საფრანგეთის გრანპრის აღორძინების გეგმაზე ქვეყნის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლა დეშო და "ლოტუს რენოს" ხელმძღვანელი ერიკ ბულიე ზრუნავენ
პარიზული ყოველკვირეული Journal du Dimanche წერს იმის შესახებ, რომ არსებობს საფრანგეთის გრანპრის აღორძინების გეგმა, რომლის რეალიზაციისთვის ზრუნავენ ქვეყნის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლა დეშო და "ლოტუს რენოს" ხელმძღვანელი ერიკ ბულიე.

უფრო მეტიც, ამ იდეას მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი. დღეისთვის განიხილება ეტაპის ლე კასტელში მდებარე პოლ რიკარის ავტოდრომზე ჩატარება. თეორიულად ეს შესაძლებელი იქნება, თუ ეკონომიკური გამოთვლები აჩვენებენ, რომ ბილეთების რეალიზაციიდან სავარაუდო მოგება 20-25 მილიონ ევროს გაუტოლდება.

მანი-კურის ტრასაზე დაბრუნებისგან თავი შორს დაიჭირეს, ამიტომაც დღეისთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია "პოლ რიკარი", მით უმეტეს, რომ ავტოდრომის ხელმძღვანელობა მზად არის წავიდეს დანახარჯებზე, რაც რბოლის ორგანიზებასა და დაგეგმვას სჭირდება. დაბრუნების რეალური თარიღია 2013 წელი. პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, მონაცვლეობით უნდა გაიმართოს ფრანგული და ბელგიური ეტაპები, როგორც ეს გერმანიის გრანპრის შემთხვევაში ხდება, როცა რბოლას ხან ჰოკენჰაიმი და ხან ნიურნბურგრინგი მასპინძლობს.

ბელგიის გრანპრის ორგანიზატორები ყოველწლიურად კარგავენ 4 მილიონ ევროს. მათ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან 2012 წლის ბოლომდე აქვთ კონტრაქტი. იმის გამო, რომ ამ კლასიკური რბოლის პერსპექტივები ბუნდოვანია, მისი პრომოუტერები არ გამორიცხავენ ფრანგულ მხარესთან კომპრომისს.

"წელს უკვე დამიკავშირდნენ ფრანგული მხარის ოფიციალური წარმომადგენლები, - დაადასტურა ბელგიური რბოლის პრომოუტერმა ანდრე მაესმა. - შესაძლოა, ამან დაგვაინტერესოს, მე ახალ წინადადებებს ველი".

ორი ეტაპის მონაცვლეობით ჩატარების იდეა, შესაძლოა, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმაც გაიზიაროს. მაგრამ Journal du Dimanche წერს, რომ წინასწარი გამოთვლებით ბილეთების რეალიზაციით მაქსიმუმ 14 მილიონი ევრო შეგროვდება. საჭიროა კიდევ 6-8 მილიონი.

საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა გაზეთმა Bild am Sonntag. მან მონაკოს გრანპრიზე შეისწავლა ხმაურის დონე, რომელსაც გუნდების ბოლიდები წარმოქმნიან.

ყველაზე ხმაურიანი მანქანა ჰყავს "მერსედესს" - 127,8 დეციბელი, რაც პრაქტიკულად უთანაბრდება რეაქტიული თვითმფრინავის ხმას. "მერსედესის" შემდეგ მოდიან "ლოტუს რენო" (127,5), "მაკლარენი" (127,3) და "რედ ბული" (127,1).

ყველაზე "ჩუმი" ბოლიდი ჰყავს "ვირჯინს", რომელიც "კოსუორტის" ძრავით მუშაობს - 125,9 დეციბელი.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის შეფმა ბერნი ექლსტოუნმა ბოლიდების მიერ გამოცემული ხმაური ოთხცილინდრიანი ძრავების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის