საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ, რომელიც ამბობს, რომ აგენტი არ არის, championat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველ ჯანო ანანიძის "როტორში" გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი.

- ჯანო, რომლის ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ, "როტორში" გადავიდა...

- მე აგენტი არ ვარ, ჯანო კი ზრდასრული ბიჭია და "როტორში" გადასასვლელად აგენტი არც სჭირდებოდა. "სპარტაკის" შემდეგ ანანიძე "ანორთოსისში" გადავიდა. იქ ფორმაში ჩადგომა დაიწყო, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყვიტეს. კარგა ხანი გაუცდა, თუმცა ფორმას ინარჩუნებდა. მოლაპარაკებები თურქულ და ბერძნულ კლუბებთან მიმდინარეობდა, რუსეთშიც იყო სხვა ვარიანტები, მაგრამ "როტორმა" კონკრეტული წინადადებით მოგვმართა.

ჩვენ მივხვდით, რომ იქ კარგი გუნდის შექმნას ცდილობენ. ამ გუნდში ანანიძე ლიდერი უნდა იყოს და მუდმივად ითამაშოს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჯანოზე კარგა ხანია ხმები დადის და ამიტომ ბევრს ჰგონია, თითქოს უკვე 40 წელსაა მიღწეული, თუმცა მხოლოდ 27 წლისაა. კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს, მოთამაშეს გადატვირთვა ესაჭიროება. ამიტომ შეჩერდა არჩევანი "როტორზე", რასაც ჯანოსაც ვულოცავ და კლუბსაც. იმედია, მხარეები ერთმანეთს სარგებელს მოუტანენ.

კახა
ჯანოს პატრიოტობაში არავის შეეპაროს ეჭვი თან არ დაგავიწყდეთ დედა არ ყავს ქართველი და მაინც გულით და სულით ქართველია რაც შეეხება კლას არც მაგაში შეეპაროს ეჭვი ნაკრებშიც აქვს დამტკიცებული რა შეუძლია ერთი კია კონსტრუქციული კრიტიკა არ უნდა ეწყინოს ძაან დააყოვნა სპარტაკში როსტოვიდან არ უნდა წამოსულიყო ცოტა დისციპლინაში მოიკოჭლებს ტრამვიანობას რაც შეეხება პირადი ფიზ მომზადების მწვრთნელი და კარგი დიეტოლოგი უნდა აეყვანა თუმცა ჯერ არაფერია დაკარგული ზოგი ანომალურად გვიან ყალიბდება ფიზიკურად თუ მოინდომებს შეძლებს კიდე 5-7 წელი მაღალ დონეზე თამაშს პროფესიონალიზმი და სიყვარული ფანატური სიყვარული წარმატებები ჯანოს მიდი მიაწექი გაახარე ქართველები
გენა
ანანიძე არაფერს არ წარმოადგენს და იმიტომ წერენ ეგეთ ტონში. რუსულპასპორტს სთავაზობდნენ თორე ეხლა ეგეც პელეა. აიღოს მერე და მოგვშორდეს.
ანტონ პეხნიჩეკი
რავა 17 წლის ფეხბურთელად წარუდგინეს როტორს თუ?
zaza
ღმერთმა ნიჭი მისცა და ჯანზე ყოფნა შრომით შეეძლო, მაგრამ დაიდო ეგერ პატარა ღიპი და ვეღარც დარბის
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ღმერთს ცოტა ჯანიც რომ მიეცა, მერე გენახატ ჯანოს გრიალი, მაგრამ დარჩა 14 წლის ბიჭად, ჭამე ჯანო, ჭამე იქნებ ცოტა მოსუქდე კიდეც.
დიდუბელი
კომენტარებს ათასში ერთხელ ვწერ და ეს ის შემთხვევაა რომ არდაწერა არ შემიძლია. ვინც იტონიულად ეხებით ჯანოს, რა პონტში წერთ ესეთ კომენტარებს? ტიპს რუსეთის მოქალაქეობას სთავაზობდნენ, რაც ბევრად უკეთესს საკლუბო პერსპექტივებს ნიშნავს აპრიორი, და უარი თქვა, საქართველოს ნაკრები ამჯობინა, 16 წლის ასაკში როცა პიკზე იყო პოპულარობის. მარტო ამის გამოა დასაფასებელი ეს კაცი. ტრავმიანი არის კი ბატონო, აშკარაა რომ აკლებს მუშაობას მაგრამ მოდი დააყენეთ რა. პატივისცემას იმსახურებს ჯანო, როგორი პერფორმენსიც არ უნდა ჰქონდეს. და საერთოთ აგდებულად ლაპარაკს ზოგს გირჩევთ შეეშვათ ფეხბურთელებზე, თქვენი პატარა ბიჭები არ არიან, თავიანთი კარიერა აქვთ, ოჯახები და ნათესაობა ჰყავთ სარჩენი და ა.შ.
მ.ტ.
40-ის 5 წლის წინ იყო, ახლა 80-ისაა....
Master
ყენია მესამე ბუნდესლიგის იურდინგენში თამაშობს,თუმცა ჯერ ოფიციალურად არაა მისი წევრი.
გიორგი
ეს ის არ არის , ახალგაზრდა და პერსპექტიული )
gia
ლიდერი არა კვახი.
რეალობა
როგორ ჟღერს, მჭედლიძე, ყენია, ჭანტურია უგუნდოდ არიან, ჩვენ კი ქართულ გუნდებს ვთხოვთ, ნორმალური ლეგიონერი ჩამოიყვანეთო )) ჯანოსაც ბევრი აღარ უკლია ამათ რიგებს შეუერთდეს )) გელაშვილი ძაან კაი ტიპი იყო, მახსოვს. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაც ითამაშა, სამწუხაროდ არ გაუმართლა
მიდი გელა!
გელა ნუგზარაშვილი სადაა?
ლაშა
რაღა დროს განუგრავაა მათე და გელაშვილია
სოსო
უკვე დიდი ხანია,ჯანოზე უნდა-უნდას გავიძახით.ახლა უკვე აუცილებელიცაა,ფორმაში ჩადგეს.დიდი იმედი მაქვს,რომ ტრავმები ხელს აღარ შეუშლის.მის შესაძლებლობებში კი,ნანახი მაქვს და ეჭვი არ მეპარება.წარმატებები ჯანო.ველით შენს კარგ თამაშს.გააჩუმე პესიმისტები.
SL
"საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ, რომელიც ამბობს, რომ აგენტი არ არის" - ბრავო! რა გავიგო, აგენტი არის თუ არ არის?!
baba
მჭრდლიძე ჭანტურია ყენია და ფანცხავა უგუნდიდ არიან. დანარჩენებმა დაასრულეს კარიერა. გელაშვილი ამერიკაშია იქ ბავშვთა ქართული გუნდია და მწვრთნელად მუშაობს.
dima
წევრია, ვახტანგ ფარცხავა სამგურალშია, მათე ღვინიანიძე სევასტოპოლში, გელაშვილი 35 წლის არის და უგუნდოდაა , განუგრავა გურიაში.
რომელუ
ჯანო გასაგებია, მაგრამ საინტერესოა მჭედლიძე, ჭამტურია, ყენია, ვახტანგ ფანცხავა, მათე ღვინიანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, განუგრავა, ამჟამად სად თამაშობენ?
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი