"რუბინმა" დასრულებული სეზონის შემდეგ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გუნდის სამი საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა: გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, მეკარე იური დიუპინი და მცველი ფილიპ ურემოვიჩი.

"მატჩ პრემიერისგან" ხვიჩა ხუთჯერ იქნა აღიარებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, სამი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი პენალტი გამოიმუშავა, წარმატებული დრიბლინგების მაჩვენებლით ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა", - წერს ყაზანური კლუბის საიტი.

ხვიჩა ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად "მატჩ ტვ"-ის ექსპერტმა რომან შიროკოვმა დაახასიათეს.

"ყველას გილოცავთ რუსეთის ჩემპიონატის დასრულებას. არ მინდა შედეგები შევაჯამო, მხოლოდ ვიტყვი, რომ საშინლად მოხარული ვარ სეზონის უკანასკნელ ნაწილში ხვიჩას გამო. ვიცი, ასეთი გვარის ბრუნვა (склонять) რეკომინდირებული არ არის, მაგრამ წვეთი ქვას ლესავს, ჩვენ კი შევცვლით ამ ბუნებრივ საწინააღმდეგო წესს", - აღნიშნა უტკინმა თავის ტელეგრამ-არხზე და ახალგაზრდობის ისტორიიდან ერთ ქართველთან ახლო მეგობრობა გაიხსენა, რომელსაც ასევე ხვიჩა ჰქვია.

"გააჩნია რას ვთვლით ტექნიკად. ის, რომ ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი დრიბლიორია - უეჭველია. თანაც, უხშირესად დრიბლინგს მეტოქის კართან იყენებს, რაც ორმაგად ღირებულია. სჭირდება ის "კრასნოდარს"? იქ არის ვანდერსონი, კაბელა და თავიანთი სულეიმანოვი. თუ ვინმე შესაცვლელია, მაშინ, შესაძლოა - დიახ", - განაცხადა შიროკოვმა პროგრამა "გეორგი ჩერდანცევთან ფეხბურთის შემდეგის" ეთერში.

ანატოლი
შოვინისტები ჩვენც არ გვაკლია,წარმოიდგინეთ რომ სხვებზე მეტად სწორედ ხვიჩას წარმომავლობა გძაგთ თქვენ...
ბაჩი
სიტყვა ხვიჩა კაშკაშას ნიშნავს მეგრულ ენაზე,არის ერთი მეგრული ლექსი რომელსაც ახლა დავწერ და ქართულ თარგმამსაც მივუწერ,ყველას გაგონილი გექნებათ ამ ლექსის ქართული თარგმანი: ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი, ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი, და დო ჯიმა ჩქიმი... მზე - დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი, მოციმციმე ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი. ხალხური მოციმციმე მხოლოდ რითმას გამო წერია თუმცა შინაარსი იგივეა...
dato
რა მაგრა გაჟუილებს
ალმასხანი
rustavi -ს: სწორად კი ამბობ მეგობარო, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით - "პრიკოლი" და "აპრიკოლებენ" რომ რუსულია...
rustavi
აი ეგაა საღორეთი ათასნაირ ბრუნვაში ატრიალებენ ჩვენ სახელ გვარებს. არადა ეგ სახელი ერთ ერთი უძველესია. ისეთი ძველი რო მაშინ რუსეთი რუკაზეც არ არსებობდა. და რუსული ენა კიდე საერთოდ..... ვიცი მე ხვიჩას სახელის პრიკოლი. არ მინდა ეხლა აქ ვთქვა.ხოდა რასაც ეგენი აპრიკოლებენ.მთელი რუსეთი ეგეთია...შურიანი ბოღმა და შოვინისტი ნაროდი. ეეჰ,შენგელია. მენანები. სად წახვედი. მალე მიხვდები რა დიდი სისულელე გააკეთე.
აუფ
ურემოვიჩს როგორი გვარიც აქვს ისეთი მცველია სუფთა. ვერ ვხვდები ან კაპიტნად რატომ ჰყავთ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან