როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა.

"საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას." - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.

წყარო: phrgeorgia.wordpress.com

კახაბერ-ს კახაბერისგან
სიტყვა-სიტყვით დაწერე და თქვი ჩემი სათქმელი! დღევანდელობაში ამ ფაქტორებს ვინც არ გაითვალისწინებს, უნდა ვაღიარო რომ მართლაც ასე (ჩემსავით) მოუვა
gio
შენ გაიხარე
კახაბერ
კარგი ცოლი თუ გყავს ესეიგი ღცთის წყალობა დაიმსახურე. დღევანდელი გადასახედიდან როცა მამაკაცის როლი დაკნინებულია ოჯახში და ამავდროულად თუ მამაკაციც ცოტა რბილია ოჯახში გოგონა იზრდება არასწორად რაც გამოიხატება მამაკაცის დაუფასებულობაში გოგონა არ თვლის მამას მთავარ ფიგურად ოჯახში, რაც ავტომატურად აისახება როცა იგი გათხოვდება მეუღლე რაც არუნდა უყვარდეს თუ შეგნებაში ცოტა მოიკოჭლებს ქმარს არ აფასებს ისე როგორც საჭიროა დაუფასებულობა იწვევს რბილად რომ ვთქვათ კომფლიკტურ მომენტებს ხოლო თუ "უჯიშოცაა" გადაგიყვანს კაცს ჭკუიდან ასე რომ დაოჯახებამდე კარგად შეამოწმეთ როგორ გარემოში იზრდებოდა თქვენი მეუღლე. ნიკოლოზ სიმტკიცეს გიდურვებ წარმატებები კარიერაში.
Giorgis
ბასილაშვილი მინდა გამართლდეს, თუ ის მართალია და ცილისწამების მსხვერპლია(ოჯახში ვინ როგორია, ეს საზოგადოებამ არ იცის, ბევრი დადის შენიღბული იმიჯით). რაც შეეხება დოროყაშვილის ქალს, სამკურნალო კი არა, უთავმოყვარეოა, თუ აქამდე ითმენდა ძალადობას და არც მოძალადის მხრიდან მე პირადად ფულის დავას არ დავიწყებდი.ზოგადად, ქართველ ერში ძალადობა მიღებული ფორმაა და ვინც არ ითმენს ძალადობას, ბევრი მამრის თვალში სამკურნალოა.
დათო
ნიკა ხვალ ცინცინატის მასტერს იწყებს, ხვდება ოჟეს!!! რატომ არ წერთ ამ ინფოს, გულშემატკივარი ჩოგბურთის გაცოცხლებას ნახევარი წელია ელოდებოდა???!!!რაც შეეხება კომენტარებს, რომელიც წავიკითხე!!! ასეთი ქილიკი, ღადაობა და ცილისწამება მოდის იმ ხალხისგან , ვისაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია!!! ეს ის ადამიანებია, ვისაც საკუთარ ოჯახშიც ვერ იტანენ და სიყვარულზე და მეგიბრობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!!! აქ რა გინდათ საერთოდ??? !!! კაცი ხვალ ტურნირს იწყებს და იმის მაგივრად, რომ უგულშემატკივროთ, შემოდხართ და ჭორაობთ ბაზრის დედაკაცებივით!!! გულშემატკივრებს გილოცავთ ჩოგბურთის განახლებას!!! წარმატებები ნიკას!!!
ჯეკო
არაფერი არ დამძიმებია. აიღეთ ეს სტატია. იმენნა ანგრევთ სპორტსმენებს მორალურად. კაცს შეჯიბრი ეწყება ზეგ.
ჟორა
მე მგონი ამ არასამთავრობოების მაღალი ხელფასების გულისათვის გამოისობით, კაცს ცოლის მოყვანას გადააფიქრებინებენ. პირადად საცოლშვილო რომ ვიყო, ამ სიტუაციაში ცოლს არასოდეს მოვიყვანდი.
გიორგი
კომენტარი უწერია ვიღაცას ძლიერი გავლენა აქვს იმ გოგოს ადვოკატსო, აეყვანა ბასილასაც მერე ძლიერი და კვალიფიციური ადვოკატი თუ იჩაგრება და მართალია რეალურად :) დაამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში, რადგან ვერ ამტკიცებს მაგიტოა გაჩუმებული როა ზუსტად და უნდა მცირე სასჯელით გამოვიდეს ან ფულით :)
Michael
მიჩუპიკჩუ - ს )) ანუ რადგან ძლიერი ადვოკატი ჰყავს იმ გოგოს მაგიტომ მოიგებს საქმეს? აიყვანოს ბასილაშვილმაც ძლიერი და კარგი ადვოკატი მერე ირმა ჭკადუა რომ დაიქირავა , რა ფული არ აქვს თუ შესაძლებლობა? სოლიდარობა ზუსტადაც უნდა არსებობდეს. დაამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში. ფინანსები თუ აქვთ ქალებს ეგ იმის ნიშანია,რომ კაცები აღარ ანძრევენ ერთ ადგილს რომ მოიპოვონ ფინანსები)
giorgi
საბოლოოდ ბასილაშვილი მაინც გამართლდება, დოროყაშვილი კი სამკურნალოა
KAXA
ქალებზე ძალადობას რათქმაუნდა არ ვემხრობი . მაგრამ ბოლო ხანებში მე რასაც ვხედავ რეალობაში გინდა სოციალურ ქსელში გინდა ქალების უმრალვესობას რომ ენა აქვთ წაგდებული და ისე არიან მართლაც რომ თავს გასულები ხანდახან მეც ვფიქრობ ეს ნამდვილად ცუდს მოიტანს
კვარა
ნაც-ქოც სექტას ახალი სათამაშო გამოუჩნდა - "გენდერული ძალადობა".
მიჩუპიკჩუ
რაც შეეხება ნიკოლოზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მე მხოლოდ ერთს ვიტყი ნელის უფლებებს ისეთი იურისტი იცავს აბაშიძეს ვგულისხმობ რომ მერწმუნეთ მისნაირი ავხორცი დედაკაცი მეორე არ მეგულეგა იურისტებში თვით საფარის დამფუძნებელი ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიაზე მეტი გესლი ბოღმა განათლება და გასაქანი აქვს თავის სფეროში. ასე რომ ნიკოლოზი განწირულია მინიმუმ მშობლის სტატუსის დაკარგვით და ჩემი აზრით სისხლის სამრთალსაც ვერ აცდება მხოლოდ და მხოლოდ აბაშიძის პერსონა მაფიქრებინებს ამას ამიტომ ლოგიკურია ხვალ ცინცინატზე ნიკოლოზის რომელ მოგებაზე აქვს საუბარი საერთოდ იმას ვფიქრობ 6-0 წაგება ხომ არ ავიღო რომელიმე სეტში ალისემესთან ძალიან მგონია 30 აქვს კოეფინენტი. არ ვიცი რა ვთქვა ნიკოლოზ ადამიანურად მორალურად ყველა მხრივ შენ გვერდით ვ\არ მე პირადად თუნდაც 8იმიტომ რომ ქალურმა სოლიდარობამ ისეთი ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო ბოლო წლებში რათქმაუნდა ტექნოლოგიების დამსახურებაა ეს ყოველივე რომ მერწმუენთ სულ მართალი იყოს კაცი ქალების ერთობლივი ხმით შეუძლიათ სიცოცხლე ისე დაგიმახინჯონ ან სიკვდილი ინატრო ან ისეთ გარემოში მოგახვედრონ რომ უკნიდან ერთი ღაცაცის გამოღებას ვერ ასწრებდე მე ვფიქრობ ეს უკვე აღარაა სახუმარო თემა ფემინიზმი ქალთა გვერდზე დგომა ტექნოლოგიები გასაქანი ზემდგომი \ორგანოები ფინანსებიც იმდენი აქვთ მდედრობით სქეს რომ ....... ასე რომ რავი მემგონი დროა კაცებმა რაღაც მხრივ რაიმე ვიფიქროდ
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა