ახლო წარსულში ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მის პიროვნებასთან დაკავშირებულ ჭორებს გაუკეთა კომენტარი
სამშაბათს 30 წელი შეუსრულდა ახლო წარსულში ცნობილ რუს ჩოგბურთელს ანა კურნიკოვას. სპორტსმენმა იუბილე მაიამიში საკუთარ სახლში აღნიშნა. მანამდე კი ანამ მის პიროვნებასთან დაკავშირებულ ჭორებს გაუკეთა კომენტარი.

"ეს იმის გამო ხდება, რომ ძალიან იშვიათად ვაწვდი პრესას ინფორმაციას საკუთარ თავის შესახებ", - განაცხადა კურნიკოვამ. - სწორედ აქედან მოდის ჟურნალისტთა ფანტაზიები: ხან მსუქანი ვარ, ხან გამხდარი, ხან ვქორწინდები, ვშორდები ქმარს, ისევ ვუბრუნდები - ყოველთვის ასე ხდება, როცა ახალ ბეჭედს გავიკეთებ, ასეთი კი ბევრი მაქვს.

ყველა ამ ინფორმაციის უარყოფას რომ მოვყვე, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დამრჩება. ამიტომაც მირჩევნია ჩუმად ვიყო და არაფერი ვთქვა. და საერთოდ არ მიყვარს ასეთი თამაშები - ჭორები და გამოგონილი ისტორიები. საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელიც დატვირთული და უჩვეულოა. შესანიშნავად ვგრძნობ თავს და თუ პრობლემებიც არსებობს, ვცდილობ არ შევიმჩნიო. ყოველდღე ვმუშაობ, ვსწავლობ, წინ მივდივარ - საკუთარ თავზე ვმუშაობ. ერთი რამ კარგად შევითვისე - თუ ადამიანი არ პროგესირებს, მაშინ დეგრადირების გზას ადგას. მთავარია, წინ იარო და ყველაფერი ახალი მიიღო".

კურნიკოვამ საკუთარი აზრი გამოთქვა მარია შარაპოვასთან კონკურენციაზე, რომელმაც, როგორც ამბობენ, დიდი ხნის წინ დაჩრდილა ანა. "რომელ დაჩრდილვაზე ლაპარაკობთ? მე ძველებურად პოპულარული ვარ, - განაცხადა ჩოგბურთელმა. - მე და მარიას სხვადასხვა სათამაშო ტერიტორიები გვაქვს. ღირსეულად ვაფასებ მის სპორტულ ნიჭს და მიხარია, რომ ქალთა ტურში რუსი ვარსკვლავიც არის, რომელიც ჩოგბურთის მილიონობით თაყვანისმცემლებს იზიდავს".

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა