მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კლუბი იჯარის წესით დატოვა და მომავალ სეზონს, ფაქტობრივად, ქართულ "როტორში" ჩაატარებს.

ხელშეკრულება 2020/21 წლების სეზონზე გრძელდება და "რკინიგზელებს" ქართველი მცველის ზამთარში დაბრუნების უფლება აქვს.

"საბამ "ლოკოსთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგა, ორჯერ რუსეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. კვირკველიას ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებთ." - ვკითხულობთ "ლოკომოტივის" განცხადებაში.

დღეს, 20 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი, ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა და ვოლგოგრადულ კლუბში ქართველთა რიცხვი უკვე 5-მდე გაიზარდა.

ზალიკო
ეხ ჩემო ძმაო...მე იმ კაცის დედას ვტენე ვინც პირველად რუსი აქო...მარა საბა სიომინს არ გაუფუჭებია,თვითონ გაიფუჭა თავისი კარიერა
sakl
როგორ არა, ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგა დაგავიწყდა? 6 ქართველი იყო იქ.
hhh
ბარემ სახელი სტალინგრადი დაუბრუნეთ ვოლგოგრადს და ეგაა.DD ვაი ჩვენს პატრონს.
Haaland-ს
ეხლა შენ ტროლი არა ხარ? მა რა „ისა“ ხარ,ჩვენ რო ვიცით
Gio
ოცნებობ რა.)))
ლევანი
როტორის მოტორი საქართველოს ნაკრებია:))))
Vasili
რა მოხდება გამოჩნდეს ერთი ისეთი ღვთისნიერი კაცი, რომელიც გააკეთებს ერთ კარგ ქართულ გუნდს, რა როტორი და რა ლოკომოტივი? ან რა გენტი შმენტი,/ გაღატაკებული ქვეყანა ვართ თორე საქართველოზე მაგარ ქვეყანაში სად უნდა უცხოვროს კაცმა, ჩვენ რო მუდმივად გვაყავდეს სტაბილურად ლიგაზე და ევროპაზე სამი გუნდი, ჩვენები სადაღაც ჭღრპღრ გუნდებში კი არ წავიდოდნენ, გადავიდოდნენ ევროპის წამყვან გუნდებში მერე, ისეთ გუნდებში გადადიან რო სახელის გამოთქმაც კი გვიჭირს, მერე იქაც ვერ თამაშობენ, / ამ ბიძინამ ერთი გუნდი მაინც გააკეთოს ან თავის შვილებმა , უტააა თუ ბერა, ერთი ეროვნული საქმე გაააკეთონ , რა მოხდება, შევარდნაძე არავის არ უყვარდა მაგრამ მაგის ძმამ ფეხბურთის სიყვარულის გამო ერთი სოფლის გუნდს ყველაფერი შეწირა, თან მაგაშიც ხელს უშლიდნენ, ( ნუ იმ დროს კი იყო მთელი მაქინაციები მარა, ხო აწუხებდა იმ კაცს? ხომ ქონდა ის ჟილკა რო თავის ქვეყნის თავის კუთხის გუნდი წარმოეჩინა?, დღეს რო ეგეთი სიყვარულით იყოს ვინმე დინამოში ან ტორპედოში ან ჩიხურაში, წარმომიდგენია რამხელა ამბავს დაატტიალებდა, ეხლა კი , რავიცი უემოციო, უგულო, უინტერესო, საკუთარ თავზე შეყვარებული ხალხის დროა!, თორე ამხელა დინამო გყავდეს, ამხელა იმფრასტრუქტურა და ტირანა გახევს ბურთს თავზე??) ეს ჩვენი ბიჭები კიდე დადიან ტურისტებივით ევროპის და რუსეთის დაბალი ხარისხის გუნდებში, ერთი კია დადებითი ამაში, ის რო ფულს ხო მაინც იღებენ და ოჯახებს არჩენენ, ესაა მარტო მაგათი ამბიცია,
პრაგმატისტი
რა მაინტერესებს, ამბობენ რაც ჭირს კვირკველიას ყველაფერი ტავისი ხასიათის გამოა, როგორ დავიჯერო? გაქვთ ინფორმაციები?
Haaland
უამრავი ტროლია შემოსეული საიტს და მიდის თოკოს დიდება თუ რა კარგი ქნა ნბას მაგივრად დედა რუსეთში რომ გადავიდა. ისე საიტსაც მოუხსებოდა ყველას თავისი პროფილი რომ ქონდეს. წესით ეს საიტის ადმინისტრაციასაც უნდა აინტერესებდეს, ბოლობოლო უფრო პოპულარული გახდება სპორტალი და უფრო მეტი ხალხი გაიცნობს ერობს ერთმანეთს. ამ ბოტებმა აქაც რო იშოვეს ადგილი...
f
ნუ წაიღეთ ტვინი ამ ტროლების ძახილით! ნაცები აქაცხომ არ იქნებიან!
მიხაელ
სპორტალის ადმინისტრაციას მინდა გკითხოთ, არ შეიძლება ნამდვილი ავტორიზაციით რომ შეიძლებოდეს კომენტარის დატოვება? ძალიან მაინტერესებს ვინები არიან ეს რუსეთუმე პრიგოჟინის ტროლები, რომ აქებენ და ადიდებენ ყოველგვარ რუსულს და აქტიურად რომ მიდის წერა თურმე ევროპა ცუდი ყოფილა და რუსეთი პირდაპირ სამოთხე !!!!
ზურა
ამდენ ქართველს როტორში ტაშით ვაცილებთ და თოკოს цск-ში გადასვლისთვის ვლანძღავთ,რატომ? რახან цск არმიელების კლუბათ ითვლებოდა? რუსულ არმიაში რუსები მსახურობენ და ამიტომ მაგ ლოგიკით ყველა რუსი ჩვენი მტერია და ვინც რუსებთან თამაშობს ყველა ერის მტერია... ამ ლოგიკით არც რუსული ხორბალი გვინდა და არც რუსი ტურისტი და არ არაფერი რუსული! მარა ეს აღარ მოგვწონს ხო?
მიხაელ
როგორც რუსულად იტყვიან მარაზმ კრეპჩაეტ. ეს არის ქართული ფულის ხამობის ნათელი მაგალითი. რუსულ რუბლს ვინც გამოეკიდა ყველამ კარიერა დაინგრია . კარიერა გაიკეთა იმან ვინც დროულად გაასწრო საღორეთიდან.
გიორგი
დღეს სამწუხაროდ საქათველოს ჩემპიონატი ისეთ დონეზეა რომ არცერთი სერიოზული ევროპული ჩემპიონატის კლუბი არ დაინტერესდება ქართველი ფეხბურთელებით ვგულისხმობ მაღალი ეშელონის ევროპულ ჩემპიონატებს ტოპ 5,ხოლო იმ საშუალო ევროპის ჩემპიონატებში ვინც არიან იმ ბიჭებსაც კი პრობლემები ექმნებათ ხოლმე და თითქმის ყველა უამბიციო ღარიბ გუნდებში არიან რომლებიც ვერ იბრძვიან სერიოზული მიზნებისთვის აგერ 4 წელია ლაშა პარუნაშვილი საქართველოს ერთ ერთი საუკეთესო ფეცბურთელი თავსი დროზე შიდა ჩემპიონატის არის დანის საშუალო დონის კლუბ ესბიერში მარა ახხოვს ვინმესს? ასეთი კალიბრის ევროპილი კლუბები თუ ინტერესდებიან ახალგაზრდა ქართველებით ახლა და ასეთ კლუბში და ჩემპიონატში წასვლას ჩემი აზრით ისევ რუბინი როტორი და კრასნოდარში წასვლა ჯობია ვიდრე ევროპის უამბიციო ჩემპიონატების უამბიციო კლუბებში საიდანაც სამომავლო პერსპექტივა ან მომატება არ არის არნაირად გარანტირებული. სანამ საქართველოს შიდა ჩემპიონატის დონე არ აიწევს და ქართული კლუბები არ დადებენ სერიოზულ შედეგებს ევროტურნირებზე იქამდე სერიოზული ევროპული ჩემპიონატების კლუბები არ დაიტერესდებიან ქართველი ფეხბურთელებით.
მოკლედ!
არ დაგვავიწყდეს რომ ეს გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს და ეს ლიგა მე 7 არის ევროპაში დონით! უპრაქტოკობას და უნგრეთში და მისი დონის ქვეყნებში თამაშს ჯობს!
გიორგი
ჩვენ ქართველბს კი გვინდა რომ ტოპ5 ჩემპიონატის გუნდებში იყვნენ ქართველები მარა იმ ტოპ5 ჩემპიონატის გუნდებს უნდათ ქართველები??? ერთი ორი კაცი თამაშობს ძირითადში ევროპაში კიტეიშვილი და გვილია დანარჩენი ვინაა ძირითადის ფეხბურთელი ევროპაში საშუალო დონესაც ვერ ვქაჩავთ ქართველები მარტო ამბიციები გვაქვს უსაფუძვლოო ამას წინათ დაიწერა რომ აბურჯანიას აგდებენ ტვენტედან ჩაკვეტაძე ქვილითაია განაცხადსი არ შეყავთ აუთსაიდერ გუნდებთან ხარაიშვილი რომ მეშვიდე ხარისხოვან შვედეთის ჩემპიონატის საშუალო გუნდში რო თამაშობს ის გვიხარია რეალურად შეხედეთ სიტუაციას რა დღეშია ქართული საკლუბო ფეხბურთი ამ ჩემპიონატში მოთამშე ფეხბურთელებით რომელი ნორმალური ევროპული გუნდი დაინტერესდება ტირნაა და კუკეში და ბოჟინოვი რო უგებს თბილისის დინამოს დამაჯერებლად ჰანდიკაპით ყოველ წელს რა ტოპ 5 ზე და ევროპაზე ლაპარაკობთ ხალხი როტორი რო ინტერესდება კიდე ეგეც უნდა გვიხაროდეს.
გიორგი
ჩემი აზრით ამ ფორმაცის საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში შეუცვლელია საბა კვირკველია და ის უნდა იყოს აუცილებლად სათამაშო ფორმაში შეიძლება სხვა ყველა ფეხბურთელი შევცვალოთ მაგრამ კვირკველია და ქვილითაია უნდაი ივნენ ფორმაში ეს ორი პოზიცია უმნიშვნელოვანესია კაშია ასაკშია უკვე გრიგალავა არაა მთლად სანდო დაცვაში და კვიკველიაც თუ გამოგვაკლდა დაცვაში სერიოზული პრობლემები იქნება.
გაბო
ისე ქეცბაიასავით იქცევა როტორი ამდენ ჩვენ ნაკრების ფეხბურთელს შანს აზლევს რომ სანაკრებოდ მოემზადოს!
გია
ჯუღელმა დაღუპა ეს ბიჭი. ჯუღელის დონის გუნდებს ვერ გასცდა. ნაკრებს გამოადგებიან ჯანო და სოლომონი?
gio
ძალიან სამწუხაროა, იმის მაგივრად რომ უკეთეს გუნდში გადასულიყო უარესში წავიდა
გელა
ვინმე რუსეთსი მოღვაწე ქართველი ოლიგარქის კლუბი ხომ არაა როტორი ამდენი ქართველი რომ მიიყვანა გუნდში ?? ))) კვირკველია ანანიძე რომლებსაც ამდენი ხანია ფეხბურთი არ უთამაშიათ და პლიუს ზურიკო რომელსაც პრაქტიკა სჭირდებოდა ჩვენი ნაკრების სასიკეთოთ მიდის ჯერ ჯერობით ყველაფერი მადლობაა როტორს კარგ საქმეს გვიკეთებს რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს.
ზურა
სხვათაშორის მე შევედი როტორის ოფიციალურ ვებგვერდზე და ვნახე სტადიონი ბაზა ინფრასტრუქტურა სპონსორობა ამ გუნდის და გაოცებული დავრჩი უმაღლეს დონეზეა ყველაფერი მოწყობილი და მწვრთნელიც საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ვოლგოგრადის სტადიონი ხომ საერთოდ ულამაზესი არენაა მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბიჭები ათამაშდებიან ჩაჯდებიან ძირითადში და მიიღებენ რაც არის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკას რათა ნაკრებს დაეხმარონ თამაშებზე წარმატებები ყველა ქართველს.
გიო
სადაც დინამოს უგებს ტირანა ჰანდიკაფით ბარსელონა აგებს 8-2 და ლიონი ლიგის ნახევარფინალში გადის ამ ყველაფრის მერე ქართველების როტორში გადასვლა რატომ უნდა გაგვიკვირდეს ? ))) წარმატებები და იმედია კარგად ითამაშებენ უგუნდობას და სკამზე ჯდომას ჯობია თუნდაც როტორში თამაშობდე
emre
სიომინმა თქვა ერთი ქართველი გუნდში კარგია, ორი კი უკვე პრობლემააო ... 5 ქართველი ერთად ეგეთი რამე ქეცბაიას არ ახსოვს :)) მი ზა როტორ!!!
დათო
როტარი ჩვენი გუნდია რუსეთის ჩემპიონატში:))))
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ქართველების ექსმწვრთნელი მამუკა ჯუღელთან დაპირისპირებაზე საუბრობს
"ქართველი მცველი დამაჯერებელი იყო" - "როტორის" გადარჩენის შანსები
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
დრამა ყაზანში - "რუბინმა" დამატებით წუთებზე "როტორი" ელიტიდან გააგდო
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
ბავშვობის მეგობრების განსხვავებული რეაქციები ბოლო წუთებზე [VIDEO]
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში
"როტორი" ბერიაშვილით კმაყოფილია და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს