ქუთაისის "ტორპედოს გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ კლუბი იტალიელ ინვესტორ ფაბიო მანინოს არ გადასცეს და გუნდს სატრანსფერო აკრძალვა დაუწესეს.

"რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს "ტორპედოს" მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება "ტორპედოდან" წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც "ტორპედოში ფულს" დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ, რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს - გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია - რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ "ტორპედოს" სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ "ტორპედოს" არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის... რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო".

ჯერი
კი, დიდწილად ეგრეა,მაგრამ ხალხს არ ესმის. ვერც მოთხოვ პრინციპში. დღესვე უნდა გულშემატკივარს. მარალიცაა იდეაში. ხელისუფლებამაც რაღაცეებზე დროზე უნდა იმოქმედოს. რაც მეტად გააჭიანურებს, მით მეტ ბუზღუნს გამოიწვევს. არ მგონია ხელისუფლება მიზანმიმართულად აფერხებდეს პროცესს. ასე არაა. არ მჯერა. პროცედურულად კი უნდა დააჩქარონ რააღაცეები რა თქმა უნდა.უბრალოდ სახელმწიფო მანქანა ძალიან ნელია. ყველგან ასეა. 25 წელია ევროპაში ვცხოვრობ და დამიჯერეთ განვითარებულ ქვეყნებშიც ბევრი სიზანტე სჭირს მთავრობებს.
Irakli Apkhaidze
რომ იძახით სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისაო, ქართულ ფეხბურთში უცხოელი ინვესტორი რო ფულის ჩადებას მოინდომებს და ამას გაუგებარი და აუხსნელი მიზეზით ხელს შეუშლი, სახელმწიფო ინტერესების მტრობა არ არი? მთელი საქართველო ლაპარაკობს ჩაჩავამ ნახევარი მილიონი კაზინოში წააგოო და რომელ გუნდის გადარჩენაზე საუბრობთ? გასაგებია სასამართლო და კანონი, რასაც ვერ ავუვლით გვერდს, მაგრამ ხომ არის პრიორიტეტული საკითხები რომლის დაჩქარებული განხილვები ხდება? ბოლობოლო ამდენი სპორტსმენი და ფეხბურთელი გვყავს საკანონმდებლო და სახელისუფლებო ავანგარდში?... არ ვიცი რეალურად რა ხდება და ჭორაობას და ვერსიების ფრიალს არ დავიწყებ, მარა ძალიან სირცხვილია!
ieqspertebi
რას ქვია არ გადაუფორმეს??!!! სახელმწიფო ქონებაა ტორპედო და სანამ სახსლმწიფოს კანონიერი ინტერესები არ დაკმაყოფილდება იქამდე მანინია თუ ფონინი არ გვაინტერესებს!!! ან ოფიციალური ვებგვერდი რატომ ბეჭდავს არაოფიცილური პირების ნააზრევს??!!!!??. სად არის სტატიაში მეორე მხარის ან თვითონ ინვესტორის პოზიცია??? სახელმწიფოებრივი ინტერესები უპირველეს ყოვლისა!!!!
ბასკი
ქუთაისს მერია გინდ ყოლია გინდ არა, მაინც არაფერს აკეთებს! და ქუთაისის მერი მე ის უფრო ვიცი - წითელი ხიდის თავში გალაქტიონის ლამაზი მერი!.. დღეს ხელფასები გადმორიცხა ფაბიომ მიუხედავად იმისა კლუბი ვერ გადაუფორმეს! რას წელავენ რას იგონებენ რას მაიმუნობენ! რუსთაველის ხიდის თავში რაღაც სარკოფაგის მშენებლობას ისე უცებ მოაწერეს ხელი...
Giorgi kakaladze
დავიღალე ამ ტორპედოს ფანების წუწუნით. ჩაჩავამ ჭაობიდან ამოიყვანა ტორპედო, მაგრამ ქომაგები უმადურად მოექცნენ. მალე ქობულეთის შუქურა დაბრუნდება უმაღლესში და ნახავთ როგორია ნამდვილი ფეხბურთი.
კახა
დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ სასამართლო მიდის და ის წყვეტს ყველაფერს! აღარაა ის დრო რიონში რომ ჩააყურყუმალებდნენ და რაზეც უნდოდათ ხელს მოაწერინებდნენ!
დაფეც ქუთაისელია,ქიმაძეც,ქავთარაძეც,ელვაც,ჭექაც და ქუხილიც!!!
ფიფიას ხელი ურევია მაგ საქმეში,ფედერაციის,თვითონ თბილისის,და ყველასი გარდა ჩაჩავასი და ქუთაისელების!
sos
ამ გულისამრევ მარაზმს სახელი აღარ ააქვს უკვე!!!
თბილისელი
ქუთაის ტორპედოს და თბილისის დინამოს ფან-კლუბების დაპირისპირების შესახებ ყველასთვის ცნობილია! ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ტორპედოს დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ შენ ბათუმელო ერთს გეტყვი! შენი ეს კომენტარი საღ აზრს მოკლებულია! სიძულვილით და ტყუილებითაა სავსე!
ბათუმში რომ ცხოვრობ , და თან ქუთაისის ქუჩაზე არ შეგრცხვა მაგ კომენტარის?
ხოო ტორპედოა არაფრით გამორჩეული გუნდი და შენი ბათუმის დინამო წარმოადგენს რამეს, საუკუნეში 1 ჩემპიონობა არ აქ მოპოვებული. ტორპედოს დონემდე ძალიან დიდი დრო გინდათ რო მოხვიდეთ!!!!
guria
ქუთაისის ტორპედოა არაფრით გამორჩეული და ბათუმია გამორჩეული?! რა დონის ბოღმა უნდა იყო ქუთაისზე მსგავსი რამ დაწერო ქალაქი რომელიც გამორჩეულია თავისი საფეხბურთო ისტორიით და ბევრი ტალანტი უჩუქებია ქვეყნისთვის...სირცხვილია მსგავსი კომენტარი
გიორგი
ქართველების დამყარებული წესრიგი და სამართლიანობა ჯერ არავის უნახავს. ასე იქნება ეს ქვეყანა ყოველთვის ნეხვში, იმიტომ რომ ხალხი არ ვარგა
Vasili
მაგ ტორპედოს უკან ალბათ ბევრი შავბნელი ძალა დგას, და ელოდება თავის წილს, თან ალაბათ ისეთი რო ფეხბურთი მაგარი კიდია! სანამ გრევს არ მიიიღებს , ალბათ ეგ საქმე არ მოყომარდება! ეს მანინოც , შტერი კი არაა , ვინმეს ფული დაახევინოს, ისიც რაც გადარიცხა ეგეც საკმარისია, ფაქტიურად არაფერში გადაიხადა ფული , 6 თვეა გუნდი ვერ გადაუფორმეს კაცს! ძაააან დაბალი დონეა ცხოვრების საქართველოში, არანაირი განვითარება არ ხდება
რა მაფიაა?
საგიჟეთის ჩვეულებრივი... რა გახდა
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
აუ ძლივს დავისვენეთ მაგათი წუწუნისაგან.ეხლა დაიწყება ჩქარა გვიშველეთ თორემ მსოფლიო დაკარგავს დედამიწის არსებობის მანძილზე საუკეთესო გუნდს და დედამიწა შეწყვეტავს ბრუნვას და რა ვიცი კიდე რას...საბჭოთა ფეხბურურთის ფლაგმანს და საბჭოთა ნაკრების ხერხემალს და საქართველოს ინტელიგენციის(იმ ინტელიგენციის რომელიც ყოველთვის ყიდდა საქართველოს და ყველა უბედურება რაც კი გვჭირს ზუსტად იმ ინტელიგენციის დამსახურებაა)70% და რას აღარ გავიგებთ ეხლა...არა და რით განსხვავდება ტორპედო წყალტუბოს სამგურალისგან ვერ გაგვიგია. საბჭოეთის ტორპედოთი ამაყობენ და ყველა რეკორდი აქ მოხსნილი ჩაწყობილი და ნაყიდი თამაშების. მოკლედ დაგვღალეთ ამ ერთი არაფრის და არავისგან გამორჩეული გუნდით. ან იყიდეთ,ან გაყიდეთ ან დაშალეთ და დაგვასვენეთ ერთხელ და თქვენც დაისვენეთ
სოსო
ვინ არის ეგ ჩაჩავა,ხალხო.დაიჭირეთ,გაიყვანეთ რიონის პირზე,ჩააყოფინეთ წყალში თავი და იმდენი აყურყუმელავეთ,სანამ ხელს არ მოაწერს,გვერდით მაგისი მფარველებიც მიუსვით,არც იმათ აწყენთ ყურყუმალი.ყველაფერს აქვს საზღვარი და უნამუსობის გარდაო.მართალი ყოფილა.მანდ რაღაც კორუფციული სქემაა,თორემ ასე დაუსრულებელი,არაფერი უნდა იყოს.რაღაცას ელოდება,რაღაცის თუ ვიღაცის იმედი აქვს და ეტყობა არც უსაფუძვლოდ.ეგ ინვესტორიც ხომ ცოდოა.ფულს ხარჯავს და რისთვის,ან ვისთვის.
Mosexoneli
ეღადავებით ხალხს ეე ვიღაცა,რომ ძირს გითხრით გძინავთ იმ ნორმალირ ხალხს მთავრობაში ვინც კიდევ ხართ.ქუთაისზე მეტი ფიქრი გმართებთ.
Gimzeri
Is mtavrobaa mag xelfasebs rom ustumrebs zustad, Manino an rais fulis patronia, an rais gadamxdeli. Axla kidev gundis moshoreba moindoma da lamaz mizezs edzebs, arika gadmomcen tu ara cavedio. 3 ramea axla am ambavshi saintereso: erti, vis jera mag zgaprebis, meore, vin elaparakeba maninos koveldge da mesame, romel enaze?
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...