ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიქტორ სანიკიძე: ევრობასკეტზე გამარჯვება ორმაგად ფასობს

ვიქტორ სანიკიძე: ევრობასკეტზე გამარჯვება ორმაგად ფასობს

"ვირტუსის" ქართველი კალათბურთელი განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებსა და ნაკრებზე საუბრობს
ვიქტორ სანიკიძე თბილისშია. იგი იტალიაში ჩატარებული მომქანცველი მატჩების შემდეგ ისვენებს. გუშინ ვიქტორმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა 2010-11 წლების სეზონი, სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა და საქართველოს ნაკრებზეც.

მეორე 2+1

ინტერვიუ ყველაზე საინტერესო თემით, საკონტრაქტო ამბებით დავიწყეთ. როგორც ჩანს, სანიკიძეს ბოლონიის "ვირტუსის" დატოვება არ სურს:

- ბოლონიელებთან 2009 წელს 2+1 სისტემის კონტრაქტი გავაფორმე, რომლის ძირითადი ნაწილი (2 წელი) ახლა ამოიწურა. +1 წელზე ლაპარაკი აღარაა... რადგან "ვირტუსის" ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულება შემომთავაზა.

- რამდენწლიანი?

- 2+1. კონტრაქტის დეტალები წავიკითხე, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ჩემი აგენტი კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა დეტალს საბოლოოდ შეათანხმებს. მეც მოთმინებით ველი აგენტის ზარს.

- სხვა წინადადებები არ მიგიღია?

- სხვა ვარიანტზე ჯერ არც ვფიქრობ, რადგან ბოლონიაში თავს კარგად ვგრძნობ. იტალიურ პრესაში გუნდის პრეზიდენტის, კლაუდიო საბატინის კომენტარები წავიკითხე, სადაც იგი ამბობს - ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანიკიძისა და პოეტას შენარჩუნებააო. თუ "ვირტუსში" დავრჩი, მომდევნო სეზონში გუნდის კაპიტანი ვიქნები.

- მთავარი მწვრთნელი ლარდო ლინო ალექსანდრე ფინელით შეცვალეს. ახალ დამრიგებელს თუ ელაპარაკე?

- სამწუხაროდ, იტალიიდან წამოსვლამდე "ვირტუსის" ახალ მწვრთნელს ვერ შევხვდი. ჯერ არც ისაა ცნობილი სამომავლოდ ვინ ითამაშებს გუნდში, ვის დატოვებას და ვის გაშვებას აპირებენ.

- ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში საბატინიმ თქვა - ახალ სპონსორს ვეძებთო. ფინანსურად ხომ ყველაფერი წეს-რიგშია?

- როგორც ვიცი, მთავარი სპონსორი წავიდა. მის ნაცვლად, ალბათ, ახალს მოიყვანენ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, შარშანდელი სეზონის შემდეგ დიდად არაფერი შეიცვლება.

ოლ სტარი, როგორც აღიარება

იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "ვირტუსი" "მონტეპასკის" დაუპირისპირდა და სერიაში 1:3 დამარცხდა.

- წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ჩვენი წყვილიდან ნახევარფინალში "მონტეპასკი" უნდა გასულიყო, რადგან მეტოქის რიგებში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობაა შეკრებილი. თუმცა უბრძოლველად არაფერი დავთმეთ. სერიის პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით წავაგეთ, მომდევნო სამში კი "მონტეპასკის" თანაბრად ვებრძოლეთ და ერთი მოვუგეთ კიდეც. თავიდან სიენელებმა ოპტიმალური შემადგენლობა არ გამოიყვანეს, იმედი ჰქონდათ, რომ ლიდერების გარეშეც გაგვიმკლავდებოდნენ, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას რომ გადააწყდნენ ჰაირსტონი და იარიჩი ჩართეს საქმეში.

- იტალიის "ოლ სტარის" შემდეგ "ვირტუსს" ერთგვარი ჩავარდნა ჰქონდა...

- სეზონის თავიდან ბოლომდე ერთ დონეზე ჩატარება რთულია. გასულ ჩემპიონატში ჩვენც გვქონდა ჩავარდნები და აღმავლობები. ვარსკვლავთა მატჩში კოჭი ვიტკინე და მას მერე ფორმაში ჩადგომას ვცდილობდი, რაც მეტ-ნაკლებად პლეი ოფისთვის მოვახერხე.

- ზემოთნახსენებ მონაკვეთში შენთვის უჩვეულო სტატისტიკა გქონდა: ბევრს ხსნიდი, მაგრამ კალათის მიმართულებით ხშირად არ ისროდი...

- როცა სასურველ ფორმაში ხარ, საკუთარ თავზე მეტსაც იღებ და უფრო ზუსტადაც ისვრი. რადგან ფორმის აღდგენას ვცდილობდი, ძირითად ყურადღებას დაცვას ვუთმობდი და შეტევაში ნაკლებად ვაქტიურობდი.

- "ოლ სტარამდე" (13 მარტამდე) შენც სხვა კალათბურთს თამაშობდი და "ვირტუსიც". ორ მატჩში ერთხელ ორმაგ დუბლებს აგროვებდი...

- სეზონის პირველ ნახევარშიც იყო პრობლემები. ჯერ ფეხი ვიტკინე, შემდეგ იდაყვი... იანვარში ტრავმებისგან საბოლოოდ განვიკურნე, რაც თამაშზეც აისახა. ამასთან, ინდივიდუალურადაც ბევრს ვვარჯიშობდი: როცა პირველი გუნდი ისვენებდა, დუბლშემადგენლობის კალათბურთელებთან ერთადაც ვემზადებოდი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თებერვალში "ვირტუსის" აღმავლობა ჩემი დამსახურებაა - ერთი კალათბურთელის ღვაწლი ყოველთვის უფერულია, როცა გუნდი აგებს. მოგებისთვის კი გუნდური თამაშია საჭირო.

- არაერთხელ ვახსენეთ იტალიის "ოლ სტარი", თუმცა მთავარი არ გვითქვამს - რას ნიშნავდა შენთვის ვარსკვლავთა მატჩში გამოძახება?

- დიდი აღიარება იყო. მართალია, მოედანზე შესვლიდან ექვს წუთში კოჭი დავიზიანე, მაგრამ მთავარი არა "ოლ სტარში" ნაჩვენები სტატისტიკა, არამედ მასში მოხვედრა იყო.

- რას ფიქრობ მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუზე".

- მანუჩარის გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი. თუმცა უფრო მეტი ვარსკვლავია "რომაში", "მილანში", "ბენეტონში"... მაგრამ "კანტუს" დიდი პლუსი მისი მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერია, რომელმაც გუნდი შვეიცარიული საათივით ააწყო. მწვრთნელი თითოეული კალათბურთელს უმნიშვნელო პლუსსაც კი მაქსიმალურად კარგად იყენებს. "კანტუ" იტალიის ჩემპიონატის ფინალში ღირსეულად გავიდა, ევროლიგის მონაწილე "მილანი" ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა (3:1).

- ფინალში რა შედეგს ელი?

- "მონტეპასკის" დამარცხება ძნელი საქმეა. "კანტუს" ჩემპიონობის მოპოვება გაუჭირდება, ერთი ან ორი მატჩიც რომ მოუგოს, ცუდი შედეგი არ იქნება. თუმცა, მე მეტს ვუსურვებ.

ლიტვაში შეხვედრის იმედით

საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკის დროც მოვიდა...

- ეროვნული გუნდის წევრები ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშს ერთად შევუდგებით, რათა ნაკრების შეკრებას (24 ივლისს) ნორმალურ კონდიციებში შევხვდეთ.

- მოსამზადებელ ციკლზე რას იტყვი?

- კარგადაა დაგეგმილი. ბევრი თამაშია, რაც სათამაშო პრაქტიკის შეძენაში დაგვეხმარება. ევროპის ჩემპიონატზე ხომ 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება გვიწევს და იმ მომენტისთვის პრაქტიკა აუცილებელი იქნება. ფიზიკურად მოსაღონიერებლადაც საკმარისი დრო გვექნება.

- იტალიის ჩემპიონატში ჩვენი ჯგუფის არაერთი მეტოქე თამაშობს. მაგალითად აველინოელი ლაუერსი, რომელთანაც ადრე გითამაშია.

- მასთან ერთად ფრანგულ "დიჟონში" ვიყავი. ჩვენთან შეხვედრა კი გაუხარდა, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილიც იყო - ამდენი ვიწვალეთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. სხვებმა კი ჩვენზე ორი-სამი მატჩით მეტი წააგეს, მაგრამ მაინც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენო. საქართველოს ნაკრების მეტოქე კალათბურთელებმა ევრობასკეტზე მოხვედრა მოგვილოცეს და ლიტვაში შეხვედრის იმედით დავემშვიდობეთ.

- მოწინააღმდეგეებს საუკეთესო შემადგენლობები ჩამოჰყავთ...

- ევროპის პირველობაზე თითოეული გამარჯვება დიდი წარმატება იქნება. აქამდე ბულგარეთს ორი მატჩი მოვუგეთ, მაგრამ ეს შესარჩევ თამაშებში იყო, ევრობასკეტზე კი ყოველი გამარჯვება ორმაგად ფასობს. შეიძლება, სხვა ჯგუფებთან შედარებით ჩვენთან ბევრი ფავორიტი არ მოხვდა, მაგრამ ეს საქმეს არ აიოლებს. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა, ამავე აზრზეა ყველა მოწინააღმდეგე, რაც ურთულესი ბრძოლების საწინდარია.

კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ