ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

"ფახთაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

• ბაჩი

გზაამცდარი თვითონ საქართველოა და მისი მოქალაქები როგორი გინდათ რომ იყოს?

• ბაბაია

სამჯერ დავპოსტე და ჰაერში , ყოჩაღ რა მაგრები ხართ!

• ბაბაია

ვიცით რომ რუსეთში ყველაფერი პოლიტიზირებულია ხომ ? ყველაფერი რაც გამოადგებათ პიარისთვის იყენებენ , ამასც გამოიყენებენ .... არა პირადად თორნიკე არ გააკეთებს ამას მსგავსად პავლიაშვილისა, თოფურიასი და ა.შ. როცა "კავკასიონზე თენდებას" შემსრულებელი რუსეთის მეხოტბე ხდება ესეც საკმარისია ხომ ?!(სხვა რომც არაფერი) საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი რომ რუსეთის არმიის კლუბის ღირსება იცავს ? ეს ხომ უკვე ცუდი ფაქტია ?ეხხ, რას ვიზავთ ასეთია ბედკრული საქართველოს ისტორია და ნუ ვაქცევთ ამას ტრაგედიად,მაინც არაფერი გვეშველება, დაე ყველამ თავის გზა თვითონ აირჩიოს , სამშობლო, ფული, ძალაუფლება,კარიერა თუ ყველაფერი ერთად , საქართველომ მაინც ყველას აპატიებს გზაამცდარ შვილებს, ყველაფერს.ფულის გულისთვის საკუთარ კარში 2 ბურთის გატანასაც კი,,,

• alonsos

თუ მაინცადამაინც უნდა იწანწალოთ, ქვეყნების მეტი რაა მაგ საღორეში რომ არ მიეტენებოდეთ?

• კახა ქ.

ყველამ თქვენ თქვენი პალაჟენიები სახლში დააყენეთ თუ ძმა ხართ და თქვენ ნუ წყვიტავთ ვინ სად ითამაშოს და ვინ იკაპიტნოს.

• T.q

მომისმინე შოთაჯან შენ ფეხბურთში რაც გააკეთე და რაც მოიპოვე მაგიერში ისე ნუ იზავ რო შენივე ენით გააცამტვერო და განათლებულის სტატუსით რო არიგებ უნტერვიუებს ეგრე არ გამოდის კარგი ფეხბურთელობა და გულშემატკივრის სიყვრული იმის სტატუსს არ აძლევს ადამიანს რომ აუცილებლად სამართლიანად და ჭკვიანურად ფიქრობს და საუბრობს რაც შეეხება კიდე ერთიან გეგმას რუსეთის წინააღმდეგ და იმ ფეხბურთელებსა და ბიზნესმებენს ვინც რუსეთში მოღვაწეობს ისინიც იმ გზაზე არიან დამდგრები რასაც ეს ბიჭი დაადგა კადაც და ლომიც ერთი ოჯახის და წარმიმავლობის ცხოველია მაგრამ განსხვავებაც რამხელაა მაგდენი კი შეგეძლება გაანალიზო რის თქმა მინდა ლომი თაგვებს არ დასდევს და სხვა ხასიათი აქვს სხვა წონა და ტემპერამენტი აქვს როგორც ცხოველს მისი დამარცხება ადამიანისთვისაც წარმატებაა არათუ სხვა მტაცებელი ცხოველისთვის და კატა კიდე ყველას შეუძლია კალთაში ჩაისვას და როდესაც ადამიანი დაფასებული ხარ წონა გაქ და მნიშვნელოვანი ფიგურახარ მითუმეტეს კაპიტანი საქართველოსი და გადადიხარ რუსეთში და აქ რუსეთზეც არ არის ლაპარაკი მარტო, რუსეთის არმიულ კლუბში გადადიხარ ამ დროს ტუჩზე კოცნით რომ არავინ მიგიღებს მინიმუმ ამას ამხელა კაცი უნდა ხვდებოდეს. როდესაც მეფეს თავს კვეთენ იქ მთელი ჯარი მარცხდება მან ჩვენც თან გაგვიყილა რადგან ას როგორც ძლიერს გამოჩენის და ფასეულს მოერივნენ და თავისი გულშემატკივრის და ქვეყნის ფასეულობები დაათმობინეს ასე მოგვიკლეს ილია მოგვიკლეს ჩოლოყაშვილი ანწუხელიძე და კიდევ ვინ მოსთვლის აუცილებელი არ არის ტყვიით მოგკლან გულით და სულით სიკვდილი ყველაზე მძიმე სიკვდილია როცა გმმირი ვეღარ გახდები.ხოდა ეს ხალხიც იმიტომ განსჯის რომ მათტვის ეს ბიჭი ლომი იყო და არა კატის კნუტი რომლებიც სამწუხაროთ არ გვყავს ცოტა და როცა სადღაც ნეთაურად გაფასებენ როგორც მეთაურს პაიკზე მეტი მოგეთხოვება და მეტადაც დაისჯები როცა ადამიანს სადღაც რაღაც დონეზ ქვეყის ინტერესების და თუნდაც მომავლის შეცვალა შეგიძლია და არ დაფიქრდები გაგასეორებენ იწასთან ამას რას მოელოდა! და თუ მარტო გიორგიზე გამოფხიძლდა ხალხი შენი თქმით ზღვაში წვეთსაც კი შრუძლია მისი მოცულობის გაზრდა ოდა გაიზარდა კიდრც და გადმოვიდა გადმოვიდა და გამოგხიძლდა ხალხი ზუსტადაც ეხლა ვის რა პრეტენზია აქვს ამ ხალხის პრეტენზიის წინააღმდეგ და მათ შორის ვარ მეც და ეშინოდეს ეხლა ამ გადმოსულმა ზღვამ არ დაახრჩოს. ბოლოსკი არ გინდა იმ ხალხის დამოძღვრა რაზეც შენთვითონაც იცი რო მართლები არიან და მითუმეტეს არც კომპეტენცია და არც საკმარისი აზრობრივი შეხედულებები გაძლევს ამის საბაბს. ამ ინტერვიუდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ეს აზიც შენზე და ჯობია იყო ის პიროვნება კარგი ფეხბურთელი კარგი მწვთნელი რის გამოც შეგიყვარა ქართველმა ხალხმა იყავი ლომი და ნუ იქნები ლეოპარდი!!

• გია

შოთა დაგიჯერებ თუ გვიპასუხებ. არჩევანი რომ გქონოდა ესპანეთის ჩემპიონსა და ცსკას (მეტი ფული) შორის რომელს აირჩევდი შენ პირადად. გვიპასუხე აქ.

• Jeyjey

ფუ რა საზიზღარი ხალხი ვართ სულ მკიდია ეს ტიპი და საერთოდ კალათბურთი მარა დააასვენეთ ადამიანიი რა გინდათ მიხედეთ თქვენ ცხოვრებას .... შესცეს ტიპს იმენა

• ALONZO

კაი გაგახსენდა. დრო დამთავრდა , თორემ ჰეთ-თრიკსაც შეასრულებდა !

• ALONZO

ვინც არ ეთანხმებით და დისლაიქებს სვამთ, უკაცრავად და რა ჯიშის ბრძანდებით ?

• ALONZO

კარგი იქნებოდა, მაგრამ რომელი ქვეყნით ჩავანაცვლოთ ?

• irakli81

აქ რო ზოგს დაუჩემებიათ მისი საქმეა სადაც უნდა იქ ითამაშებსო, რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია სად ითამაშებს აქ იურიდიულ დეტალებზე არავინ დაობს, უბრალოდ რუსული არმიის წევრი არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და არც რიგითი მოთამაშე. რა თქმა უნდა ასეთი დონის მოთამაშე დიდი დანაკარგი იქნება მაგრამ შენგელიას გარეშეც შევძელით სერბეთის დამარცხება

• არა!!

ვერ გააპრავებთ ამ გამყიდვლურ საქციელს!!

• გენა

არ შეიძლება მთელი საზოგადოება შევთანხმდეთ რომ რუსეთს წერტილი დაესვას და აღარ ვიწანწალოთ იქ?

• Master

შოთამ როგორც ყოველთის სწორი კომენტარი გააკეთა.იცის როდის როგორ მოიქცეს და როდის რა თქვას.მაგარი კაცია,მაგრამ დღემდე დაუფასებელია საქართველოში.ძალიან ბევრს არ უყვარს ზოგადად არველაძეები,რომ კითხო რატომ ვერ გიპასუხებენ.ვფიქრობ შურის და ბოღმის ამბავია,თორემ რატომ უნდა გძულდეს არველაძეები???რა გაუკეთებიათ ცუდი?შემგელიას სოლიდარობა გამოუცხადა,მაგრამ თვითონ გაცილებით ღირსეულად მოიქცა თავის დროზე.

• სოსო

როცა შოთი და აჩიკო თურქეთში რჩებოდნენ სათამაშოდ,შეიქმნა სიტუაცია,როცა უნდა გადაეწყვიტათ ვინ დარჩებოდა და ვინ დაბრუნდებოდა საქართველოში.გადაწყვეტილებას უფროსი ძმა,რეზი იღებდა და ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე,მიიღო გადაწყვეტილება,ტყუპები დარჩენილიყვნენ,თვითონ კი,საქართველოში დაბრუნებულიყო.არ უნდოდა უცხოეთში დარჩენა?ძალიანაც უნდოდა და შემდეგში წავიდა კიდეც,მაგრამ იქ როგორც უფროსი ძმა და იმ შემთხვევაში ოჯახის უფროსი,ოჯახის ინტერესებიდან გამოვიდა.თორნიკესაც ოჯახი ჰყავს და მასზე,მის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.სამშობლოს პატრიოტობას,საქართველოს ნაკრებში დაამტკიცებს,ხოლო კლუბი,არსებობის საშუალებაა და სადაც მეტს გადაუხდიან,იქ წავიდა.არ მომწონს ეს,ძალიან არ მომწონს,ალბათ არც მას მოსწონს,მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.აქ ომში დაღუპულ ბიჭებს გვახსენებენ და მართლებიც არიან,მაგრამ რამდენი შემთხვევა ვიცით,როცა ჯარისკაცები თავისი ოჯახის საფრთხიდან გამოსაყვანად წავიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეს ომი.ოჯახი წმინდათა წმინდაა ნორმალური მამაკაცისათვის და მის საზარალოდ,პირადი სიამაყის გრძნობის დაკმაყოფილებას,ძალიან ცოტა თუ იზავს.ნორმალურ ,ოჯახის უფროს მამაკაცზე ვლაპარაკობ და არა ისეთებზე,ცოლებს რომ იცვლიან თანამდებობებთან ერთად,ან კიდევ ცოლი მხოლოდ უფასო სექსისათვის უნდათ.ვერასოდეს ვიქნები ცსკას გულშემატკივარი,მაგრამ პირადად თორნიკეს გულშემატკივრობას არ მოვიშლი და არც მოღალატეობას დავწამებ.ნურც სხვის ჯიბეში ფულის თვლას დავიწყებთ,რადგან ყველა ოჯახს,თვით ყველაზე მდიდარსაც კი,თავისი პრობლემები აქვს და აუცილებელი არაა,ყველამ საქვეყნოდ ილაპარაკოს თავის საჭიროებებზე.

• sormona

ხალხო აქ სამმაგი სტანდარტი არაფერ შუაშია, საქმე მარტივადაა: საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს იმ არმიის გუნდში რომელმაც ტერიტორია წაგვართვა და ქართველი ხალხი დახოცა!!!!!!!! როგორც მინიმუმ საქართველოს ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს შენგელია!

• giorgi

რუსეთში ლუკმა პურისთვის საშოვნელად, სამუშაოდ წასულ ქართველებს ნუ ადარებთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად კალათბურთელის ცსკა-ში გადასვლას. ნურც ნალჩიკის სპარტაკში გროზნოს ტერეკში ალანიაში თუ სხვა არარუსულ კლუბებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს ადარებთ შენგელიას, გროზნო ნალჩიკი და ვლადიკავკაზი ისევეა ოკუპირებული როგორც ცხონვალი და სოხუმი. ეს მისი არჩევანია, მან აირჩია მოკოვის არიელთა კლუბი. ჩვენც ავირჩიოთ სხვა კალათბურთელები და აგრესიის გარეშე მოვითხოვოთ ნაკრებიდან მისი წასვლა!!!

• paradox

შეიქმნას პეტიცია და ჩამოერთვას თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური!!!

• gio

ვინც შენგელიას აკრიტიკებს ის არ არის სპორტის გულშემატკივარი ის არის პოლიტიკის გულშემატკივარი......და იმიტომც ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მეტია ვიდრე სპორტი

• ბაბაია

პ.ს. :საქარველო ხომ ყველას აპატიებს ყველაფერს, თუნდაც ფულის გულისთვის საკუთარ კარში 2 ბურთის გატანას .......

• shoda

ჩემო ნიკოლოზ, დიდებული ადამიანი ბრძანდებით! იცით ალბათ, რომ მაშინ ეს შეიძლებოდა. ახლა კი როდესაც კალათბურთელებს ასეთ უზარმაზარ ფულს უხდიან, ეგ უკვე ფაქტიურად შეუძლებელი გახდა!

• shoda

ალბათ არ იცი შვილო, რომ სააკაშვილმა რუსეთთან ომი ამერიკელების (სოროსულ-ნეოტროცკისტული მრავალსურნელების) წაქეზებითა და მოთხოვნით დაიწყო. მათ რუსეთის დიდ კომფლიქტში ჩათრევა სურდათ, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოუვიდათ და ეს ბოროტი განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ის ადამიანი კი ვინც ეს ომი თავიდან აგვაცილა ვერაგულად მოკლეს. ეს ომი რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, თუ იცი რა იქნებოდა დღეს საქართველოში?

• გიას

შეიძლება მეც არ ვამართლებდე შენგელიას ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს მისი არჩევანია და თან არც მის პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი. რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე რას იტყვი, ისინიც ხომ ოკუპანტი ქვეყნის კლუბებში თამაშობენ? რა, მაინცდამაინც ცსკა-ში არ უნდა თამაშობდეს და ლოკომოტივში ან რუბინში შეიძლება? რაგბისტებიც გვყავს რუსულ კლუბში. რომელიმე თქვენგანი პატრიოტიზმში შეეჯიბრება? თუ უკანალის ჩვენება საოკუპაციო ზოლთან ეგ მიგაჩნიათ პატრიოტიზმად? ვიმეორებ, მეც არ მომწონს შენგელიას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პირწავარდნილ კრიტიკოსებს რა გაქვთ ამ ქვეყნისთვის მასზე მეტი გაკეთებული?!

• დო მაჟორი

უნდა გვქონდეს მოქმედების ერთი სტანდარტი! არ შეიძლება რომელიმე ერთი ადამიანის ამოჩემება!

• Mosexoneli

თურქეთში რო წადი Dა არაფერია ცუდი ამაში მაგრამ შენივე პრინციპით.არ Yოფილხარ მართAლი.რა ტაო კლარჯეთის დაბრუნებას შეგპირდნენ?თუ Oშკის ზარზმას და შXვა ქართული ტაძრებში ლოცვას????ესეც ორმაგი სტანდარტია

• იბერიელი68

სპორტული და კულტურის არევა არ უნდა მოხდეს პოლიტიკურ ურთიერთობში ქართველები ყოველთვის ვახერხებდით ამას თუარა ეს ჩვენი კულტურა არიქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი სადაც წმინდა ქართულ ფესვებთან ერთმა არის სპარსული არაბული ბიზანტიური და სხვა ხალხთა ელემენტები. ასერომ წარმატებები თორნიკე შენგელიას.

• "ნიკოლოზ დერიუგინი"

..."როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო" ძლიერი გუნდი არ იყო, რუსეთში წასვლის სურვილი მაინც არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ურთიერთობები, რაც ქართველ კაცს გარშემომყოფებთან აქვს. თანაც, გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და იმ დროს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ...მოსკოვის ცსკა მაშინ უძლიერესი კლუბი იყო - ზედიზედ იგებდა ჩემპიონატებს! ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი იყო. მან რამდენჯერმე მნახა, ერთი წელი დამაკვირდა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში მამაჩემს გაესაუბრა: წავიყვან მოსკოვში, კლასს აიმაღლებს, თან არაქართული გვარი გაქვთ და რუსეთში პრობლემა არ გექნებათო. იცით, რა უპასუხა მამამ? კოლიას ბაბუის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტ, მას უნდა ჰკითხოთ, ქუთაისში, საფიჩხიაზე მოიკითხეთო. თამაშის მერე გომელსკი მართლა ჩავიდა ქუთაისში და ბაბუაჩემი იკითხა. გაკვირვებულმა მეზობლებმა მორიდებით უთხრეს, ცხონებული, წლებია საფიჩხიის სასაფლაოზეა განისვენებსო... მამას ძალიან ეწყინა, გომელსკიმ რომ უთხრა არაქართული გვარი გაქვთო. ეს სიტყვები არ აპატია. ...1977 წელს, 17 წლისამ საკავშირო ჩემპიონატის მატჩში მოსკოვის ცსკა-სთან 59 ქულა ჩავაგდე. ეს რეკორდი იყო! მაშინ არმიელთა გუნდში ტკაჩენკო და ბელოსტენი თამაშობდნენ... „ვრემია" ხომ გახსოვთ, მთავარი საინფორმაციო გადაცემა? მისმა წამყვანმა ნინა ერიომინამ საღამოს გამოშვებაში თქვა, თბილისის „დინამოს" 17 წლის მოთამაშემ ნიკოლოზ დერიუგინმა ცსკა-ს 59 ქულა ჩაუგდო, საბჭოთა კალათბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდებაო!"...

• გია

შენგელია ბასკონიაში წელიწადში იმაზე მეტს იღებდა, რასაც საქართველოში 99,9 % ცხოვრებაში ვერ შოულობს. რამდენიმე ტიტულისა და მეტი ფულის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ღირსებას, ხაზს ვუსვავ, ღირსებას და სახელს არ უნდა იცავდეს! სპორტული კარიერა ხანმოკლეაო, ამით ამართლებენ, კალათბურთელის კარიერა შეიძლება 20 წელი გაგრძელდეს, იმ პირტიტველა ბიჭების უმრავლესობა კი, ვინც რუსეთთან ომში დაიღუპა 20 წლისაც არ იყო, სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული?!

• ტიტიკო

რუსეთში ცხოვრებას თავისი მუღამი უნდა, არ არის შოთა იქ ცხოვრების სტილის ტიპი. არველაძეებს სხვადასხვაგვარი ტალანტი აქვთ, ღადაობა შეუძლიათ, შოუს დადგმა შეუძლიათ. მომავალში შეიძლება პოლიტიკაშიც შეაბიჯონ და რად უნდათ ზედმეტი ბარიერი.

• Emre

Imitom rom ar yofila konkretuli shemotavazeba arasdros

• G.LA

2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: "ჯერ არ შემიძლია, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენეს". ახლა დათანხმდებოდით? - არც ახლა დავთანხმდებოდი და რუსეთის ნაკრებში მანამ არ ვიმუშავებ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები - ბათუმში. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ყველას, ამის დავიწყება რთულია. მას შეეძლო შენთვის მოებაძა

• G.LA

მესმის შოთი რატომაც ამბობ. გთხოვ გაიმორო რატომ თქვი უარი რუსეთში მუშაობაზე?

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება