანი საქართველოს (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით) რუქა ამოიქარგე შიდა მაისურზე და ყოველი გამარჯვების შემდეგ აჩვენე რუსებს. მოსულა?
კარლო
ა ბატონო, ესეც თქვენი პოლიტიკა. როგორ უცებ მიუცია რუსთავი2 - ისთვის ინტერვიუ. კრემლში ვოვა მოგვიკითხე "ქართული სულის მატარებელო"))))
ტოტი
შენი არა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა შენს მიმართ. იმედია აღარ გამოგიძახებენ.
რობიზონი
კაი კაცო. ))) ეგღა გვაკლდა კიდევ დამოკიდებულება შეგეცვალა ჩვენდამი))) სიყვარულის მეტი რა დაგანახა ხალხმა? ხოლო რაც შეეხება სამშობლოსადმი დამოკიდებულებას, შენი გადადგმული ნაბიჯით უკვე ნათლად დაგვანახე.)) ეხლა მანდედან გინდა ნბა-ში გადადი და გინდა აბოვიანის კოტაიკში)) გარტყმაშიც არა ხარ, რამხელა ტკივილი მიაყენე გულშემატკივარს. დარწმუნებული იყავი, კრემლი ჯეროვნად გამოგიყენებს თავისი მიზნებისთვის, თან ისე რომ ბაიბურშიც არ იქნები.
ბარსა
რუსულ ჯარში ქართული სულით ვერ იმსახურებ, სული და ფული შეუთავსებელი ცნებებია, ვის აბოლებ ბიჭო!
Nika
ეჰჰჰჰ თოკოო
ტიმო
ეეეჰ თოკოოო.....
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა