ერთა ლიგის c დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს სძლია (0:1), რამაც მასპინძელთა ფანებში დიდი სიხარული ნამდვილად ვერ გამოიწვია.

sportall.ge რამდენიმე ესტონური სპორტული საიტიდან ფანების კომენტარს გთავაზობთ. მართალია ეს ტექსტები ძირითადად მათივე ნაკრებს ეხება, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყო

"ამაზე უფრო ქვევით ვერ დავეშვებით. დინოზავრები ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ! გვაჩვენეთ მეტი ახალი სახე!"

"არაა საჭირო გაბრაზება და ფეხბურთელების მისამართით გინება. უნდა ვაღიაროთ - ფეხბურთის თამაში აღარ გამოგვდის. ჩვენი გუნდის წევრთა უმრავლესობა ესტონეთში თამაშობს, ქართველებისა კი პირიქით. იმედი მაქვს, ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია ისეთ განხილვას მოაწყობს, როგორც ეს გერმანიასა და ისლანდიაში იყო 2002 წელს. ფეხბურთის განვითარების საკითხი უმაღლეს დონეზე უნდა გაანალიზდეს და სტატეგია დაიწეროს.

საქართველომ კი ისე ისე თამაშა, როგორც ტოპ გუნდები აკეთებენ - საჭირო დროს ჰქონდათ პრესინგი, და თან ჩვენნაირი არა, 2 კაცით რომ ვუტევდით მათ დაცვას. მწვრთნელისა და 2-3 ფეხბურთელის შეცვლა არაფერს გვარგებს, მთლიანად სისტემაა შესაცვლელი."

"იმ ხალხის არ მესმის, რომ ამბობენ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთო. კარში არ დაგვირტყამს, სახიფათო მომენტი არ შეგვიქმნია, რასაც ვაკეთებდით ბურთის ცენტრში გორაობა იყო, იმის უფლებასაც საქართველოს გვაძლევდა, რეალურად კი მთელ მატჩს სტუმრები აკონტროლებდნენ."

სრულად უიმედო თამაში იყო. ცუდის თქმა ჩვენს ბიჭებზე არ მინდა, მაგრამ საქართველო კლასის ხარჯზე რომ გიგებს, ხვდები, საქმე მთლად კარგად არ მიგდის."

"საქართველოს დონის გუნდის მეტოქის კვალობაზე საშინლად ვითამაშეთ. ასე ცუდი შეხვედრა, მგონი, არასდროს ჩაგვიტარებია."

"სახლში 10 მცველითა და 1 თავდამსხმელით ვითამაშეთ. ასე გოლის გატანის შანსი არ გვექნება, რა თქმა უნდა, საკუთარ კარში თუ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას."

"კარში დარტყმების ოდენობა ათწლეულის შედეგია. იქნებ მარათონისთვის მოვემზადოთ? ან ბურთის 20 მეტრში გადაგდების სპორტი შევქმნათ? ან უბრალოდ, გოლფს მივეძალოთ? ფეხბურთი აშკარად არ ჩანს ჩვენი...

"ასე თუ გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ჩვენი გუნდის ბომბარდირი ის გახდება, ვინც ყველაზე მცირე მანძილით ააცილებს მეტოქის კარს ბურთს."

alexandre
ყველაზე დიდი ანგარიშით ძველ დინამოს საბჭოთა პერიოდში მოგებული აქვს 2 თამაში. კალევთან და მოსკოვის ლოკომოტივთან. 9-2! აი მაშინდელი მათი პრესა წაგვაკითხა:)))) ისე, ლოკომოტივმა სრული რევანში სგვიღო, რაც დინამოსთვის ყველაზე დიდი წაგება არის: 2-9!
გოგა
"უნდა ვაღიაროთ - ფეხბურთის თამაში აღარ გამოგვდის" - საინტერესოა როდის გამოდიოდათ?
თემური
როდის იყო ერსტონური ფეხბურთი კლასით ქართულზე მაღალი, რომ უკვირთ ქარელი ფეხბურთელების კლასი.
ჩელე
სომხებიც მოგიგეგებენ და ეჭვი მაქვს ყველა თამაშს მოგიგებენ,არ იცით და არც არასდროს გცოდნიათ!!!!
ქართული ფეხბურთი
ქართველები ფეხბურთში რო მოვიგებთ თამაშს, სიახრულის მაგივრად სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მოწინააღმდეგის მიმართ.
შალვა
ბიჭებო გეხვეწებით, გემუდარებით, აჩვენეთ ყველას რომ ჩვენც შეგვიძლია,რომ ქართული ფეხბურთი წარსული არაა!!!
გოგა
ზუსტად და ობიექტურად შეაფასეს თავიანტი ნაკრები ესტონელებმა და თამაშის ცენარის. აი მართლა საქართველოს ნაკრებს კარში,რო ვერ დაურტყამს ის გუნდი უნდა დაიშალოს. მომავლის იმედი მაქვს და ახალგაზრდების, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ დონეზე,რო საქართველოს ნაკრები ვინმემ სერიოზულ ძალად აღიქვას. აი თუნდაც დანია შვეიცარია ირლანდიასთან ტოლ სწორი თამაში სანატრელი გვაქ.
beqnuma
SAQARTVELOS RODIS YAVDA TQVENZE NAKLEBI KLASIS FEXBURTELEBI AQ RO CHAMOVLEN AMATVERTI 4 BIRTIT UNDA MOUGON KARGAD RO SHEFASON REALOBA
Haaland
ყველა ზემოდან რომ გიყურებს ხაზახეთის და სომხეთის ჩათვლით. ესენიც ფაქტობრივად მაგ დონეზე არიან სანაკრებო ფეხბურთში. ეს იცით რისი ბრალია? წლების განმავლობაში უამრავი ვერშემდგარი ფეხბურთელი რომ გვყავს. კარიერაში ერთი ნაბიჯი რომ არ გადაუდგამთ ჯერ და თავი ვარსკვლავები რომ ეგონათ, ბოლოს კი ყველაფერს ფულს რომ ამჯობინედნენ და კარიერაც რომ მოეშალათ. არაუშავს, ეს ახალი თაობა დაწერს საქართველოს ნაკრების ისტორიას. კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ნინუა და სხვა ბევრი ნათელი სახე მიუჩენს ყველას თავის ადგილს, მათ შორის ჩვენც დაგვიბრუნდება ჩვენი სახე და ყველა გაგვიცნობს თუ ვინ ვართ
ზვიო
ბოლო კომენტარი ბომბარდირზე მაგარი იყო, თვითირონია ასწორებს.
გიორგი
ამათზე დიდი კლასი როდის არ გვქონია ნეტავი? :) :) :) :) აშკარად არ არის მაგათი საქმე ფეხბურთი როგორც ფხბურთელებითვის ისე ფანებისთვის :)
ჯონი
სხვათაშორის ზივზივაძე ბევრად კარგი ფეხბურთელია ვიდრე კაჭარავა. გოლი კი გაიტანა ამ უკანასკნელმა, მარა ბურთს ვერ ღებულობდა, პასს ვერ აკეთებდა და ვერ ამწვავებდა სიტუაციას. გოლის შემდეგ, მას ძირითადიდან არ ამოაგდებს ვაისი, ამიტომ ცუდად ბევრჯერ კიდევ შეგვახსენებს თავს.
vaisi
ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვეყოფა მარა ესენი როდის წყვეტდნენ ვარსკვლავებს ნეტა!?
Rezo
Egre ar ari mere?
ზურა
ეს ზივზივაძე რიღას გამკეთებელია,სად თამააშობს? ძირითადშია?ბოლოს როდის გაიტანა გოლი?
ლექსო
პლეი ოფი ითამაშა ესტონეთმა ჩვენგან განსხვავებით 2012 ში
რა მაფიაა?
100% იანი ხარ, მარა ნუ ტიპი არის მაგისთვის რო ვინმემ თავში მოარტყას ბურთი ან ცენტრში კედელი გაითამაშეს ქუსლით ოღონდ მარტო, ჩვეულებრივად ვერ აკეთებს პასს, მარა ქუსლით შეუძლია 1-1 გაიყვანოს ვინმე DDD
Lasha
კაჭარავა საქ. ნაკრების დონისაც კი რომ არაა, ეგ მართალია, მაგრამ გოლი მაგან შეასრულა. კარგი პოზიცია შეარჩია, კარგად ახტა და იდეალურად დაარტყა კარში.
ჰაჰა
ამ კომენტარებიდან მიხვდები, რომ საქართველოს საფეხბურთო ქვეყნად აღარ თვლიან. კლასის ხარჯზე ჩვენგან წაგება მაგრა "პაზორად" ითვლება.
რეალისტი
"მაგრამ საქართველო კლასის ხარჯზე რომ გიგებს, ხვდები, საქმე მთლად კარგად არ მიგდის." და როდის მიგდიოდათ კარგად საქმე ფეხბურთში ? )))))
D
ბოლო კომენტარია ყველაზე მაგარი :D
გიორგი კ
კაჭარავა რო ძირითადი ფორვარდი გეყოლება კატასტროფაა უკვე!ტიპი ბურთს ვერ აჩერებს პასს ვერ აკეთებს.მოარტყა კვარამ თავში ბურთი იმენა.ზივზივაძეს ვერ იტანს ეს ვაისი თუ რა არი?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ