ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" "ტირანას" შეხვდება. ალბანური გუნდის 47 წლის მწვრთნელმა ნდუბუისი ემანუელ ეგბომ მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

ის ნიგერიის ნაკრების ყოფილი მეკარეა, რომლის ღირსება 12 მატჩში დაიცვა, "ტირანაში" 2001-2004 წლებში თამაშობდა, 2014-2019 წლებში ამავე გუნდში გოლკიპერთა მწვრთნელი იყო, ხოლო გასული სეზონიდან მთავარი მწვრთნელი გახდა. ის პირველი აფრიკელი სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელობით კლუბმა ევროპული ჩემპიონატი მოიგო.

"ყველანი, რომლებიც ამ სეზონში ჩემპიონები გახდნენ, ძალიან ძლიერი გუნდებია. სამწუხაროდ, სახლში კი არა, გასვლაზე მოგვიწევს თამაში. ეს ჩვენს ამოცანას უფრო ართულებს. "დინამოს" წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. ეს დიდი ხნის წინ იყო.

ახლა საქართველოში სეზონი მიმდინარეობს. მათთვის ეს კიდევ ერთი პლუსია. ჩემპიონატის ლიდერები რომ არიან, ესეც ამ გუნდზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს. თუმცა, ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ და ამის მიღწევა ისევ შეგვიძლია. ამიტომ იმედიანად ვარ. მიზნის მისაღევად საჭირო ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ", - ციტირებს ეგბოს კლუბის საიტი.

ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბის პრეზიდენტი ჰალილიც, რომელიც ამბობს, რომ კენჭისყრის შედეგით კმაყოფილია, რამეთუ ქართულ გუნდს ადრე შეხვედრიან, მშვიდადაა, შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვს და დასახული მიზნის მისაღწევად მალე სამ ფეხბურთელს დაიმატებენ.

თბილისის "დინამო" "ტირანას" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2003 წელს შეხვდა, სახლში 3:0 მოუგო, სტუმრად ასეთივე ანგარიშით დამარცხდა, პენალტების სერიაში კი ალბანურმა გუნდმა იმარჯვა.

akaki
მესხი მეტრეველი ყიფიანიო რომ გაიძახით უკვე 30 წელია რაც მე მახსოვს,ხომ ხედავთ არაფერში გვეხმარება ,პირიქით ხელსაც კი გვიშლის თუ ბოლო 30 წლის შედეგს გადავხედავთ ქართული ფეხბურთისას , გავიგეთ ბატონო,მაგრამ რა ვქნათ ,როგორ გინდა ვინმე შეაშინო ეგრე, ეგ იგივეა ნაპოლმა ყველა თამაშის წინ რომ იძახოს მარადონა მარადონაო, რამეში დაეხმარება ან ხელს შეუწყობს ? ის ბიჭები გაამხნევეთ ვინც ახლა დინამოშია, გაძლიერებაზე იფიქრეთ იმ ფეხბურთელებით ვინც მოქმედია , თორემ ახლა პელე,მარადონაც რომ შეიყვანოთ განაცხადში მაინც კუცია და ბენიო ითამაშებენ ასე რომ მოკეტეთ ერთხელ და სამუდამოდ, ხოლო მესხი და ყიფიანი გაიხსენეთ და დააფასეთ როდესაც საჭირო იქნება და არა მაშინ როდესაც ტირანას ან სხვა ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ უწევს თამაში დინამოს.
888
აფსუს!მესხის,მეტრეველის,ყიფიანის და ა.შ.ქვეყანაში ჩასვრილი ალბანეთის "ჭ"კლასის გუნდთან საჭოჭმანო გახდა ჩვენების მოგება.ყველაფერი კი ფედერაციიდან აყროლდა,სადაც ფარსადანოვიჩის შემდეგ ფეხბურთზე და შედეგზე აღარავის უფიქრია.ფედერაცია ფიფას და უეფას გადმოცემული ფულების ჭამით არის დაკავებული და ფეხბურთი(ბოდიში თქვენთან)სულ ფეხებზე კიდია.კობიაშვილმა და მუჯირმა საერთოდ აიღეს ნამუსზე ხელი,გარიგებულ და ტოტალიზატორებზე გათვლილ ჩასვრილ ჩემპიონატად იქცა საქართველოს პირველობა ფეხბურთში.სამარცხვინო და სამწუხაროა.
შოკირებული გულშემატკივარი
ჩვენების მოგების მჯერა
რობერტი
არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა ჩემი მოსაზრებით, ამ წყვილში დინამო ფავორიტია. დიდი არაფერი გუნდი არაა ეს ტირანა, კუკესს 4 ქულით აჯობა, კუკესის სიძლიერე კი ტორპედომ სულ 2-3 წლის წინ დატესტა. თან მგონია, რომ წლევანდელი დინამო, შარშანდელ დინამოს ჯობია. შეტევის ხაზზი გაცილებით ძლიერია. ჩვენი უპირატესობა ისიცაა, რომ შინ ვთამაშობთ. დაველოდოთ რა იქნება
ggg
რა გიკვირთ? იოპტიმისტებენ აბა რა იქნება ასეთი სუსტი ბოლოს როდის იყო დინამო ვერც კი ვიხსენებ.
gogia
შეგვჭამენ არა მოგვჭამენ.....მასე ეგონათ იუვე შეჭამსო ლიონსო,მაგრამ ყველამ ნახა ვინ დარჩა და ვინ წავიდა..მე ტორპედოს გულშემატკივარი ვარ,მაგრამ დარწმუნებული ვარ დინამო დაძლევს ალბანურ ბარიერს...სამწუხაროდ სტადიონზე მისვლა ამიკრძალა უეფამ ,მაგრამ ტელევიზორთან ვუგულშემატკივრებ გულმხურვალედ, ზუსტად ისე როგორც ჩემს ტორპედოს ვგულშემატკივრობ დინამოსთან,ალბანელებთან ჩემთვის დინამო ტორპედოდ გადაიქცევა...წარმატებები მინდა ვუსურვო თბილისელ დინამოელებს!
vax-vax
ალბანელი ურჯულო თათარი ხარ? ვინ უნდა შეგჭამოს და გადაგყლაპოს,სინდისი არ გაქვს
master
17 წლის წინ რაღაც აუხსნელი შემთხვევით პენალტებით მოგვიგეს და მაგის იმედად არიან?ძალიან კარგი იყვნენ მაგის იმედად.დინამო ვალდებულია ეს ეტაპი გაიაროს.აბა ალბანურ გუნდს თუ სახლში ერთ თამაშში ვერ ვუგებთ ფეხბურთი არ ყოფილა ჩვენი საქმე.
a.a.
ამათ სხვანაირი გულშემატკივრობა იციან კლავიატურით. დინამო არენაზე ქუდი რო შეუგდო არ შევლენ! სამაგიეროდ წინასწარ და წაგებული თამაშის მერე კი იციან გინება კლავიატურიდან.
თორნიკე
ზოგი ე.წ. გულშემატკივრის ძალიან გამკვირვებია. მე ბათუმელი ვარ, შესაბამისად თბილისის დინამოს ადვოკატად ყველაზე ნაკლებად გამოვდგები, მაგრამ ამდენი ღვარძლი, რასაც წინა სტატიებში და აქაც საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ვაწყდები სასტიკად მიუღებელია და სამარცხვინო. იმის მაგივრად რომ ბიჭები გაამხნევოს ზოგიერთებმა, გესლიან და პესიმისტურ კომენტარებს ისვრიან. თუ ავი სიტყვა გულს და სულს გირჩევნიათ, იქნებ კომპიუტერს მაინც მოშორდეთ. პ.ს. ალბანური კლუბები და ნაკრებიც გასვლებს ძალიან ცუდად თამაშობენ, ასე რომ მჯერა დინამო ამბარიერს უპრობლემოდ დაძლევს. მთავარია მეტოქე დავაფასოთ და სწორედ შევაფასოთ. რაც შეეხება იმ მოარულ აზრს, რომ დინამოს ბრესტთან შანსი არ ექნებოდა სასაცილოც აღარაა, აბსურდია. მაგათ 1-2 თამაშს ვუყურე და მართალი გითხრათ ბატემ ძალიან მოინდომა რომ ესენი გამხდარიყვნენ ჩემპიონები. გუნდის ერთადერთი ტაქტიკა ამოტანა და წინ ბრძოლა და გამართლებაა. მაქსიმუმ კედელი გამოსდიოდეთ და სტუმრად ეს გუნდი არაფერს წარმოადგენს. ასტანა თუ წაიფორთხილებს მხოლოდ გასვლითი მატჩის ფაქტორით!
ბათუმის ფანი
მგონი 79-ში მოუგო ლივერპულს ან 78 -ში
თავადი78
დარწმუნებული ვარ,რომ კი არ მოგვიგებენ,არამედ შეგვჭამენ დაგადაგვყლაპავენ
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
ბიძიკო ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ! მოგვიგებთ კიარა თბილისის დინამოს კარში გოლსაც ვერ გაიტანთ ისე წააგებთ 3:0 ზე! გამარჯვებები და წარმატებები დინამო თბილისს ევროპულ ასპარეზზე!
Batumi90
ესეიგი ადრე მოგვიგეს და ამით არიან ოპტიმისტურად განწყობილნი, ეგრე ლივერპულს მოვუგეთ 81ში. მოკლედ მოსაგებია ეს მატჩი, ხვალ იმედია ჩვენც გაგვიმართლებს კენჭისყრაში, ყველა ქართულ კლუბს ვუსურვებ წარმატებას
ბათუმის ფანი
მაგათ რომ შიგა აქვთ გავიგეთ,ნუღარ წუხდებით ახალი სტატიებით
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
"ყველას ბოდიშს გიხდით! შედეგი ორმაგად გულდასაწყვეტი ამის გამოა..." - რა თქვა "ტირანას" მწვრთნელმა "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა