"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

გადასარევი გიორგი
ფიფიააა, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!! მე17 წუთია ვუყურებ ამ თამაშს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს??? ამ გუნდის გამოჩენაც კი სირცხცილია. ვაი რომ ეს დინამო თბილისია , ის დინამო თბილისი :(((
გადასარევი გიორგი
გურამს - პაოკი და გენტი ბანძი გუნდი არაა? აბა რა არის. სად დინამო და სად პაოკი, ჩვენ რომ თავმოყვარეობა გვქონდეს
ვენდი
ვაი ამათ პატრონს! ჯგუფური ეტაპი არა? ალბანელებს მოუგებთ?
ირაკლი
წარმატებები მინდა ვუსურვო დინამოს ტირანასთან. რეალურად ჯგუფში გასვლა არის ოცნება დინამოსი და მთლიანად ქართული ერის.რაც შეეხება მიზანს დინამოს პრესტიჟის შენარჩუნება და დიდი ანგარიშით არ წაგება ევროთასების ფლეიოფში, ეს არის მიზანი! თქვე კარგო ადამიანებო(ფიფია,ჩხეტიანი)ციდან ხომ არ უნდა ჩამოვარდეს ეს ჯგუფში შესვლა,რის ხარჯზე უნდა მოხდეს, რა კონტინენტით.ისე იძახიან თითქოს ხალხი რეალობის გაგნებაში არ იყოს
Mosexoneli
ორი თამაში მოიგეთ ეს დაისახეთ მიზნად.და ევროპალიგაზე იფიქრედ.მოიგეთ ორი და ლიგა ევროპაზე ხართ მხოლოდ 2 მეტს არ გთხოვთ:)
შოკირებული გულშემატკივარი
კაი სტიმული გაქვთ და აბა თქვენ იცით
გულშემატკივარი
ესენი დაგვცინიან! ეა ჯგუფური ეტაპი ღადაობთ!? ფიფიას გაკეთებული გუნდი არ გაიშვა! ამდენი წელია ტიპი გვეკაიფება ხმა მაინც აღარ ამოიღოს და შეურაცხყოფას ნუღა გვაყენებს, გადააქცია გუნდი თავის ბებოს ბოსტნად
კორონა
არ იტყოდა ასე ერთი ერთში, დარწმუნებული ვარ ჟურნალისტის რეპროდუქციაა ეს სათაური. ჯობია წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭებს და ვინ რამდენს აიღებს პრემიას ჩვენ არავინ გვეკითხება. ღმერთმა შეარგოთ რასაც დაიმსახურებენ
zaza
ტირანას თუ ვერ მოვუგეთ მაშინ რა ამბიციებზეა საუბარი არ მესმის, ტირანასთან შანსები 70/30 ზეა, ცრევენა ზვეზდასთან 30/70 ზე. გუნდი არ ძლიერდება ლეგიონერებით, ვინც ცოტას მოუმატებს ეგრევე ყიდიან და ამ კონტიგენტით არა მგონია ჩემპიონათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გვქონდეს გასვლის შანსი.
Vasili
ისევ იმ ნეხვში ვიქნებით ტირანას მოგების შემდეგ, რაც ტირანამდე ვიყავით!!!! /. რას ბოდიალობს ეს კაცი?! პრემია ისედაც უნდა მიცე ლიგაზე რო მოხვდები, ეს ყველგან ასეა!!! მარა შენ ისეთ რაღაცეებს აკეთებ ლიგაზე ვერ მოხვდები! ლიგაზე რო მოხვდე პირველ რიგში ფეხბურთის თამაში უნდა შეგეძლოს. ამ ხალხის გამკვირვებია, რო იძახის რატო აკრიტიკებთ დინამოსო? მტრები ხართ თქვენ მაგ გუნდის ვინც იძახის რო ყველაფერი კარგადაა და ა.შ. აბა ვინ უნდა გავაკრიტიკო? ბარსელონა თუ მილანი? ჩვენ ჩვენსას მივხედოთ ჯობია და სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, რომელი გუნდი ყიდის წამყვან ფეხბურთელებს ევროტურნირების დაწყების წინ? ორი კვირით ადრე? პირიქით აძლიერებენ შემადგენლობას! და ამას თუ ვერ ხვდებით , მაშინ საერთოდ რაღას უყურებ ფეხბურთს ან აქ რაღას ეპასუხები იმ ხალხს ვისაც მართლა რაღაცის დანახვა უნდა, წადი წიგნი წაიკითხე აჯობებს ლეპტოპზე ჩხაკუნს დამიჯერე!// ფიფიას შარშანდელი კომენტარები დავასკრინშოტე და საგულდაგულოდ შევინახე ამ ფლეიოფებისთვის...
ME
ააა კაცი,ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელი,თამაშის მოგებას პირველ რიგში უფლის იმედით აპირებს, ხოდა უფალი თუ ინებებს მსუყე პრემიაც ელის.თუ არა და რას კარგავს რო, აბა გუნდის გაძლიერებაზე,მომზადებაზე და ა.შ. ფულს და ენერგიას ხომ არ დახარჯავენ,ჩვენ კი ერთი და იმავე ტექსტით ყოველ წელს გვაბოლებენ.
გენა
როდის მოეშვებით ილუზიებს და დაბრუნდებით რეალობაში? როგორ უნდა მოხვდეს ჯგუფში ეს ბანდა? ბუღრიძე და კაპანაძე არიან მაგ დონის შემტევები? არ არიან სამწუხაროდ. ყველა ვხედავთ. დინამოს გოლის გამტანი არ ჰყავს. ფიფია, იყიდე კარგი თავდამსხმელი!!
100%
დინამოს ბაზაზე ბალახის მომვლელადაც ვიმუშავებდი და თამაშებზე ,,აუტჩიკიც,, ვიქნებოდი, ისე მიყვარ ეს გუნდი. მომსახურე პერსონალის ასაკის ხელა ,,ბალელშიკობის,, სტაჟი მაქვს და კარგად მესმის დღევანდელი სიტუაცია, მაგრამ ბატონ ფიფიას მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა: გუნდის თამასა სადამდე გვაქვს აწეული? ჯგუფური ცოტა არ იყვეს, მაღალი მეჩვენება. არა მგონია გადავხტეთ. ყოველწლიურად ერთი ნაბიჯის გადადგმას გთხოვთ, მყარად. ან გვითხარით, რომ კოლაფსში ვართ და იცოდეთ, მაინც ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები, სიკვდილამდე და დიდ სოფელშიც.
Shoti
Tu yvelaferi sworad da gaazrebulad warinartla wesit dinamom uproblemod unda moigoss ...warmatebebi dinamos da yvela qaetul gunds evroturnirebzee
იბერიელი68
წარმატებები დინამოს წარმატებას ვუსურვებ მთელი გულით მაგრამ ეს სურდეს მეპატრონეებს? არმჯერა რადგან გუნდის ლიდერი გაყიდოს ამ ტურნირის წინ ეს მხოლოდ ბიზნესი და უტვინო ბიზნესი.
gorgia
დინამოს ვგულშემატკივტობთ, მარა დინამომაც უნდა უგულშემატკივროს,სტადიონზე ისედაც ვერ მიდის ხალხი და ტელევიზორის ჩართვას მაინც ნუღარ შეაძულებბენ!
გენა
ხვალ გორის დილა დაგლიჯავს ტირანას. დილა არაა ცუდი გუნდი.
macbook pro
წარმატებები ჩემ. მეგობარს. ჩხეტოს ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ასვე დინამოს ყველა ქართულ. გუნდს
Parnavaz
მაგრად მჯერა რო დინამო მოიგებს ხვალ
miriani
ჩხეტო აბა რა, გულით და სულით გბალეშიკობთ, წინ დინამო
რომელუ
გული მიგრძნობს რომ დინამო დამაჯერებლად მოიგებს, 2:0 ან 3:1, ვერ დავასაბუთებ, მაგრამ ასეთი წინათგრძნობა მაქვს. საკმაოდ კარგი გუნდია და ესე სკეპტიკურად ნუ უყურებთ!! ვერცერთ რგოლს ვერ იტყვით რომ სუსტია, უბრალოდ შედარებით სუსტი ფლანგია მცველები მეჩვენება. ვნახოთ, წარმატებები ბიჭებს!!
გურამი
აი რამდენი ნეგატივი გიწერია, ჯერ ვინ გაუშვეს ბანძ გუნდში, პაოკია ბანძი თუ გენტი, თუ შენ იუვენტუსში გაშვებას იყავი მიჩვეული. თუ არ გულშემატკივრობ შეეშვი ამ გუნდს და იმ გულშემატკივარს ვინც მხარში უდგას დინამოს.
გურამი
მიდი დინამო. ყურადღებით თამაში და ამ ბარიერს უპრობლემოდ გავივლით. აქ ათასი გენიოსი რომ წერს აზრებს და ზოგს დინამოს წაგება უნდა აი პირველ რიგში მაგათ უნდა ჩაუსვაროთ ოცნებებში. ბევრნი გგულშემატკივრობთ. დინამოს გაუმარჯოს!
გადასარევი გიორგი
რათქმაუნდა წარმატებას ვუსურვებ დინამოს. მაგრამ არ მჯერა ფიფიასი და ყოველ წელს ერთი და იგივე ტაქტიკის, რომელიც მუდამ დინამოს გამოვარდნით და შერცხვენით სრულდება. მართლა ჯგუფური ეტაპი თუ უნდა ვინმეს, ამას პრემიების დაპირება კი არა, გაძლიერება სჭირდება გუნდის და არა შენგელიას და ლიდერების ჭ კლასის გუნდებში გაყიდვა
Jeyjey
შენ და შენ უფროსს.... იმედია ტირანა მაგრად ამოგტენით ამოვიდა თქვენი დაპირებები ყელში ყოველ წელს ერთი და იგივეს იმეორებთ... და როგორც კი ნორმალური გამოჩნდება გუნდში ეგრევე ყიდით რაღაც ბანძ გუნდებში კაპიკებზე მიმიფურთხებია თქვენთვის საერთოდ აიკრძალოს დინამოსთვის ევროტურნირები... ამ კომენტარს თუ დაბლოკავთ ეს ბოლო შემოსვლა იქნება ამ საიტზე ჩემი
ddgfdf
ფეხბურთელებს უნდა აღზრდა, ესპანელები კიდევ შემტევი ხაზის აღზრდას არ უნდა გააკარო.
beqa
მომავალ წელსაც იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდება შედეგი 0 !
გია
ფიფია სიაფანტია.გააძლიერე გუნდი კარგი ლეგიონერებით. რა პრემიებს პირდები ხომ ისედაც იცი რომ ვერ მოხვდებიან ამ შემადგენლობით ჯგუფში
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რადგან პრემიებს დაპირდა, მაშინ მესიც კი, მესი სიმონ! ვინ ჩემი ფეხებიაა მესი ტოოო? განა საქმე ფულშია, საქმე ვალაყუჩაშია პრეზიდენტო, ვალა ყუჩა შიიი! პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ „„„დაპირება ყველაზე იაფი ჯდება, წონა კი, დიდზე დიდი აქვს“““... აასეა ხომ? ფული ბაბაია, ფული და შვლიპე იასონ, შვლიპე !!! ....ვაი ჩვენ პატრონს უდღეურს...
ბაბუაწვერა
ეს საერთოდ გაგებაში იყოს მწვრთნელობის რა...დინამო და ფეხბურთი შემაზიზღე. ელვა არ დაგეკარგოს არსად
გოგა
ნეტავი ასე მოხდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამორიცხულია დინამო მოხვდეს და ეს კარგად იცის ფიფიამ,თორემ რა პრემიებს შეპირდებოდა. ჯგუფური ეტაპი კი არა ხვალაც არ ვართ აშკარა ფავორიტები. აი ცვერნა ზვეზდაზე ხო აღარაფელს ვამბობ.
lasha
რომელ ჯგუფში გინდათ ბარსელონასთან და რეალთან თუ ბაიერნთან მაინც იქაც რო რაგაც შანსები გვქონდეეს თქვით ნუ მოგერიდებათ

ბურთი მრგვალი კია, მაგრამ მაგ ბურთს სათანადოდ გამოყენება უნდა და კარში გატანა, თორემ იმის გულშემატკივრობა რა ვთქვი, დინამოს გამარჯვება რომ არ მოენატრა
დაT
ჯგუფური ეტაპიო :D

გასაკვირია პირდაპირ! რა პრემიასაც არ უნდა დაჰპირდეს ფიფია ფეხბურთელებს, ძალუძს კი ამ შემადგენლობით დინამოს თუნდაც ცრვენა ზვეზდას დამარცხება? ყოველ წელს ჯგუფური ეტაპია მიზანი და დუნაისკა სტრედას დონის გუნდებთან ვვარდებით. ამბიციები არ გვაკლია ნამდვილად , მაგრამ ამ გუნდით მერწმუნეთ ტირანასთანაც არ გველის იოლი გასეირნება
ქომაგი
რეალს მოუგეთო და ოქროს ზოდებს დაგირიგებთო რომ გითხრათ ფიფიამ შეძლებთ? ფეხბურთში რომ არ წყვეტთ ვარსკლავებს კი ვხედავთ მაგრამ აზროვნებაც მასე გაქვთ გადაგვარებული? ჯობია იქვე დინამოს ირგვლივ გახსნათ სავაჭრო სივრცე და ისე გაყიდოთ ფეხბურთელები. ეს ქომაგების შეურაცხობაა რასაც გვეუბნებით!
გელა
თუ ლიონმა მოახერხა და მანჩესტერ სიტის და იუვენტუსის მოუგო და გამოთიშა ლიგას დინამომ რატომ ვერ უნდა მოუგოს ტირანას და ცვერნაზვეზდას?? ბურთი მრგვალია და მონდომებით და ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
"ყველას ბოდიშს გიხდით! შედეგი ორმაგად გულდასაწყვეტი ამის გამოა..." - რა თქვა "ტირანას" მწვრთნელმა "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით