ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მყინვარწვერიდან დანახული სამშობლო

მყინვარწვერიდან დანახული სამშობლო

შარშან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა სამთო გამყოლების ორწლიანი პროფესიული პროგრამა, რომელიც მთის გიდების მომზადებას ითვალისწინებს
შარშან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა სამთო გამყოლების ორწლიანი პროფესიული პროგრამა, რომელიც მთის გიდების მომზადებას ითვალისწინებს.

- სასწავლო პროგრამის ფარგლებში ამ პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტში ალპური კლუბის დაფუძნება გადავწყვიტეთ, ორიოდე დღის წინათ მყინვარზე პირველი ექსპედიციაც მოვაწყვეთ, - გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგო რატიანმა, რომელიც თავად გახლდათ ამ ალპინიადის მონაწილე. - მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ექსპედიციის 26 წევრი შევარჩიეთ. ექსპედიციას გაჰყვა ცნობილი ალპინისტი, მრავალი რვაათასიანი მწვერვალის დამპყრობი, "მთის ჯიქად" მონათლული ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც ალპინიზმში საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად ჩვენს სტუდენტებს მყინვარწვერის დალაშქვრაში ეხმარებოდა. ეს ილიაუნელთა პირველი ცდა იყო. დარწმუნებული ვარ, სტუდენტური ალპინიადები ტრადიციული გახდება..

არჩილ ცინცაძე, ექსპედიციის ხელმძღვანელი: მყინვარისაკენ 26 ქალ-ვაჟი გაუდგა გზას, მწვერვალზე კი 21 ადამიანი ავიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ასეთ ლაშქრობაში პირველად მონაწილეობდა, თუმცა მთასთან ჭიდილში პრობლემები არ შექმნიათ. პირველი ღამე ყაზბეგში გავათიეთ ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მეორე ღამისთევა საბერწეზე გვქონდა კარვებში 3000 მეტრზე. მერე ბეთლემის ქოხმა (3650 მ.) შეგვიფარა, მეოთხე ღამისთევა მეტეოსადგურში დავგეგმეთ, რათა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო, მაგრამ ამინდის "ფანჯარამ", ანუ გამოდარებამ მწვერვალზე ასვლა დაგვაჩქარებინა. არადა, ისე სწრაფად შეიცვალა ამინდი, რომ უკან დაბრუნებისას ახალმოსულ თოვლს ჩვენი ნაკვალევი დაფარული ჰქონდა. ყოველივეს მიუხედავად, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. რაც მთავარია, სტუდენტები ამ ექსპედიციით კმაყოფილნი დარჩნენ. რადგანაც ალპურ კლუბში გაერთიანების ბევრი მსურველია, პირველ შეკრებას ჭიათურაში ჩავატარებთ კლდეზე სპორტული ცოცვის მოყვარულთათვის, შემდეგ მთამსვლელთათვის ჭიუხებში მოვაწყობთ, საკვალიფიკაციო შეკრებას, აგვისტოში ჩიტინისა და უშბის კედლების დალაშქვრას ვაპირებთ. დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტის მესვეურებს, რომლებმაც ხელი გაგვიმართეს.

ანა დულარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი: წინა წლებში უშბაზე ორჯერ ვიყავი, მაგრამ ახლა მოულოდნელად ველი მასთან ახალ შეხვედრას. რაც შეეხება მყინვარწვერს, ის უკვე მეოთხედ დავლაშქრე, ამჯერად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ქარელის რაიონიდან ვარ. მთას მეკლდეურობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა იულია თურმანიშვილმა დამაკავშირა - მისი რჩევით მივედი ბატონ ლადო გურჩიანთან. ეს იყო ოთხი წლის წინათ... დღეს პროფესიონალი ალპინისტი ვარ, მიყვარს მთებთან ჭიდილი. კვლავაც სიამოვნებით ავედი მყინვარზე, იქიდან დანახული საქართველოს სილამაზე მაინც შეუდარებელია. სასურველია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ შეიგრძნოს ეს მშვენიერება, ეზიაროს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ილია ბერულავა, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის წევრი: ათი წელიწადია სამთო გამყოლი ვარ, მყინვარზე ამსვლელებს ვეხმარები მის დალაშქვრაში. მწვერვალზე ექსპედიციის 21 წევრთან ერთად არასდროს ავსულვარ. რამდენიმე წელიწადია, ასეთი სტუდენტური ალპინიადა არ მოწყობილა. ილიაუნელებმა პირველებმა გაკვალეს გზა და, იმედია, მათს მაგალითს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მიბაძავენ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა