საფრანგეთის ღიას ფინალში ფედერერის დამარცხების შემდეგ ესპანელი ინტერვიუებს სიამოვნებით არიგებს

რაფაელ ნადალი მეექვსედ გახდა როლან გაროსის ჩემპიონი, რითაც ლეგენდარული ბიორნ ბორგის რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ესპანელი მეექვსე ადგილზე გადავიდა "დიდ სლემზე" გამარჯვებების (10) რაოდენობით, შეინარჩუნა პირველი ადგილი რეიტინგში...

გასაგებია, რომ ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ ნადალი სიამოვნებით არიგებს ინტერვიუებს.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ როლან გაროსი თქვენთვის განსაკუთრებული ტურნირია. რატომ?

- როგორც წესი, "დიდი სლემის" ოთხივე ჩემპიონატიდან სწორედ აქ მაქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი. ამიტომაც, ეს ტურნირია ჩემთვის სეზონის მთავარი მიზანი. თუ მის მოგებას ვახერხებ, ვთვლი, რომ სეზონი წარმატებული იყო. ამასთან, პარიზში გამარჯვება მიადვილებს სეზონის მეორე ნაწილში თამაშს, მიხსნის ზედმეტ დაძაბულობას და სხვა ტიტულების მოგებაში მეხმარება.

- რაში იყო ამჯერად თქვენი გამარჯვების საიდუმლო?

- პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ როჯერმა ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა - თავიდან ბოლომდე. ფინალში მას ოდნავ არ გაუმართლა პირველ სეტში, მეორეში შეძლო სიტუაციის გათანაბრება და ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ ისევ იღბალმა აქცია ზურგი. მესამე პარტიაში ის შეუდარებელი იყო. როცა როჯერს ასეთი ჩოგბურთი გამოსდის, მეტოქეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მისი ბექჰენდი ასეთი ხარისხიანი არასოდეს ყოფილა. ადრე მუდმივად მარცხნივ ვურტყამდი და ასე თუ ისე ვაკონტროლებდი მის ბექჰენდს, მაგრამ ამჯერად ძალიან გამიჭირდა. როგორ გამოვძვერი ასეთი სიტუაციიდან? საკუთარ შანსს ველოდი, ვცდილობდი მუდმივად შემენარჩუნებინა კონცენტრაცია, არ მიმეცა მისთვის იოლი ბურთები. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი იყო მეოთხე სეტის პირველი გეიმი, როცა 0:40-დან გადავარჩინე საკუთარი მოწოდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: როჯერი ბრწყინვალედ თამაშობდა და ეს იყო ძალიან რთული გამარჯვება.

- ფედერერმა ბრწყინვალე ნახევარფინალი ჩაატარა ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, თქვენთან 5:2 დაწინაურდა. იმ მომენტში ეჭვი ხომ არ შეგეპარათ საბოლოო გამარჯვებაში?

- პარიზში ფედერერის წინააღმდეგ უარესი სტარტიც მქონია. მაგალითად, 2006 წლის ფინალში, როცა პირველი პარტია 1:6 წავაგე. ასე რომ, 2:5 საშიში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პირველი პარტია ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მატჩის დარჩენილი ნაწილის ხასიათს განსაზღვრავს. მაგრამ პირველი სეტი მხოლოდ პირველი სეტია. გრუნტზე მატჩები დიდი ხანი გრძელდება და გამორიცხულია მთელი შეხვედრის განმავლობაში უმაღლესი დონის შენარჩუნება და უშეცდომოდ თამაში. როჯერს მატჩის დებიუტში ყველაფერი გამოსდიოდა, შემდეგ კი, როგორც გითხარით, მე უფრო გამიმართლა.

- ეს როლან გაროსი არც ისე დამაჯერებლად დაიწყეთ, მაგრამ მაინც შეძელით ტიტულის მოგება. რა მოხდა ტურნირის მსვლელობის დროს?

- ხანდახან ასეთი რამ ხდება. გასულ კვირას ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი სიტუაციის შესაცვლელად. საბოლოოდ, შევძელი ჩემი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ამ სიტუაციაში. ამიტომაც არის ეს მოგება განსაკუთრებულად ღირებული ჩემთვის. მაგალითად, 2008 წელს ჩემი საუკეთესო როლან გაროსი ჩავატარე - ყველა მატჩი სამ სეტში მოვიგე - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი. იმდენად იოლად მოდიოდა გამარჯვებები, ბოლო ქულის აღების შემდეგ არ მქონდა შეგრძნება, რომ მართლაც მოვიგე ტურნირი. როცა გამარჯვებისთვის რეალურად ბრძოლა გიწევს, როგორც ეს წელს იყო, უფრო მეტად აფასებ ტრიუმფს.

- ტურნირის რა ეტაპზე იგრძენით საკუთარ ძალებში დამაჯერებლობა? ეს იყო მეოთხედფინალი სიოდერლინგის წინააღმდეგ?

- საინტერესოა, რომ ვარჯიშებზე თავიდანვე ბრწყინვალედ ვგრძნობდი თავს. მაგრამ კორტზე გასვლისთანავე საიდანღაც ჩნდებოდა ნერვიურობა. მეორეს მხრივ, როცა ვარჯიშებზე თავს კარგად გრძნობ, უკვე იცი, რომ სწორ გზას ადგახარ და ეს ნებისმიერ შემთხვევაში გეხმარება. შემდეგ კი დგება გადამწყვეტი მომენტი. გადიხარ კორტზე სიოდერლინგის მსგავსი ძლიერი მოთამაშის წინააღმდეგ და იცი, რომ თუ არ აჩვენებ კარგ ჩოგბურთს, შინ გამგზავრება მოგიწევს. ამჯერად შევძელი საკუთარი თამაშის გამოსწორება.

- ე. ი. სიოდერლინგმა გაიძულათ რაღაც დამატებითი რეზერვები გეძებნათ?

- სწორედ ასეა. ცუდად გამოვიყურებოდი პირველ რაუნდებში იმის გამო, რომ მეტოქეთა დონე არ ითხოვდა ჩემგან მეტს. ამავდროულად ვგრძნობდი: თუ ჩემი შემდეგი მეტოქე შემომთავაზებდა უფრო მაღალ დონეს, ჩემი თამაშიც შესაბამისი იქნებოდა.

- ამ მოგების შემდეგ როგორ აფასებთ უიმბლდონისთვის მზადყოფნის დონეს?

- უიმბლდონზე არ ვფიქრობ, წინ ჯერ ბალახის კორტზე პირველი ტურნირია ლონდონში. ჩემთვის გრუნტიდან ბალახზე გადასვლა ყოველთვის რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საფარზეც ვისწავლე მოგება. დიდი მუშაობის ჩატარება მომიწევს, როგორც ეს წინა წელს იყო. უნდა გავიხსენო რას ვაკეთებდი შარშან, რა გამომდიოდა, რა - არა. ლონდონში ერთეულებშიც გამოვალ და წყვილებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, იწყება ბალახის სეზონი და ნაკლებ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვგრძნობ, ვიდრე ეს როლან გაროსის წინ იყო. თუმცა მოტივაცია არანაკლები მაქვს!

- თქვენ გაიმეორეთ შვედი ბიორნ ბორგის რეკორდი - მეექვსედ მოიგეთ როლან გაროსი. ამ ფაქტს რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

- სასიამოვნოა. მინდა გითხრათ, რომ ჩემსთვის დიდი პატივია ბორგის გვერდით ყოფნა. მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს არა რეკორდის ფაქტი, არამედ ის, თუ რამდენჯერ მოვიგე ეს ტურნირი.

- როჯერ ფედერერს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს უწოდებენ, მაგრამ თქვენ 25 წლის ასაკში უფრო მეტს მიაღწიეთ, ვიდრე მან ამავე პერიოდში. რას ფიქრობთ თქვენი და ფედერერის შედეგების შედარებისას?

- იმაზე, რომ მეც შემიძლია ვითამაშო კარგი ჩოგბურთი (იცინის). მირჩევნია გონება არ დავიტვირთო იმაზე ფიქრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. უფრო სამართლიანი ნათქვამი იქნება - მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ეს სავსებით მაწყობს. ვამაყობ ჩემი მიღწევებით და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში დღევანდელ მომენტამდე მოხდა.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია