ფეხბურთის თანამედროვე ერაში დომინანტი ცენტრალური მცველების ნაკლებობა აშკარაა. ჩვენ ვსაუბრობთ ლიდერებზე, რომლებიც შეძლებდნენ გუნდისთვის თამაშის ბედის გადაწყვეტას, შეხვედრის წარმართვას, მტკიცე ხასიათისა და შემართების გამოვლენას.

საფეხბურთო სამყარო ბევრი უმაღლესი კლასის მქონე ცეტრალური მცველით ვერ დაიკვეხნის. გთავაზობთ მსოფლიოში 5 საუკეთესო ცენტრალურ მცველს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ საკუთარი გუნდების წარმატებაში.

კალიდუ კულიბალი

ყველა გულშემატკივარს სურს მის საყვარელ გუნდში ისეთი ფეხბურთელი იყოს, როგორიც "ნაპოლის" 29 წლის ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალია. ამ სიაში კალიდუს ბოლო ადგილზე ყოფნაც ბევრისთვის გასაკვირი იქნება, მაგრამ ზოგ კომპონენტში მას სხვა მცველები აშკარად ჯაბნიან.

ექსპერტების აზრით, სენეგალელი მცველის ჩამოშორება ისეთივე "მარტივია", როგორც მაგისტრის ხარისხის დაცვა კვანტურ ფიზიკაში. ეს შეფასება ყველაფერს ამბობს ნეაპოლელთა მცველზე, რომელსაც მსურველთა რიგი უდგას, თუმცა ჯერ იტალია არ დაუტოვებია და მეტოქეთა დამწუხრებას სერია A-ში აგრძელებს.

მატიას დე ლიხტი

21 წლის ნიდერლანდელისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველის ტიტულის მიღება დროის საკითხია. მისი კარიერა შთამბეჭდავი გახლავთ: 19 წლის ასაკში უკვე ამსტერდამულ გრანდს კაპიტნობდა და "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის მოგება შეძლო.

დე ლიხტის კაპიტნობითა და საოცარი ფეხბურთის წყალობით ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ, მაგრამ ლონდონურ "ტოტენჰემთან" ძალზე დასანანი მარცხი იწვნიეს. მატიასმა იტალიის სერია A "იუვენტუსთან" ერთად მისთვის სადებიუტო სეზონში მოიგო.

საფეხბურთო სამყარო თანხმდება,რომ დე ლიხტს ყველაფერი წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

რაფაელ ვარანი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ბედის გადამწყვეტი დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ფრანგი ცენტრალური მცველი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაზე ფეხბურთის ყველა მოყვარული თუ ექსპერტი თანხმდება.

27 წლის ასაკში რაფაელ ვარანს მოგებული აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება საკლუბო დონეზე მოიგო. რაც მთავარია, მან საფრანგეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ვარანი ბოლო 7 წლის მანძილზე უცვლელად დგას "რეალის" დაცვაში და როცა ტრავმა არ აწუხებს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გახლავთ.

სერხიო რამოსი

სიაში მყოფი სხვა მცველებისგან განსხვავებით, "სამეფო კლუბის" კაპიტანს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ესპანური ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა, სერხიო კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.

ესპანური ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ნაწილის შექმნაში კი რამოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა: ორჯერ მოგებული ევროპის ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, ესპანელთათვის სანუკვარი მსოფლიო ჩემპიონობა 2010 წელს.

მისი სტატისტიკა პოზიციიდან გამომდინარე ნამდვილად შთამბეჭდავია. რამოსს კარიერაში 690 მატჩი აქვს ჩატარებული და 91 გოლი გაიტანა.

ბევრი იწერებოდა მისი ჩინეთში გადასვლაზე, მაგრამ რამოსი "რეალში" დარჩა და "ბლანკოსთან" ერთად ლა ლიგის ჩემპიონობაც იზეიმა.

ვირჯილ ვან დეიკი

ნიდერლანდელის ტრანსფერს თავიდან ბევრი უარყოფითად აფასებდა, რადგან "ლივერპულმა" იმ დროისთვის მცველისთვის რეკორდული, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გახლდათ.

ვირჯილმა მერსისაიდელების ბოლო წლების ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. ლივერპულელებმა ბოლოს და ბოლოს მოიგეს ნანატრი პრემიერლიგა, რომელსაც 30 წელი ელოდნენ.

აღსანიშნავია ვირჯილის წვლილი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მასთან ერთად "ლივერპულმა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მე-6-ედ მოიგო.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

გოგა
თქვენ მეგობარო ბეკენბაუერი თუ გსმენიათ?
გოგა
სტატიაში მოქმედ მცველებზეა საუბარი და ეტყობა პიკეს სახელი არც გაუგია ავტორს, სამაგიეროდ დე-ლიხტი ყოფილა ავანსად საუკეთესო... მკითხველები პებსიონერებს გადაწვდნენ, ხურცილავა-ჩივაძეო - ისე დიდებული ნათქვამია "ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო" - რაც სტატია ის კომენტარები...
Milani
Rato chxubobt armesmis, pirvel adgilze vinc gava rames kisrulobs tu? Qartvel mcvelebs did pativs vcem magram tempi mashin sxva iyo. Dgeistvis fexburtshi egret codebuli jila fexburtelebi ar arian, damtavrda eg dro. Milans vbaleshikob, maldini nesta eseni udidesi mcvelebi iyvnnen magram ramoss sxva qarizma aqvs miuxedavad imisa rom ar momconda arasdros. Es kaci, evropis orgzis, msoflios da ligis 4 gzis gamarjvebulia. Da es yvelaferi gundis lideris rangshi.
Superman
რა უნდა გელაპარაკოთ ამის მერე :) ახლოსაც ვერცერთი ვერ მივა რამოსამდე ვინც ჩამოთვალე, ახლოსაც! ნებისმიერი მცველი ოდესღაც უთრევიათ, თქვენი ნაქები კუმანით დაწყებული კანავაროთი დამთავრებული. ისე უთრევიათ როგორც დაგიბარებიათ. საერთოდ ბუნებაში მცველი არ არსებობს რომელიც არ უთრევიათ ერთი ორჯერ მაინც. ბინძური ადამიანი კი არა მაგად გუნდისთვის თავგადადებული ქვია ცნობისთვის. ბინძური ადამიან ამდენ ქველმოქმედებას არ ეწევა ცნობისთვის :) ერთადერთი ვიზეც საერთოდ განხილვა ღირს მალდინია. და მაგ მალდინისაც ობიექტურად რომ დაფუქრდე ჯობია. დანარჩენი 2-3 თავით დაბლა დგანან რამოსზე. ამას მხოლოდ რეალის წარმატებაზე დაბოღმილი ადამიანები არ აღიარებენ
kaxa
რა ჯიშის არიან და კოკერსპანიელის, რა შუაშია ჩივაძე და სხვა წინა საუკუნის ფეხბურთელები? მოქმედ ფეხბურთელებზეა სტატია, მაგათზე კიდე ბევრი დაიწერა უკვე და კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ აქ რა შუაშია
kaxa
რა კულიბალი, რის კულიბალი? არ ვარ ნაპოლის ქომაგი, ამიტომ მხოლოდ 3 თამაში მაქვს ნანახი კულის მონაწილეობით და სამივე თამაშში ყველაზე უარესი იყო ორივე გუნდიდან. ნახეთ თუნდაც ბარსასთან წელს თამაში, ყველა გოლი მაგის "დამსახურებით" გავიდა. მაგარი დონდლო და უტვინო "ფეხბურთელია"
superman
ვერ ყოფილხარ ფეხბურთის აღქმაში მთლად "სუპერი".რამოსი არათუ მალდინის ვერ სჯობს,არამედ ვერ სჯობს ვერც ბარეზის,ვერც ნესტას,ვერც ბერგომის,ვერც კანავაროს,ვერც ბეკემბაუერს,ვერც მათეუსს,ვერც კუმანს,ვერც ჯენტილეს,ვერც ცოლოვატის,ვერც პასარელას,ვერც მურს,ვერც კარლოს ალბერტოს,აღარაფერს ვამბობ ქართველ კირიფეებზე,ჩივაძეზე,ხურცილავაზე,ჩოხელზე...მეტიც,როგორც მცველი(როგორც ფლანგის,ისე ცენტრალური)საშუალოზე საშუალო მცველია.ერთადერთი გოლები გააქვს შედარებით ხშირად(ძირითადად პენალტებით),თუმცა მაგაზე ნაკლები რაოდენობის გოლები არ გაჰქონდათ ჩივაძეს,ხურცილავას,მათეუსს,პასარელას,კუმანს(თან რა სილამაზის გოლები!!!)აღარაფერს ვამბობ იმაზე,თუ რა ბინძური და უთავმოყვარეო ადამიანია მოედანზე!!!რაც რამოსს აქვს ნაკადრები,არც ერთ ჩემს მიერ ძემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს არ უკადრია მინდორზე!!!და ბოლოს,არც ერთი ჩემს მიერ ჩამოთვლილი მცველი არ უთრევიათ,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,როგორც რამოსი და არა მხოლოდ მესის!!!
Hit em up
საუკეთესო ნესტა და მალდინი არიან, უამრავი არგუმეტი, უამრავიიიიი. შემდეგ უკვე დანარჩენები. ზერელედ-ზედაპირულად---ყველა თავდამსხმელმა მსოფლიოში იცოდა რომ ნესტას წინააღმდეგ ბებრ ვერაფერს გახდებოდა, მალდინის ავტორიტეტიდან გამომდინარე კიდევ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი იგივე პატიც გამოხატავდნენ როგორსაც საკუთარი კაპიტნის მიმართ. ტიტულებს არააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა....
oo7
თქვენი არ ვიცი რა ჯიშისა ხართ , მე კი ქართველმა , სუპერმსოფლიო დონის რამდენიმე სტოპერიდან , შევარჩიე ჩემი სამეული : გივი ჩოხელი მურთაზ ხურცილავა ალექსანდრე ჩივაძე
H
ლიდერული თვისებებით ნამდვილად გამოირჩევა, მაგრამ როგორც მცველი პირველი არ არის. საფეხბურთო ინტელექტით და ბურთის ართმევის კულტურით ნესტას ვერც შეედრება. თუ არ გჯერა მის დაშვებულ შეცდომებს და გაძევებებს გადახედე.
tngh
ჩივაძე ხუთივეს ჯობია!!!
aburjga
1. ალექსანდრე ჩივაძე 2. მურთაზ ხურცილავა 3. ჯაჩინტო ფაკეტი 4. სერხიო რამოსი 5. ალბერტ შესტერნიოვი!
tngh
ვერც ერთი მათგანი, ვერც ჩივაძესთან, და ვერც ხურცილავასთან... ახლოსაც ვერ მოვა!!!
გიორგი
გეთანხმები,ჩემი აზრითაც გაპიარებული ფეხბურთელი უფროა დე ლიხტი.ჯერ კიდევ აიაქსში თამაშის დროს არ იყო რაიმეთი გამორჩეული და სუპერ სტაბილური დაცვის ცენტრში.იუვენტუსშიც უფრო მეტი ცუდი და ჩაგდებული თამაში ჩაატარა,ვიდრე კარგი და სტაბილური... მანგალას, ოტამენდის და ჯოუნს ჰგავს ჰოლანდიელიც. ისინიც ასევე პერსპექტიულ და კარგ ცენტრ მცველებად ითვლებოდნენ,მაგრამ პირველმა ორმა სიტში,ხოლო ბოლომ იუნაიტედში ვერ გამოავლინა პოტენციალი და საშუალო დონი მცველად იქცა სამივე....ჯერ-ჯერობით დე ლიხტიც ვერ ახერხებს რაიმეს დემოსტრაციას,კიელინის ტრამვის დროსაც დემირელიმ ამოაგდო ძირითადიდად...
დავითი
ყველაზე ძლიერ მცველად კაიზერ ფრანცს მივიჩნევდი... ბაიერნით რამდენიმე ლიგაც მოიგო, 2 ოქროს ბურთიც აქვს და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონიც არის! პ.ს. რეალის შემტევი სტილი ბოლო 12 წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... საუბარი არაა, სუსტ გუნდებთან უტევს, მაგრამ გრანდების უმეტესობასთან დაცავში იწევდა :(
superman
სერხიო რამოსი არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველი და ამას ნებისმიერ ადმიანს დასაბუთებულად ავუხსნი თუ რატომ და რის გამო. 2 წლის გამოჩეკილ ვან დაიკთან შესადარებლად სიტყვებსაც არ დავხარჯავ, მაგრამ ჯანსაღი განხილვა კიდე შეიძლება რომ რატომ ჯობს მალდინისაც, ნესტასაც, კანავაროსაც, კუმანსაც, იეროსაც, პუიოლსაც და ბარეზისაც. ერთადერთი ვინც შეიძლება რეალურად შეადარო და იკამათო არის მალდინი. მათი კარიერაც ძალიან გავს ერთმანეთს. ორივემ ფლანგის მცველად დაიწყო. ორივემ ფლანგის მცველად დაიწყო, ორივემ ცენტრში გადაიწია, ორივემ უამრავი ტიტული მოიგო და ორივე გუნდის კაპიტანი და სიმბოლო იყო. მაგრამ ფაქტია რომ: მალდინის არ იყო რამოსის მსგავსი ლიდერი და არ ქონდა იმდენად მნიშვნელოვანი როლი რამხელაც რამოსს აქვს. რამოსს 2 ევროპის ჩემპიონატი აქვს ყველაფერთან ერთად მოგებული. მალდინის არცერთი. რამოსი ყველა გადამწყვეტ მატჩში გუნდის ლიდერი იყო და გოლები გაქონდა. მალდინის ერთი მახსოვს მხოლოდ ეგეთი... რაც შეეხება ცენტრში გადაწევამდე ფლანგზე თამაშს... მგონი შედარებაც უადგილო იქნება. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რამოსი ცენტრში თამაშობს და რეალი ბევრ გოლს უშვებს და ეს მისი ბრალია. თუ ფეხბურთი სიღრმისეულად გესმის ადამიანს კარგად დაინახავ რომ რეალი მუდამ გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და კლუბის 120 წლიანი არსებობის მანძილზე ასე იყო და შედეგად ბევრ გოლს უშვებს. იტალიურ ფეხბურთს კი ე.წ. "კატენაჩოს" ზეიმი სწორედ მალდინის დროს ქონდა, მთელი გუნდი რომ დაცვაში იდგა და რასაკვირველია რომ ნაკლებ გოლს უშვებდა. (თუმცა ესპანეთის ნაკრები კიდე უფრო ნაკლებს უშვებდა 2008-დან 2012-მდე). ეგრე ატლეტიკოც ყველაზე ცოტა გოლს უშვებს მაგრამ მეეჭვება ეგ მხოლოდ ჟოაო მირანდასა და გოდინის კლასის ხარჯზე იყოს და არა ტაქტიკის.
master
დე ლიხტი მგონი გაზვიადებულია,თურქმა დემირელიმაც კი ამოაგდო იუვეს ძირითადიდან წელს.ჩემი აზრით ამას დე ვრეიც სჯობია და მოხუცი ბონუჩიც და ჰუმელსიც
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
რამოსი არ ჩერდება - ლეგენდარული ესპანელი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში ამ ქმედების გამო გააძევეს [VIDEO]
რაფაელ ვარანი შეიძლება "რეალში" დაბრუნდეს
"ბარსა" "იუვენტუსთან" დე ლიხტის თაობაზე მოლაპარაკებებს ერთ შემთხვევაში დაიწყებს
ვან დეიკს კარიერის გაგრძელების ოთხი ვარიანტი აქვს
ვან დეიკი სავარაუდოდ "ლივერპულში" დარჩება - ნიდერლანდელი ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი
"ჩელსი" დე ლიხტით დაინტერესდა
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ვარანი სერია A-ს დებიუტანტში შეიძლება გადავიდეს
ვარანი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას აპირებს
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
სერხიო რამოსის მომავალი კლუბი ცნობილია
ვარანმა შესაძლოა, კარიერა იტალიაში განაგრძოს
დე ლიხტი "ბაიერნის" ფეხბურთელია - 22 წლის მცველი უკვე მიუნხენშია
მამარდაშვილი სრულიად შეცვლილ "ლივერპულში" გადავა - ინგლისური გრანდი ერთბაშად 10 ფეხბურთელს გაუშვებს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
კულიბალი: კვარაცხელიასთან დაკავშირებით ამის დიდი იმედი მაქვს
"ლივერპული" ლიდერებს ინარჩუნებს? - შეთანხმების მიღწევა ახლოსაა
"არსენალი" დე ლიხტის ტრანსფერით ინტერესდება
"ბაიერნი" ვარანის დამატებით დაინტერესდა
ვარანი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
"იუვენტუსმა" დე ლიხტის შემცვლელი მალევე იყიდა - ბრემერი ერთი ტურინული გუნდიდან მეორეში გადავიდა
დე ლიხტი: "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არ ჰქონდა
ვან დეიკი სავარაუდოდ, "ლივერპულიდან" წავა - ნიდერლანდელს გრანდები ეპატიჟებიან