უკრაინის პირველი ლიგის კლუბ ტერნოპოლის "ნივას" ქართველი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა.

ავთანდილ მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში ტერნოპოლის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ფუნქციონერის ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო და გუშინ, 20 აგვისტოს, საღამოს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით "ნივამ" უკრაინის მეორე ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის მოგება მოახერხა და პირველ ლიგაში დაწინაურდა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით

სოსო
ჩემს პოსტზე დისლაიქები(დაწუნებები) და გამოხმაურებები ვნახე და შემეშინდა.რა არის ხალხო,სინანული და ნიშნის მოგება,ერთმანეთისაგან ვეღარ განგისხვავებიათ?ფეხბურთის მოყვარული კაცი,სხვა,ფეხბურთზე გადაგებული,თანაც ქართველი ადამიანის გარდაცვალებას,ნიშნის მოგებით რომ არ შევხვდებოდი,ამას ახსნა უნდა სჭირდებოდეს?ქართველიც რომ არ ყოფილიყო,ქართველი კაცი,ახლად გარდაცვლილზე,ნიშნის მოგებით რომ არ დაიწყებს ლაპარაკს,ამას ახსნა უნდა?ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე,ან კიდევ მე მქონია თქვენზე,დაუმსახურებლად კარგი წარმოდგენა.მაპატიოს ავთანდილ ნადირაძის სულმა,რომ კაცი,ჯერ კიდევ არ გაციებულა და აქ დავა კამათი ავტეხე,მაგრამ ქართული წესი არ არის,(ან სადაური წესია)გარდაცვლილზე ცუდად ღლიცინი.ვწუხვარ,რომ ამის ახსნა მჭირდება,მაგრამ მტერიც რომ იყოს,გარდაცვლილს და მის ჭირისუფალს,ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს.ძალიან ვწუხვარ ავთანდილ ნადირაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ,მის ჭირისუფლებს.
ნეო
როგორც ჩანს ბობოლები გვამზადებენ მეორე ტალღისთვის რომელიც ასე ღრმად და საფუძვლიანად არის დაგეგმილი უკვე დიდი ხანია. ადამიანი დაიღუპა და ეს სტატისტიკისთვის გამოიყენო ხომ უფრო დიდი მარაზმი. დროა გავიღვიძოთ , გავიღვიძოთ
Georgian
ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ... 1.ავთანდილ მდინარაძე ამ გუნდის ყოფილი პრეზიდენტია. პრეზიდენტი იყო 2012-2015 წლებში. 2.საავადმყოფოში გადაიყვანეს რამოდენიმე კვირის წინ და ამ ხნის განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, რაც პათოლოგიურ დაავადებებზე მიუთითებს. კორონავირუსი დაავადება არ არის. არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალების დიაგნოზი იყოს. 3.ინტერნეტსივრცეში ერთადერთი ოფიციალური წყარო მოიძიება - ტერნოპოლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ამ წყაროზე დაყრდნობით, ყველა ერთი და იმავეს იმეორებს, მაგრამ არასწორია ექიმის მხრიდან ასეთი დიაგნოზის დასმა. 4.იმავე ინტერნეტსივრცეში თუ მოიძიებთ ინფორმაციას, აღმოჩნდება რომ ავთანდილ მდინარაძეს გულის დაავადება ჰქონდა. 5.სამწუხაროა, რომ ეს კორონავირუსის ისტერია ვერაფრით მთავრდება.
Mdaa
პირველ რიგში აცხონოს ღმერთმა და სამძიმარი ახლობლებს !!!! ეტყობა სადაც შოულობდა ეს კაცი ფულს იქვე მიხედა მის საყვარელ საქმიანობასაც ....კარგი იქნებოდა რომ საქართველოში მაგრააამ იშოვნი კი მაგდენ ფულს საქართველოში ...?! ან რომ ჩამოიტანო ეგრევე გაგატყავებენ და საქმის კეთებას მაინც არ გაცლის არავინ თუ ცოტა არის მაგალითები აი თუნდაც კოკაია და ზესტაფონი ...!!!
giorgi
უფრო ადრე ინფარქტი მოკლავდა ამ შემთხვევაში.
Megreli
რომ ყოფილიყოზე შეიძლება ყველაფრის თქმა და წარმოდგენა, საქართველო გერმანია რო ყოფილიყო, ბებიას რომ ის ქონოდა და ასე შემდეგ. ადამიანი გარდაიცვალა, ვიზიარებ მწუხარების გარდა არ ღირს რაიმეს თქმა. პატიცისცემით
zaza
საქართველოში ფულის შოვნის საშუალება უნდა მოგცენ გუნდს, რომ უპატრონო.
სოსო
ძალიან ვწუხვარ!საქართველოში რომ ყოფილიყო და აქაური გუნდისათვის ეპატრონა,იქნებ ცოცხალიც გადარჩენილიყო.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა