ცსკა-ს საკათბურთო კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა sport-express-ს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა.

"მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თორნიკემ NBA-ის საკითხი დააყენა და ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, შენგელიას თავად სურს კარგ ორგანიზაციაში წასვლა და უბრალოდ NBA-ში ყოფნა მისთვის მთავარი არაა.

რაც შეეხება ნაკრების საკითხს, დიახ ჩვენ მზად ვართ სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, ნაკრების შეხვედრა ევროლიგაზე ცსკა-ს მატჩის თარიღს (იმავე დღეს არ უნდა იყოს) არ უნდა დაემთხვეს. დანარჩენი კი კალათბურთელზეა დამოკიდებული, როგორც სურს, ამ უფლებას ისე გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით.

წელს ნაკრებში წასვლა სპორტული კუთხით მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს. გაცილებით მნშვნელოვანი იქნება 2021-22 წლების სეზონი, როცა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება.

თავად ისეთი საკითხია, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტის გაფორმებისას არც ერთ მოთამაშეს არ წამოუყენებია ეს პირობა, როგორც მისთვის აუცილებელი მოთხოვნა. შენგელიას შემთხვევაში ამ თემას პირველად შევეჯახეთ და ეს თოკოს პატრიოტიზმის კიდევ ერთი ნათელი სამხილია.

ნაკრებში აქამდეც გაგვიშვია მოთაამშეები, თუმცა თანამედროვე კალენდარის მიხედვით, კალათბურთელებისთვის ორ ფრონტზე თამაში ფიზიკურად ძალიან ძნელია. თამაშამდე ერთი დღით ადრე ერთი ქვეყნიდან მეორე უნდა წახვიდე, მოემზადო, ითამაშო, ყველა ამ ნაბიჯს არ გადადგმას. ასე რომ, მიმაჩნია, თოკოს შემთხვევა შესაძლოა, სერიოზული პრეცენდეტი გახდეს, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს,"- განაცხადა ვატუტინმა.

მამუკა
გენა ჩათვალე რომ სმაილებს გიგზავნი, მეცინება ყველამ გაიგო შენ რა გჭირს ცესკა ისე არ მევასება და პოლიტიკურად მითუმეტეს თქო. რა ვერ გაიგე. არ გეწყინოს ეხლა ვნახე და ალალად ვიხალისე...
გელა
საუკუნეების წინანდელ ომებზე და კონფლიქტებზე კიარ უნდა ფიქრობდე, აწმყოზე იფიქრე რაც თვალნათლივ ჩანს და ყველაზე მტკივნეულია ახალი იარა. უნდა დავამკვიდროთ რომ გამყიდველი ხელისუფალი თუ სპორტცმენი გარიყული იქნება საზოგადოებისგან. მერე უკვე ყველა უფრო მეტად დაფიქრდბა უღირს თუ არა სამარცხვინო ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება კაპიტნობას ულაპარაკოდ უნდა დატოვოს სამკლაური. ოკუპანტი არმიის სპორტული კლუბის რიგების დამცველი საერთოდ არ გამახარებს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნად ვიხილო ოდესმე
jaba
პრობლემა ის კი არ არის ესა თუ ის სპორცმენი სად ითამაშებს(რათქმაუნდა ითამაშებს იქ სადაც აიყვანენ და კარგად გადაუხდიან) და ამ შემთხვევაში კალათბურთელი სად ითამაშებს,არამედ ის რომ არ გვყავს ისეთი გუნდები ან გუნდი მაინც,რომელიც შეძლებდა ცსკ-ს დამარცხებას, კალათბურთის ჩემპიონატი გვაქვს "ჭ" კლასის და ეს არავის აღელვებს. ბოღმიანი და შურიანი ხალხის მოგონილია შენგელიას გარშემო ატეხილი ალიაქოთი,თითქოს პირველი იყო ვინც რუსულ კლუბში ითამაშა
საოცარი ქვეყანა
თოკო მიაწექი დაიკიდე არაფრიმაქნისი ხალხის არაფრის მომტანი კომენტარები . მთავრობა რო პრორუსები იმას არაპროტესტებთ და რა გადაეკიდეთ ამას.
ბაჩი
შენგე მანგარჲ კოჩჲ რექ ჯიმა
გენა
ერთი გელა ნუგზარაშვილი გინდათ 3 მილიონ ბრიყვ ქართველს. :))) ამ ბარდაგს გელა თუ უშველის. ერი, რომელსაც მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია, სახელმწიფოს ღირსი არაა.
გენა
კი, ვილაპარაკოთ მაგაზეც, რომ ამდენი კომპანიის და ტურისტის შემოსევა რუსეთიდან რატომ დაუშვა მთავრობამ. მოვთხოვოთ პასუხი. მაგრამ ეს შენგელიას ვერ გაამართლებს.
გენა
მ.ტ.-ს ყველაფერში ვეთანხმები. შენგელია რომ სამკლაურის დამთმობი არაა უკვე ჩანს. არადა ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა მგონია ცსკა-დან ნაკრებში კაპიტნობა
100%
ჩვენთან ანაზღაურება არ არის, პირობები არ არის,გულშემატკივარი არ არის, წავა რუსეთში სათამაშოდ და მოღალატეაო. რა მარტივია სხვისი ლანძღვა,შენ თვითონ რომ ლუზერი ხარ ადამიანი
მ. ტ.
არც თავად თორნიკეს და არც უფროს შენგელიას სიტყვაც არ დასცდენიათ კონტრაქტის ხსენებულ მუხლზე... არ იცოდნენ?!... საერთოდ, მამა-შვილი ერთმანეთს ეჯიბრება ინტერვიუების მიცემაში ქართულ, რუსულ თუ უცხოურ პრესაში, მაგრამ საკვანძო საკითხებს შეგნებულად უვლიან გვერდს... ერთ-ერთი ასეთი კი ნაკრებში მისი კაპიტნობის საკითხია. რად უღირს შენგელიას ახლა კაპიტნის სამკლაური? ვფიქრობ, დიდად არაფრად, - თუ რამედ უღირს, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღო. რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ კაპიტნის სამკლაურის დათმობის შემთხვევაში კონტრაქტი შეუსწორონ და ნაკლები ანაზღაურება მისცენ. კაპიტნობას ახლა მისთვის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს (საკმაოდ ამაყად განაცხადა, რომ ფსიქოლოგია წესრიგში აქვს და კრიტიკა მასზე ნაკლებად მოქმედებს) და ყოველგვარი ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარეშე შეუძლია, მისთვის ჩვეულ სტილში (ამას ვერ დავუკარგავთ და ვერც ვიქნებით მართლები) ბოლომდე დაიხარჯოს ნაკრებში... აი, ნაკრებისთვის და ქომაგისთვის კი კაპიტნის სამკლაურს პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ამას პრინციპულად ვერ დათმობს ქართველი გულშემატკივარი და მთლიანობაში ერი, ისინიც კი, ვინც კალათბურთისა და ზოგადად სპორტისგან შორს დგანან... თუ ნაკრების ერთსულოვნება და შეკრულობა რამედ უღირს (არადა, გამუდმებით მაგას გვიმტკიცებს), შენგელიამ აუცილებლად თავადვე უნდა განაცხადოს უარი კაპიტნობაზე და ეს სწორედ ის ჟესტი იქნება, რომლითაც გარკვეულწილად შეარბილებს მის მიმართ აგრესიას და მორიგი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზს გაანეიტრალებს... მაგრამ შენგელია მრავალმნიშვნელოვნად დუმს, უამრავ საკითხზე ლაპარაკობს ინტერვიუებში, კაპიტნობაზე კი არაფერს ამბობს... საინტერესოა, რას უცდის?!.. ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ საკითხითაც ვაჭრობას აპირებს. მოხარული ვიქნები, თუ ვცდები...
სოსო
ეს კი, მართლაც აღარ მომეწონა.ეს ხომ, ფაქტობრივად არ გაშვებას ნიშნავს.გაშვებას როცა რაიმე წინაპირობა აქვს,ეს უკვე ნიშნავს:გაგიშვებ ,მაგრამ არ გაგიშვებო.
KORBEN
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, 2013 წელს ოცამდე რუსული კომპანია იყო საქართველოში დარეგისტრირებული და დღეს 200-ზე მეტია. ჩვენს ტურიზმში რუსი ვიზიტორების ხვედრით წილზე არაფერს ვამბობ. ქართულ საკაბელო ტელევიზიებში 50-60 პროცენტი რუსულენოვანი არხებია. რაც ოცნებაა ხელისუფლებაში, რუსეთის მიერ გადმოდგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებზე ხეირიანი პროტესტიც არ განგვიცხადებია ოფიციალურ დონეზე. აი ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე ერთად აღებული იმის ნახევარი კომენტარებიც არ მოჰყოლია, რაც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას მოჰყვა და მხოლოდ თორნიკეა დამნაშავე ? თორემ ბაზარი არაა, ძალიან საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო.
s.s.
რაო რაო? თამაში თუ დაემთხვევა არ გამოვუშვებთო?)))) თურმე პატივსაც არ ცემენ, მაგრამ ჯერ სად ხართ... "აპრავეთ" ეხლა
paradox
აი შენ დარწმუნებული ვარ თორნიკეს ძაან ახლოს ნათესავი ხარ, ისე ხარ ხოლლმე გადაფარებული.. სხვადასხვა ნიკით ყველა სტატიაზე 8-9 კომენტარს ტოვებ, თუ გგონია ვერ გცნობთ.. მერე ალბათ ჩამოურეკავ საერთო ნათესავებს ლაიქები დაწერეთო, მაგრამ სულ ტყუილად ირჯებით, ეგ თქვენი თორნიკე მაინც ყველაზე არასწორი ნაკრების კაპიტნის სახელით შევა ისტორიაში.
გენა
სამწუხაროა, რომ საკუთარი ღირსების და პრინციპების ფულზე გაყიდვა ქართველებს პოლიტიკის და სპორტის განცალკევება გგონიათ
გენა
ნუ ამართლებთ შენგელიას გაუმართლებელ საქციელს. "მაშინ ასე და მაშინ ისე" არაა სწორი ამ კონტექსტში. რა სადავოა, რომ არ უნდა ექნა შენგელიას რაც გააკეთა.
gio
ადრე კახა ცხადაძე რომ გადავიდა მოსკოვის სპარტაკში მაშინაც ესეთი საგიჟეთი იყო და სულ მოღალატე ეძახეს....თუ სპორტს და კალათბურთს ამდენი გულშემატკივარი ყავს იარონ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე!!! ტრ... თამაშის მეტი სპორტი რომ არ აინტერესებს
მიჩინიო
ისედაც ცხადი იყო, რომ ასე ძალიან აპელირება ნაკრებში გამოშვების პირობაზე უფრო გადასვლის გამართლების გამო გაკეთებულს გავდა, ვიდრე რეალურ სურვილს. რაც გინდა ეწეროს კონტრაქტში, როცა საქმე საქმეზე მიდგება ისინი ეტყვიან - რა გინდა ეხლა ნაკრებში, მოიგებენ/წააგებენ უშენოდ მაინც, ან ემანდ ტრამვა არ მიიღო, ჯობია აქ ივარჯიშო, მაზეგ თამაში გვაქვს... და თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება, ყველანაირ ასეთ სიტუაციებში შენგელია არ/ვერ ჩამოვა. რეალურად ფიქციაა კონტრაქტის ეგ პირობა... კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა ეს ტრანსფერი :(
პაატა
მამა-შვილი შენგელიებო ან გადაგაგდეს რუსებმა მწარედ, ანდაც თქვენს შემთხვევას ქვია "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო" !!!!!!!თქვით რა კაცურად ფულის ამბავი იყო და ტიტული გვინდოდაო, მაგ სიმართლით ვინც მიგიღებთ იმათ ნამუსზე იყოს და ვინც ვეღარ მიგიღებთ ეგეც ჩვენსაზე!!!

გამოჩნდა თორნიკე ახალი პუნქტები?!! როგორც ყოველთვის ისტორიულად როგორც იყო ამ წესს ხომ არ დაარღვევდნენ გენში აქვთ
ILIA
რა მოწიე ასეთი?
ლეშიჭამიებო გასკდით გულზე
ILIA გუბოზასას გაუფრთხილდი გუბოზას! გაიყარეთ ყურში საქართველო თქვენი აღარასოდეს იქნება არაააა,მორჩა!!! საქართველო იქნება თორნიკე შენგელიასი,ზაზა ფაჩულიასი,ლაშა ტალახაძესი,ლიპოსი,თუშასი,ტოჩის,ნადირაძის,ბასილაშვილის,გოოოოგა ბითაძის და არავითარ შემთხვევაში ლეშიჭამიების!!!
სანდრო
shengelia rogorc kartveli damtavrda chemtvis, exla ramdenic ginda imdeni apravon rusebma ik da kartvelebma ak!!!
giglia
ლექსო, გასაგებია შენი და კიდე მრავალი სხვა ქართველი გულშემატკივრის წყენა და გულისტკივილი, მაგრამ აბა დაფიქრდით, მაგ ლოგიკით აღარცერთი ქართველი არცერთ მეზობელ (და არამარტო) ქვეყანაში აღარ უნდა წავიდეს არც სათამაშოდ და არს სხვა რამ საქმის საკეთებლად, ყველასთან გვქონია ომები და რამდენი ქართული სისხლი დაღვრილა, რამდენის ძმა, შვილი, მამა, მეუღლე დაღუპულა მაგ ომებში, ვინ მოსთვლის.
ILIA
Ровняйсь, смирно, товарищ лейтенант! ეჰ, თორნიკე, რას წარმოვიდგენდი, შენ თუ გასალდაფონდებოდი...
ფარი
აჰა გამომჟღავნდა კიდევ ერთი ტყუილი - ნაკრებში რომ ყველა თამაშზე ჩამოვაო! "სიკეთეში" მოიხმარონ არმიის კლუბში კაპიტანი.
Nukri
Daanebet am kacs tavi, ra mogalate risi mogalate, mogalateebi da gamyidvelebi sxvagan edzebet, is aris didi donis kalatburteli da unda titulebis mogeba da rac mtavaria nakrebis daxmareba
გიორგი
შენგელია ეხლა ხან თვითონ ლაპარაკობს და ხანდახან თავის კლუბს ალაპარაკებს, რომ აი როგორი პატრიოტია და ა.შ. ანუ ასე ცდილობს თავისი საქციელი გააპრავოს და ნეგატიური ფონი მოხსნას, მაგრამ აღარ უშველის არაფერი! რუსულ ჯარზე მიყიდულ ადამიანად დარჩება! მე, ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, შენგელიას პატივს აღარ ვცემ და არც ნაკრებში მინდა.
მამუკა
ასეთი რადიკალიზაციაც არ არის საჭირო. მესმის თქვენი. საქართველოს გამარჯვების დროც მოვა და ერთად ვიზეიმებთ. ცოტა იუმორით მიუდგეთ იქნებ გენერლის ცოლი დაევასა
leqso
თორნიკე შენგელიას ნაირი ნამუსის მქონე და ღირსების და ღირებულების მქონე ადამიანებზე აღარ გირს კომენტარის დაწერა, მაგრამ აი შენ მამუკავ (რო უკომენტარებ) და შენც რ7, შენი ერთი ძმა რო რუსეთ საქართველოს ომს შეწირულიყო და მეორე ძმა ცსკ ში წასულიყო სათამაშოთ რას იტყოდით? ესე მიესალმებოდით ნაკრებში წარმატებას? თუ სახში არ შემოუშვებდით????????????????????????????????????????????????????
მამუკა
თორნიკეს ვუსურვებ წარმატებებს განსაკუთრებით ნაკრებში. პოლიტიკა იქით იყოს და ცსკას მაინც ვერ ვუგულშემატკივრებ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
r7
რუსული არმიის გუნდი მეც არ მომწონს,მაგრამ ეს მაინც ჯიგრობაა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა