ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ

თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.

ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

პრინციპში ეგეც იგულისხმება ჩემს ნათქვამში თუ სწორად გამიგებ, მაგრამ ბასკონია რეალის ან ბარსელონას მსგავსი გრანდი არ არის. მესმის, რომ საკმაო ხანს იყო და სხვა კლუბში თამაშის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩემი, როგორც გულშემატკივრის პოზიცია ცსკაში მის გადასვლაზე როგორც ვთქვი, უარყოფითია.

• grisha

და ბასკონია აგდებდა? პირველად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ახლა აღარ ჭირდებოდა შენგელია, ამაზე უკეთესს ვის მოიყვანენ?

• ძველი ნაცნობი

გლახო, ბევრი ვერაფერი გავიგე, როგორც ყოველთვის, მაგრამ ბ-შვილი ვიყო, პირველად დაგილაიქე ამ 10 წლის განმავლობაში და რაღაცნაირად შემრცხვა...

• თემურ ყლენგი

კიდევ კარგი, რომ სამარყანდში არ ცხოვრობ...

• გიო

კიდევ ერთხელ გილოცავ, თოკო, ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნაცნობების სახელით , ყველა გილოცავს ამ წინსვლას, რითაც საქართველოს კიდევ უფრო გაუთქვამ სახელს!!! ცსკა ში მოთამაშე ამერიკელები ,ლატვიელი და კიდევ მრავალი სხვა ამ ვიდეოში დაფიქსირებულ ბიჭებთან ერთად თურმე თავიანთი ქვეყნის მოღალატეები ყოფილან, ხოლო ნაც ხროვის ლეკვები და მათ ხმას აყოლილი 1-2 მოტყუებული ყოფილა თურმე საქართველოს პატრიოტი. თორნიკეს მეათედი გაგიკეთებიათ საქართველოსთვის? ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს...

• rasa

სამწუხაროდ - მაგაში გეთანხმები. ექსპორტისთვის და ტურიზმისთვის ახალი არხები უნდა მოგვეძებნა, მაგრამ ჯერ მიშამ და მერე ოცნებამ ისევ რუსეთზე მიგვაბეს. ახლა, კორონას დროს, იმედია ცოტა გავთვისუფლდებით, თორემ სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთისგან - ვერც ეკონომიკურად, ვერც სამხედროდ და ვერც კულტურულად. რუსი ხალხი კი ყოველთვის სახლში იგრძნობს ჩვენთან თავს და არა როგორც - უცხოეთში

• კოტე

ვცხოვრობ მოსკოვში და მართლა ძალიან გამეხარდა, თორნიკე რომ ცსკა-ში გადავიდა. ახლა შესაძლებლობა მექნება მის თამაშებს დავესწრო და საქართველოს დროშით ვუგულშემატკივრო. იგივეს გააკეთებენ ჩემი მეგობრები(მათ შორის, რამდენიმე არაქართველიც). წარმატებებს ვუსურვებ.

• სულხან- საბას!

რა შუაშია პატრიოტთა ალიანსი და ბონდო მძინარაშვილი? გეტყობა შენ პატრიოტობაზე მწყრალად ხარ.

• აბრეზას

წერა ისწავლე და ისე შემოდი.

• ვახო

რაც ჩვენ თურქეთმა მიწები წაგვართვა (არ არის ოკუპანტი?) და მიითვისა, რა არ დადიხართ თურქეთში, სამკურნალოდ და სამუშაოდ? რამდენი ჩვენი ფეხბურთელები თურქეთის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ ან თამაშობდნენ, მაგალითისთვის ძმები არველაძეებიც გამოდგებიან. იგივე აზერბაიჯანიც( ეგეც ოკუპანტია) ცხვირწინ გვართმევს ჩვენს ისტორიულ დავით-გარეჯს, რა იქ არ თამაშობენ ჩვენი ქართველები? რუსები, რომ ოკუპანტებია არიან რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რა ვუყოთ ზევით ჩამოთვლილ ქვეყნებს? მსახიობებს, მომღერლებს და სპორცმენებს ისეთი პროფესია აქვთ, რომ ეშურებიან დროს, რომელიც ძალიან მალე გადის და გინდა არ გინდა იქ მიდიან სადაც მეტს გადაუხდიან, აბა აქ რა აკეთონ? ყველას ოჯახები ყავთ მათ კი რჩენა და პატრონობა ჭირდებათ. ისე, რომ არ გვინდა რა? ესეთი ლაპარაკები იქ რატომ წავიდა და ესეთები.

• ნიკა

მთავარია თორნიკე ძლიერ გუნდში გადავიდა და თანაც ტოპ მოთამაშის სტატუსით, სადაც კიდევ უფრო ძლიერი იქნება და საამაყო იქნება როცა მისი სახელის სკანდირებას მოახდენე, რაც შეეხება რუსეთში რატომ წავიდაო ნუთუ სხვა ჩვენი სპორცმენები არ მოღვაწეობენ რუსეთში ვაი გულშემატკივრებო? ნახევარი ჩვენი ფეხბურთის ნაკრების წევრები ხომ წლებია რუსეთის გუნდებში არიან ან თუნდაც ჩვენი საამაყო მორაგბეები და რა მათ ოდისმე საქართველო დაივიწყეს ან ნებისმიერ თამაშის დროს თავი არ დადეს ბოლომდე? ასეა ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ და გაჰყვირიან თვითონაც არ იციან რას ვისაც სპორტის საერთოდ არ გაეგება!!! თოკოს წარმატებები, თანაც არ დაგავიწყდეთ კონტრაქტი ცსკას სასარგებლოდ კიარა მისთვის და საქართველოსთვის მომგებიანი პოზიციებით აქვს შედგენილი (საქართველოს ნაკრებში გამოშვება რად ღირს და ნბა-ში გადასვლის არ შეშლის პირობა) ასე რომ თოკო დიდ წარმატებებს გისურვებ პირად კარიერაში და საქართველოს ნაკრებში!!! მჯერა რომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობ!!!

• აბრეზა

არადა ვითომ ეს პატრიოტები შანსი რო მიეცეთ ერთ წამს არ დაფიქრდებიან ისე გაიქცევიან რუსეთში ფულის საშოვნელად.. :)) ბიჭოო რა ყველა მაგარი ბიჭები ხართ კლავიატურასთან :D დაანებეთ თოკოს თავი და მიხედეთ თქვენ თავებს... თოკო წარმატებებიიი

• გუჯა

გენაცვალე გიო! მართლაც ვისი რა საქმეა თორნიკე სად წავა და რას გააკეთებს. ისეთი ხალხი ლანძღავს, ვისაც დარწმუნებული ვარ თითიც არ გაუნძრევიათ საქართველოსთვის. გეყოთ ეს მოჩვენებითი ვაი- პატრიოტობა.

• თორნიკე შენგელია! წარმატებას გისურვებთ სადაც არ უნდა იყო! გიო

მოდით რა ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ! ყველაზე მეტი ქვეყნის გამყვიდელი ნაძირალა ნაცები გვიზიან პარლამენტში და თორნიკეს მიადეგით? თორნიკემ ჩააბარა რუსებს ჩვენი მიწები და სტრატეგიული ობიექტები? ამდენი უხცო ტომებიც თორნიკემ შემოიყვანა, რომლებიც აქ კარგად და მშვენივრად ცხოვრობენ?! ყველანაირ ქართულსაც და ეროვნულს თურმე ისევ თორნიკე დაეტაკა? კარგიტ რააა! ასეთი თუ "პატრიოტები" თუ ხართ თორნიკეს კი არ უნდა ებრძოლოთ მიდით და ეს ნაცები გამორეკეთ სადაც არიან, ცარიელი სიტყვებით ბაქი-ბუქობა მაგარია.

• ხვიჩა

შენნაირი გულშემატკივარი უნდა მოიკვეთოს საერთოდ. თორნიკეს წარმატება!

• გლახუნა

მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ავადმყოფო ურუსებო - ,,შენგელიას ჰეიტერები,, კი არა (დემაგოგობთ ცბიერად და გგონიათ ხალხი ჰარიფია და დასცინით მაგდაგვარი ...)- რუსულ-მონღოლური, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების ავადმყოფი რუსეთის ... ჰ ე ი ტ ე რ ე ბ ი ვართ, ანუ რომელმაც საქართველოს ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებული ტერ-ბის 25 %-ტის ოკუპაცია მოახდინა და იქ ქართველთა ეთნოწმენდები განხორციელებული... და ვინც ა რ არის-ურუსეთის ჰეიტერები- უღირსი, პირადი- ცბიერი ინტერესებები აქვთ ვირთხა -ტურის ბუნებით არის... და საქართველოს ნაკრების კაპიტანს -რ ა უნდა ესაქმებოდეს იქ- თუ ფულზე და მენდლებზე არ დაფეთდა?! - ცნობისათვის- ეროვნულ-სახელმწიფო ღირსებას ვინც ფულზე გაყიდის- ის მუდამ უ პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ო დარჩება, მედლები დაიკიდოს- ფული იშოვოს და იაროს თავისთვის ... ერის ღირსების ხ ა რ ი ს ხ ზ ე ა დამოკიდებული მისი ყოფა და მომავალი და უღირსი ქცევებით ამ ერის შვილების -ე რ ი ვერ შეიქმნება ე რ თ ი ა ნ ი, იდეურად ერთიანი, მით მძლაბრი, ზლიერი,რომ ყველა გამოწვევა დაამარცხოს და-ღირსეულ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შექმნას, მით პერსპექტივები ... ამიტომ მიგყავთ ქართული სპორტის ლიდერები-მოღვაწეები- რუსეთში, ე რ შ ი ღირსების, სახელმწიფო აზროვნება -პასუხისმგებლობის დაკნინებას, გაფერმკდალებას, დაუსუსურებას ცდილობთ, მით საქართველოს მაგ თქვენი შუა საუკუნეების, მით უპერსპექტივო ,,რუსულ სამყაროში,,დატოვებას, მაგრამ მაინც ა რ გაგივათ ...

• G.LA

კვარას კი მეც და ვიცი ბევრს არ მოსწონს რუს ტურისტებს რომ კუდს უქიცინებენ. არ მომწონს კიდევ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა რუსეთან მიმართებაში. ხოდა ახლა შენი ლოგიკით რა ვქნათ? მაშინ ის ბატალიონი რომელსაც ავღანეთში ნატოს ეგიდით ვაგზავნით რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე გავაგზავნოთ. ასე თუ აღარაფერია დაგვჩა საპროტესდოტ და ყველაფერი მისაღებია.

პირადად მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომელსაც ნამდვილად არ გახარებია შენგელიას ამ კლუბში გადასვლა, მაგრამ მეორეა სპორტული მხარე და რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით - როგორც თვითონ ამბობს, ინტერესი ცსკას გარდა სხვა კლუბს არ გამოუჩენია. რეალი შარშან აქტიურობდა და წელს უკვე აღარ მიუმართავს მისთვის. არც სხვა ვინმე დაინტერესებულა, ამიტომ რაც ჰქონდა რეალური ვარიანტი მატერიალური პირობებით და პლიუს დიდი პოპულარობით, იმას დათანხმდა. პირადად ჩემი აზრით , ბევრად უკეთესი იქნებოდა ესპანურ გრანდში ეთამაშა.ეხლა უკვე მის კრიტიკას აზრი აღარა აქვს, მაგრამ გულშემატკივრის უკმაყოფილებას ნამდვილად აქვს საფუძველი.

• ლმ

ასარჩევიდან მაინცადამაინც რუსეთს და ცსკს რომ აირცევ ესაა სამწუხარო და არა ის რომ რუსეთში მიდიან ზოგადად სარჩოსთვის. ტოპი როდესაც ხარ და ნაკრების კაპიტანი ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, ყოველშემთხვევაში უნდა გქონდეს.

• Ttt

მოიკვეთოს ნაკრებიდან...

• ALONZO

საერთოდ მიმაჩნია უფალმა სამარადჟამო განსაცდელი გვარგუნა მეზობლების სახით. რომელს ვუყვარვართ და რომელი ფიქრობს ჩვენს განვითარებაზე ?

• ALONZO

გეთანხმები ერთის გამოკლებით. ეროვნული ნაკრების კაპიტანი არცერთი მათგანი არ არის

• მ. ტ.

და შენი აზრით, მართლაცდა რაღა თორნიკეს გადავეკიდეთ ამდენ ზღვა მოღალატეში და თანაც პოზიცია-ოპოზიციანად, რუსოფობ-რუსოფილიანად და დიდიან-პატარიანად?!.. იქნებ, თუ ღირსება და თავმოყვარეობა არ გაგაჩნია, ჭკუას მაინც დაატანი ძალა და თავადვე გასცე პასუხი შენს შეკითხვას - რატომ მოიცალა სრულიად საქართველომ სწორედ თორნიკესთვის?!..

• ალოო

Giorgi ნეტა შენ ჭკუა მოგცა და მე მილიონი დოლარი.ცნობისთვის საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ ხალხს ანადგურებს ვიდრე რუსეთი.გაუსაძლისი რომ გახდა საქართველოში ცხოვრება ამ პატრიოტიზმით აღსავსე მთავრობაზე ლაპარაკობ?

• მიხაელ

მიდი თოკო თურმე ქართველი გულშემატკივარი ყოფილა მხოლოდ კრიტიკანები შენთვის და დიუმინის და ცსკას სხვა გულშემატკივრების გახარება კი პრინციპული !!!!!! ის რომ რუსეთთან ურთიერთობა კარგა ხანია გასაეყვეტია და მათი ნიშჩებროდი ტურისტები რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოდიან რომ სხვაგან წასვლის ფული არ აქვთ იქვე მუხოსრანსკებში უნდა დატოვო , მაგრამ ჯერ ჩა******მა სააკაშვილმა მოხსნა ვიზა და ახლა ეს მთავრობაც აგრძელებს ამ გზას !!!! სანამ თითოეული ქართველისთვის საქართველო არ იქნება უპირველეს ყოვლისა მანამ გვეყოლებიან ასეთი პატრიოტები როგორებიც არიან თოკო , სანიკიძე , ძმანი მისნი , რომლებიც გაუმაძღრები არიან საქმით რუსულ ფულზე და პატრიოტობა მხოლოდ ინტერვიუს მიცემა ჰგონიათ !!!

• L.P.S.

რაც უფრო მეტ ფულს წამოიღებს იქიდან მით უკეთესი, მიდი თოკო მიაწექი....

• საბა

დაანებეთ შენგელიას თავი, მეც არ მსიამოვნებს რომ რუსეთში თან არმიის გუნდში გადავიდა მაგრამ ასეთი რა დააშავა იმ ფონზე როდესაც საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს რუსულ სპორტულ გუნდებში ფეხბურთელი თუ რაგბისტი, ამ მთავრობის ხელშეწყობით რუსუ ტურისტებით გავსებულია ქვეყანა და ამის ფონზე უფრო გულისამრევია ფარისეველი "პტრეზიდენტის სალომეას ვიშვიში" როდესაც გავრილოვის ნაირ ნაძირალა რუსებს უფრო მეტად ნაძირალა და სულ გაყიდული მომთავრობო ქართველები პარლამენტში ფიანდაზებს უფენენ, როდესაც თბილისში "იანდექს" ტაქსები დაჟლიგინობენ და ყოველ დღე ვყიდულობ რუსულ უამრავ პროდუქციას მაღაზიებსა თუ ლუკოილის სადგურებზე..შენგელია გახდა ქვეყნის ამომგდები და არაპატრიოტი???..თქვენ შემოგევლოთ "პატრიოტთა ალიანსი" და ბონდოია რუპორი მძინარაშვილი

• SL

რატომღაც მგონია რომ რუსებმა თორნიკე იმიტოც იყიდეს, რომ ქართველი იყო, იყო,ჩვენთვის რომ ეტკინათ, ძვირფასი წაერთვათ, ვინაა ბოსი ეჩვენებინათ, ჩვენი ერთობის ნიშნები გაეფარჩაკებინათ. ჩანაფიქრში ეს ქონდათ თუ არა, ასე მოხდა, ახლა უკვე მათი მძიმე ფორვარდის დამსახურებით, სახელით აღარც მოვიხსენიებ!

• ბათუმის ფანი

ცსკა ისეა არმიის გუნდი როგორც ბათუმის დინამო ,,მილიციის,,)

• ზურა

მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება დავწერე ვისაც არ მოწონს არ იცის პატრიოტიზმს განმარტება, სხვათაშორის ჩემი სიტყვები არ არის მაგ განმარტბაზე მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებ თანხმდებიან არ ეთანხმებიან მხოლოდ მსოფლიოს მოქალაქეები ეგრედწოდებული კოსმოპოლიტები.

• ზურა

პატრიოტიზმი არის საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.

• კვარა

ჩვენ თვითონ ვიგდებთ საკურთავ თავს სასაცილო მდგომარეობაში.ეგეთი პატრიოტები თუ ვართ მაშინ უარი ვთქვათ რუს ტურისტებზე და ყველაფერ რუსულზე,სანამ რუსული ჩექმები ამძიმებენ ქართულ მიწას.საერთოდ 2008 წ. აგვისტოს შემდეგ ყველანაირი კავშირი უნდა გაგვეწყვიტა რუსეთთან გამოგვეყვანა მანდ მყოფი ყველა ქართველი და სრული ბოიკოტი გამოგვეცხადებინა.ისეთი რომ სპორტსმენს კიარა ციხის შიშით ქვეყნიდან გაქცევაზე მყოფ კანონიერ ქურდსაც კი არ მოსვლოდა აზრი რუსეთისთვის შეეფარებინა თავი,მაგრამ არ აღმოვჩნდით ეგეთი პრინციპულები.ისედაც უამრავი ქართველი მოღვეწეობს რუსეთში ყველა სფეროში და რაღა მაინცდამაინც თოკოს გადავეკიდეთ პოზიცია-ოპოზიციანა.თანაც ცსკა არც არმიის გუნდია და არც რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ფინანსდება,როგორც ამას აქ ზოგიერთები ამბობენ.ერთადერთი კავშირი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი აბრივიატურა "ცსკა"-ა.

• Giorgi

ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა წავიდეს რუსეთის არმიულ კლუბში სათამაშოთ რომლის გერბსაც ამშვენებს თავზე წითელი საბჭოთა ვარსკვლავი როცა ქართველი ხარ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხარ ეს სამარცხვინოა ჩემი აზრით. ზოგადად არც ის მომწონს როცა ქართველი ფეხბურთელები მიდიან რუსულ კლუბებში მარა მესმის დღევანდელი სიტუაცია,რომ არ ეპატიჟებიან ქართველებს ევროპის წამყავანი კლუბები და რუსეთის ჩემპიონატი შედარებით კარგი დონეა და იქ თამაში შეიძლება რაღაცას მიაჰწიოო და გაიზარდო ნორმალური პირობებია ამისთვის გასაგებია მარა ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელიც რომ წავიდეს ცსკაში ესაც სამარცხვინოო იქნება ეს არის არმიული გუნდი!! ისტორიულად რუსებისთვის!! და არაა რომელიმე რუსული ქალაქის გუნდი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა