„უემბლიმ“ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ისე უმასპინძლა, რომ დიდი შანსია ორი წლის შემდეგ, შეჯიბრების დამაგვირგვინებელი მატჩი ისევ ლონდონის მთავარ სარბიელზე გაიმართოს
„უემბლიმ“ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ისე უმასპინძლა, რომ დიდი შანსია ორი წლის შემდეგ, შეჯიბრების დამაგვირგვინებელი მატჩი ისევ ლონდონის მთავარ სარბიელზე გაიმართოს. როგორც ჩანს უეფას წარმომადგენლებს ადგილობრივმა ინფრასტრუქტურამ მოსჭრა უპირველე ყოვლისა თვალი. ამასთან, ისინი ითვალისწინებენ, რომ სხვა ქალაქები, რომლებიც ლიგის ფინალის სამასპინძლოდ თავს სთავაზობენ, ბევრ საკითხში მოუმზადებლები არიან.

28 მაისის დილას, სანამ „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1-ს მოუგებდა, უეფას წარმომადგენლები „უემბლის“ სტადიონის თანამშრომლებს შეხვდნენ და პირდაპირ უთხრეს, რომ ასე მზად სტადიონი ფინალს არ დახვედრია, რაც 1992 წელს ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგად გადაკეთდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თანამშრომლები განსაკუთრებული ქების ღირსნი გახდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ ითქვა ისიც, რომ მატჩს დიდი კომერციული წარმატება ჰქონდა, რითაც, რასაკვირველია, საკუთრივ „უემბლის“ სტადიონმაც ძალიან იხეირა.

დავაზუსტოთ, ფეხბურთის ასოციაციამ ამ ერთი მატჩით მილიონი ფუნტი მოიგო, მაშინ, როდესაც ტრადიციულად ყველაზე შემომტანი ღონისძიება, მაღალი რანგის როკ კონცერტი, საშუალოდ 250 ათას ფუნტს სტოვებს. შევადაროთ, ეს ფინალი იმავე გუნდების მონაწილეობით ჩატარებულ ორი წლის წინ რომში, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩატარებულ ფინალსაც. მაშინ, მოგება სულ რაღაც 125 ათასი ფუნტი იყო.

ბილეთების ფასი, „უემბლიზე“, 225-დან 4 ათას ფუნტამდე მერყეობდა. 225 ფუნტი ჩვეულებრივი ბილეთი ღირდა, შემდეგ კი მომსახურეობის მიხედვით ძვირდებოდა. როგორც ტაბლოიდები ვარაუდობენ, მარტო ბილეთებით ვაჭრობამ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი მოიტანა.

შემდეგი ფინალი მიუნხენის „ალიანს არენაზეა“ დანიშნული, მაგრამ უეფა არჩევანით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის, რადგან ეს სტადიონი სპორსორებთან ცუდ ურთიერთობაშია და დავა რით დასრულდება არავინ იცის.

2013 წლის ფინალი კი იმითაც იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 150 წლისთავს ემთხვევა. ცნობისათვის: „უემბლიზე“ დღეისათვის ჩემპიონთა თასის გათამაშების ყველაზე მეტი ფინალი ჩატარებულა. პირველად ეს 1963 წელს მოხდა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ „მილანი“ და „ბენფიკა“ წარსდგნენ (მილანელებმა 2:1 მოიგეს), სულ კი აქ ექვსი ფინალი გაიმართა: 1963, 1968, 1971, 1978, 1992, 2011.

თუ 2013 წლის ფინალს მართლა „უემბლიზე“ ჩაატარებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე სტადიონი სამ წელიწადში ორჯერ უმასპინძლებს ფინალს. აქამდე, ორ ფინალს შორის ყველაზე „მოკლე მანძილი“ ისევ და ისევ „უემბლიზე“ გახლდათ - 1968, 1971. ასეთივე სხვაობა იყო ვენაში, „პრატერშტადიონზე“, იმავე ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ფინალებს შორის - 1987, 1990.

სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის