ვაჟთა ჩოგბურთის (ატპ) რეიტინგი ახლა უფრო რეალურად ასახავს ქართული ჩოგბურთის დღევანდელობას

ვაჟთა ჩოგბურთის (ატპ) რეიტინგი ახლა უფრო რეალურად ასახავს ქართული ჩოგბურთის დღევანდელობას - სიაში 1500-ზე მეტი პროფესიონალია და მათ შორის მხოლოდ ორია ქართველი. ბოლო ორმა კვირამ თითოქულიანი ქართველი ჩოგბურთელები დაფერთხა კლასიფიკაციიდან, ასეთი კი ოთხი ჩვენებური იყო, ამ კვარტეტს შარშან საქართველოში გამართულ "ფიუჩერსის სერიის" ორ ტურნირზე ჰქონდა მოპოვებული ქულა-ქულა. წლეულს კი, მოგეხსენებათ, ჩოგბურთის ფედერაციამ ტურნირების გამართვა ვეღარ შეძლო. ორი შემორჩენილიდან ერთი, 19 წლის ლაზარე კუხალაშვილი 2 ქულით მსოფლიო კლასიფიკაციაში 1378-ე პოზიციაზეა. ლაზარე ერთ დროს პერსპექტიულ ჩოგბურთელადაც მიგვაჩნდა, შარშან ამ დროს 837-ე პოზიციამდეც ამაღლდა, მაგრამ მერე პროგრესი შეწყვიტა. ლაზარეს რეიტინგში სექტემბერში ბრიტანეთში მოპოვებული ქულები შერჩა, ესენიც მოაკლდება და ისიც დაკარგავს ადგილს. 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 33 ქულით მსოფლიოს 631-ე ჩოგანია. მან ქულათა ყველაზე დიდი მარაგი (17) შარშან რუსეთში ტურნირის მოგებით მოიპოვა. ასე რომ, ისიც ახლოსაა მნიშვნელოვან დაქვეითებასთან. მოკლედ, ვაჟთა ჩოგბურთში ჩვენს მდგომარეობას კრიზისიც კი აღარ ეთქმის...

ვაჟებისგან განსხვავებული, შედარებით საიმედო მდგომარეობაა ქალთა ჩოგბურთში. ვტა-ს რეიტინგში 9 ქართველია და აქედან მხოლოდ ერთია კლასიფიკაციის სიმბოლური წევრი, დანარჩენები იბრძვიან, თამაშობენ, აქვთ გარკვეული წარმატებებიც... საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ 20 წლის ანა ტატიშვილია. ანა 428 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს 148-ე ჩოგანია (-3). ოქსანა კალაშნიკოვა 308 ქულით 180-ე (-4) პოზიციაზეა, ხოლო მაკა ჩახნაშვილი 254 ქულით ისევ 212-ე ჩოგანია. პირველად მოხდა, რომ ქართველთა შორის მე-4 პოზიციაზე თათია მიქაძეა - ხარკოვის ტურნირის ტრიუმფატორმა ერთბაშად 60 ადგილით წაიწია და ის 170 ქულით მსოფლიოს 283-ე ჩოგანია. 7 საფეხურით დაქვეითდა სოფიო შაფათავა, რომელიც 158 ქულით 299-ე პოზიციაზეა. შაფათავა შემდეგ ორშაბათს დაიბრუნებს მე-4 პოზიციას, როცა ალმათის ტურნირის ფინალში გასვლისთვის კუთვნილი 34 ქულა დაერიცხება. ისტორიაში პირველად მოწინავე 300-ეულში ხუთი ქართველია. სხვები: 394 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 92 ქულა; 465 (-15) მანანა შაფაქიძე - 67; 551 (-2) ეკა გორგოძე - 50; 1035 (-9) ანა ჯიქია - 1.

ასტანაში დაიწყო 50-ათასიანი ტურნირი. საკვალიფიკაციო ბატალიებში ეკა გორგოძე ჩაება (მე-6 ნომრად განთესეს) და წარმატებითაც გავიდა ძირითად ბადეში. მე-2 წრეში (პირველში ეკა ისვენებდა) ქართველმა უკრაინელი ნადია კოლბი დაამარცხა - 6:3, 6:4. ფინალურ წრეში ირაკლი ლაბაძის შეგირდმა პირველ ნომრად განთესილ რუს ევგენია პაშკოვას (414) მოუგო - 2:6, 6:2, 6:2. მაშ ასე, ძირითად ბადეში ოთხი ჩვენებურია, აქედან მხოლოდ ოქსანა კალაშნიკოვაა განთესილი (მე-7 ნომერი). ოქსანა "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელ დარია ბერეჟნაიას შეხვდება. თათია მიქაძის მეტოქე რუსი მარტა სიროტკინაა (376), სოფიო შაფათავა ავსტრიელ ნიკოლა ჰოფმანოვას (191) შეხვდება, ეკა გორგოძის მეტოქე კი რუსი დარია კუჩმინაა (405). სხვათა შორის, თუ კალაშნიკოვა და შაფათავა პირველ წრეს დაძლევენ, მერვედფინალში ერთმანეთს ეთამაშებიან.

ლელო

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა