ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

vvv
კოტეს რეპლიკა რატომ წაშალე ადმინ?
x
igive rac cota xnis cins,,,,,,,,,,ra chuachia tbilisloba da kutaisloba, me kutaiseli var da meamakeba kidec ro msopliochi ertert uzveles da lamaz kalakchi vcxovrob, tbilischic kidev chen ro ggonia imaze asjer meti axlo megobari mkavs, da racarunda ikos mec rogorc kartvels meckina dinamos aseti ususuri tamachit cageba, me vtkvi torpedom kukechi daamarcxatko 5 - 2 tu ar gaxsovs, da im gundidan 5 pegburteli dinamochia, cxetianma ro 5 tituli moigo zedized esec araa tkuili, sad naxe ak bogma, an risi an visi unda mchurdes, kvela sakartvelos gundi erti donisaa, gind torpedo ikos gind dinamo , magram roca sxva kveknis gundebtan tamachoben maic chvenebs vbalechikob rogorc kvela kartveli, da kutaisel sporcmenebis damsaxurebaze tu arapeli ici gadachale cigni da naxav ramdenma kutaiselma asaxela sakartvelo, tbilischi tu cxovrob mere ra sxvaze meti ggonia tavi tu ra, bogma da churi chen komentarchi upro igrznoba vidre chemchi, me vambob rom sakartvelos chempionatchi legionerebis simcirea da magitom aris dabali done pegburtis, raari amachi arascori,esaa simartle,
დათა თუთაშხია
ძალიან მდაბიო კომენტარია. წესით ასეთები უნდა იბლოკებოდეს, როგორც ჩვეულებრივი შუღლის გამაღვივებელი პოსტი. თბილისელობას რაც შეეხება, სხვაგან დაბადებას არც ილიასთვის, აკაკისთვის, ვაჟასთვის, ექვთიმესთვის, დავით აღმაშენიბლისთვის და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ადამიანისთვის დაუშლია, ამ ქვეყნის სახე რომ გამხდარიყვნენ და შენ თუ საკუთარ ყველაზე დიდ სიამაყედ დაბადების ადგილი მიგაჩნია, რაშიც შენი წვლილი ნოლია, ძნელია რამე აგიხსნას ადამიანმა. გისურვებ საკუთარი მიღწევებით გეამაყოს და არა დაბადების ან თუნდაც საცხოვრებელი ადგილით.
X, იგივე რაც ცოტა ხნის წინ-kutaisel-ს
მგელი ისე არ მოკვდება თხამ ყურში ჩააკუოსო ხო გაგია? თავდაყირა რო დადგე ვერასოდეს ვერ მოხვალ თბილისთან,თბილისელთან და დინამოსთან. ყველას გეფიცები არც წამიკითხია შენი კომენტარი,უკვე ვიცი ცხოვრებისგან და თბილისელებისგან დაჩაგრული ხარ.დედამიწა რო გადაბრუნდეს,რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა ირწმუნებოდე რო საბჭოთა სპორტის ხერხემალი ქუთაისი იყოვო,არასოდეს არ გეყოლებათ მანდ ახალკაცი,მესხი,ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი,მაჩაიძე,ქინქლაძე,არველაძე,ზაზა ფაჩულია და ვინ მოსთვლის.ბოღმა გაგხეთქავს მცირევ იცოდე.ისე არ გაცვდება სახნისი რო არ გამოვიდეს შენისთანა სადგისი,მცირე ხარ ძალიან!
თელავი
უეჭველი უნდა წავიდეს.დინამო ისეთი კაცის ხელში უნდა იყოს ვისაც ფეხბურთი, დინამო უყვარს და არა მხოლოდ დოლარები.
x
metis girsebi arian kopili torpedoelebi ro dinamochi caviden satamachod, ra gundia tirana, magaze xutjer kai gundi iko kukechi torpedom ro atria moparuli plachivit tbilischi,da im torpedodan 5 pegburteli dinamoelia, marto torpedoelebs braldeba es cageba vitom danarchenebi prinavden stadionze, cxetiani iko zustad 5 tituli ro moigo zedized torpedostan ertad, mara magrad checda dinamochi ro cavida, im gundchi rogor unda itamacho sadac gulchematkivari sul gaginebs, magnairi pulis ,,,,,,,,,,,,,,,,sakme kopil torpedoelebchi kiaraa, puli unda daixarjos gundchi, legionerebi unda chamoikvano, ager somxetchi da azerb agar eteva gundebchi legionerebi, sakartvelochi pulis daxarjva arcert gunds ar unda chedehi ki, sanam sakartvelos kvela gundchi minimum 7 sachvalo donis legioneri ar ikneba pegburtis done ver aicevs,
ყოტეს
ჯერ უნდა შექმნა გუნდი, ძლიერი გუნდი, რომელიც თუნდაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ამისათვის ფულია საჭირო, სულ რაღაც 5 მილიონი დოლარის ბიუჯეტი, მერე ნელ-ნელა მიჰყვე და როცა საჭიროა იყიდო, როცა საჭიროა გაყიდო ვიღაცა, არა ისე, როგორც ფიფია აზროვნებს, წასვლა უნდათ და მე ვერ ვაჩერებო, მიეცი ფული იმ სხვაგან გადამსვლელ ბიჭებს 2-3 წელი და მერე ათმაგად გაყიდი ყველას, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ არაა მისი ტვინი ასე მოწყობილი, გამოჩნდება ვიღაც და ეგრევე ყიდის, სასაცილო ფასად, რამდენი ჩამოვთვალო, ქვილითაია, ჩაკვეტაძე, ნინუა, შენგელია, კუტალია.... ეს ბიჭები ჯამში რამდენად გაყიდა ფიფიამ? ჰაჰა 3-4 მილიონად, რამდენს მოითხოვდნენ ჯამში ხელფასად აქ რომ დარჩენილიყვნენ 2-3 წელი, და რამდენად გაიყიდებოდნენ ერთად შეთამაშებული ეს ბიჭები, ალბათ მინიმუმ 20-30 მილიონად ყველა ერთად, ეს სულ მინიმუმ, გაიგე ახლა როგორ უნდა გააკეთოს საქმე ფიფიამ? ატრიბუტიკასაც იყიდის ხალხი და მაისურასაც, მაგრამ იქამდე რომ მივიდეს გუნდი, ამას უნდა ჯერ სურვილი, მერე ფული, რომელიც ასე არ ემეტება ფიფიას და დრო, სულ რაღაც 2-3 წელიწადი.
მენტალური მომზადების ცენტრი
წარმატების ფორმულა დიდიხანია გამოგონილია და უბრალოდ მას უნდა მიჰყვეთ - ტექნიკა, ტაქტიკა და ფიზმომზადება მხოლოდ საშუალო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. ელიტაში დასაბრუნებლად საჭიროა ის, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა - საჭიროა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს და აუცილებელია დაემატოს მენტალური მომზადება. წინსვლის შემდეგი ეტაპი არის ჩემპიონობა და იქ ამ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც დაგჭირდებათ. ამის გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა ვერ მოხდება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ: შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ბურთის დიდხანს დაყოვნებას!
achi
არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ზუსტად მისი მწვრთნელობისას აიღო გუნდმა თითქმის ყველა ჯილდო. იმ გუნდის დაშლა იყო მიზანი მავანი ხალხის მიერ. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო საქართველოში. ფიფიამ რომ დაღუპა გუნდი მაგაში გეთანხმებით.
Dato
კახა,გთხოვ ტორპედოში მოსვლაზე არ იზრუნო,თქვენ ჩაჩავასთან ერთად ერთხელ უკვე გააკოტრეთ გუნდი!
კობა
დინამოს არცერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს დინამოს მაისურის მორგებას. ეს მათთვის პატივი უნდა იყოს მაგრამ გააბანძეს სამწუხაროდ რომ მოიბდომონ ჩემ მეზობელ სვარჩიკსაც ჩააცმევენ ალბათ
ალექსანდრე
როინებს, ომარებს, ქავთარაძეებს და სხვა უპერსპექტივო ტიპებს ჯობს ათამაშოთ 19-20 წლის ბიჭები ვისშიც მომავალს და პერსპექტივას ხედავთ! კი ბატონო ნუ გახდებიან პირველივე სეზონში ჩემპიონები!!! შეთამაშდნენ, მომზადდნენ, გაიზარდონ და მერე გავაკეთოთ გათვლა შედეგზე!!! ოღონდ წესიერი მწვრთნელი მოიყვანეთ, უცხოელი და აზრიანი, კოჭლი იურასნაირები(იარარბეკი) არა!!! ვისაც გახსოვსთ, ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარა და სხვებიც ასევე 18-19-20 წლისები იყვნენ რომ მიეჩვიენ დინამოს და საბოლოოდ წლები მათზე იდგა ნაკრები! რატომ უნდ იჯდნენ დინამოს აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი ბიჭები ქავთარაძეების და ქიმაძეების თადარიგზე! ან მოისწრაფა სად გაუშვით, ან სხვები?! დაიბრუნეთ ყველა და ათამაშეთ ერთად ის ბავშვები ვინც ერთად შეიზარდა, დაუმატეთ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერი და ეგაა!!! პ.ს. ფიფიას ერთი ჭკვიანი მრჩეველი როგორ ვერ იშოვე ა?!
diñamo
თუ ამდენს შრომობთ და მაინც ეს შედეგი გაქვთ დაანებეთ თავი,სხვა საქმე სცადეთ. არ ყოფილა ფეხბურთი თქვენი საქმე
აკო
ვინმემ გააგდეთ ეს ფიფია მაქედან.. წურბელებითაა სავსე ქართული ფეხბურთიც და მთლიანად საქართველო.. ფეხბურთი დაამსგავსეს სამოყვარულო, გასართობ, იუმორისტულ სპორტს
ზურა
ეგ დირკა იყო ჩემპიონობა რო აგახია :)
ბათუმის ფანი
ბევრ გუნდს საქართველოში დინამო-ს სახელის ეშინია კიდევ,ეს რომ არა გავარდნის კანდიდატი იქნებოდა წელს
ბათუმის ფანი
ჩხეტიანს რას ერჩით ხალხო,რა კონტინგენტის საშუალება მისცა პრეზიდენტმა ისე თამაშობს გუნდი,ფიფია უნდა დააყენო მთელი დღე წაკუზული ,,ჟოპასტენკაში,,
ლ.გიო
ფიფია რო დამნაშავეა აქ ორი აზრი არ არი დამნაშავეა როცა მოგყავს მწვრთნელად ადამიანი,რომელიც გაგებაში არ არი მწვრთნელობის. მაგრამ კაი მოიყვანა დინამოში,ფიფიამ დაავალა რომ გუნდი ნახირს დაამსგავსეო?კაცმა ერთი ნორმალური თამაში ვერ აჩვენა გუნდში.საბურთალომაც წააგო მაგრამ ასეთი უსახური ფეხბურთი არ უთამაშია.სხვა დროსაც და სხვა გუნდებსაც წაუგია,მაგრამ ასეთი დებილური ფეხბურთი რო რომელიმე გუნდს ეთამაშოს ვერ ვიხსენებ.გუნდს მწვრთნელის გარეშეც შეეძლო უკეთესი ფეხბურთი ეთამაშა.მოკლედ ეხლა ჩხეტიანის მოყვანილი კვასხვაძე,კაპანაძეც გაიყოლოს წავიდნენ საიდანავ დიდი ამბით მოვიდნენ.ლოჩოშვილი რომ ლოქოშვილია ფაქტია,მაგრამ პირველი გილოც კვასხვაძის დებილობით გავიდა,მეორეზე სერთოდ აღარაფერს ვიძახი
კოტეს
ბატონო მარაზმატიკო ანიელის და ბერლუსკონის პასუხს თხოვდნენ ბევრად უფრო ნაკლებზე ჯერ კიდევ რომ რაღაც დონეზე იყვნენ და ხალხიც იმიტომ დადიოდა, ეს დონე კიდევ სამოყვარულოა და ხალხიც არ დადის რომელ მორალზე მელაპარაკები დააგდე მილანის დონე ტლად აქამდე და ვინ ივლის ვნახავ, დინამო ერთ ერთი დასწერბადი გუნდი იყო ევროპაში, ხალხი გააქციეთ სტადიონიდან დაუმთავრებელი უპასუხისმგებლობით თან ხალხს ეუბნები მოდითო და თუ გკითხე სად მოვიდეთ აი ამ მძღნერზეო რა გაგიკეთებიაო იმას ეუბნები და აქეთ "ეშპილკავები", იმიტომაც თამაშობთ ცარიელი ტრიბუნების წინ და ასევე ითამაშებთ სანამ აზრზე არ მოხვალთ, ფიფიას რა გაუკეთებია, ფიფიამ მოკლა დინამოს იმიჯი, ფიფიას დროს გუნდს არანაირი მიზანი აღარ აქვს, ფიფია ის კაცია თვითონ რომ ამბობს 100 უცხოელი მოვიყვანე და მარტო ჩისკომ გაამართლაო, ნორმალური კაცი ამის მერე დარჩეებოდა ფეხბურთში? ან სად გაგიგია რომელ ტრადიციულ გუნდში რომ შედეგი მარტო გარემონტებული აკადემიით განისაზღვრებოდეს და პაგალოვნად ყველასთან აგებდეს მაგრამ მაინც წარმატებულ პრეზიდენტად ითველობდეს აქეთ ხალხს ლანძღავდეთ და მორალს უკითხავდეთ, აბა ერთი კარგად ჩამოკარი იქნებ გონს მოხვიდე.
გია
"სტაფი"არსად დაგეკარგოს ჩხეტიანო.აი, შენ კი გაქრი
emigranti
ბოდიში, გამომრჩა, რამოდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც იყო მოსული, ეტყობა ეგონათ ბევრი ხალხი მოვიდოდა:)...მალე გაიძურწნენ:))).
emigranti
ბატონო კახა! ეს ბოდიშის მოხდასთან ერთად რომ გაგეკეთებინა, უფრო ჩაგეთვლებოდა. სამწუხაროდ მხოლოდ თქვენ არა ხართ დამნაშავე "დინამოს" ამ დონემდე მიყვანისა. ბატონი რომან ფიფიაა მთავარი დამნაშავე ამაში და ის როგორ მოვიშოროთ მაგაშია პრობლემა. ერთ რამეს გატყვით. ჟორდანიას "მეფობისას" ბევრი სამარცხვინო ფაქტი ხდებოდა "დინამოში", არაერთხელ დავწერე სპორტში და ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. ვერაფერს რომ ვერ მივაღწიე, გაზეთში ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციის გამართვის და ჟორდანიას გადადგომის მოთხოვნით გულშემატკივართა შეხვედრის თარიღი და დრო გამოვაცხადედ ბატონების მერაბ მამულაშვილის და კონსტანტინე გოგიშვილის თანხმობით. აბა რა გითხრათ. დასვენების დღეს, შუადღისას, კარგ ამინდში, სულ 20 კაცი მოვიდა. ბატონი მერაბ მამულაშვილიც იქ იყო და დამიდასტურებს რამე რომ იყოს. გარემოებებმა და ჩემმა გაუსაძლისა ხასიათმა სამშობლოს მომაშორა და გეფიცებით, საქართველოში რომ ვიყო აქამდე ავაოხრებდი ფიფიას რეზიდენციას. დათქვით დღე, შეიკრიბეთ, ათასობით, და შეუსრულეთ მაგ ნაძირალას. სიგიჟემდე ვამაყობ ქართული ფეხბურთით და მისი ტრიუმფით, "დინამო" ხომ ხატია ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ასეთი მე მარტო არა ვარ. ჰოდა მოშორდით ამ დედანატირებ კლავიატურას და ვისაც გული შეგტკივათ გამოდით. აბა გულშემატკივარი რატო გვქვია?! ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ.
კოტე
ანიელის და ბერლუსკონის ის ხალხი უწყობდა ობსტრუქციას, ვინც ბილეთში და ატრიბუტიკაში ფულს იხდიდა, ვის გამოც სპონსორები რეკლამის უფლებას ყიდულობდნენ, ანუ ვინც დეფაქტო გუნდს ინახავდა. ჩვენთან კიდევ ევროთასებზე გაახსენდებათ გუნდი და მიტინგების უფლებას ითხოვენ. კარგით რა )) ვიდრე ამხელა წარმოდგენას შეიქმნიდეთ საკუთარ თავზე, ელემენტარულზე დაფიქრდით - ფიფიასთან შედარებით რა გაგიკეთებიათ კლუბისთვის და როცა მიხვდებით, რომ არც არაფერი, იქნებ ეს პრეტენზიები მაინც დაგიცხრეთ. ერთადერთი, ვისაც მორალური უფლება აქვს პრეტენზია ქონდეს, გლადიატორებია, რომლებიც დარშიც და ავდარშიც გუნდს გვერდში უდგანან, თუმცა თქვენნაირი მოთხოვნებით ისინი არასდროს არ გამოდიან. უკაცრავად ასეთი მწარე პასუხისთვის, თუმცა სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოთ.
emigranti
"ც" რამ დაგამატებინა, ფიფიაა თავი და თავი მთელი ამ უბედურების. მეხუთე წელია მაგას გავყვირივარ და დისლაიკების კორიანტელი იყო. ჩემზე გამძლეებსაც ვერ გაიძლო ნერვებმა. კლავიატურით ამ უნამუსოს ვერ მოვიშორებთ, იურიდიულად მეპატრონეა, მაგრამ მმართველობას ნამდვილად უნდა მოშორდეს. აიკრძალოს 21 ან 23 წლამდე ფეხბურთელების გაყიდვა გარდა ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებისა). მოკლედ ბევრი რამაა შესაცვლელი კლუბში და ხალხმა უნდა ავირჩიოთ დინამოს მმართველი.
Simartle
კახა ჩხეტიანს მინდა მადლობა ვუთხრა რომ დატოვა დინამო თბილისი ღირსეული ნაბიჯი გადადგი ღირსეულად თან ბოდიშის მოხდით მაგრამ!!! კახა ერთ რამეში არ დაგეთანხმები !!! ბულინგი კი არ მოყვა ინტერნეტსივრცეში ფეხბურთელების თქვენი და მთლიანად დინამო თბილისის არამედ!!! სამართლიანი შეფასებები მოყვა ქომაგებისგან სიმართლე ითქვა!!! და ამას ბულინგი არ ქვია!!! მაგრამ მესმის თქვენიც...თქვენს თავზე იღებთ პასუხისმგებლობას...ფეხბურთელები რომან ფიფია და დინამოს ხელმძღვანელი პირები კი ჩუმად არიან!!!და კიდევ დიდი მაგრამ!!! თქვენი გადადგომით წასვლით და სხვისი დანიშვნით მხოლოდ,სიტუაცია არ შეიცვლება!!! რა დონეზეც არიან ფეხბურთელები გაზრდილები იმ დონის ფეხბურთს ითამაშებენ მეტს ვერა!!! ანუ ბავშთა ფეხბურთი სავალალო დღეშია!!!არ ვითარდება სწორად შედეგი რომ მოიტანოს!!! ასევეა სამწვრთნელო კუთხითაც!!! ხოლო დინამო თბილისში კი სიტუაციას აფუჭებს არასწორი სელექცია!!! ჭ კლასის უცხოელებში რატომ ყრით ფულს?!?...ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც მივმართავ რომ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან შეკრიბოს მასალები ერთ დიდ დოკუმენტის სახით როგორც ბავშთა ფეხბურთში ბავშვების აღზრდის კუთხით ასევე მწვრთნელების კვალიფიკაციის კუთხით სულ 5ადამიანის ვოიაჟი ეყოფა ამას ყველაზე მაქსიმუმ!!! და რომელი დეტალებიც კი ქართულ ტექნიკურ ფეხბურთს შეესაბამება დანერგეთ და ასევე ფიზ მომზადების კუთხით ბავშვთა ასაკიდან სწორად რომ აღიზარდონ ესეც!!! და შედეგი ამის Dემდეგ მოვა პლიუს ბავშვთა ფეხბურთში ფინანსების საჭირო დაფინანსება გაზარდეთ აიღეთ საკუთარ თავზე კლუბის მეპატრონეებმა რადგან ბევრ ნიჭიერს პერსპექტიული ტალანტიანს ბუნებრივად რომ აქვს თანდაყოლილი ყოველთვიური და შეკრებების ფულის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ!!! და თავს ანებებენ ფეხბურთს!!! და იკარგება ტალანტები!!! თუ არადა აგერ უდაბლესი შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!ფიფიავ ან გაითვალისწინე რჩევები ან ფეხბურთის მცოდნეები სუფთა წარსულის მქონე ხალხს მიყიდე გუნდი ქართველებს მხოლოდ!!! და არა აქ უკვე ძველ ყოფილ მეპატრონეებს!!! არც მათი დინამო თბილისი იყო გუნდი-იყო ფულის საკეთებელი დაზგა მხოლოდ!!! და ასევე ლევან კობიაშვილი თქვენც გაითვალისწინეთ ეს რჩევა როგორც ბავშვთა ისე ზრდასრულ ფეხბურთელთა ასევე მწვრთნელთა ბავშვთა თუ ზრდასრულთა განვითარების პროგრამის დანერგვა მასალების მოძიება ერთ დოკუმენტად აკინძვა და საქართველოშივე სემინარების გამართვა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მწვრთნელად გახდომის მსურველთა დასაკმაყოფილებლად!!! მილიონებს ან ასი ათასობით რომ იხდით უცხოელ მწვრთნელებს ანდა ერთჯერად სემინარებზე რომ უშვებთ ერთ ორ ადამიანს და დიდი ხარჯები რომ ჭირდება ყოველივეს!!! თუ არადა ასე დაბეჩავებული შედეგები გექნებათ!!! ხალხნო ნურცერთი ნუღარ მივალთ სტადიონზე და იქნებ დაფიქრდნენ ? ასეც ვცადოთ ერთხელ რას იტყვით!? ჯერ კორონას გამო მაინც უმაყურებლოდ მოუწევთ მაგრამ გადაივლის ეს კორონაც და მერე ითამაშონ ცარიელი ტრიბუნის ქვეშ!!!
123
სწორი გადაწყვეტილებაა. საკმაო დრო გქონდა ბატონო კახა იმისათვის რომ დინამოს ფეხბურთი ეთამაშა, თუმცა ვერ შეძელი. გუნდის თამაში ოველდღიურად უარესდებოდა. თამამი და აუციელებელი ნაბიჯი გადადგი
გ
პარლამენტთანაც უნდა იკრიბებოდეს ხალხი როცა საჭიროა და დინამოს რეზიდენციასთანაც, მარტო ფიფიასი ნაღდად არაა თბილისის "დინამო", ეს საქართველოს წამატებული ფეხბურთის და საამაყო ისტორიის მთავარი ნაწილია, ვინაა ფიფია, ფიფის კი არა ბერლუსკონის და ანიელის უწყობდნენ ობსტრუქციას, როცა რამე არ მოსწონდათ, ან ესპანეთს გადახედეთ. ბერკეტი არის ხალხი, რომელიც სულგრძელად და პატიოსნად ელოდება დინამოსგან წარმატებას, მაგრამ ფიფიას ეს არ ესმის და არც აინტერესებს. სანამ უნდა ვუთმინოთ ამ დინამოსადმი გულცივ არსებას, გადადგეს, გაყიდოს ან გააყიდინონ დინამო.
status quo
ერთი მთხლე წავიდა,მეორე მოვიდა.ასე საქმე არ გამოვა.ასეთი მწვრთნელებით და საშუალოზე დაბალი დონის,ხურდაში გასაყოლებელი ფეხბურთელებით ვერაფერს გავხდებით.ბრაზილიის სკოლის გუნდების დონისაც კი არაა დინამო.არც მენეჯმენტი უვარგა. ნეტავ,ფიფიამ რუსეთში როგორ იშოვა ეს დიდი ფული? ეტყობა, რომ უპატიოსნოდ,თორემ ნიჭიერი და მონდომებული საქმის მკეთებელი ბიზნესმენი რაღაცას დაამგვანებდა გუნდს.
გიორგი
ფიფია როგორ გავუშვათ? რა არაა ღირსი? ესეთი შედეგის დამდები პრეზიდენტი რომელ ნაღდ გულშემატკივარს უნდა, იმ ბარსელონის პრეზიდენტზე კარგია ფიფია დავიჯერო? და ჩემთვის დინამო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი. დავიღალე, ამ ერთი კაცის გამო საყვარელ გუნდს როგორ არ ვუგულშემატკივრო???!!!! პ.ს ვეტერანები სად არიან დინამოს დიდიებას რომ ატარებენ???
zurab
კობიაშვილს პარლამენტში რა უნდა? ეს საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ! რა, საქმე გამოელია
Gia
ბევრი იშოვე,შეირგე გთხოვ აღარ გაეკარო უმუშევრობის პირობებში ტორპედოს,ხომ დაღუპეთ შენ და ჩაჩავამ აღარ მიხვიდე გთხოვ!
Master
ნამდვილად ღირსეული კაცია ჩხეტიანი.ფიფიას მორიგ ავამტიურას შეწირული.ამის ხელში ჟორდანია რო სანატრელი გაუხდება დინამოს.არანაორი ბერკეტი არაა ამ ფიფიას მოსაშორებლად ნეტავ?გამოვა დაიწყებს ეხლა ისევ,აკადემია,აკაფემია,აკადემია...ვის რა ფეხებად უნდა ეგ შენი აკადემია,თუ ყოველ წელს სირამარცხვინოდ უნდა გამოხვიდე ევროპაზე.მაგ აკადემიამდეც იზრდებოდნენ ფეზბურთელები დინამოში.ერთი საშუალო კლუბი ვერ შეიქმნა 30 წელიწადში საფეხბურთო ქვეყანაში არადა ყაზახებმა,ბელარუსებმა,აზერებმა,მოლდოველებმა შეძლეს,მალე სომხებიც შეძლებენ,ჩვენ კი ერთ უაზრო წრეზე ვტრიალებთ.
გოჩა
ეს ტორპედოში წავა იქ დაქცევამდე მიიყვანეს გინდი,ახლა ახალი პატრონია და კიდე არის შოვის და დაბოლების შანსი..დინამოში მთლად ასე ვერ იზამდა..იქ კიდე კლანი ელოდება..აბა ჰე ეხლა ხელმეორედ ტორპედოს დაქცევის გზას გაუყევი კახა..
mirosan
საერთოდ რას გადადიოდა დინამოში??? არ იცოდა მაგ მკვდარი სულების ყველა გრეხს მაგას რო დააბრალებდენ???
zaza
აჰა განტევების ვაცი გამოუყვანიათ!! უნდა თქვა რომ ფეხბურთელები არ გივარგა მარტო შენი ბრალი არ იყო ეგ წაგება, სულ უმწვრთენლოთაც რომ იყოს გუნდი ეგეთი სამარცხვინო ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს!! ბულინგს რაც შეეხება არა მგონია ვინმე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის მოწოდება იყოს რომ რომელიმე ფეხბურთელზე იძალადოს ან რაიმე მსგავსი მოწოდება იყოს. გუნდი რომ არ ძლიერდება, სელექცია რომ არ მუშაობს და დაბალი დონის მოთამაშეები ჩამოგვყავს, ამასთან საშუალო დონის ფეხბურთელი რომ გამოჩნდება და ეგრევე ვყიდით, რისი იმედი უნდა გვქონდეს?? ფიფიამ დინამო ვერ გახადა ისეთი გუნდი რომლითაც ჩვენი ვიამაყებდით, ევროსარბიელზე დინამო მაჩანჩალა გუნდად აქცია!!!
ირაკლი
რუსთავიდან, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ქართულ ფეხბურთს ტკივილამდე და უძილო ღამეებამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩხეტიანი (რომელთანაც არანაირი სეხება არ გამაჩნია)და მისი უამრავი წინამორბედი, ყველაზე ნაკლებად არიან "დამნაშავეები". ისინი აისბერგის ხილული ნაწილები არიან. მენტალობა,საქმისადმი სიყვარული,შრომა, თავდადება... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! -ეს გვაკლია ჩემო კარგებო, თორემ მწვრთნელები საქვეყნოდ აღიარებული გვყვადნენ და შედეგი მაინც ვერავინ დადო.

რაულ გონსალეს ბლანკო, მაგას ჩვენ კი არა, პატარა ბავშვიც ხვდება, მაგრამ ხმის ამომღები ვინ არის? ერთი წერდა, ამოიღონ ხმა ვეტერანმა დინამოელებმაო, მაგრამ აბა ჰკითხე ერთი როგორი კაციაო და რას გეტყვიან? დარწმუნებული ვარ, საკუთარს თეთრს არ ხარჯავს, სულ სახელმწიფოსგან მიღებულ ფულზეა დინამო და იმიტომაც არის კარგ დღეში. ჩვენ არა, მაგრამ საკმაოდ არის ხალხი, ვისაც დღემდე სჯერა მისი არაკების
გიო
რა შუაში იყო ჩხეტიანი? ან ფეხბურთელები რა შუაშია? რომლებსაც მეტი არ შეუძლიათ. ვსვამ ლოგიკურ კითხვას - ეს ფეხბურთელები როგორ წარმოგიდგენიათ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე? როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” სახელისა და წარსულის შეურაწყოფა? როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” ისტორიის დამწერი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების შეურაწყოფა? წყლის პირში ჩაგუბება აქ დანაშაულია, დადუმებულია ფედერაცია, ვეტერანები, ფანკლუბი, რომელთაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ და ამ შესაძლებლობების მაგალითიც სხვა ქვეყნებში ბევრი გვინახავს. გთხოვთ ნუ ჩაიდენთ დანაშაულს და ნუ უყურებთ ყველა ჩვენგანის სიამაყის გარდაცვალებას გულხელდაკრეფილი, ბოძებული პატარ პატარა ანგარებების სანაცვლოდ.
მწარე
წადი ბიძია წადი, თურმე ,,აბულინგებენ '' ): :( ფიფიამ, შენ და იმ ვაი ფეხბურთელებმა რომ დააბულინგეთ ამხელა გულშემატკივარი და მთელი ქარტული ფეხბურთი შეარცხვინთ ეგ არაფერია ხომ?
wbc
რამდენს უნდა შეახოცოს ხელი
hhh
ისე რაც ეს ფეხბურთი განვითარების ფონდი თუ რა უბედურებაცაა ეს შეიმნა იმის მერე წინსვლის ნაცვლად საკლუბე ფეხბურთი სულ დაიქცა. არა არც მანამ იყო დიდი არაფერი მარა მილიონები მაინც არ იჭმეოდა ამდენი.
wbc
ბულინგი ფიფიაზე არ მოქმედებს?
გენა
რაო ბულინიო? ბულინგი კი არა უმკაცრესი კრიტიკაა. აბა ამას რა გონია? ფიფიაც უნდა მიყვეს ჩხეტიანს. გუნდიც უნდა გაიწმინდოს და უფრო კვალიფიციური მოთამაშეებია საჭირო. ჩისკოს ეს არავითარ შემთხვევაში არ დაემართებოდა. ტირანასთან კარში პერალესით და დაცვაში მონხილით არ წავაგებდით!!
შაკო
ფიფია ნახვამდული
დაT
ძალიან კარგი მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა რომან ფიფიაა, თუ ფიფია დარჩება დინამოში, ეს უბედური კლუბი ისევ გაივსება უვიცი მწვრთნელ-ფეხბურთელებით.
მიხაელ
მე პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს , შეიძლება კარგი კაცია გულიანი, მაგრამ მიმაჩნია რომ გინდა ყოფილა ეს მწვრთნელი და თუ გინდა მოურინიო , ალეგრი ან კონტე მიიყვანონ შედეგი იქნება ყველას ერთნაირი. აქ პრობლემა არის დიდი შემადგენლობაში. 70% უნდა გაუშვა გუნდიდან დანარჩენები კი უნდა ათამაშო მეორე გუნდში რომ განვითარდნენ. პ.ს. თუ თავად არ ყოფნით ფანტაზია სფფ-ს და მის პრეზიდენტს , მზად ვარ მე დაწერილი პროექტი მივაწოდო, დააფინანსონ 200 მილიონი ლარით და 10 წელში იქნება კონკრეტული შედეგი . მე პირადად არც თანამდებობა მინდა და არც ხელფასი, ისედაც კარგად ვარ უზრუნველყოფილი.
jango
ყოჩაღ ჩხეტო. თუმცა სჯობდა შენს მიერ დადსტურებული უვარგისი და უმაქნისი ფეხბურთელები გაგეყარა, მაგრამ ასე არ ხდება შუა სეზონში. მაგ არაკაცების სინდისზე იყოს წაგებაც და შენი წასვლაც.
ზურა
ბიჭო ტორპედო შეგეხვეწათ წამიყვანეთო??? ყოფილი ტორპედოელები რო წავლენ დარჩენილი ნარჩენებს რას უზამთ???
Irakli
ძან გამხარდა ამის წასვლა თავიდნვე შეცდომა იყო ამის მოყვანა კვასხვაძეც მიყვეს უკან და მერე ფიფიაც ერთი ნორნალიირ ფეხბურთლი ვერ ჩამოუყვანია კაცს ფიფა წადი მოწყდიი თფიკისის დინამოს უკვე მცხვენია ამხელა ისტორიული კლუბი ესეთ დხეში როარის კარგი ვიც ვყავდა ყველა გაუშვა და დატოვა აქ ჩაჩურა ფეხბურთელები უკვე თფილისის დინამოს გულშემტკივრებს მთელ საქართველოს გვაყენებ შეურწყიბას შენი საქმიანიბით ხელს უწყობ რო დახუპო კლუბი ამას აკეთებ შენ ფიფია წადი რააააააააა წადიიიიიი არასდოს არ გაძლიერედება ჩვენი ჩეპიონატი თუ გაშვით ნიჩიერი კაი ფეხბურთეკები სხვა ქვეყნის ჩეპიონატში რო დატივებთ ნიჩერ და ძლერ ფეხბურთოებს აქ ჩვეთან გადაუხდით კაი ხელფას უფრო გაძლერდება ჩეპონატი ვიც კაი ფეხბურთელი გამოჩდება კარგად ითამაშებს ეგრევე უშვებთ მერამდენეჯერ გეუბნები ფიფა წადიიიიიიიიი გვარცხვენნ წადი მიცი სხვას შასი უფრო განავთაროს დინამო წადიიიიიი
ამირანი
ბულინგიო?! კიდევ ვერ ხვდება რა ქნეს და დინამო რას ნიშნავს !!!

რა მოყვა, ბულინგიო?! ისა და ქართულად სულ ვეღარ ლაპარაკობთ თუ მოდაში აღარ არის ქართული ?! ბულინგი კი არა თქვენ რა საზიზღრობაც მოიმოქმედეთ გუშინ პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე!!! მაგას სახელი არ ააქვს საერთოდ!!! ეს კიდევ ბულინგიო !!! გადასარევი პირდაპირ !!!
sos
ბატონო რომან თქვენი ჯერია, რამდენი წელია უკვე შედეგი არ ააქვს დინამოს, როდემდე?! ხომ უნდა მიხვდეთ რომ ეს საქმე თქვენი არ არის არაააა!!!
ზურა
ბიჭო მადლობაო თავდაუზოგავად შრომობენო. მართლა არ მესმის თუ თავდაუზოგავად შრომობენ ესეიგი საერთოდ აზრზე არ არიან რას შრომობენ. რასაც აკეთებდნენ ფეხბურთთან საერთო არ ქონდა არაფერი.
მწრთვნელი
მეკარე!!! კვასხვაძე არ უნდა გაყვეს თან!?
Vasili
ეეეჰ, ეს პატიოსანი კაცი, რა ტყულად შემოგვიგდო ფიფიამ პაიკივით. ყველაზე ნაკლები დამნაშავე ეს კაცია, ვიმეორებ ფერგისონ- მაურინიოც კი ვერ დადებდა ამაზე უკეთეს შედეგს! შანსი არააა ! გუნდში გყავს ადამიანები რომლებიც ფეხბურთთან საერთო არაფერი არ აქვთ , და მწვრთნელი ჯადოქარი ხომ არაა?? ფიფია უნდა წავიდეს !!! აქ სხვა გამოსავალი არ არაებობს, გაყიდოს გუნდი და ახალ მოსულს კონტრაქტში ეწეროს რომ გუნდი უნდა შექმნას ისეთი, რომელიც რეგულარულად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგას!!! პრიორიტეტი უნდა უყოს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა!! ავიღოთ მაგალითი როგორ მუშაობენ გრანდები, როგორ ხდება იქ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს არის ქვეყნის პრესტიჟი, ბრენდია დინამო ბოლოსდაბოლოს და დინამოს წარმატება ნიშნავს საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევას, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ნიშნავს პოპულარიზაციას მთელ ევროპაში ქალაქის და ქვეყნის მთლიანად, ლიგაზე მოხვედრა ავტომატურად ნიშნავს ქვეყანაში ბევრ ტურისტს და ახალგაზრდობის ფეხბურთში დაბრუნებას, ან ყველაფერს მოაქვს სერიოზული შემოსავალიც! ყველაფერი ეს ერთმანეთზეა მიბმული, ასეა ყველგან !!! რამე ხელმოწერები ან ინტერაქტივი ან რამე გადაცემა გაკეთდეს რო ეს ხმა მივაწვდინოთ ბატონს!!! თორე ყრუა ან ბრმა!!!
რაულ გონსალეს ბლანკო
ფულის გათეთრება ბაბაია!
თელავი
ფიფიაც წასასვლელია.დინამო ყოველ წელს უკან მიდის.ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!!!!!!
ქომაგი
ვისთან წააგენ, ნორმალური გუნდი მაინც ყოფილიყო. იმ გუნდთან დინამო ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ალბათ დადგა დრო ჩვენც გავიგოთ, რომ საქართველოში საკლუბო გუნდების იმედი არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა ყველას გაყიდიან. ერთი ნაკრები თუ იზამს რამეს.
მენტალური მომზადების ცენტრი
ტექნიკაზე, ტაქტიკაზე და ფიზმომზადებაზე აუცილებელია მენტალური მომზადების დამატება. ამის გარეშე წინსვლა ვერ იქნება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ასევე ბურთის დიდხანს დაყოვნებას!
ლ.გიო
საერთოდ რისთვის მოდიოდი? წაიყვენე შენი ბალასტი-დირკა კვასხაძე,ელვა,მეხი და სხვა სტიქიური მოვლენები...
ქომაგი
ეს არ უშველის პრობლემას! დამიჯერეთ არაფერი შეიცვლება. დროა ფიფიამ გაასხვისოს გუნდი. ნამდვილ ქომაგებს ამით ვერ მოატყუებთ ბატონო რომან! თქვენი ადგილი დინამოში საკვანძო პოზიციაზე არაა! თქვენ დინამოს ბრენდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეთ!. კვლავ ახალ წრეზე აპირებს გასვლას!. რაც შეეხება ბულინგს- ჯერ გაერკვიეთ ამ ტერმინში აჯობებს. ხმა ამოიღეთ ჟურნალისტებმაც, ნუ ათამაშებთ ერთ ადგილს, თქვით სიმართლე. სადაა სახელმწიფოს მიერ დახარჯული მილიონების შედეგი?, ეს უკვე კრიმინალიცააა!
გიორგი
დინამოს პრობლემა არის მწვრთნელიც და კლუბის ხელმძღვანელობაც მთილად და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატი არის ძალიან დაბალი დონე მსოფლიოში ვართ 44 ადგილზე და 43 ზეა მალტის ჩემპიონატი და ლიხტენშტეინიც კი გვისწრებს და როცა ფედერაცია სპორტის სამინისტრო და პარლამენტის სპორტის კომიტეტი გამოდის და საუბრობს რომ ჩემპიონატის დონე იწევს მაინტერესებს რაში გამოიხატებაა ამ დონის აწევაა? მახსოვს ქეცბაია იძახდა რომ რამდენიმე წელიწადში საერთოდ ფსკერზე იქნება საქართველოს ჩემპიონატიო და ეგ დროც დადგა სამწუხაროდ თუ იქამდე კიდე რამეს ახერხებდნენ ქართული კლუბები ახლა ბოლო წლებია უკვე სომხეთის ალბანეთის ყაზახეთის და აზებაიჯანის გუნდებიც კი უპრობლემოთ გვიგებენ და არც კლუბების ხელმძღაველობას არც ფედერაციას და არც სახელმწიფოს არ აქვს არანაირი გეგმა შიდა ჩემპიონატის გაძლიერების და დონის აწევის და ის ფული რა ფულსაც აძლევენ კლუბებს რაში იხარჯება არავინ იცის ხან გუნდების რაოდენობას ამიცერებენ ხან კალენდარს ცვლიან მარა ეს შედეგს არ შეცვლის თუ რეალური პროგრამა არ დაიდება ეს პროგრამა კიდე არ ჩანსს.

მე მგონი თვითონ ჩხეტიანი ვერ გაერკვა, რა გაუგებრობაშიც მოყვა. რაც ფიფიას ხელშია დინამო, ბოლო არ უჩანს მის ზღაპრებს დინამოს ძველი დიდების დაბრუნებაზე და ევროტურნირებზე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე. ამის საპირისპიროდ გუნდში მიდიან და მოდიან საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ მესმის, რისი მიღწევის იმედი ჰქონდა მთავარ მწვრთნელს? დინამოელები უაზროდ შეყვარებულ გულშემატკივარს კი ჰქონდა ტირანას უპრობლემოდ დამარცხების იმედი, მაგრამ რეალობა მატჩამდეც სულ სხვას გვკარნახობდა.
ლადო
ეს უკვე სხვა საქმეა! ახლა დოლიძე, მუგინეიშვილ კვასხვაძე და ტორპედოს სხვა ნარჩენებმაც აიკარით გუდა ნაბადი
giorgi
სპორტული დირეკტორიც გაიყოლე... ფიფიაც ბარემ!! თორე გადაწერა ქართული ფეხბურთის ისტორია
გოგა
ერთი ცხვარი შეწირა მარტო ამ ამბავს:)
KA
ადრეც ამბობდა პასუხისმგებელი მე ვარო და მაინც გუნდში იყო აიახლა ღირსეულად მოიქცა და დატოვა გუნდი თავიდანვე არ მომწონდა რომ დანიშნეს
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს