ქარის მოტანილს ქარი წაიღებს?

ერთა ლიგის პირველ გათამაშებაზე D დივიზიონში ჯგუფში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალისა და იმედია, ფინალის თამაშიც თბილისში უწევს, მაგრამ მარტში დანიშნული მატჩები კორონავირუსის გამო შემოდგომაზე გადაიტანეს, თანაც შეიძლება მაყურებლებს დასწრების უფლება არ მისცენ. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ არაა გამორიცხული, ტურნირის 2020-21 წლების გათამაშება გააუქმონ.

sports.ru-ს ცნობით, ეს საკითხი 19 აგვისტოს, ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილება.

ერთა ლიგა უეფამ, უპირველეს ყოვლისა, არაგრანდი ნაკრებებისთვის თავის წარმოჩენისათვის დააარსა, რაც არ აწყობთ ევროპის ტოპ 5-ის ლიგის წარმომადგენლებს.

მათი არგუმენტები ასეთია:

- სეზონი ძალიან გადატვირთულია და ფეხბურთელები დიდ დატვირთვებს იღებენ.

- სხვა ევროტურნირებისგან განსხვავებით, ამ ტურნირზე უმაყურებლოდ ჩატარებულ მატჩებს მოგება არ მოაქვს.

- კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება ნაკრებებში უფრო რთულია, ვიდრე კლუბებში.

- ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.

როგორც ამტკიცებენ, მომავალ სეზონში ტურნირის გაუქმების ალბათობა 50%-ზე დაბალი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი, 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

რაც შეეხება ტურნირის 2020-21 წლების სეზონის გათამაშებას, C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და ესტონეთი არიან.

valderrama
ჯიგრებო, შედგა უეფას სხდომა და არ გაუქმებულა ერთა ლიგა, ჭორი აღმოჩნდა:) მორჩა ბაზარი:)
კოტე
1. სავარაუდოდ წლევანდელი გათამაშების გაუქმებაზეა საუბარი. ლოგიკურიცაა, ამ დროს სეზონები უკვე დაწყებულია ხოლმე და წელს ევროთასები არ დასრულებულა ჯერ. კოვიდის მიზეზიც ლოგიკურია - რა "კლუბებში სიტუაცია კონტროლდება", ოქტომბერში-ნოემბერში სომხეთთან მიმოსვლით თამაში მართლა უსაფრთხოდ მიგაჩნიათ ვინმეს? 2. საიდან მოიტანეთ, რომ ერთა ლიგა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის დააარსეს? პირველ რიგში, ჩვენნაირ ქვეყნებთან რომ არ ეთამაშათ ამხანაგურები, მაგიტომ შექმნეს. მეორე მიზეზი - შესარჩევში შემთხვევით ჩარჩენის შემთხვევაში ტოპ ნაკრებებმა სათადარიგო გასვლის გზა დაიტოვეს და ჩვენნაირ ნაკრებებს რომ ერთი საგზური გადმოუგდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს გამო გააკეთეს )) 3. წლევანდელი გათამაშება რომც გაუქმდეს, ამ გათამაშებიდან მაინც ვერსად ვერ მოვხვდებოდით, ასე რომ ზედმეტადაც ნუ ვინერვიულებთ ))
ნამდვილი კორბენა
ყოჩაღ ბატონო დარსალია )) ეს კომენტარი მე უნდა დამეწერა, მაგრამ გიზრუნია აგერ და ჩემი სახელით სრული ჭეშმარიტება აუწყე ხალხს )) გაუქმდება და გაუქმდეს. ერთხელ ვნახავდით ევროპას მხოლოდ და ეგეც სატრაბახოდ გაგვყვებოდა ათწლეულობით, 1981 წლის არ იყოს ))) ოღონდ მაშინ თუ მართლა მაგარი გუნდი გვყავდა და 100 პროცენტით დავიმსახურეთ ტიტული, ეხლა "იღბლიანი მკვდრის" როლში ყოფნა მაინდამაინც მომხიბლველი და საამაყო ნაღდად არ არის. რეალურად ეს ჩვენს დონეს სულაც არ ამაღლებს, უფრო პირიქით.
las
ჩვენ კი გვაწყობს მაგრამ, თუ დემოკრატიაზე და თანასწორობაზე მიდგა საქმე, რატომ უნდა გაქხვიდე ევროპაზე ტუ ამას არ იმსახურებ ეს გაუგებარია. ეხლა ჰოლანდია და იტალია ჩარჩეს ჯგუფში და საქართველო ან კოსოვო გავიდეს მაინცდამაინც ლოგიკაში ვერ ჯდება :)
Piper
როგორც რაგბი "ააშენა" 6 ქვეყნის ჰეგემონიამ ეგრე არ დაემართოს ფეხბურთსაც.
დავით 67
არც იყო საჭირო თავიდანვე, მაგრამ რადგან დაუშვეს ეხლა აღარ უნდა გააქმონ. უკვე დიდი შრომაა გაწეული და ვიღაც ბობოლების გამო რატომ უნდა გაუქმდეს?
ვინა დღნურთავს მაგათ ტოო?
გააუქმებენ და ძაღლს ავუშვებ... ბობიკ! ბობიკ! აბა სცადეთ........
გელა
ამხანაგურ თამაშებს ძლიერი ნაკრებებიც თამაშობდნენ სანაკრებო პაუზებზე და სუსტებიც და ზუსტად იმ ამხანაგურ თამაშებს არ ქონდა არანაირი დატვირთვაა და არ მოჰქონდა არც ფინანსები არც ხალხი დადიოდა დიდად სტადიონებზე არც დაძაბულობა იყოო და ამიტომაც შეიცვალა ფორმატი და მიიღო ტურნირის სახე და ამან შედეგი გამოიღო გარდა იმისა, რომ სუსტ გუნდებს მიეცათ შანსი ასევე უფრო მეტი ხალხი მოვიდა სტადიონზე უფრო მეტი ტელეგაშუქება მოხდა თამაშების და თამაშებიც იყოო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები და დიდი ფულიც შევიდა უეფაში. აღარ იყოო უბრალოდ ბურთის გორება, როგორც იქამდე ყველა ამხანაგურ ბანალურ თამშზე. ახლა ამ ტურნირის გაუქმება იმ არგუმეტით, რომ კოვიდის საფრთხეა ეს უაზრობა მგონია იმიტომ, რომ ყველა ფეხბურთელი შემოწმებულია და გადაღლას რაც შეეხება ისედაც თამაშობდნენ სულ ამხანაგურებს და შეცვლილმა ფორმატმა, როგორ უნდა გადაღალოს ფეხბურთელები, თან დიდი უსამართლობაც იქნება 5 ქვეყანა, რომელმა მიისაკუთრა ფაქტიურად ფეხბურთი და იმათი კლუბები და ნაკრებები იგებენ ყველა ტურნირს ყოველთვის და დანარჩენ 50 ქვეყანას რატო უნდა უწყვიტავდნენ ყველაფერს. ეს არ ჯდება ზუსტად იმ ევროპულ ფასეულობებსა და დემოკრატიაში რითიც ამაყობს ევროპა და ევროპის სავიზიტო ბარათია მსოფლიოში.
მდააა...
ყველაფერში ასეთი განსვავებული *#* ხარ?
გიო
ძალიან უაზრო არგუმენტია ერთა ლიგამ შეცვალა ზუსტად ის უინტერესო უაზრო ამხანაგური თამაშები ,რომლრბიც ისედქც ტარდებოდა სულ და რაღაც აზრი მიეცა პირიქით ამ შეცვლილ ფორმატს და გაუგებარია ამ მოტოვით არ ჯდება ლოგიკა ში არანაირად
გოგა
და გონიათ მაგას გაითვალისწინებს უეფა? გამორიცხულია ეგ და ჭორია. 5 ქვექნის 21 საუკუნეა რა 5 ქვეყანას მოუსმენენ:)
korben dallas
პირადად მე, სრულებით ვეთანხმები და მივესლამები თუ გაუქმდება, ეს ყოვლად დაბალი დონის და არასანახორბივი ძალად გამოგონილი ერთა-ლიგა. ახლა ჩვენნაირი ნაკრებების დონის საცოდაობას, თან უმაყურებლო სტადიონებზე ჩატარებას ,ნამდვილად გაუქმება სჯობს. თან კორონო ვირუსის საფრთხეც ნაკრების შემთხვევბში მართლაც მაღალია. ერთი ჩემი ხმა ერთა-ლიგის გაუქმებას))))
თემური
კი მაგრამ რატო უნდა წყვიტავდეს ევროპის ხუთი ქვეყანა სხვა დანარჩენი პატარა სახელმწიფოების ბედს.ამ ფულით ისე გაღორდენ ყველაფერს ხალის უკარგავენ ვეღარ გაძღნენ ფუი.კიარ უნდა მიიღონ განხილვაც კი სამარცხვინოა
გიო
ისედქც შეჭამა ფულმა ფეხბურთი და გრანდმა ქვეყნებმა და ეს რაღაც შანსი მიეცათ პატარა ღარიბ ქვეყნებს და ამ შანსის მოსპობაც უნდათ დიდი უსამართლიბა ზოგადად ამის განხილვაც კი
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში