"გოლდენ სტეიტ უორიორზს" მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი ეყოლება - ეს გახლავთ წარსულში ცნობილი გამთამაშებელი მარკ ჯექსონი
"გოლდენ სტეიტ უორიორზს" მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი ეყოლება - ეს გახლავთ წარსულში ცნობილი გამთამაშებელი მარკ ჯექსონი. ის "მეომრების" დამრიგებლის პოსტზე კიტ სმარტს შეცვლის. ეს ჯექსონის დებიუტი იქნება NBA-ის კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში.

"უორიორზმა" "3+1" სისტემით გაუფორმა ხელშეკრულება ჯექსონს. სამი წლის განმავლობაში ახალბედა მწვრთნელი დაახლოებით ექვს მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ჯექსონმა NBA-ში 17 სეზონი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ის ხუთი კლუბის - "კლიპერსის", "ინდიანას", "დენვერის", "ტორონტოს", "იუტასა" და "ჰიუსტონის" ღირსებას იცავდა. მარკი 1988 წელს სეზონის საუკეთესო ახალბედად დაასახელეს. მან თავის გუნდებთან ერთად 14-ჯერ მიაღწია პლეი ოფის ეტაპს. დღევანდლამდე ჯექსონი საკალათბურთო ანალიტიკოსად მუშაობდა ESPN-ისა და ABC-ის ტელეარხებზე.

ამასობაში "გოლდეს სტეიტთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა. კერძოდ, ამ გუნდის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო "ფილადელფიასთან" "ვარსკვლავური" ტრეიდის განხორციელებაზე. კერძოდ, "უორიორზი" მზად არის მცველი მონტა ელისი ამავე ამპულის ანდრე იგუოდალაში გაცვალოს.

ამით "უორიორზი" ცდილობს გააძლიეროს პოზიციები პერიმეტრზე და დაცვაში. იგუოდალას პარტნიორები შეიძლება გახდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან სტივენ კარი და დორელ რაიტი. ელისის შეძენით "ფილადელფიას" შეეძლება უფრო აქტიურად ჩართოს თამაშში შარშანდელი დებიუტანტი ევან ტერნერი და თან შეამსუქუბოს სახელფასო ბიუჯეტი.

ელისს სამწლიანი კონტრაქტი დარჩა, რომლის მიხედვითაც ის 33 მილიონს მიიღებს, იგუოდალას ხელფასი გაისად 13.5 მილიონი იქნება და ყოველ მომდევნო ორ სეზონში 1.2 მილიონით გაიზრდება.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე