ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ფინალი
გადამწყვეტი სერიის მესამე მატჩი არა მარტო ფინალის, არამედ მთლიანად პლეი ოფის ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება გამოვიდა. ბოსტონელმა გულშემატკივრებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი დაახვედრეს "ვანკუვერის" ჰოკეისტებს.

ფანები ერთი წამით არ გაჩუმებულან. მათ მხოლოდ ერთხელ შეწყვიტეს ყვირილი, როცა პირველი პერიოდის მეექვსე წუთზე სტუმრების მცველ რომთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო "ბოსტონის" ფორვარდმა და ამ პლეი ოფში გამარჯვების გოლების სპეციალისტმა ნათან ჰორტონმა. ექიმები დიდი ხანი დასტრიალებდნენ თავს მასპინძელთა თავდამსხმელს და ბოლოს ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. სხვათა შორის, როცა მატჩი დასრულდა, ჰორტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი. ახლა ის საავადმყოფოში რჩება და იქ დაახლოებით ორ დღეს გაატარებს.

ჰორტონის ტრავმამ კიდევ უფრო შეაკავშირა "ბოსტონის" მოთამაშეები, რომლებიც წინ წავიდნენ და მართალია, ვერ გამოიყენეს ხუთწუთიანი უპირატესობა, მაგრამ ცხადი ჩანდა, რომ იმ დღეს მასპინძლების შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

თითოეული გოლის აღწერას აზრი არ აქვს. საერთო ჯამში "ბოსტონმა" ისეთი ჰოკეი აჩვენა, რომელიც გულგრილს არ დატოვებდა სპორტის ამ სახეობის არც ერთ თაყვანისმცემელს. "დათვებმა" ბოლო ორი პერიოდში რვა გოლი გაიტანეს, არადა, წინა 10 პერიოდში "ვანკუვერის" კარი მხოლოდ სამჯერ აიღეს.

სხვათა შორის, ვერ ვიტყვით, რომ "ვანკუვერმა" ინერტულად ჩაატარა ეს შეხვედრა - კანადელებიც ხშირად უტევდნენ და ამის დამადასტურებელია ტიმ ტომასის მიერ მოგერიებული 40 დარტყმა. რვა გაშვებული გოლის გარდა, "კენაქსის" კარის დარაჯს რობერტო ლუონგოს 30 დარტყმის მოგერიება მოუწია.

საინტერესოა, რომ ამ პლეი ოფში "ბოსტონმა" ყველა წინა სერიის მესამე მატჩი მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებული გამოდიოდა, ასე რომ, სამი მატჩის შემდეგ "ვანკუვერის" ლიდერობის მიუხედავად, ამ ფინალში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მომდევნო შეხვედრას კვლავ ბოსტონი უმასპინძლებს.

ბოსტონი-ვანკუვერი 8:1

0:0, 4:0, 4:1

გოლები: 1:0 ფერენსი-3 (პევერლი-7, კრეისი-9), 2:0 რეკი-4 (რაიდერი-7, ფერენსი-6), 3:0 მარშანი-7, 4:0 კრეისი-11 (რაიდერი-8, ხარა-5), 5:0 პეი-3 (ბოიჩუკი-5), 5:1 ჰანსენი-3 (ტორესი-3, ლაპიერი-2), 6:1 რეკი-5 (მარშანი-7, პ. ბერჟერონი-13), 7:1 კელი-5, (პეი-3, ხარა-6), 8:1 რაიდერი-6 (ტ. კაბერლე-9).

სერია: 1-2

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე