news.ru-მ რუსეთის დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები იმის მიხედვით შეადგინა, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო მეტჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურში. ამ მაჩვენებლების მიხედვით, სიმბოლურ გუნდში გამოცემამ ადგილი ჯიმი ტაბიძესა და ხვიჩა კვარაცხელიას მიუჩინა და ისინი ასე დაახასიათა:

მარცხენა ცენტრალური მცველი - ჯიმი ტაბიძე (უფა, 4-ჯერ ტურის სიმბოლურში)

კონკურენტები: ჰიორდურ მაგნუსონი (ცსკა, 4), ვარაზდატ აროიანი (ურალი, 3), ივან ორდეცი (დინამო, 3)

ამ პოზიციაზე ჩვენს რეიტინგში კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ პირობითი ქულები პეტერბურგელმა იაროსლავ რაკიცკიმ და "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ვერ მოაგროვეს. საბოლოოდ არჩევანი "უფას" ქართველ ლეგიონერზე გაკეთდა, რომელმაც უკან ცსკა-ს ისლანდიელი ფეხბურთელი ჰიორდურ მაგნუსონი მინიმუმ ორი კრიტერიუმით ჩამოიტოვა. ჯერ ერთი, ტაბიძისთვის ცენტრალური მცველის ამპლუა ძირითადია, ხოლო მაგნუსონს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მეორე - უფელებმა ცსკა-ზე 5 გოლით ნაკლები გაუშვეს (24 29-ის წინააღმდეგ), ეს კი უკვე არსებითი მაჩვენებელია. ტაბიძე სეზონის განმავლობაში უფრო სტაბილურად მოქმედებდა.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი - ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, 4)

კონკურენტები: გიორგი მელქაძე (ტამბოვი, 4), იური ჟირკოვი (ზენიტი, 3)

არაორდინარული ცაცია ფეხბურთელი მუდამ განსაკუთრებულად ფასობს. ამიტომ მხოლოდ უნდა გვიხაროდეს, რომ ვეტერან იური ჟირკოვს პრემიერლიგაში ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა. "სპარტაკიდან" "ტამბოვში" გაიჯარებულ მელქაძეს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, თუმცა მან ყველაზე წარმატებული და შედეგიანი მატჩები პანდემიამდე პერიოდში ჩაატარა. ხვიჩამ სეზონი რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩით ჯერ კიდევ რომან შარონოვის მწვრთნელობისას დაიწყო, მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ კი ყაზანურ გუნდში პირველი ვიოლინოს როლი მიენიჭა. და ეს 20 წლის ასაკში! შემდეგ სეზონში ხვიჩას პროგრესს ველით.

ასეა ეს
დღეს კვარაცხელია ქართული ფეხბურთის გამოკვეთილი ლიდერია და ვაისი სულელი გგონიათ რომ არ დააყენოს.
1
ჯიგარი ხარ მაგრამ შვაინშტაიგერობას თავი გაანებე თუ ძმა ხარ ერთი
კახა ქ.
შეცვლებს რომ არ თუ ვერ აკეთებს ეს იმის ნიშანია, რომ თამაშს ვერ გრძნობს და ვერ კითხულობს.....
რა გვეშველება
არცერთი საკუთარ ჩემპიონატში წარმატებული ფეხბურთელი ვაისის ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება, არც ტაბიძე, არც კვარაცხელია, არც მაკარიძე, არც ხარაიშვილი, არც ლობჟანიძე, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ის, რომ ვერცერთში მან პოტენციალი ვერ დაინახა, მისი დიდი მინუსია, ისეთი ფართო არჩევანი აქვს ამჟამად ვაისს, როგორიც ბოლო 20 წელია არცერთ მწვრთნელს არ ღირსებია, რად გინდა რო, ვაისი პირველ შეცვლას მე-80 წუთზე აკეთებს, შემადგენლობასაც ძველებურად დააყენებს სამწუხაროდ, რომელიმემ დამისახელეთ დღევანდელ ფეხბურთში მწვრთნელი, რომელიც პირველ შეცვლას 80-ე წუთზე აკეთებს, ან სამივე ცვლილებას რომ არ იყენებს ისეთი მწვრთნელი და ორივე ხელი ამიწევია, ვიღაცამ უნდა შეაჯანჯღაროს ეს კაცი.
ზურა
საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა კარგი ფეხბურთელები მაგრამ მათ სტაბილურობა აკლდათ რაც ხელს უშლიდათ კარიერაში,მაგრამ საბედნიეროდ ეს ბიჭები ვინც ჩვენი ნაკრების მომავალია ძალიან სტაბილურად თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც წარმატეები ყველას.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია