საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ტრავმის გამო ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს. ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი შესაძლოა ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ვაკო გვილია თბილისში გააგრძელებს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

20 წლის გიორგი კუცია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა, ხვალიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. გიორგი კუცია ასაკობრივი ნაკრების პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში, ფრანგ თანატოლებთან გამართავენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში თბილისიდან ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს, დილით გაემგზავრება.

4 სექტემბრის განრიგი, ტალინი, "ა ლე კოქ არენა":

20:30 (თბილისის დროით) - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

21:00 (თბილისის დროით) - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ტალინის "ა ლე კოქ არენაზე" 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ioo
დვალიშვილი არ არის გამოძახებული? ))
შალვა
ნინუა სად ნახე შემადგენლობაში? საიდან მოიტანე?
x.x
კლუბებში თავს არ ზოგავენ, ჩამოვლენ შეკრებაზე და ხელის ჩამორთმევაზე ტრამვებს იღებენ, ძალიან სამწუხაროა.
Jordan beli
მინდია მწვრთნელის თანაშემწე მაცი ხვიტია დაგავიწყდა მეგობარო...მოკითხვა კახელებისგან ჯიმა,ფეხბურთი თქვენი სპორტია გეთახმებით ორი ხელით!
შალვა
ნინუა!
David
ზარანდია არაა გამოძახებული თორე თუთაშხია ძმობის სიწმინდის ხათრით დააყენებდა თავდასხმაში, მაგალითად
rati 74
სამწუხარო დანაკლისია. იმის ფონზე უფრო, რომ კიტეიშვილიც არ გვყავს. ისეთი ფეხბურთელი ცენტრში რომელიც თანაბრად პროდუქტიულია შეტევაშიც და დაცვაშიც აბურჯანი რჩება, თუმცა არ ვიცი როგორ ფორმაშია. ნაკრები გადაჩვეულია, მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობის დაყენება თუ გვიშველის.
მინდია
ლორია, კაშია,კვერკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კვეკვესკირი, ნინუა, ქვილითაია, კვარაცხელია, გვილია, ნინუა, შენგელია, კაჭარავა, კანკავა, აბურჯანია, ზარანდია და ტრენერად დათა თუთაშხია.
x
handikapit movigebt
შოკირებული გულშემატკივარი
ტრადიცია გრძელდება და ვინ შეცვლის ამ ტრადიციას არავინ ამბობს
ჟორა
ფეხბურთის მესვეურები საკლუბო დონეზე წარუმატებლობის მიზეზად ღარიბ კლუბებს, დაბალ ხელფასებს და ამ მიზეზით ფეხბურთელების მიგრაციას ასახელებენ. თუ ეს ასეა, მაშინ ნაკრებმა მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს და ქართულ ფეხბურთს.
ოთო
დაიწყო შეკრება და დაიწყო ტრავმები როგორც ყოველთვის...საქართველოს სნეულთა ნაკრები :)
თაზო
ამას მოხერხება ხომ უნდა?პროფია რა!
777
გვილია დიდი დანაკლისი იქნება.წარმატებები ნაკრებს
David
ყველას ჯობია ქვილითაია თავდასხმაში. პირდაპირი რეპორტაჟი იბლოკება ხოლმე და თავის სმარტფონით შეუშვან, ჩართოს ლაივი და იქ მაინც ვუყურებთ თამაშს.
თემური
კარგი რა რაკარგ ფორმაში იყო იმედია მაკედინიასთან იქნება ვაკოს ფორმაში ყოფნა ძალიან გვჭირდება.ისე შანსია ეხლა ვაისი არ გარისკავს თუარა დავითაშვილი კარაცხელია ჩაკვეტაძე წინ კარგი სანახავი იქნება მას დაუმატე ოქრიაშვილი ლობჟანიძე მშიერი შემტევები გამოვა მაგრამ ვაისი იზას მაგას?
ტარიელი
სიტყვებს ვერ ვძებნი რა დავწერო, ერთხელ მაინც ოპტიმალურთან თუნდაც მიახლოებული შემადგენლობა გამოვა მინდორზე...?
გიო
კაჭარავა რა პონტში გამოიძახა..გადაირევა კაცი მაგას ჩვენი ჩემპიონატიდან გამოეძახებინა ვინმე. ტანმაღალი ქვილითაია ხოა და თავითაც კარგად თამაშობს..თუ მამის ბლატითაა ისევ.
რა ჭირთ ამათ
ასე არაფრისგან ტრამვებს როგორ იღებენ ვერ ვხვდები. მარტო ჩვენები არიან ასე ქაღალდისგან?
Roma
ლობჟანიძე დააყენონ თავდამსხმელად სწრაფი და ტექნიკურია... ნახევარში კვარაცხელია ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩამშლელად კანკავა კვეკვესკირი.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ