გუშინ, 27 აგვისტოს, თბილისის "ლოკომოტივმა" რუმინული "კრაიოვას" დამარცხებით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო თბილისის "დინამოს" შესახებ აქამდეც ვიცოდით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც ქართულ კლუბებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლება დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "დინამო" ევროპა ლიგაზე "ჩემპიონთა გზას" მიუყვება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ გზაზე 20 გუნდი ითამაშებს - აქედან 17 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ეტაპზე დამარცხების შემდეგ გადმოერთვება, 3 კი - ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე მარცხის შემდეგ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდები (ჩემპიონთა გზა):

ასტანა

დანდალკი

სლოვანი

დინამო (თბ)

ფოლა ეში

დიურგარდენი

ლინფილდი

ბუდუჩნოსტი

ფლორა

რიგა

ქონაჰ'ს ქუეი ნომედსი

ევროპა

არარატ-არმენია

კუპსი

კრ რეიკიავიკი

სილექსი

ფლორიანა

ტრე ფიორი

დრიტა

ინტერი

გამუქებული გუნდები ამ ეტაპზე განთესილები იქნებიან, ხოლო ჩამონათვალში "რიგას" ქვევით მყოფი კლუბები კი - განუთესავები.

შესაბამისად, თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სამუ გუნდიდან ერთერთი შეიძლება იყოს: "თრე ფიორი", "დრიტა", "ინტერი". თუ თბილისელებს ეს კლუბები არ შეხვდნენ, მაშინ შესაძლოა "დინამო" ამ ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს დაუპირისპირდეს.

ამ გუნდებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე "ასტანა", "სლოვანი" და "არარატ-არმენია" გახლავთ. სხვებთან შედარებით "დიურგარდენი" და "ბუდუჩნოსტი" უკეთესები ჩანან.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" მეტოქეებს, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. "რკინიგზელებს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "სტანდარტულ გზაზე" ყველაზე ნაკლები ქულა აქვთ და ცხადია, განუთესავები იქნებიან. სავარაუდო მეტოქე კი ძალიან ბევრია, მათ შორის: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი", "მილანი", "გრანადა", "რეინჯერსი"...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველი მეტოქეები ეს გუნდებია: "ზე ნიუ სეინთსი", "ჰართბერგი", "ზრინსკი მოსტარი", "ჟალგირისი", "ორჰუსი", "მოზერუელი". ძველი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა თბილისელებს სხვა ძლიერ კლუბებთან შედარებით, მოსკოვის "დინამოსა" და უკრაინულ "კოლოსთან" თამაში უფრო გაუადვილდეთ, თუმცა მაინც ურთულესი შეხვედრა ელით.

თუ "დინამოს" შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, გასვლით შეხვედრაშიც წარმატების მეტი შანსი ექნება. "ლოკომოტივს" კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი გუნდის დამარცხებაც შეუძლია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.

picaso
ამ კომენტარებს ის ფეხბურთელებიც კითხულობენ ჯიგრებო და არ გვინდა ესეთი პესიმიზმი.პირიქით უნდა შევაგულიანოთ
ლევანი
ვირი სადაც უნდა დააბა ყველგან ვირიაო (ცოტა უხეშადაც შეიძლება).ვინცარ უნდა შეხვდეს ამათ პირადად ჰანდიკაპით მოგებაზე უნდა დადო (არა ამათ მოგებაზე ოღონდ
თანდილა
მეც ვფიქრობ, რომ ჰომოსოვეტიკური ლოგოა და საერთოდაც არც თამამი რებრენდინგის წინააღმდეგი ძველი სახელის დაბრუნებით. მირჩევნია იბერიას ვუგულშემატკივრო ვიდრე ჩემი ქვეყნისთვის აეაფრისმთქმელ საბჭოთა ერთფეროვნების ნიმუშს. დიად წარსულს ისტორიიდან ვერაფერი ამოშლის და დავტოვოთ იქ.
ზაზა
რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით ?! მაქსიმუმ, 1 წრე გაიარონ და მერე გაგვამწარებს ვიღაც და ამით დამთავრდება ოცნებები. დაეტიონ ერთი სახლში, რა.. რამე ვირუსი არ ჩამოიყოლონ საიდანმე. თამაში მაინც არ იციან და ჯანმრთელობას მაინც მოვუფრთხილდეთ :))
MESROP
არარატი და დინამო ძმები არიან, როგორც ჰაოსი და ქართლოსი. ამიტომ მოდი არა ამ ეტაპზე, არამედ ფინალში შევხვდეთ. მშინ. ხომ ერთერთი ძმა უეჭველი მოიფებს თასს და ერთად ვიზეიმებთ ერევანშიც და თბილისში. ვინც მოიგებს ის მასპინძელია, დამარცხებული კი არ არსებობს, ის სტუმარი იქნება მოკლედ, ერევანში გეპატიჟებით!
suares
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო ლალალალააააა
zuka
ზუსტად ეგრეა. ჭიაბრიშვილმა ჩამოირეცხა უკვე უნივერსიატტიასთან მოგებით. ე მახსოვს ქინქლაძეებით გადაწედილი დინამო რო გახია 5:1 თუ 5:0 მაგ გუნდმა. ნეტა ლოკოს მილანი შეხვდეს. მილანთან თამასი ხომ ოცნებაა
macbook pro
იმედია. ლოკომოტივს გაუმართელბს კენჭისყრაზე მაგრამ. თუ მაინც და მაინც. ძლიერი შეხვდა ლოკომოტვის მილანი ან. გრანდა. ვოლსბურგი ჯობია. რომელიმე
ucnobi the gold on
Dinamos logo magizianebs
დავით67
პირიქით არარატ-არმენიას უნდა ნატრულობდეთ რაც შარშან სირცხვილი გვაჭამა საბურთალომ, იქნებ დინამომ გამოასწოროს და თქვენ კი ოღონდ ეგ არაო )
jjj
დინამოს მინდა არარატარმენია შეხვდეს, რადგან კიდევ ერთქართულ გუნდს მაგათთან წაგებას აღარ აპატიებს გულშემატკივარი და ფიფია იძულებული იქნება ერთი ადგილი გაანძრიოს და გუნდი იმდონეზე მაინც გააძლიეროს, რომ სომხებს მაინც მუგოს.
ზაზა
დინამოს სავარაუდო მეტოქეებში ისეთი გუნდებია ჩამოთვლილი ამათან ბრძოლა შეიძლება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა ტირანაც არ ჩანდა ძლიერი მეტოქე სხვებთან შედარებით ,მაგრამ მაინც დავმარცხდით. დავუშვათ გავიარეთ მე2 წრე შეგვხდა გიბრალტარის გუნდი და გავიარეთ. მე 3 ეტაპზე უკვე რას იზავს?? იქ ხო დიდი ალბათობით უკვე ძლიერი კლუბი დახვდება მე ვერ ვხედავ ახლა, რომ ამ დინამოშვი ძლიერი გამოცდილი ლეგიონერებს. მხოლოდ მწვრთნელი შეიცვლა და მასე დინამომ 10 წლის მანძილზე 16 მწვრთნელი და 15 სპორტული დირექტორი გაუშვაა მარა შედეგი გვაქვს მაინც 0 თამაშებს იგებენ ფეხბურთელებიი!! და ესეთი თამაშების მომგები ფეხბურთელები არ არიან დღეს დინამოში.
გელა
ვიმედოვნებ, რომ ძლიერი კლუბები არ შეხვდებათ მეორე საკვალიპიკაციო ეტაპზე და ქართულ კლუბებს წარმატებით გავივლით ამ ეტაპსაც, მაგრამ მე პირადად მირჩევნია ქართულმა კლუბმა წააგოს (თუ წაგება უწერია) მილანთან და ტოტენჰემთან თუნდაც 5-0 ვიდრე აქ ჩამოვიდეს არარატი, ტირანა, კუკეში, ასტანა, ბოჟინოვი და მაგთან დამარცხდნენ სამარცხვინოთ რაც არაერთხელ მომხდარა სამწუხაროდდ.
Megreli
ტოტენჰემს დაერხა ქართული გუნდი თუ დაეჯახა. ))))
Aba heee
მილანი კარგი ჯქნება,შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გავალთ და ფულს მაინც იშოვის ტრანსლირებით
Haaland
კოხრეიძე, მალი, ტერა, გულიაშვილი, მარგველაშვილი, ქავთარაძე... ეს ბიჭები ცოდოები არიან რამდენი ხანი უნდა ტკეპნონ ერთი უაზრო ადგილი. წადით ევროპაში. ლაკვეხელიანმა ძალიან სწორიც ქნა რომ წავიდა. შეიძლება პრემიერ ლიგაში არ გადასულა, მაგდამ ამ სამსრცხვნინკ 5-1ს ჯობია ყვდლაფერი.ეს ვითომ გუნდად წოდებული რაღაც ასეთ კარგ ბიჭებს არ ისახურებს. თუ განვითარება და ცხოვრებაში რამის ნახვა გინდათ უნდა წახვიდეთ. რა ამ ბიჭების ბრალია თუ კლუბის მესვეურები სათანადოდ არ ზრუნავენ კლუბის გაძლიერებაზე
სამწუხაროდ
საკლუბო დონეზე სამწუხაროდ ეგრეა,თუმცა სანაკრებო დონეზე ბევრად წინ ვართ,თუ ვინმე პატარას გაიფაფხურებს ყველა გარბის ქვეყნიდან და როგორ გინდა შედეგის ჩვენება, ყველა გუნდი ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით და მწვრთნელით იწყებს და ადამიანები არიან ჯადოქრები ხომ არა,რომ წარმატებით ითამაშონ.
Master
არ გაუშვიათ ჯერ საბურთლოს მწვრთნელი?აუცილებლად გასაშვებია სასწრაფოდ თან.ასეთი უპასუხისმგებლო თამაში ევროპაში და ყველა ზონის გახსნა დიდი შემტევი პოტენციალის მეტოქისთვის დასასჯელია.სასწრაფოდ გასაშვებია,ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია,თუ ქვია სპეციალისტი საერთოდ,ეზოს ფეხბურთი ითამაშა
გოგა
არარატ არმენია უეჭველი წაკუზავს დინამოს, ერევანში თუ ჩატარდა მითუმეტეს. თუმცა არც სხვებთან იქნება ფავორიტი. ლოკომოტივისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის
ნოდო
ავტორმა ისე დააწყო გეგმები ანდორა და გინრალთართან მგონი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს აი ეგაა რო გვღღუპავს ვერ ვბედავთ იმის თქმას სადაც ვართ ერთი და მეორე მიუხედავად ასეთი შედეგებისა მაინც გვგონია რო ნებისმიერს მოვუგებთ ტოპ ლიგიდან არ იყოს მთავარია მარა ჩვენთვის ტოპ ლიგა მარტო ის 5 ქვეყანა აღარაა სამწუხაროდ მეორე და მესამე დონის ქვეყნებიც იმ ხუთ 5 ქვეყანას უნდა მივათვალოთ
1
არარატ-არმენია

დინამოს მეტოქეებიო, ისე წერთ, თითქოს ვინმესთან რაიმეს თავი ჰქონდეს. უკვე გამოუსწორებელ გულშემატკივარსაც იმედი აღარა აქვს, რომ რაიმე ღირებულს მოახერხებს გუნდი
x
bravo lokomotivs, chekebis girsia, karg gunds mougo imito ro ar cheuchinda gundis saxels da moindoma rac cheezlo , mokled kargad itamacha, kvelaze naklebad lokos imedi konda xalxs, ase gaagrzelet, tu lokom meore etapzec saxlchi itamacha mogebis chansi didia,ulocav mtel sakartvelos am gamarjvebas.
Gia
არასწორი ინფოა პირველ ეტაპზე სამი გუნდია განუთესავი და დანარჩენი ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს
რომელუ
დინამოს არარტ არმენიას გარდა, ყველასთან ექნება ალბათ შანსი, 50/50-ზე, ვნახოთ. იმედია გაგვიმართლებს!
ანტონ პეხნიჩეკი
ოღონდ არარატ არმენია არააა!! ვილოცოთ
ჭიაბრიშვილის კარის მეზობელი
გამოუშვით მილანი, იბრაგიმოვიჩი უნდა ვაწკმუტუნოთ !!! ოღონდ თამაში თბილისში უნდა ჩატარდეს, "სან სიროზე" შეიძლება ცოტათი გაგვიჭირდეს...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს