29 წლის ქართველ მცველს "ბლექბერნთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და მალე არველაძის გაწვრთნილ "კაისერს" შეუერთდება
საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური პრემიერშიპის "რედინგის" ფეხბურთელს, ზურაბ ხიზანიშვილს "ბლექბერნთან" კონტრაქტი დაუმთავრდა (იჯარით "რედინგში" სწორედ ამ კლუბმა გაუშვა), თავისუფალი აგენტი გახდა, თურქეთის "კაისერს" მოელაპარაკა და მალე შოთა არველაძის გუნდთან კონტრაქტს (2+1) გააფორმებს.

29 წლის მცველმა ინგლისის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც "რედინგმა" "უემბლიზე" უელსურ "სუონსისთან" გადათამაშებაში 2:4 წააგო და პრემიერშიპში დარჩა.

ხიზანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ მისით დაინტერესებულები იყვნენ ბუნდესლიგაში დაბრუნებული ბერლინის "ჰერტა", ფრანგული ლიგა 1-ის "ტულუზა", აგრეთვე ჰაიფას "მაკაბი".

"ამ გუნდებიდან წინადადებები მართლაც მქონდა, დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა "რედინგმაც", მაგრამ ყველაზე მეტად შოთა არველაძემ და "კაისერმა" იაქტიურეს, მოცდას და სხვებთან დალაპარაკებას აზრი აღარ ჰქონდა. ცხადია, გადამწყვეტი ფაქტორი შოთასთან მეგობრობა იყო. დიდი ხანია, ვიცნობ, საქართველოს ნაკრებსა და "რეინჯერსში" ერთად გვითამაშია, კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, მენდობა და დასაფიქრებელი არაფერი იყო" - გვითხრა ხიზანიშვილმა.

state
წარმატებები.... მშრომელი ფეხბურთელია და არ მეეჭვება რომ გაქაჩავს.... მარა რიდინგში დარჩენას ვურჩევდი ალალად... მარა ალბათ თვითონ უკეთ იცის...
gigla
mivesalmebi zuras gadawkvetilebas netav asatianic wavidodes kaisershi ugundod sanam ikneba mistvisac kargi ikneba da chveni nakrebistvisac sagor zura
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე