ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ანზორ კავაზაშვილი: ბათუმის სტადიონისთვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ, თბილისის "დინამოსთან" გოლის არგაშვება კი ღირსების საკითხი იყო

ანზორ კავაზაშვილი: ბათუმის სტადიონისთვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ, თბილისის "დინამოსთან" გოლის არგაშვება კი ღირსების საკითხი იყო

წარმოშობით ქართველმა ექსმეკარე ანზორ კავაზაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ sport-express-ს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

Sportall.ge ქართველი გულშემატკივრისათვის ინტერვიუს საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ.

- ბოლოს როდის იყავით ბათუმში?

- უუჰ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ალბათ, 20 წლის წინ.

- არ გენატრებათ?

- კი. თუმცა უკვე 60 წელია მოსკოვში ვცხოვრობ, უკვე გავრუსდი. ამას ჩვენს ქვეყნებს შორის გართულებული სიტუაციაც ემატება. იქ ჩასვლა უსაფრთხო არაა, სააკაშვილის დროს კი საერთოდ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს.

- რის გამო?

- საკუთარ წიგნში მასაც შევეხე. დავწერე, რომ სააკაშვილი ქურდი და არაკაცია. მეგობრებმა გამაფრთხილეს: "სანამ მთავრობაში მიშაა, საქართველოში ცხვირი არ ჩამოყო. აეროპორტში დაგაპატიმრებენ".

თუმცა მშობლიურ ქალაქში არ მივიწყებენ. 2013 წელს საპატიო მოქალაქედ გამომაცხადეს, ახლა კი ბათუმის ცენტრალური სტადიონისათვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ.

- გვაინტერესებს, ფეხბურთელობის დროს მილიონერებს შეხვედრიხართ?

- 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოსთან" ერთად თბილისში ჩავედი. სასტუმროში მეგობარი მოვიდა და მითხრა: "ცეხავიკებს შენთან თამაშის გაყიდვაზე საუბარი სურთ. "იქ" გავგზავნე.

- ეს "ცეხავიკები" ვინ იყვნენ?

- ძმები ლაზიშვილები, მილიონერები. 70-იან წლებში შევარდნაძემ ორივე 15 წლით გაუშვა ციხეში. მას მერე, რაც მეგობარი გავაგდე, ერთ-ერთი ნომერში შემოვიდა. მითხრა:

"ჩვენ თბილისის "დინამოს" ვკურირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირში წამყვან პოზიციებზე იყოს. თუ ხვალ "დინამოს" გამარჯვებაში დაგვეხმარებით, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის. მანქანას გაჩუქებთ, ბინას, ფულს..."

- რა უპასუხეთ?

- "1 საათის წინ მეგობარი გავაგდე ნომრიდან, ის თქვენი სახელით მოვიდა. იმის გამეორება, რაც მას ვუთხარი, არ მინდა. უბრალოდ, მსგავსი წინადადებით აღარ მომმართოთ" და წავიდა.

- თამაში როგორ დამთავრდა?

- 1:3 წავაგეთ. მესამე გოლი იამანიძემ გამიტანა. გასახდელში მწვრთნელმა მკითხა, სპეციალურად გაუშვიო?! არადა, აუღებელი ბურთი იყო. თუმცა ტაშკენტში ფინალურ მატჩზე "ბიჭები" ისევ გამოჩნდნენ.

"ფახთაქორის" ბაზაზე ვემზადებოდით, დაცვა მოვიდა და მითხრა, და გეძახისო. მივედი და წყვილი იდგა. კაცმა მითხრა: "ანზორ, თქვენთვის ამის გადმოცემა გვევალება: თუ თბილისს დაეხმარები, "ვოლგასა" და ბინას გაჩუქებთ, თქვენი მშობლები უზრუნველყოფილნი იქნებიან".

ქართულად ვუთხარი ქალბატონს, მიტრიალებულიყო, რათა არ გაეგონა, რასაც ვიტყოდი. კაცს კი მივუგე: "წადი შენი! ვინ გგონივარ?! აქაურობას აღარ მოუახლოვდე". საღამოს კი ხელმძღვანელობას დაველაპარაკე.

შეხვედრას კი 1:0 ვიგებდით. დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა, დამატებით დროში კი სრულიად მოვიშალეთ.

იცით, რამდენჯერ მთხოვეს თბილისში თამაშის გაყიდვა? რამდენჯერაც იქ ჩავედი. სულ მეუბნებოდნენ: "ძვირფასო ანზორ, გაუშვი გოლი". გონებაში სხვა რამ მიტრიალებდა. "დინამოსთან" გოლის არგაშვება ღირსების საკითხი იყო".

- 1969 წელს საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დავესახელებინე, თუმცა საქართველომ წასვლა არ მაპატია; არც ის, 1968-ში რომ არ დავბრუნდი. ქალაქი უკვე მელოდა! და აი, 1969 წელს ყველა გამოკითხვით მე ვიყავი პირველ ადგილზე, მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების ხმები იყო დარჩენილი. მათ ერთხმად მუნტიანი დაასახელეს საუკეთესოდ და ამ უკანასკნელმა გადამასწრო.

- რატომ არ გადახვედით თბილისის "დინამოში"?

- ყველაფერი მწვრთნელ გივი ჩოხელის სულელურმა ფრაზამ გადაწყვიტა. ვკითხე: "გივი, მეგობარო, მითხარი, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები?" იმ დროისთვის უკვე მოსკოვის "ტორპედოდან" წასვლის ფურცელი მომცეს.

მე ველოდი, რომ ჩოხელი მეტყოდა: "რა კითხვებია, ანზორ, შენ ხომ სსრკ-ის მეკარე ხარ?!" მან კი მიპასუხა: "არ ვიცი, რომელიც უკეთესი იქნებით, ითამაშებს - ან შენ, ან ურუშაძე". გავბრაზდი, ხმამაღლა დავუძახე: "წადი შენი" და ყურმილი დავკიდე.

- ურუშაძეზე გაცილებით უკეთესი იყავით?

- 1962 წელს ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ამით დაასრულა. სულ რაღაც აწუხებდა და ვერ თამაშობდა. ყურმილის დადებიდან 2 წუთში ზარი შემოვიდა. ვიფიქრე, ჩოხელი გონს მოეგო-მეთქი და თურმე "სპარტაკიდან" მირეკავდნენ: "ანზორ, გეყოფა თბილისთან საუბარი, ჩვენთან წამოდი" და ყველაფერი ასე დამთავრდა.

ჩემზე უკეთესი მხტომელი მეკარე არ მეგულება. მახსოვს, ცსკა-ს ვეთამაშებოდით, ძლიერად დაარტყეს, ნახტომში მოვიგერიე, დამატებაზე სწრაფი რეაქცია მქონდა, მესამედაც დაარტყეს და ისევ ნახტომში ავიღე. "არმიელებიდან" ვიღაცამ დაიძახა, ამას უკანალში ზამბარები ხომ არ აქვსო.

მაინც მიკვირს, რომ ისეთი მეკარეების ფონზე, როგორებიც იაშინი, ბანიკოვი, რუდაკოვი, პშინიჩნიკოვი იყვნენ, მაინც ორ მსოფლიო თასზე ვითამაშე. საერთოდ, მაღალ დონეს როგორ მივაღწიე ჩემი სიმაღლით. 178 სმ - ამ ზომის მეკარეეებს უკვე ვეღარ ნახავთ.

- ქუთაისის "ტორპედოში" თამაშზე რას გვეტყვით?

- საქართველოდან არ მომეშვნენ. 1970-იანი წლების ბოლოს რაიკომის პირველი მდივანი ჩამოვიდა ჩემთან: "ანზორ, ძვირფასო, ქართველმა კარიერა საქართველოში უნდა დაასრულოს. იმდენს გადაგიხდით, რამდენსაც მოითხოვ". "სპარტაკიდან" ქუთაისში წამოვიდე? არაფრის დიდებით!"

იმ დღეს რესტორანში გავიარეთ და დავიშალეთ. 1 წლის შემდეგ ისევ მოვიდნენ. ვიცოდი, რომ კარიერა ბოლოსკენ მიდიოდა. დიდი ამბიცია აღარ შემრჩენოდა, ფული საკმარისად მქონდა, კარგად მიხდიდნენ და ბათუმელი მეგობრებიც სულ მიგზავნიდნენ რაღაცას. ვუთხარი, "ჯანდაბა, წამოვალ თქვენთან, ოღონდ იმ პირობით, თუ მერე მთავარი მწვრთნელი გავხდები".

ჩასვლიდან 6 თვე არც კი მათამაშეს. ვეძებდი იმ თანამდებობის პირს, მემალებოდა. მოსკოვში ჩამომაკითხეს, მთხოვეს, მეკარე დაგვემტვრა და იქნებ ითამაშოო. მეც რამდენიმე თამაში ჩავატარე.

ანზორ ამბერკოს ძე კავაზაშვილი 1940 წელს ბათუმში დაიბადა. კარიერა თბილისის "დინამოში" 1957 წელს დაიწყო, თუმცა 2 სეზონის განმავლობაში სსრკ-ის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი გამართა. 1960 წელს ლენინგრადის "ზენიტში" გადავიდა. შემდეგ იყო მოსკოვის "ტოპედო" და "სპარტაკი". 1972 წელს კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაასრულა.

• Tete

Sheni saxelobis stadionze shemslelis dedas chemi tamadonit

• ზურა

ამას ალბათ ეხლაც სთავაზობენ ვოლგას ბათუმის სტადიონს რო მისი სახელი დაარქვან

• მერაბი

ბათუმის "დინამოს" თავისი ლეგენდები ჰყავდა, მათი სახელი დაარქვან ახალ სტადიონს. ვახტანგ ქორიძე ბათუმში თამაშობდა, ჰარი ქიქავა ... ვინ მოთვლის.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

სე-სი-ბონ...სენ-სი-როვ...

• გიზოგ

ვახო ბატონო, ეს კაცი ფეხბურთელობის დროსაც არ მომწონდა და თანაც ქართველი კი არა ბერძენია, თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ბათუმის მერიამ თავის ყოფილი მოქალაქე საპატიო მოქალაქედ აირჩია და მთავრობის და ხელისუფლების ვექტორი რა შუაშია? ბათუმის საპატიო მოქალაქეები ევროპაშიც ცხოვრობენ და ამერიკაშიც. მაგ ლოღიკით მთავრობას მოციმციმე ვექტორი ქონია.

• გიზოგ

გთხოვთ დაგვიწეროთ ორიგინალის მისამართი. წინასწარ გმადლობთ.

ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურებისათვის :))))))))

• კახაბერი

გაიხარეთ !

• კახაბერი

გასაგებია რომ ბათუმში დაიბადა , გასაგებია რომ მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე ნაკრების წევრი იყო , გასაგებია რომ კარგი მეკარე იყო ( ვიმეორებ - კარგი და არა ბრწყინვალე ) !! და მაინც , რატომ უნდა დაერქვას ამის სახელი ბათუმის ბრწყინვალე სტადიონს ?!

• გულშემატკივარი

წავიკითხე ეს ინტერვიუ ირიგინალში. ძალიან საინტერესო ინტერვიუა. მაგრამ ჩვენ შემოგვთავაზეს მხოლოდ ის პატარა, ჩვენთვის ძალიან გამაღიზიანებელი ნაწყვეტი. თანაც ის პატარა ნაწილიც გადათარგმნეს საკმაოდ არაკორექტულად. 1] თბილისის დინამოსთან 1964-ში 1:3 რომ წააგეს თბილისში: “მესამე გოლი იამანიძემ გამიტანა. გასახდელში მწვრთნელმა მკითხა, სპეციალურად გაუშვიო?!” მწვრთნელმა კი არ ჰკითხა, ტორპედოს მეათე ნომერმა ვალენტინ ივანოვმა ჰკითხა. 2] ტაშკენტის ოქროს მატჩში კავაზაშვილს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, კარებში იდგა ედუარდ შაპოვალენკო, რაზეც საკმაოდ ვრცელი საუბარია მოცემულ ინტერვიუში. თარგმანიდან კი ჩნდება შდაბეჭდილება, რომ ტორპედოს კარის დარაჯი ამ ოქროს მატჩში კავაზაშვილი იყო. 3] უმნიშვნელოა, მაგრამ 1969 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელის ვლადიმერ მუნტიანის ეროვნება (უკრაინელი) ინტერვიუს ორიგინალში არ არის ნახსენები. 4] ინტერვიუში დაწვრილებით არის აღწერილი ქუთაისის ტორპედოში გადასვლის ამბავი. ისიც ხაზგასმულია, რომ ტორპედოში მიიწვიეს მთავარ მწვრთნელად და არა მოთამაშედ. თარგმანში კი ვკითხულობთ: “ჩასვლიდან 6 თვე არც კი მათამაშეს”. საიდან აღმოჩნდა ეს წინადადება ქართულ თარგმანში? საერთოდ, ქუთაისში გადასვლის ინტერვიუს ნაწილი საკმაოდ საინტერესოა, თარგმანში კი კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული წინადადებების გაერთიანება რაღაც უაზრობას წააგავს. ფეხბურთის გულშემატკივარი 1960 წლიდან ვარ. იმ დროს კავაზაშვილი თბილისის დინამოს მესამე მეკარე იყო, სათადარიგო შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდა. ძირითადში სერგო კოტრიკაძე გვყავდა, დუბლებში კი - ანზორ კვაჭაძე. ამიტომ, ლენინგრადის "ზენიტში" რომ გადავიდა, ამაში ვამართლებ, მაგრამ მხოლოდ ამაში. ინტერვიუში გამიოხატა ამ პიროვნების უვარგისობა. ეს არის თავის თავში შეყვარებული ადამიანი, რომელიც ძალზე მიუღებელი ფორმით საუბრობს თავის თანაგუნდელებზე, მეგობრებზე, ერევა მათ პირად ცხოვრებაში, და ასე შემდეგ. ისე კი, ვიმეორებ, ინტერვიუს ორიგინალი ძალიან საინტერესოა. საუბარია მსოფლიოს ჩემპიონატებზე (1966 და 1970), საბჭოთა კავშირის პირველობების ჩაწყობილ თამაშებზე, მიხეილ მესხის ბრწყინვალე თამაშზე ბრაზილიის წინაათმდეგ ბრაზილიაში, მისი ლონდონის მსოფლიოს ჩემპიონატზე არწაყვანაზე და მრავალი სხვა.

• tas

ბათუმის დინამო რა შუაშია? ეგ სტადიონი მათი საკუთრება კი არაა სახელმწიფოსაა და სახელიც მათ უნდა დაარქვან.

• ბოდიში მეგობარო!

შემთხვევით დავაჭირე დიზლაიქს!

• მიშა

არადა, მართლა აქვს უკანალში ზამბარები.

• მიშა

მიუხედავად რა ,,ყველაფრისა"?

• მიშა

ტალახის სროლა რა მოსატანია, როცა ეს პირუტყვი პირიდან ფეკალიებს ისვრის და ისე გვაყენებს შეურაცხყოფას.

• მიშა

სჯობს, ეხლა გვცოდნოდა რას ფიქრობს ქარველებზე, ვიდრე იმის მერე სტადიონს ამ ბომის ბუკეტის სახელს თუ დაარქმევდნენ.

• მიშა

და ამ ბოღმა კაცის სახელს არქმევენ სტადიონს? ბარემ, სერგო ორჯონიკიძის სახელობისა იყოს, ის უფრო დიდი გარეწარი იყო.

• ზალიკო

ბათუმის სტადიონს კიარა უბანში გოთვერანი ძაღლი შემოგვეჩვია იმას არ ვაკადრებ ამის სახელის დაძახებას

• ნწ ნწ ნწ

ამ ინტერვიუს წაკითხვისას გამახსენდა, დათა თუთაშხია რომ ჩააგდებს ურმიდან იმ მოხუცს, სირობებს რო ლაპარაკობს და ამით რომ ამაყობს, ზუსტად ასეა ეს საცოდავი.

• საქართველოსთვის!

ეს რა არაკაცი ყოფილა! ბოღმა და ქართველთ მოძულე... ამის სახელის დარქმევა არ გაბედოთ ულამაზეს ბათუმის დინამოს სტადიონზე!

• თბილისელი

ეს ინტერვიუ სრულად წავიკითხე რუსულ საიტზე და კომენტარებში ყველა თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არის მოხუცი კაცის მარაზმატული აზროვნება და საქციელი. ძალიან მიუღებელ ფორმებში საუბრობს ვორონინის, ბუბნოვის და სხვა ფეხბურთელების პირად ცხოვრებაზე, აგრეთვე თავის კავშირებზე, ბიზნესსა და ა.შ. თუმცა, ყველაზე საინტერესო იყო იმ ფაქტის გაჟღერება,თუ რატომ არ აყენებდა თავის დროზე ნაკრების მწვრთნელი მოროზოვი მიხეილ მესხს გუნდში- საკითხი, რომელიც ათწლეულების მანძილზე მართლაც რომ აინტერესებდა ქართველ გულშემატკივარს.

• Vasili

ამდენი კომენტარი რო კეთდება , გამოვიდეს ვინმე ერთი ბათუმის დინამოს წარმომადგენელი და გააკეთოს განმარტება, ხალხმა რო უბრალოდ იცოდეს, სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა? ან ვინმე ჟურნალისტმა დაურეკოს კლუბის პრეზიდენტს ან ვინმე პასუხისმგებელ ადამიანს და კითხონ! რას გვამკითხავებენ? ამდენი დღეა ხალხი წერს და ყველა უკმაყოფილოა, მე საერთოდ არ მახსოვს მაგ ადამიანის ფეხბურთი და არც მაგის კაიკაცობა ვიცი სადმე! უფროს თაობას უფრო ეცოდინება ეგ ამბები! ისე კი რასაც ამ ინტერვიუდან ვკითხულობ, მართლა არ ეკუთვნის მაგის სახელი, ამ ნანატრ სტადიონს. მთელი საქართველო ელოდებოდა წლები ბათუმში სტადიონს. აღარ გახსოვთ ხალხო? რამდენი მაკეტი დაიდო აქამდე? და ყველას ეგონა რო უკვე დაწყებული იყო მშენებლობა მარა ყველაფერი ამაო იყო, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მართლა აშენდა , და თან ასეთი ლამაზი სტადიონი! და რატომ უნდა ერქვას იმ კაცის სახელი, რომელიც თავს ქართველად კი არა , რუსად მიიჩნევს, და თან 20 წელი არ ყოფილა ბათუმში, ამ 20 წელში როგორ შეიცვალა იქაურობა! და ამას თავის ეზოც კი არ მოენატრა.../ მგონი არ იმსახურებს, მარა მაინც პირველ რიგში ბათუმელების გადასაწყვეტია ეს ამბავი და არა ერთი კაცის მხოლოდ!

• hhh

ისე სახელს, რაც შეეხება მაინდამაინც ბათუმის დინმოს მოთამაშე უნდა იყოს? ზოგადათ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომ იყოს არა? მაგალითად დავით ყიფიანი ან ნოდარ ახალკაცი.

• გიორგი

ქართველი კაცი გავრუსდიო რომ იტყვის, იქ უნდა შეწყვიტო მისი მოსმენა თუ ინტერვიუს კითხვა, ჩალის ფასადაც არ ღირს ესეიგი და ჩვენც ნუ დავკარგავთ დროს ამის სისულელეების კითხვით.

• sake

ეს ნაძირალა კაცი ხიბლშია ჩავარდნილი და გონია მასზე უკეთესი, თუნდაც აჭარას ფეხბურთელი არ გაუზრდია.

• "დინამომ" შაგიგდო ანზორ?

რამდენჯერაც აღებული გაქვს ფული, იმდენჯერ შენი....

• zurab

ამაზე დიდი არაკაცი არ არსებობს. ქართველობას ყოველთვის იყენებდა, თორემ წმინდა ბერძენია. დააკვირდით, ყველგან მომმართავდნენ ანზორ ძვირფასოო, მე კი ყველას იქ ვაგზავნიდიო. ფლიდი და გაიძვერაა ...არაკაცია, დამიჯერეთ, არაკაცი!

• ნიანია ბაკურიანი

ანზორ!შენ არ იყავი ცუდი მეკარე,მაგრამ ცუდი კაცი კი ყოფილხარ,უშენოდ გახდა თბილისის დინამო 1964 წელს სსრკ-ის ჩემპიონი და შენზე ძლიერი მეკარე,სერგო კოტრიკაძე იდგა მაშინ კარებში,შენი ამ ყიამყრალა ლაპარაკით,მაშინდელ დინამოს და დინამოელებს ვერ დაჩრდილავ,ძალიანაც,რო მოინდომო რუსო ანზორავ.

• giorgi

რა არის იცი საინტერესო? :) რა თამაშის გაყიდვასაც თხოვდნენ და ვითომ არ ყიდდა ყველა როგორ წააგეს?? :)

• გრიგორი

ყოველნაირად უმტკიცებს ერთგულებას ოკუპანტებს! თავიდანვე ამშვიდებს, უკვე გავრუსდი და მთლიანად თქვენი ვარო !

• თენგაბი

კაცი, რომ თავის ეროვნებას ბერძნნულს) უარყოფს და გვარს (კავაზიდი) გადაიკეთებს, იმისგან რა ერთგულებას უნდა ელოდე. ტიპიური მანქურთია. ხომ ამობს თავისი პირით, ვერ მომისყიდესო და მაგის გარეშეც კარგად ამოტენეს. კარგი მეკარე იყო, მაგრამ კოტრიკაძე და გაბელია უკეთესები იყვნენ.

• ტარიელი

არაა ეს კაცი იმის ღირსი, რომ ბათუმის სტადიონს მისი სახელობისა იყოს....

• ჯუბს

ტაშკენტში შაპივალენკო იდგა კარებში. ანზორი არ გარისკეს.

• giorgi

ბატონო ანზორ რუსეთის ქალაქებში, რომ თამაშობდით არ შემოუთავაზებიათ ფული თუ იქ უმწიკლო ხალხი ცხოვრობს?

• კვარა

ეს რუსიფიცირებული ქართველები ყველა ჟირინოვსკის ტიპის რატომაა ნეტა!?

• ტოტო

ეს მართლა ბათუმის საპატიო მოქალაქეა ? მერე ჩამოართვით,სირცხვილია,ეს ნაძირალა ბათუმის საპატიო მოქალაქე როგორ უნდა იყოს.

• zura

რა ქვია იმ კაცს, რომელიც გაიფიქრებს ამ ...... რუსის სახელის დარქმევას ბათუმის სტადიონისთვის?!

• თერჯოლელი

ანზორ შენ დროს თბილისის დინამოს კარებში კაცი ლეგენდა,სერგო კოტრიკაძე იდგა,რომელიც შენ მაშინ ის ათი თავით გჯობდა,რატომ არ ახსენებ კოტრიკაძეს?არ ხარ შენ კაი კაცი ანზორ,ღმერთმა ტკბილად შეგაბეროს რუსეთს. რაც შეეხება სახელის დარქმევას,ის აუცილებლად დაერქმევა ბათუმის სტადიონს ამ ულამაზეს არენას,ოღონდ არა შენი.

• გოგა

ქართველი კაცი რომ იტყვის უკვე გავრუსდიო იმ კაცის დედაც მოვ..ან და იმ სახელმწიფოსი კოდევ შენს სახელს რომ რაიმე ღირშესანიშნავს დაარქმევს

• ozeki

კაჩალინი მეტად ქართველია ვიდრე კავაზაშვილი.

• თბილისელი

მაგაზე მაგარი სერგო იყო კოტრიკაძე.მაგას ყველაზე ლამაზი ნახტომები ჰქონდა მთელ კავშირში.

• Zurachkh

... ჰოდა გამოდის ის “ ცეხავიკები” , თუ ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს ეხმარებოდნენკარგი ხალხი იყვნენ! აცხონოს ღმერთმა! დანარჩენი ...

• მალაქია

ანზორ, გადაგვარებული რუსი მზე ხარ !!! შენი ინტერვიუ მხოლოდ იმის დასტურია რა მზეც ხარ, შენი სახელობის მხოლოდ სტადიონზე არსებული ჩეჩმა შეიძლება იყოს!!!

• jokovich

აუ რა ანზორას სახელობის სტადიონი... მსხვილი სპონსორი დაითრიონ და როგორც მსოფლიოს ბევრ სტადიონზეა დააწერონ მათი სახელი.

• jjj

ანუ ქართველები მხოლოდ თამაშებს ყიდულობდნენო არაა, მარტო კი არ გარუსებულა გაშოვინისტებულა ეგ ბერძენი, რა ამის სახელი უნდა დაარქვან, ხომ არ უბერავენ?

• მამუკა

მთელი ამ ისტორიებიდან ისაა გასაგები, რომ ამ კაცისთვის თბილისის დინამოელებს თბილისში სამჯერ შეუგდიათ და ტაშკენტში ოთხჯერ!!!

• მამუკა

თბილისში თამაშის გაყიდვა მთხოვეს ფულს მიხდიდნენ და არ გავყიდე, თუმცა 3:1 წავაგეთო! ტაშკენტშიც მთხოვეს თამაშის გაყიდვა, არ გავყიდე, მაგრამ 4:1 წავაგეთო! თუ თბილისში სამჯერ შეგიგდეს და ტაშკენტში ოთხჯერ, ვის რაში უნდოდა შენი მოსყიდვა?!

• სიმართლე.

ხვიჩა! ნუთუ ტვინი არა გაქვს, ასეთი ინტერვიები რომც ჩაიწერო, არ უნდა გაუშვა. ცოტა დაფიქრდი.

• gaza

შენი სახელი რომ დაარქვან ბატუმის სტადიონს შემსლელი აგარ ვარ. შენი მიგალატე დედაც

• გრიშა

წაიპროჭაკებს

• სიმართლე.

ხვიჩა! ხომ გაგიგია, უვარგისი კაცის, არაფერი გინდოდესო! შემთხვევით, თქვენი ბიძაშვილი ხომ არ არის?

ხოდა იმიტომაც არ ერქმევა ამის სახელი.წავიდა , რუსებს შეუძლია იმიტომ, რომ ჯობდა კოტრიკაძე. სიჭინავაც გარუსებულია, არც იცის ქართული, მაგრამ ამაყობს, რომ დინამოელი იყო.ეს კიდევ ღამურასავითაა - არც ჩიტია და არც თაგვი. ეხლა მღერის, რუსები ამის სახელს არაფერს დაარქმევენ და უნდა ბათუმის სტადიონს დაარქვან. ხომ არის ბერძენი? თესალონიკში მოითხოვოს, იქაც მიართმევენ, არ უნდა?

• გიორგი

ნუთუ ვერ ხვდებით, არ ჩამოესვლება და იმიტომ ამბობს.

• ქობულეთიდან

ანზორ-გარუსებულო, რაო რაო რა ბრძანეთ? ბათუმის სტადიონისთვის შენი სახელის დარქმევა უნდათ? შენ ეტყობა ან სიზმარი გაქვს ნანახი ან კიდევ ჭკუასთან საკმაოდ მოშორებით ხარ და სკლეროზმა გიწია.შენი სახელი მოსკოვის ტორპედოს სტადიონს დაარქვან.რა გაგიკეთებია ბათუმისათვის რომ ამ ლამაზმა არენამ შენი სახელი ატაროს?

• სიმართლე.

ასეთ ინტერვიუს, რომ აიღებ, მერე როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, როგორ უნდა დაბეჭდო. არ სჯობდა არ გვცოდნოდა და არ შეგვეზიზღდებოდა. მან გვარი გაყიდა და როგორ ივარგებს.

• მალხაზი

მიუხედავად ყველაფრისა, ბატონი ანზორი, ყველასთვის საამაყო ბათუმელი იქნება.

• გავრიილ კაჩალინი

ესეთი ხალხის ინტერვიუებიდან ჩანს ხოლმე რა ჩაწყობები და აფერისტობები მიდიოდა სსრკს ჩემპიონატში, 1 სიტყვა არ უნდა დაიჯერო თამადა კაცების იმენა დდდდდდ მერამდენე ინტერვიუა უკვე ამ თაობის ფეხბურთელთან და როგორც ჩვეულებრივი ამბავი ისე ყვებიან რო ფული შემომთავაზეს გოლის გაშვება მთხოვეს, ვითომ არაფერი. ესენი ვინც ყვებიან და ხმას იღებენ ისიც თორემ 95% იმ ფულსაც აიღებდა და გოლსაც გაუშვებდა, ამათი ჩათვლით დაჟე ვინც ამბობს არა მე არ ამიღიაო, ენდე სიტყვაზე მიდი დდდდ არავის არაფერი სუფთად არა აქვს მოგებული, მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, კი ააოხრებენ ამ კომენტარს მარა მაინც პ.ს. "სხვაც ეგრე იყო" გამართლება არ არის, რაც არ შეიძლება არ შეიძლება

• სიმართლე.

ანზორი, უდაოდ დიდი მეკარე იყო და რომც არ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებში არ იქნებოდა. მისგან არ მომწონს, რომ ყველა მეკარეებს ახსენებს და სერგო კოტრიკაძეზე, საქართველოს უდაოდ პირველ მეკარეზე, ხმას არ იღებს. არადა სერგო იმ წლებში, შესანიშნავ ფორმაში იყო, პირდაპირ დაფრინავდა და ანზორი სულ სათადარიგოში ჰყავდათ. როგორც სერგომ, ძირითადიდან იაშინი ვერ ამოაგდო, ასევე ანზორიმ, სერგოს ვერ აჯობა. ამიტომ წავიდა ანზორი მოსკოვში. ეს იცის მთელმა საქართველომ და ამას, რატომ არ ამბობს. თამაშების მოსყიდვაზე, გადაჭარბებით ტრაბახობს. როგორც ფეხბურთის 1954 წლიდან ძველ გულშემატკივარს, არ მახსოვს თბილისში რომელიმე გუნდს, შეგნებულად წაეგოს. ეს მოედანზე არვის გამოეპარება. პრიქით, მოგებისთვის, ყველა აქ იკლავდა თავს. არ მესმის, ბატონ ანზორის, ეს ზღაპრები რაში სჭირდება. ამას კომუნისტური პერიოდის დასაკნინებლად ჰყვება. ვთქვათ ასეც იყო. დღეს უარესი არ ხდება მსოფლიოს მასშტაბით ტოტალიზატორებში? სხვაზე, რომ არ ვისაუბროთ. ამიტომ, ნუ ვუჯერებთ ათას ჭორებს. გამოგვაშტერებს.

• კახა

ღალატს გამართლება ხომ უნდა და იგონებს რაღაცეებს,ტიპიური მოღალატე ცდილობს ასიამოვნოს პატრონი

• მოხუცი

არც ბათუმელი ვარ და წარმოშობითაც არ ვარ ქართველი, მაგრამ ამ არაკაცის ინტერვიუმ სისხლი მომიწამლა. უმადური კაცი ყოფილა, გინდ ქართველი იყოს და გინდ-ბერძენი, რა მნიშვნელობა აქვს? მაგის დროს სსრკ-ში ქართული ფეხბურთი ყვაოდა, უამრავი ვარსკვლავი გვყავდა! ამან კი ისე წარმოაჩინა, თითქოს თამაშებს ფულით ვყიდულობდით...ამას მე ვუშვებ სამ ა ს ო ზ ე, და ვინც ამისი სახელი დაარქვას ბათუმის სტადიონს, იმას თქვენ მიხედეთ! "ბათუმის ჩელე-არენა", რევაზ ჩელებაძის სახელობის სტადიონი".ჩელეს საყურებლად "დუბლების" თამაშებზე ვინც დავდიოდით, იმათი აზრიც ასეთი იქნება, დამერწმუნეთ...თუ არა და ვარსკვლავების მეტი ვინ გვყავს, მეშინია, რომ ჩამოვთვალო-ვინმე გამომრჩება(თანაც არაერთი)

• გაგა

შენ თვითონ იძახ გარუსებული ვარო Dაშე ნაგავო შენისთანა ნაგავებს უნდათ ალბათ სტადიონს შენი სახელის დარქმევა, ნაგავი ხართ ყველანი შენი მომხრეები

• ბალანჩინი,გრუზინსკი.ბარათოვი

ესეც კავაზოვია ალბათ,გადაიკეთოს გვარი მ,აინც ამ არაკაცმა,არ ეკერკება ქართული,ჩამოვიდეს ბათუმში,მისი სახელი დავარვი უკვე ძველ ბაზართან ტუალეტია...ოღონდ ქალების!!! რაებ როშავს ეს "მეკარე" კარგად მახსოვს მაგის თამაში ოღონდ უკანალის...

• G.LA

ბერძენია წარმომავლობით და ბევრმაც ვიცით. ამიტომაც ასე უდიერად ლაპარაკობს ქართველებზე.

• დ.დ.

ზოგიერთი ნაძირალასგან განსხვავებით, ეს კლიენტი მართლაც 99%-ანი ბერძენია და 1%-ანი ქართველი.

• ხვიჩა

ისე ადვილია სხვას ტალახი ესროლო, ოღონდ ვინც ცუდ კომენტარებს წერთ, ცხოვრებაში მაიღწიეთ იმას რასაც მან მიაღწია და მერე ილაპარაკეთ და წერეთ რამდენიც მოგინდებათ, მაგრამ დედლები ხართ და დედლებად დარჩებით.

• გიგი

რას ვერ ვგებულობ, იცით?-კაცი ამბობს, ბათუმში ჩასვლა უსაფრთხო არ არისო (რამხელა ტყუილი!!!), და ასეთი ადამინის სახელი როგორ უნდა მიანიჭო აჭარის მთავარ სტადიონს?

• გიგა

იმიდეა ამ კომენტარსაც წაიკითხავ თუ ქართულად კითხულობ:წადი შენი ...

• joze

საშიშიაო საქართველოში ჩასვლა!მაგარი ლოქო ყოფილა,ფაჩარა

• ზურა

მართლა ამის სახელი უნდა დააქრქვან ბათუმის სტადიონს? ამხელა ინტერვიუ წავიკითხე და საქართველო ერთხელაც არ უხსენებია დადებით კონტექსტში. ცოფიანი რუსები, რომ არიან ისინიც კი გადმოაგდებენ ხოლმე ერთ-ორ თბილ სიტყვას. რატომ ვუძვრებით მაინც ასეთ ადამიანებს?

• თენგო

კარგი იქნებოდა დათო ყიფიანის სახელობის თუ იქნებოდა ამ ადამიანს კი ქართველობის არაფერი დარჩენია

• ამაშია საქმე

2013-ში ბათუმის საპატიო მოქალაქედ ქართველებისთვის "წადი შენის" დაძახებისთვის დააჯილდოვეს?ამ არაკაცს ისე გამოყავს რომ ქართველებმა ფეხბურთის თამაძი არ იცოდენ და ფულით ყიდულობნენ.ბათუმი საქართველოს საყვარელი ქალაქია და ამ რუსი ნაძირალას სახელი რა პონტში უნდათ სტადიონისთვის დარქმევა.

• zviadi

გავრუსდიო? იმედია მაღლა მაგის სახელს არ დაარქმევენ ბათუმის სტადიონს.

• დათო

საერთოდ რატომ იღებენ ასეთი ხალხისგან ინტერვიუს ვერ ვხვდები, იყვნენ სადაც არიან და უძახონ თავიანთ თავებს გარუსებულები

• ავაზა

რატომ იხსენიებთ ამ კაცს ქართველად და რატომ მოითხოვთ მისგან, ქართველისთვის შესაფერ საქციელს, როცა ის არის ბერძენი კავაზიდი. ხოლო მის ადამიანურ ღირსებებზე, ვალენტინ ივანოვს აქვს გაკეთებული, თავის ავტოგრაფიულ წიგნში: "ცენტრალური წრე".

• vax-vax

ამას რა ეტყობა ჯერ ქართველობის, მერე ბათუმელობის, როგორი ზიზღით ლაპარაკობს ქართველებზე - ბათუმის სტადიონისთვის თავისი სახელის მინიჭება კი მოსდომებია.გარუსებასთან ერთად სინდისიც დაუკარგია. როგორც მეკარე, მართლაც მაგარი იყო,მაგრამ როგორც კაცი...?! ისე ყველა ძველმა ბათუმელმა იცის მისი წარმომავლობა, როგორი ქართველიცაა. ზედმეტს აღარ დავწერ - სხვები დაწერენ.

• G.LA

იმ დროს დინამოს კოტრიკაძე ყავდა და როგორც გადმოცემით ვიცი იმიტომაც ვერ ხვდებოდა ძირითAდში, რომ კოტრიკაძე უფრო ძლიერი იყო. მერ ურიუშაძეც კაი მეკარე ყოფილა და ასე როგორ მისცემდა სიტყვას ჩოხელი შენ იქნები პირველიო? ახლა კი თვითონ ამბობს გავრუსდიო და რატომ უნდა დაერქვას მისი სახელი სტადიონს? სარუსეთში დაარქვან მისი სახელი ვისთვისაც ითამაშა და სახელი მოუტანა. საპატიო მოქლაქეობაც საკმარისი პატივია მისთვის.

• Batumi

gardacvlilebze cuds ar ambobeno da magito tavs shevikaveb, aba ranaerad joni bakuridzis sakheli, fekhburtisgan dzaan shors iyo, kai sapatrulos ufrosi iyo nackhebis dros da babuinebis dros kide babuis dacva, fulit yvelafers nu sazgvravt

• ქართველი

დავიჯერო სხვა ღირსეული ფეხბურთელი არ იყო ბათუმიდან ამ მარაზმატიკის სახელობის როგორ უნდა იყოს ესეთი სილამაზე სტადიონი მე წინადადება შემომაქვს ვახტანგ ქორიძის სახელობის იყოს სტადიონი ოღონდ ამ არაკაცის სახელობის ნუ იქნება და ნუ გააბანძებთ სტადიონს

• lekso kutaisi

კოველტვის მიკვირდა და მიკვირს ტბლისის დინამოს სტადიონზე ნოდარ ახალკაცის ბიუსტი რომ არ არის ლივერპულჰი ენფილდზე ჰენკლის და ბობ პეისლის ბიუსტები კველაზე გირჰესანიჰნავ ადგილებზეა და კაცმა რომელმაც ასეტი ცარმატება მოგვიტანა არ ვაპასებტ რატო უნდა დაერკვას ამ ჰოვინისტი რუსის სახელი სტადიონს მიკვირს რა

• master

მართლა ტიპიური შოვინისტი რუსია.ტიპი ნანობს რო საქართველოში დაიბადა,მაშინვე ასეთი იქნებოდა და იმიტომაც არ გააკარეს დინამოს.ტიპს ცუდის მეტი არაფერი უთქვამს ქართველებზე,ასე რამ გააბოროტა.სულ თამაშის ყიდვა უნდოდათო,სხვა რამეზე არ ელაპარაკებოდნენ საერთოდ ვითომ?უეჭველი თავს იფასებდა და იმიტომაც არ მოყავდათ დინამოში.არც დაუმსახურებია.თან რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე.ეს არ მჯერა რო ამის სახელის დარქმევა სტადიონისთვის საერთოდ განიხილებოდა,ამდენი ბოღმა ანთხია და ამის მოგონება ფანტაზიორობა გაუჭირდებოდა რუსს??

• cru patriotoba SEUMDGARta ukanaskneli TAVsesafaria

ბერძენია რომ იცოდეთ

• davit

sheileba egrec iyo da fuls gtavazobdnen mara ukve rusi xar sulit da corcit aq arafefi gesaqmeba putinis mlokao

• batumeli

ამიტომაც არავინ, არასდროს, არანაირი პირობების სანაცვლოდ არავინ არ უნდა მიდიოდეს იქ სათამაშოდ. თუ ვინმეს უნაცხავს ვინმეს რომ ეთქვას "გავიუკრაინელდი"გავაზერბაიჯანელდი ან თუნდაც "გავიტალიელდიო". აი ეგ იყო საბჭოთა კავშიორი და ეგაა დღესაც რუსეთი.... მიუხედავად მისი მართლა დიდი მეკარეობისა, მარტო ამ (და კიდე სხვა) ინტერვიუს გულისთვის არ უნდა დაერქვას სტადიონს მისი სახელი - იციან რა "სიყვარულით" დახვდებიან. (მარა მაინც იმედი აქვს ხო ჩანს - სააკაშვილის აუგად მოხსენიების სანაცვლოდ ვინ იცის კიდევაც დაპირდნენ)

• ბონდო

ცოტა მეტი წარმოდგენა მქონდა ამ კაცზე

• დემური

20 წელი საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხაა? ფუუუ ესეთი გარუსებული ადამიანის სახელი როგორ უნდა დაარქვა ქართულ სტადიონს თუ რაღაც პირადი ინტერესი არ გაქ. თან ინტერვიუში ისე საუბრობს გეგონება რამე ვალი გვქონდეს. პაშოლნახუირაბლიად

• გია

მაგი ბერძენია - კავაზიდი

• ვახო

ადამიანი ამბობს გარუსებული ვარო და მისი სახელი უნდა დაარქვათ სტადიონს? უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა და გვყავს რომლებიც ნამდვილად ღირსეული არიან. თუნდაც ოთარ გაბელია.

• სოსო

გჩოხელზე პირი გამოირეცხე და ისე ილაპარაკე

• kaxeli

გ.ჩოხელმა სწორი გითხრათ ბ. ანზორ.

• ვახო

ქართველი(ვითომ) რომ იტყვის გავრუსდიო(ანუ გავღ....ო) მანდ დამთავრდა ყველაფერი.ამას და ამისთანებს რა უნდათ საქართველოში. 2013 ში საპატიო მოქალაქედ დამასახელესო პოლიტიკის გარევა არმინდა მაგრამ ამ სულით საცოდავს (თორემ ისე კარგი მეკარე იყო) რომ საპატიო მოქალაქედ დაასახელებ მანდ ჩანს ჩვენი ხელისუფლების ვექტორი საითაც არის.თითქოს ჯიბრზე იქცევიან ესე

• roma bejanidze

ამის სახელი არ დაარქვათ ბათუმის სტადიონს თორემ ყველა თამაშზე რაღაცას გავაფუჭებ რაზეც პასუხსაც არ ვაგებ. "ჯონი ბაკურიძე" დაარქვით სტადიონსაც დამერწმუნეთ არავინ არ იქნება წინააღმდეგი. ბათუმის ფანი.

• საკადირის პასუხი!

საქართველოში ამის სახელობის ჩეჩმა არ უნდა იდგეს!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა

"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

"კოლოსკოვმა ელცინს უთხრა, რომ ბანდიტი და ქართული მაფიის წევრი ვიყავი" - როგორ გადააგდეს კავაზაშვილი

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს