დიეგოს მაგათთან ჯერ არ ულაპარაკია, მაგრამ სალაპარაკო არც არაფერია...
ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის ბოლო ტურის წინ, თამაშამდე ერთი დღით ადრე დიეგომ გუნდის სხდომა თვითნებურად დატოვა და თანაგუნდელებს სეზონის გადამწყვეტ მატჩში არ დაეხმარა, „მგლების“ მთავარი მწვრთნელის ფელიქს მაგათის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი გამოდგა.

მას მერე „დესპოტ ფელიქსს“ მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 26 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი თავიდან მოიშოროს. „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგის“ ინფორმაციით, ვლფსბურგელები უკვე ახალ ფლეიმეიქერს ეძებენ, ფავორიტი კი „ლიონის“ 21 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩია. სხვათა შორის, ამ „მგლებში“ გადაყვანა მაგათს ჯერ კიდევ 2008 წელს უნდოდა. ახლა კი მირალემმა „ვოლფსბურგში“ დიეგო უნდა შეცვალოს.

თვითონ დიეგო ახლა ბრაზილიაშია და ისვენებს, „ვოლფსბურგის“ თემას კი მშობლიურ ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა. „მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელთან გაუგებრობა მქონდა, გერმანიის ჩემპიონატს და „ვოლფსბურგს“ უდიდეს პატივს ვცემ. ფელიქს მაგათთან მას მერე არ მისაუბრია და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი,“ - უთხრა დიეგომ ბრაზილიურ გაზეთ „ესპორტეს“.

ბრაზილიაში კი მუსირებს ხმები, რომ დიეგოს გადაბირება მის ყოფილ კლუბ „სანტოსს“ უნდა. ხსენებულმა გამოცემამ „სანტოსის“ პრეზიდენტ ლუის ალვაროს კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს: „დიეგოს ყიდვა ძალიან გვინდა. მასთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. „სანტოსის“ კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.“

თავად ფეხბურთელმა კი „სანტოსთან“ მოლაპარაკებები უარყო, რაც სულაც არაა გასაკვირი - რაკი კონტრაქტით „ვოლფსბურგს“ ეკუთვნის, გუნდისთვის გვერდით ავლით სხვა კლუბებთან ლაპარაკის უფლება არ აქვს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა