შესაძლოა, კარგი თამაშის შემდეგ გვიყვარს ხოლმე ფეხბურთელებისადმი დითირამბების მიძღვნა, უფრო ახალგაზრდებისადმი ავანსად და ხანდახან ამის გამო გვსაყვედურობენ კიდეც, მაგრამ როგორ არ უნდა აღნიშნო ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული ბურთაობა?!.

მით უმეტეს, როდესაც 19 წლის ქართველი შემტევით ყველა აღფრთოვანებულია და ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს.

კვარაცხელიამ მართლაც კარგად ითამაშა "სპარტაკთან", მოედანზე დაჰქროდა, ფლანგებს იცვლიდა, მეურვეებს ატყუებდა, სისწრაფითაც სჯაბნიდა და პარტნიორებს გადაცემებსაც არ უგვიანებდა. მოკლედ, თვალსა და გულს ახარებდა.

"ხვიჩამ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. კარში ურტყამს ბურთს, მარცხენა და მარჯვენა ფრთიდან გაურბის ოპონენტებს. პირველი ტაიმის დასასრულს კი აირტონს ატყუებს და მას ისღა დარჩენია, წესების დარღვევით შეაჩეროს", - წერს "რუბინის" საიტი.

მან ერთი პენალტი მოინადირა და 90-ე წუთზეც შეეძლო მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ ამ შეხვედრაში მეოთხედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეტყობა, აღარ ჩათვალა საჭიროდ. არადა, მეკარე მაკსიმენკომ საჯარიმოში წააქცია. პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის აღნიშნულ ეპიზოდზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს და პასუხიც მიიღეს.

- როგორ შეაფასებდით ბოლო წუთებზე არდანიშნული პენალტის ეპიზოდს? ჩვენ ისე დავინახეთ, რომ მაკსიმენკოზე ფოლი იყო.

- მეც ასე დავინახე.

სლუცკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა შეასრულეს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული, გუნდს 4 დღით დაასვენებს და ორშაბათიდან ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

გულშემატკივრები კი შიშობენ, რომ ხვიჩას პრემიერლიგის უფრო მდიდარი კლუბი შეიძენს და მათ საიტზე ჩემპიონ "ზენიტის" ფანების კომენტარები გაკეთდა - ისინი წერენ, რომ 36 წლის იური ჟირკოვი გუნდს ტოვებს და მარცხენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ.

ბაჩი
ხო და სპარსულ არაბულ თურქული ლექსიკით გაძეძგილი(ასეც რო არ იყოს) ენა რატომ უნდა გვიყვარდეს მეგრელებს მშობლიურ მეგრულზე მეტად?სხვათაშორის ბულბული სპარსული სიტყვაა და მეგრულად მას მაფშალია ქვია
გიო
ჯერი მე მგონი შენ ხოკეის უყურებდი
Del Piero
2000 წელს ანკონაშინი იტალიასთან მართლა მსახიობურას წაიქცა დელ პიერო და ის ეგრევე დადო მსაჯმ. უბრალოდ ორივე გუნდოს რენომეს გააჩნია ხოლმე. კარგ გუნდებს უფრო “უმართლებთ” მსგავს სიტუაციებში და მათ სასარგებლოდ უფრო “ხედავენ” მსქჯები დარღვევას. გააჩნია ვინ ვის ეთამაშება. დელ პიერო და ტოტი იმ აფერისტობის შემდეგ შემძულდა
ემირ
100 პროცენტიანი პენალი იყო ეგ , გაექცა ბურთი მეკარეს და ხელი ფეხზე წამოჰკრა რამაც წონასწორობა დააკარგვინა ხვიჩას , ასეთ მომენტებზე მხოლოდ პენალტი კიარა გაძევებული მეკარეებიც ბევრი მინახია
ავთო
მასე არც სინდისი უნდა დავწეროთ და არც ნამუსი, რადგან ერთი სპარსულია და მეორე თურქული და კიდევ: რა ვიცი, რამდენი სიტყვა არ უნდა ვიხმაროთ. ხო, მართლა, თამაშიც თურქულია. ნუ უწუნებთ ენას, ის შეუსწორეთ, რომ უფრო დიდი ვიდეოები დადონ.
ზურა
ასაკის მომატებასთან ერთად ხშირი თამაშით კლასიც და გამოცდილებაც მოვა!! მარა ორივე ეპიზოდში პენალტის მოპოვების ეპოზოდი იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული უბრალოდ ბოლოს მსაჯმა აღარ დადო თორე იყო დასადები.
Jeris tomisgan
მთელმა რუსეთმა აღიარა ქართველი და შენ რო ვერაფერი ნახე სხვა თამაშებს ხოარ უყურე?? ან იქნებ სხვა სპორტს უნდა უყურო? ბოლო 6 მატჩიდან 5 ჯერ გახდა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე MVP ასე რომ თუ შენ გაქვს პრობლემა შეფასებასთან დაკავშირებით ჯობია თავი შეიკავო და სხვა არ შეიყვანო შეცდომაში რასაც ეხლა აკეთებ მიზანმიმართულად
ჯერი
მართალია. თამაში ვნახე და იმდენი ბურთი მიასულელა კვარაცხელიამ, რომ სლუცკის გარდა არცერთი მწვრთნელი მოედანზე არ გააჩერებდა. დრიბლინგებიც იყო რა თქმა უნდა. ორჯერ-სამჯერ მართლა კარგად გააკეთა ძალიან, მაგრამ იმდენ ბურთს კარგავს და იმდენ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ეს გამბედაობად ვერ ჩაითვლება, უფრო ზედმეტობაა მგონია. ზოგადად, პოტენციალი რომ აქვს ფაქტია. თუ მარტო დრიბლინგების იმედად არ დაიტოვებს თავს და იმუშავებს განვითარებაზე, შეიძლება ივარგოს, მაგრამ ჯერ ძაან შორსაა.
zurab
დითირამბ-ი (დითირამბისა) [ბერძ. dithyrambos] 1. Zvel საბერძნეთში _ ჰიმნი, საზეიმო საგუნდო სიმღერა ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად; მოგვიანებით _ სახოტბო ლირიკული ლექსი. 2. წიგნ. გადატ. გადაჭარბებული შექება, _ დიდება, ხოტბა. დითირამბებს უგალობს. _ არ აქვს უფლება ლითირამბების მუდამ ერთი მიმართულებით აღვლენისა (ა. გაწერ.). ავტორი გვთავაზობს პათეტიკურ, მყვირალა დითირამბებს (ჯ. თითმ.). სწორედ მას ( მაყურებელს) მსურს ვუძღვნა დითირაბი («ლიტ. საქ.»).
აი, ეს ხართ
ეს "დითირამბები" რა ტერმინია, საიდან იგონებთ (თუ გადმოწერეთ რუსულიდან). ქართველი ჟურნალისტების განათლება ისევ დიდ პრობლემად რჩება (მათ შორის სპორტულ ჟურნალისტებშიც). შემთხვევითი ხალხი ჯღაბნის ათას სისულელეს და უნიჭობას, ან მიკროფონით დარბის ქუჩაში. შვილმკვდარ მამას პირში თხრიან მიკროფონს კაცი როცა ახლობლებს პირადად ესაუბრებოდა.
სიმართლე
ე ბიჭო ამ თამაშის ჩანაწერი ხო გაქვთ? თუ არ გაქვთ და მოპოვებას რა უნდა? ატვირთეთ რა ერთი წესიერი ვიდეო სადაც იქნება ამ ბიჭის ყველა მომენტი არა მარტო სუპერ დრიბლინგები და ასე შემდეგ არამედ ყველა გაცუდებულიც და შესრულებულიც, დავიჯერო ვერ უნდა მიხვდეთ ამ კომენტარის შემდეგ რა უნდა გააკეთოოთ?
Gabo
Madloba fifias!!! Hakve, kvara,davitashvili. Eseni dinamos akademiis shedegia.
Gabo
Kaci romelic moskpvis Spartans,cskas da krasnodars amxela problemas sheuqmni,warmomidgenia belarusis,somxetis da estonetis mcvelebs ras damartebs,,,
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს