14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები.

პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, "საბურთალო" - "თელავის" მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზის შემდეგ არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელ გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2-ათასლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.

Video

ამას გარდა, სხდომაზე "ტორპედო"-"დინამო თბილისის" 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს. თბილისის "დინამოს" ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება), სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელ თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.

Video

წყარო: erovnuliliga.ge

dato
ქიმაძეს გაუმართლა რომ მაყურებელი არ იყო ტრიბუნებზე
Simartle
ქართველებო და საქართველოში გაზრდილებო ყველა ეროვნების ადამიანებო მოდით ყველამ ერთად მათ შორის ჩემზეც ვიტყვი ჩავიხედოთ ჩვენს გულებში დავფიქრდეთ ყველამ ერთად ჩვენს მიერ შესაძლო ჩადენილ ნამოქმედარი და სამომავლოდ სამოქმედო მოქმედებებზე და ერთხელ და სამუდამოდ ეს რაღაც დასაგმობი არაკულტურული არაეთიკური არა ოჯახური ქუჩურ-მოძველბიჭო-ნერვოზული-არაპუნქტუალური ფეხებზე მკიდია-დაუდევარ-შეურაწყოფის მიმყენებლურ მენტალობას მოვრჩეთ რა!!! თავის ნერვების კონტროლი ვისწავლოთ, შეგვეძლოს და დედის გინებასაც გადავეჩვიოთ ერთმანეთის მისამართით!!! ვიყოთ მშვიდები ერთმანეთზე მზრუნველნი ერთმანეთის თანაგრძნობა გვქონდეს!!! გავუღიმოთ ერთმანეთს ყოველთვის უცხოებმაც კი ერთიმეორეს და ერთმანეთის თანაგრძნობა ვისწავლოთ და გვქონდეს და ასე გავზარდოთ და ავღზარდოთ შვილები თაობები!!! აი მაშინ აღარც მივაყენებთ შეურაცხყოფას და აღარც დავხოცავთ ერთმანეთს!!!
Rezo
საინტერესოა ქიმაძე გაბედავდა იგივეს მაყურებელი რომ ყოფილიყო ქუთაისში? ვფიქრობ რომ ვერ გაბედავდა,,
valeri
ოღონდ ქართველი არ დავინდოთ საქართველოში და გადამთიელს ფეხქვეშგავეგებით! ფუი
gagi
არიქა ზანგებს ჩაგრავენ! ბოდიში ხო არ მოვუხადოთ? ეგერე რო წიხლი მომიქნიოს, მოვტეხავ, საღოლ კოხრე
ბათუმის ფანი
აწი თუ რამე არ მოგეწონა მთავარია არ შეაფურთხე,წიხლები რამდენიც გინდა იქნიე)
Gio
ცეცაძე იფურთხება და ამათგან რა უნდა გაგვიკვირდეს, კოხრეიძისგან არ გამოვიდა მანიჩარ მაჩაიძე და ახლა აქლემს მიბაძა.
სოსო
მსაჯმა შეიძლება ვერ დაინახა,მაგრამ კოხრეიძეს თელავის ფეხბურთელმა,წიხლი შეგნებულულად მიაზილა და ამაზე არც არაფერი,სადაური სამართალია?სადისციპლინო კომიტეტის მისამართით ვამბობ,ამას.ჩანაწერში ეს აშკარად ჩანს და მე მგონი,წითელ ბარათს იმსახურებდა.ისე კარგია,რომ მსაჯებმა შედარებით ადვილად დაიწყეს ყვითელი ბარათების ამოღება და ამით დაუახლოვდნენ საერთაშორისო თამაშებში მსაჯების მოქმედების მანერას,მაგრამ ისიც არ დავივიწყოთ,რომ ევროპის ლიგებში,დისკვალიფიკაცია ორი გაფრთხილების დაგროვების შემდეგ კი არ დგება,არამედ 5,ზოგან 6 გაფრთხილების შემდეგ.ჩვენთან კი კვლავაც ორი გაფრთხილების შემდეგ დგება დისკვალიფიკაცია.ეს კი, უკვე ცუდია და გასწორება უნდა.მგონი ისევ ორი გაფრთხილების შემდეგაა დისკვალიფიკაცია საქართველოს ჩემპიონატზე.ასე არაა?ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს და თუ ასეა,მაშინ აუცილებლად შესაცვლელია ეს წესი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე