ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-ის ჟურნალისტ არარატ მამბრეიანს (იგივე არარატ ჯანი) განუცხადა, რომ "ანორთოსისიდან" წამოვიდა, საქართველოშია და სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მოლოდინშია. მან ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

"მე გულწრფელად ვუჭერ შენგელიას მხარს, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ხშირად განიხილავენ. ეს კალათბურთელის კარიერაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადის, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიულ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს, ის ხომ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადადის. მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი შედეგები და ტიტულებია. აგრეთვე, უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალი წელი გავატარე რუსეთში, როცა მოსკოვის "სპარტაკში" ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და ტიტულების მოპოვების გარდა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა გახლდათ და ამას ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-ში ამასვე გააკეთებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხომ არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე? სპორტი ყოველთვის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები, რომლებიც არავის ალამაზებს. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, ბუნებით გამარჯვებულია და მაღალი სიმაღლეების დალაშქვრა სურს.

ამიტომ მინდა შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ვფიქრობ, ის თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. მას მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალ ტიტულებს ვუსურვებ".

gela
კაი რა შენც რაღაცას აჯახუნა ფული რათქმაუნდა პირველ ადგილზეა
თბილისელი
დროშას რომ იქნევთ რა,პუტინი შეშინდება თუ რა.ფულისთვის ხართ ბიძიკოებო წასულები და ნუ გვაბოლებთ.
levani
ქართველები დაწყევლილები ვართ, გონი წაგვერთვა, როდინ უნდა შევძლოთ კომგლიქტების მოგვარება რუსეთთან და აფხაზებთან. პრობლემა ქართულ მენტალიტეტშია,არ ვართ ჩვენ ჭკვიანი ერი!
levani
ქართველები ჭკვიანები, რომ ვიყოთ რუსეთში უძლიერესი ქართული ლობის შექმნაა შესაძლებელი. იქედან კი ქართული საქმის კეთებას შეძლებდნენ. ნუ რას ვიზამთ ღმერთმა არ მოგვცა ეტყობა ასეთი ჭკუის მადლი.
თ.ბ.
დროშა რა პრობლემაა, რუკას გვედავება რუსეთი თორემ დროშას გედავებათ ვინმე?
სტატუს ქუო
ჰო, ფულის გულისთვის არ გადადის. ისე აგიდგეს შენ გვერდები.
ბ
გენაცვალე ლოგიკაში, ზუსტად ეგრეა, ბევრი ვარჯიში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, აი, რა არის პატრიოტიზმი, დღევანდელ შემადგემლობას შეუძლია ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება, თუ თავს დადებენ ვარჯიშებზე, თუ მიღწევენ მაქსიმუმს, მერე შეეძლებათ საქართველოს დროშა აფრიალონ. ესაა პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი
zauri--s
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ცხოვრებისეული პრიორიტეტი. მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ მაგრამ ჩემთვის საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და მერე მოდის ყველაფერი მათ შორის ბიზნესი , პირადი შემოსავალი და განსაკუთრებით უმნიშვნელოა თემა ნაშების !!!!! 4 ენაზე ვლაპარაკობ თავისუფლად და კიდევ რამდენიმე ვიცი ისე რომ რუსის ნაშაზე არ ვიყო დაგეშილი !!!! რუსულს არაფერს მოვიხმარ 2008 წლიდან და ეს არის ჩემი პირადი პროტესტი ამ ავადმყოფი იმპერიის წინაღმდეგ !!!! მით უმეტეს არასდროს გავცვლი საკუთარ თავმოყვარეობას ერთჯერად სექსზე რუსის ნაშასთან... გადახედე რუქას მსოფლიოსში ძალიან ბევრი ქვეყანა და ძალიან ბევრი ლამაზი ერია !!! თუმცა ძნელია ესაუბრო ღირებულებებზე ტროლებს რომლებსაც უხდიან თითოეულ კომენტარში და არ გააჩნიათ საკუთარი აზრი !!!
ბასკი
შენნაირი ნიჭირი ფეხბურთელი და კიდევ ორ სამ შენნაირს თავი გული და მონდომება რო ჩაგედოთ ვარჯიშებში და ევროპაში გაგექაჩათ - მაგ დროშას რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ავაფრიალებდით სხვა ბევრი ქართველი! პატრიოტი! რას ეძახიან ეგენი პატრიოტიზმს!
alexandre
ანესთეზეოლოგი-ს: მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალისტი :)))DDD
გიგილა
შენმა მზემ, შენ კი არ გინდა არა კარიერა აიწყო?
ზაური
მიხაელ, თუ ახალგაზრდა ხარ რუსის ნაშებში კარგად დადიხარ არა? ხოლო თუ ბებერი ხარ, კარგად გულაობდი არა რუსეთში ? ასე, რომ მაგრად მიქარავთ როცა სხვას აკრიტიკებთ რატომ მიდიხარტ რუსეთშიო.
გემწარა გიორგი ჩემი კომენტარი? ლაშა
გიორგი შენნაირები უფრო მტრები ხართ, ვინც თორნიკეს აკრიტიკებთ, ვიდრე ის რუსები ვინც ჩვენს თორნიკეს პატივს სცემს.
kaxa
მარტო ერთ ადამიანზე და ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ამხელა ამბის ატეხვა სუბიექტურია! ჩვენ სახემწიფომ უნდა გადავწყვიტოთ,ვემიჯნებით თუ არა ყველა საკითხში რუსეთს და თუ გვაწყობს გამოვუცხადოთ ყველაფერში ბლოკადა: სპორტში,ტურიზმში,ვაჭრობაში,ბიზნესებში,მომღერლებში,ხელოვნებაში,გაზში,ნავთობში,ტრანზიტში და ასე შემდეგ!გვაწყობს ეს ხალხო? ამ შემთხვევაში შენგელია სახელს და დიდებას უფრო მოუტანს საქართველოს ვიდრე ცუდს! სპორტი ხომ უპირველესად სახელი და დიდებაა! ეს კლუბი ევროპის ნომერ პირველი კლუბია,უნდა გავათვიცნობიეროთ კარგად ეს რას ნიშნავს!
ანესთეზეოლოგი
ისიც ცალსახაა რომ უკიდურესად მემარცხენე რადიკალისტი ხარ და კომენტარიც შესაბამისი გაქვს სპორტულ საკითხზე.
gio
ჯანო ელოდება იქნებ რომელიმე რუსულმა კლუბმა წაიყვანოს, რომ კიდევ აღმართოს ქართული დროშა
alexandre
1.ცალსახაა - რუსეთი საქართველოს მტერია. 2.ცალსახაა - რუსეთი ოკუპანტია 3.ცალსახაა - რუსეთმა უამრავი ბოროტება მოუტანა საქართველოს და უფრო მეტს გვიმზადებს. 4.ცალსახაა - რუსეთმა ოღონდ თავი დაგვანებოს, არ ჩაერიოს ჩვენ შიდა პრობლემებში (აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა პრობლემაა!), არ არსებობს საკითხი, რასაც არ დავთმობდი, სიცოცხლესაც კი, ცსკა-ში თამაშიც პრობლემა არ იქნებოდა... (დროშის საფრიალოდ კი... რა ვიცი...)
sormona
არა კაცო რა ფული, ჩვენ ვერ ვხვდებით, სულ უხელფასოდ იმუშავებს მთავარია დროშა ააფრიალოს :):):):):)
gabo
დღეს რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი,მასთან გაწყველია დიპლომატიური ურთიერთობა და რათქმაუნდა პოლიტიკური! ამავე დროს არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი რაც გულისხმობს დეკლარირებულ ურთიერთობას ქვეყნებს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. რუსეთთან ამ საკითხებში ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უფრო მომგებიანია ვიდრე უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის! აქედან გამომდინარე რას აშავებს სპორტცმენი რომ მიდის რუსეთში ისეთს, რომ მიწაში ჩავდოთ ამის გამო? ასიათასობით რუს ტურისტს ვემსახურებით ყოველ წელს და ასიათასობით ბოთლი ღვინო გაგვაქვს,.მაშინ შევწყვიტოთ ოფიციალურად,სახემწიფოს დონეზე, ყველანაირი ურთიერთობა(ეკონომიკური,კულტურული) რუსეთთან და ამის მერე თუ ვინმე წავა რუსეთში სათამაშოთ ვაკრიტიკოთ რამდენიც გვინდა!
ვვვ
ჭამას რო იმით ამართლებენ, მეც მიჭამიაო, ძაან საყვარლობაა
გიორგი
რუსეთი საქართველოს მტერია! ეთანხმები ჯანო?
მიხაელ
აბა , სულ საქართველოს დროშის გამო იჯექი მთერი კარიერა სკამზე რომ სპარტაკს 15 წელში 1 ტიტული მოეგო ???? თუ 2 მილიონიანი კონტრაქტის გამო ? არა , არავის ფული არ მშურს , მე ჩემიც მყოფნის ! უბრალოდ, ფულზე ყიდიან თავმოყვარეობას და მერრე მორალს გვიკითხავენ და პატრიოტობენ რაა !!! აღიარეთ მაინც რომ რუბლომანები ხართ და სულ უფრო და უფრო დიდი დოზა გინდათ რუბლის და ხალხიც არ მოგაქცევთ ყურადღებას !
მართალს ამბობს ეს კაცი - “შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს”-ო. აბა რაა ბიჭებო, კარიერა პირველ რიგში!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა