lelo.ge-ს ცნობით, გორის "დილას" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის "დინამოს" სათავეში ჩადგომაზე უარი განაცხადა და კახა ჩხეტიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტზე ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაინიშნება.

თბილისის "დინამო" 39 წლის ჩისკოს მწვრთნელად დანიშვნას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჩისკოს ხელმძღვანელობით "დინამო" 2019 წელს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამუშაოდან დაითხოვეს.

ის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.

ბასკი
რა საჭირო იყო ჩხეტიანი, როცა გყავს ჩისკო თავისივე აწყობილ დალაგებულ გუნდში?! დინამოს პოლიტიკა არ გადის გუნდის შენებაზე და რაიმე საგარეო წარმატების მიღწევაზე! #მიგაფსიფსიფსიფიფია
levan
ტიპს თავისივე აწყობილი გუნდი მთელი ტაქტიკიანად დაატოვებინეს და ახლა დააბრუნეს...დინამოში არასწორ გადაწყვეტილებებზე აგებს პასუხს ვინმე საერთოდ?როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა ქართულ ფეხბურთში?უკვე სამარცხვინო წაგებებზე არც მე და არც ხალხს რეაქცია არ აქვს და აღარც ნერვები ეშლება, ეს ერთადერთი დადებითი მომენტია ქართულ ფეხბურთში
Vasili
გოჩა დისლაიკზე დამეჭირა :D / გეთანხმები გამოთქმულ აზრში!!!
gocha juve
ნეტავ რამე ეშველოს ჩვენ სახელოვან დინამოს და დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო სარბიელზე ! ბატონო ფიფია იქნებ გაიმეტოთ ცოტა მეტი თანხა და ჩისკომ თავის ნაირი ლეგიონერები მაინც რომ ჩამოიყვანოს 4-5 კაცი რომ გუნდი ხერხემალში გასწორდეს და მაჩანჩალა ჭ კლასის თამაში აღარ ვიხილოთ გულშემატკივრებმა, ევრო სარბიელს რომ თავი დავანებოთ ეროვნულ ლიგაშიც რომ სათანადო საშუალო კლასი მაინც აჩვენოს და სხვა ქართული გუნდებიც უფრო იფიქრებენ გაძლიერებაზე და იქნებ ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლდეს და ასე საცოდავად არ გამოიყურებოდეს ჩვენი ფეხბურთის დონე !!!
wbc
რომანოზ კიდე დააბოლე ხო?)))
ვაკო
ძალიან კარგი, იმედია ამჯერად მაინც აცდის ფიფია ამ კაცს და კიდე უმადურად არ მოექცევა. წარმატებები სულით დინამოელ ჩისკოს! რაც შეეხება ფიფიას ბრალს, ამბობთ რა ქნას არ იყიდება ტრანდლაციებიო და ა.შ. ჯერ ერთი სფფ სქქართველოს ბიუჯეტიდან უხდის ზუსტად მაგიტომ თანხებს გუნდებს რომ ეგ დანაკლისები ანაზღაურდეს და მეორე გააკეთოს ისეთი გუ№დი რომ გახდეს მომგებიანი, გავიდეს ლიგაზე და იმდენს იშოვიან თუ ისევ ვინმე უტვინოს ძუნწის ჭკუაზე არ ივლის მაგრად მოხოდავენ!!!
ვასილის
მეგობარო, შენ თვითონვე წერ პრაქტიკულად, რომ არ გაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატი და მაინცდამაინც ლიგაზე გასვლა, იუვენტუსთან და რეალთან თამაშის ყურება გინდა. ამაშია პრობლემა. ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ. უამრავი კარგი თამაში ყოფილა ჩვენს ჩემპიონატში, ტყუილად გგონია, რეალს თუ არ შეხვდი, საინტერესო რა უნდა იყოსო.
Vasili
ხალხმა რატო უნდა იაროს ვერ ვხვდები,, საქართველო ძალიან პატარაა, ყველა ყველას ახლობელეია, ყველა ბევრი რაღაცეები გვსმენია , როცა თამაშები წინასწარ გარკვეული იყო, როცა ამდენი ჩაწყობა, და ამ ყველაფერთან ერთად უსაზიზღრესი დონის ფეხბურთი, რამდენჯერ იყო რო გაივსო სტადიონი, გინდა სანაკრებო და გინდა საკლუბო, და ყოველთვის უთავმოყვარეო თამაში რო იყო, ან კიდე წინასწარ გარკვეული თამაშის სუნი რო ასდიოდა, ამ ყველაფრის შემხედვარე როგორ უნდა მიხვიდე და უგულშემატკივრო? აი რაც არარატთან მოხდა შარშან, ან ეხლა ტირანასთან, როგორ უნდა მოგიბრუნდეს გული და როგორ უნდა ყსაყვედურო კაცს რატო არ დადიხარო? ეს არის ემოციური სპორტი , მკვდარს ვერ ვუგულშემატკივრებ!!! ///// გაააკეთონ კაი გუნდი , გავიდეს ლიგაზე , შეხვდეს რეალს, იუვენტუს, ბარსელონას, ბაიერნს, და აი ნახავ აქეთ დაიწყებენ ტელევიზიები ფულის გადახდას, შეიძლება გვარამიამ წაიყვანოს მერე რეპორტაჟები!!! აბა ისე ვის რათ უნდა ??? ხო ხედავ თურქული საშინელ სერიალებს უფრო მეტი რეიტინგი აქ ვიდრე თბ.დინამოს!!
ZE
თავადო რა ბოგანოსავით აზროვნებ? ისე რაღაც მომრავლდით რომანას გამომწმენდლები.. ფიფია შე კეთილმოწყობილო,ამოგიქექავენ ერთხელაც მაქ სქემას და მერე არ დაიწყო პოლიტიკურად მდევნიანო
ZE
ფიფიას არ მოვთხოვოთ????? აბა დედამისს???
Ucnobi
ერთი ლიკი დადეთ რუბინ ცესკას თამაშის რა გჩირთ დადეთ ლიკი
ფეხბურთი
როცა საქართველოში ფეხბურთის რეპორტაჟები არ იყიდება, როცა ხალხი სტადიონზე არ დადის, როცა ჩემპიონატში კონკურენცია არ არსებობს და არანაირი კომერციული დატვირთვა არ აქვს ფეხბურთს, როცა ფეხბურთის ფედერაცია ფულის კეთებით არის დაკავებული , ამ ფონზე ფიფიას რას ვთხოვთ, მაგრად მაინტერესებს?!
ლევანი
დავუშვათ ჩვენ თამაში არ ვიცით,ესეც ნაკრები ხომ არაა? ჩამოიყვანოს ისეთი ლეგიონერები ვინც იცის თამაში.
ლევანი
მთავრობა რაში უნდა ჩაერიოს მეგობარო?კერძო საკუთრებაა და როგორც უნდა ისე მართავს ეგ კაცი.თქვენ თუ გაქვთ საკმარისი თანხა დაელაპარაკეთ იქნებ მოგყიდოთ კიდეც.

ფიფიას ხელწერა სულ ერთი და იგივეა, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი - თავიდან დაიწყო ესპანელებით, გაუშვა. რომ ვერაფერი მოიფიქრა უკეთესი, გაურკვეველი წარმომავლობის ლეგიონერები მოიყვანა, ისინიც იმავე გზას გაუყენა. ეხლა იქამდე მივიდა, საქართველოში დაიწყო მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების ძებნა, შორს არ წასულა და აგერ ჩხეტიანი მოიყვანა, ეხლა ისევ ჩისკოს მიუბრუნდა და მიდიი! ერთ წრეზე მიდის გუნდის ცხოვრება. ნაყიდი აქვს კლუბი, სტადიონიც 50 წლიანი იჯარით გადაცემული და ეგ არის. გააკეთა აკადემია, მაგრამ იქიდან მოსული ბიჭებით ჯერჯერობით ერთი, ჩვეულებრივი ქართული კლუბი ჰყავს, დილასთან და თელავთან რომ ჭიდაობს. ამბიციები კი ევროტურნირებზე ჯგუფური ეტაპზე გასვლაა. წარმოდგენა არა მაქვს, ჩისკოს მწვრთნელობით რა უნდა უშველოს? არც რაიმე საშუალება არსებობს, უკეთესისკენ უბიძგოს. ერთადერთი დიქტატორი ხელისუფლება თუ აიძულებს სიტუაციის შეცვლას, თორემ არც ფედერაცია და არც სამინისტრო მას პასუხს არ მოსთხოვს.ფაქტია, თბილისის დინამო, რომელიც მატერიალური მდგომარეობით ყველა ქართულ კლუბს აღემატება, უკვე ადვილად ხელწამოსაკრავი გახდა
გიორგი გორგაძე
ანუ აიღო ლიცენზია ჩისკომ?
100%
აჯობებს ითამაშოს. )))
თავადი78
აუჰ......ფიფია თუ წავიდა,დინამო ეგრევე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაჯდება. ხალხნო რატომ არ გინდათ რომ აღიაროთ,რომ ჩვენ თამაში არ ვიცით?
თამაზი
მთავარი საკითხია ფეხბურთის გადაქცევა ბიზნესად. ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში ფედერაციას ეკუთვნის.ფედერაციამ უნდა მოძებნოს მყიდველები.მერიას რა საქმე აქვს ფეხბურთთან. ფიფია მაშინ გააძლიერებს გუნდს, როცა ეყოლება კონკურენტი გუნდები. რა ინტერესი აქვს ფიფიას ჩამოიყვანოს და მილიონები უხადოს ხელფასი ლეგიონერებს, რომ საქართველოს ჩემპიონატი მოიგოს? ფედერაციას არ სცალია , საპარლამენტო არჩევნებია მოსაგები!
დავით67
ახსენი აბა როგორ უნდა წავიდეს? თან იძახი ბეზნესმენი არ გამოჩნაო დინამო რომ იყიდოსი და აქვე ამბობ უნდა წავიდესო ფიფია. შენ რომ კერძო საკუთრება გქონდეს მაგ ბინა კომერციული ფართი და ა.შ ადგები და წახვალ.? კომენტარებიდან გამომდინარე ბევრს ფიფია დანიშნული ჰგონია
Vasili
მეც და კიდე უამრავი ადამიანი ვიძახით და რო ფიფია უნდა წავიდეს, და მოშორდეს დინამოს! ეს გვინდა ყველას შედეგებიდან გამომდინარე, არ დაიმსახურა ამ კაცმა დინამოს მეპატრონეობა... მაგრამ მთელი ამ პროსტესტის ფონზე, არც ჟურნალისტებს ამოუღიათ ხმა , არც ვეტერანებს, არიან გაყუსულები და გაჩუმებულები. დამუნჯებულები!!! და ყველაზე უარესი და სამწუხარო არის ის რომ, არ გამოჩნდა ერთი ადამიანი ვინც გამოთქვამდა დინამოს შესყიდვის სურვილს!!! არავის უნდა მემგონი სამწუხაროდ... ქართველი ბიზნესმენი კაი გასაგებია, არ უყვარს ფეხბურთი და დაეზარა, მაგრამ ერთი უცხოელიც რო არ ჩანს, ძალინ სამწუხაროაა, მემგონი ეს ფიფია რო წავიდეს სულ უპატრონოდ დარჩება მგონი, ან სახელმწიფო ხარჯზე რომ გადავიდეს შეიძლება ასე უფრო განვითარდესს, / ნუ მოკლედ ღმერთი გვიშველის, ალბათ რაღაცა გამოანათებს
x.x
ძალიან კარგი ჩისკო, რომ მოვიდა, მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა ფიფიაა, რომელსაც გულშემატკივრები საერთოდ არ აინტერესებს, მთავარი ფულია მაგისთვის. დინამო ეროვნული გუნდია, დიდი ისტორიით, თუ მთავრობა ჩაერთვება ძალიან კარგი იქნებაა!!!
ლ.გიო
ყველამ კარგად ვიცით რო ჩისკო კი არა ლიპი ვერ გაიყვანს დინამოს ლიგაზე.აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. წაგებაცა და წაგებაც.ჩისკომაც წააგო ფეინოორდთან.რაც ჩხეტიანი მოვიდა გუნდი უკან წავიდა.ინერციით იგებდა რასაც იგებდა.მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდა გუნდს და ამიტომ ვთვლით ჩისკოს დაბრუნებას მართებულად თორე ჩისკოსაც ჰქონდა ჩავარდნები ოღონდ ეტყობოდა რო კაცი მუშაობდა.
მწრთვნელი
ეგრე რა შე კაი ადამიანო! ძლივს არ გამოფხიზლდა! აქამდე კაიფში ხომ არ იყო ფიფია!
ალეკსანდრე
ჰოდა რას იზამს ჩისკო ამ უნიჭოებს ჯგუფგურ ეტაპზე გაიყვანს?
დიდგორელი
უბრალო კითხვა მაქვს - ჩხეტიანსმა რომ მოიხადა ბოდიში, ფეხბურთელები რას ან ვის უცდიან? მორალი - მაგათ ისე შესტკივათ გული დინამოს იმიჯზე, როგორ ჩვენ ირკუტსკის ირტიშზე. დინამო მაგათთვის არის ხელფასის დამრიგებელი ორგანიზაცია. მორჩა და გათავდა. დაუნიშნე ეხლა მაგათ მარჩელო ლიპი.
beqa
ფეხბურთელები თუარ შეიძინეს რააზრიაქ ვინ იქნება მწვრთნელი? ძლიერ ლეგიონერებზე ვსაუბრობ ტურისტებზე კიარა
ddgfdf
მაგაზე უკეთესი დინამოები იყო იმიტომ , რომ იმ შენმა პარპაშა დინამომ ლინფილდს ძლივს მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავარდებოდა.
ქომაგი
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო ნუთუ ვინმეს გჯერათ, რომ ჩისკო ან თუნდაც გვარდიოლა გახდება რამეს თუ დინამოს პოლიტიკა არ შეიცვალა? მართლაც მიკვირს ნუთუ ისეთი მიამიტები ვართ, რომ ამით გვაიმედებენ? საერთოდ გუნდს პოლიტიკა არა აქვს, სპონტანურად ყიდიან ფეხბურთელებს, მოყავთ პენსიონერი ფეხბურთელები. აკადემიაში, როგორც კი გამოჩნდება პერსპექტიული ყველა გარბის დინამოდან ან თვითონ ყიდის კლუბი. გავეცით პასუხი კლუბს აქვს სტრატეგია? ყავს მეპატრონე, რომელსაც უნდა განვითარება?
აბა ჩისკოს უფლება არ აქვს მწრთნელობის და რომ არ გაგვეშვა უეფა დაგვსჯიდაო?
ანუ უეფასი შეეშინდა ფიფიას? ქართველი იმისთვის იბადება რო კანონები არღვიოს და ეგ გაუჭირდებოდა ფიფიას რო სდომოდა ჩიკოს დატოვება? თუ "პადსტავნოი" თანამდებობები არ გაუგია? ესწავლა ჩიკოს იმ ლიცენზიისთვის და გუნდიც მოემზადებინა, არ თქვათ ეხლა ეგ კანონის დარღვევა იქნებოდა-ო. ვერ დანიშნავდნენ ვინმე მასაჟისტს თუნდაც ჩხეტიანს ფიქტიურ მწვრთნელად და ვერ უკარნახებდა "მასაჟისტი" ჩისკო გუნდს ჩერეზ ჩხეტიანი.
Irakli-ს
ფიფია არ გვივარგა და ფიფა-ს რას ერჩი? დახმარების მეტს რას გვიკეთებს?
1111
juntos venceremos xisco!!!!BAMOS BAMOS BAAAMOOSS!!Saluda el campeon!!!
შოკირებული გულშემატკივარი
კარაველას თასი 1973წ. იმ წელს მართლაც მაგარი ოთხეული შეიკრიბა: ატლეტიკო და ბენფიკა გასაგებია, დერბი ქაუნთი კი წინა წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში თბილისის "დინამომ" პენალტების სერიაში სძლია ატლეტიკოს. ფინალში კი ბენფიკასთან (3:1) ვლადიმერ გუცაევმა დუბლი მიითვალა, მანამდე კი დავით ყიფიანმა გაიტანა. ასე წამოიღო დინამომ კოლუმბის კარაველა და თანხაც მოიგო: ტურნირი კომერციული იყო.
aburjga
ერთი ძალიან კარგი გუნდი რომ გაკეთდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა შეიძლება სახელმწიფომაც გამონახოს ან ვინმე ფულიანი კერძო პირი მოიძებნოს, მაგრამ იმ "კარგმა გუნდმა" ვის უნდა ეთამაშოს, ფორმაში როგორ უნდა იყონ თუ დანარჩენი 9 გუნდი ამ დონის იქნება რაც ახლაა?!! ასე, რომ ეღთი კარგი გუნდის გაკეთება შეუძლებელია!
kakoie
ოჰ რა ბინძური და არამზადული ტექსტი დაწერე და მკითხველებიც ვერ ხვდებიან შენს შხამს?...ასე როგორ ნადგურდებით ქართველები მორალურად რომ მხადა ხართ რასაც იწქონით ასი იმდენი გესლი დაანთხიოთ ნებისმიერ ადამიანს?
შოთა
ნორმალური ფეხბურთელი თუ არ მოიყვანე ჩისკო დანიშნე და გინდა ფეოლა...
1111
juntos venceremos xico!!!!BAMOS BAMOS BAMOOOOOSSS!!!! saluda el campeon!!
imereli
ფაქტია დაიშალა ტორპედო და დინამოში გადასულებმა ვერაფერი შესძინეს დინამოს....ტირანასთან მატჩში საცოდაობასღა უყურა გულშემატკივარმა, მოსიარულე მომაკვდავები რომლებსაც არანაირი ფანტაზია არანაირი შნო თამაშის არ გააჩნია. ტირანაზე ძლიერი კიდევ კარგი რომ არ შეგვხვდა თორემ დაგვახევდა ბურთს თავზე.მივესალმებით ცვლილებებს და ყველა დინამოელი ერთეულების გარდა შესაცვლელია. ტორპედოელიბი ჩხეტიანს გააყოლონ უკან კარგი იქნება.
გოგა
ეს კაცი,რო დაეტოვებინათ არ შერცხვებოდა დინამო,მაგრამ ფიფია კაპიკებს დასდევს. დატოვონ ეს კაცი მოუყვანონ რამოდენიმე ნორმალური ლეგიონერი და გუნდი იქნება. ფიფიას არ აინტერესებს ძლიერი დინამო, ეგ კაცია ვაჭარი და ვსიო. სულ არ მაინტერესებს დემოკრატია დინამო წასართმევია ამ ვაჭრუკანასთვის, უნდა მიაშავო რაც დახარჯა და ჩაბარო წესიერ პატრიოტ ადამიანს.
გიო
ძალიანაც კარგი! მაგრამ ახლა ამას ურთულესი სიტუაცია ხვდება! სრულიად უცხო სიტუაცია, თავისი ფეხბურთელები უკვე სხვა გუნდებში არიან, პერალესი უკვე აიყვანეს, სხვები არ ვიცი :(
ისევ დინამოს გულშემატკივარი
რამის 40 წლიანი გულშემატკივრობის შემდეგ,რაც დინამოში ჩხეტიანი მოვიდა თავის დაბალი დონის ფეხბურთელებით,პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში,რომ დინამოს არათუ არცერთი თამაში არ მიყურებია,არამედ არ მაინტერესებდა საერთოდ რა ხდებოდა გუნდში იმიტომ,რომ მრცხვენოდა დინამოს ასეთი დაბალი დონის მწვრთნელი რომ ჰყავდა,რომელმაც ასევე დაბალი დონის ფეხბურთელები რომ მოიყოლა.დღემდე ვერ ამოვხსენი რატო უნდა მოიყვანო გუნდში კაპანაძე,გაუშვა პერალესი და მოიყვანო(როგორც აქ ერთმა დაწერა)როინა და ომარა?იმდენად დაბალი დონის მწვრთნელი იყო ჩხეტიანი,რომ ის ფეხბურთელები,რომლებიც ჩისკოს დროს მშვენივრად თამაშობდნენ,საერთოდ დაეშვნენ იმ დონეზე რა დონეზეც ჩხეტიანის მოყვანილი ფეხბურთელები იყვნენ. პირველად უხდი დიდ მადლობას ფიფიას ცხოვრებაში.მადლობა რომ დააბრუნე ჩისკო!!! ეს კაცი იმ ძველი დინამოს მერე და ქინქლაძე,არველაძეს მერე ერთერთი სიამაყეა დინამოს გულშემატკივრების.ჩისკო ამშშვენებდა დინამოს და მოხარული ვარ ჩისკოს დაბრუნებით დინამოში!!! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში ჩისკო,ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე გელოდებოდით!!!!
Irakli
სირცხვილია ამხელა ისტორიულ კლუბს ტირანა რო უგებდეს რა გახდა ერთი საქართველოში კარგი გუდი რ9გირ ვერ გაკეთეს როგორ მშურს დონეცკის შახტიორის ესეთი ერთი ფინასურად ძლიერი კლუბი როგირ ვერ გაკეთეს ფინასები ფეხბურთ რო ჩამოიყვანო კარგი ფეხბურთელები რო ჩამოყვან მერე ხალხიც ივლის სტადიონებზე უფრო გაძლერედება ჩეპიონატი ჩვენ ნიჩერ ფეხბურთელებს არ მოუდება ტობოლში და ნეფჩი ყაზახეთში წასვლა ხელფას რო გადუხდით კარგს დარჩრბიან ძლერები ჩეპიონატიც კარგი იქნება ეს არუდათ ფიფა ხო ვაფშე ანდენი წელია დინამოს ფლობს გუდი ვერ შეკრა კარგი ფეხბურთელებით ჯგუფურ ეტანზე ამდენი ხანი ვერ გავედით სირცხვილია აქ რახაცას აქვს ადგილი სხვა რახაცა ხდება მცხვენია ფიფა შეს მაგივრათ შენ არ ქონია ნამუსი სიდის წადი რააა
123
დინამოს აკადემია აქვს. სტადიონი აქვს. ბაზა. მინდორზე ვეღარ იწუწუნებენ უმაგრესია. ჩემპიონატის დონემ ცოტა აიწია ახალი სტადიონები შენდება და ბრძოლის უნარიანი გუნდებია. ფული ესეთუისე აქვთ და თუ ნიჭიერები გვქვია ტირანას რომელსაც დინამოსნაირი პირობები ვერ ექნება როგორ უნდს გვაჯობონ? ამიხსენით ვინმემ. ალბათ ფეხბურთელებს რომ ყიდიან იმის ბრალია. ვერასოდეს დავიჯერებ რომ დინამოს არ შეუძლია ალბანელებს აჯობოს.
Irakli
მოყვას ერ წელში გაუშვებს ისევ რა აზრი აქვს ჩისკოს მწრთვნელობს დროს უფრო კაი ფეხბურთლები ყავდა უფრო კაი ფეხბირთს თამაშობდნენ რათ გიდა ჩისკო რო წავუდა ყვეკა გაუშვა ფიფია შენ არაფერი გაგეგება და დატოვე თფილისის დინამო უფრო კარგს გაკეთებ ამით გასხვსე კლუბი რა კაი მეკარე პერალესიც და სხვა ფეხბურთელებიც ანდა ვაფშე რაზე ანდა თუ ჩამოყვან ერთო 3 4 წელი მაიც ათამაშე აქ იფრო კარგი იქნება ჩაგყავს ეგრევე უშვებ ვინ ხარ შენ წადიიიი რაააა უარ გცხვენია
DAVE
ფეხბურთელები რომ ვერ თამაშობენ ძალიან ცუდია, მაგრამ გულშემატკივარი და ასევე ზოგიერთი მედია წარმომადგენელი რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს, თან საქმის ვითარებაში ვერ ერკვევა ესეც ძალიან ცუდია. ჩისკო იმიტომ წავიდა, რომ მას არ ქონდა მწვრთნელის PRO ლოცენზია, რის გარეშეც აკრძალულია უმაღლესი ლიგის გუნდის გაწვრთნა. ახლა ის გადის აღნიშნულ კურსს და ამ შემგხვევაში უკვე აქვს უფლება ჩაიბაროს უ.ლ. გუნდი. არავის არაფწრი ქონია ჩისკოს საწინააღმდეგო როდესაც ის წავიდა და რსრომ წავიდა უკვე დავწერე :)
Vasili
ჩისკოს ადგილზე რომ ვიყო იმ უპატივცემულობისთვის, ფიფიას გავუშვებდი ეგრევე იქ!!! ( აი ის სამი სიტყვა როა, რა ქვია აღარ მახსოვს)///// ( ისე კი მაგრად რისკავს , ერთიდაიგივე მდინარეში ორჯერ არშედიან, ალბათ ეს გამოთქმა ვერ დაამუღამა ჩისკომ, მაშინ თუ დაგიშალეს გუნდი , ეხლაც დაგიშლიან, რადგან ფიფია უბრალოდ დაშლით ერთობა, კაიფობს ამ პროცესით
გენა
კაცი გაუშვეს და 6 თვეში დააბრუნეს. ეს ფიფია ძაან ურევს. ისე ჩისკო კი გვინდოდა ნამდვილად.
lekso kutaisi
მაინც არსად არ უნდატ და ნატელაჰვილი დააკენებდა კარგ გუნდს ა რას იტკვიტ
შეკითხვა ფიფიას?
ჩისკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მარა რომ გაუშვა მიზეზი თქვას ან ეხლა რო აბრუნებს რამე სიახლე ნახა ჩისკოში ? აქ მაინც საეჭვო სიტუაციაა არაა გამორიცხული ისევ გაუშვას ჩემი აზრით დინამო თბილისი უნდა გახდეს სახელმწიფო ბრენდი და არა ფიფიას კანტორა მაგას ქონდეს ის აკადემია და გაზარდოს კაი ფეხბურტელები და მიყიდოს თუნდაც დინამოს ცოტა სამართლიანობაც მოითხოვს ითქვას რომ ამხელა აკადემიის გაძღოლა დიდ თანხებს მოითხოვს და ფიფიასაც ვერ გაწირავ ასე ბოლომდე მარა ცალკე აკადემია ქონდეს და დინამო თუ სახელმწიფო ბრენდი არ გახდა არაფერი საშველია მაშინ მასეა იგივე ცრვენა ზვეზდა ზაგრების დინამოც ასე პატარა ქვეყნებს უფრო მეტი შანსი აქვთ ფონს გასვლის .
ცეხავიკების ქორვაჭრობა თბილისის დინამოში
აბა ჩისკოს უფლება არ აქვს მწრთნელობის და რომ არ გაგვეშვა უეფა დაგვსჯიდაო?
ბათუმის ფანი
ლიცენზია არა აქვსო,აიღო ჩისკომ ლიცენზია? ისე ჩისკოს ბევრი ყოფილი ქართველი ფეხბურთელი(დ.თ-ს) ვერ დაუდგება გვერდში დინამოს სიყვარულში
90
ჩისკო კი არა ნიშადური უნდა მაგათ
თორნიკე ( რაჭა)
მე ,,გუგავა მოვა" უფრო მეგონა... :-)
Master
ძალიან იმპულსურია ეს ფიფია,სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებებს.ჩისკომ ჩემპიონი გახადა,ევროპაზეც სხვა წლებთან შედარებით ნორმალურად ათამაშა,მაგრამ უაზროდ გაუშვა.ახლა მწვრთნელის შეცვლა დიდი სისულელეა,ეს ჩხეტიანის გუნდია და მან უკეთ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.დაბალი დონის ნამდვილად არაა,ტორპედოს შედეგები მეტყველებს.ახლა სანამ ჩისკო კარანტინს გაივლის,სანამ აზრზე მოვა ამ გუნდის შესაძლებლობების წელი დამთავრდება,ვერც ჩემპიონი გახდება,ევროპა ლიგაზეც გამოწერილია წარუმატებლობა.ჩხეტიანი უფრო დაინახავდა შეცდომებს და უკეთ აათამაშებდა,ფეხბურთელებიც მის თარგზე არიან მოჭრილები.ყოველ წელს მწვრთნელუს ცვლით არავის დაუდია შედეგი და ეს ფეხბურთის არ მცოდნე ფიფია მითუმეტეს ვერ დადებს.გაყიდოს მაინც სპონტანურად...
mosexoneli
ფიფია კია აჭრილი თავის სასარგებლოდ.ჯიბეს ვგულისხმობ:)ჩისკო უეფას მოთხოვნიტ გაუშვე ლინცენზის არქნის გამო.ჩისკო მთავრი მწვთნელის პოსტს ოფიციალურად ვერ იკავებდა
bajo
ფიფო მეც რო დამნისჰო ერტი ნახევარი ცლიტ მაინც რა იქნება
კახა ქ.
და გიორგი ვაშაძე რომ დაენიშნა არა,მაინც ეგ იჩითება ყველგან....
კახა ქ.
მაგარი აჭრილია ტიპი.ჩისკოს წინააღმგეგი არაფერი არ მაქვს,მარა რაღას უშვებდა.ასე თუ ისე რაღაცას მაინც დაამსგავსა გუნდი,ამან კიდე გაუშვა.....
რომანიუსი
დინამოს ისე უჭირს, არ გამიკვირდება ჩისკო თუ სასტარტოდან დაიწყებს თამაშს ))
Gia
მისცეს ეხლა დრო და ცოტა ფული და კაი გუნდს დააყენებს, შარშან კარგად ათამაშებდა გუნდს. ამაზე უკეთესს ვერ მოიყვანდა დინამოში
Jeyjey
რის გამო გაუშვეს ტიპი რა კაი გუნდი ყავდა ... შარშანდელი დინამო ტირანას სახით ათრევდა მარა ჩამოკრული აქ ფიფიას თვითონ არიცის რა უნდა
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."
ჩისკო მუნიოსი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდა
ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა