ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს:

ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა. ბევრი მომენტი იყო, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს".

ლევან შენგელია: "დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა; ასევე, ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ნიკა კვეკვესკირი: "ყველას გვესმოდა, რომ ფურცელზე ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენთან ერთად ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთალ ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენ გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ B დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, მოწინააღმდეგეს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

გულშემატკივარი
კვეკვესკირზე რომ დავწერე ვეღარ ქაჩავს ნაკრების დონეს მეთქი ლამის დამცხეს.აი ისიც...
oo7
კვეკვესკირო , ყველამ რომ თქვას , შენ არ უნდა აკადრო ქართულ ფეხბურთს , რომ საქართველოს ნაკრები , ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებების დონის გუნდია _ რ ა ღ ა გ ვ ი ჭ ი რ ს ! . .
აუუუ კვეკვესკირი
კვეკვესკირი გოლზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ? რისტოსკიმ ფეხებშუა რომ გაგიძვრინა პანდევზე პასი და გაიქცა გასახსნელად რატო დარჩი და არ გაყევი? რატო არ ამოკეტე, რატომ მიეცი საშუალება რომ გახსნილიყო, რატო წაბორიალდი პანდევისკენ და არა ჩვენს დაცვაში დარჩენილი ცარიელი სივრცისკენ დაძრული რისტოვსკისკენ? შენ ვერ ხვდები რომ შენი პასიურობის ბრალია ეგ გოლი? მწრთვნელებიც ვერ ხვდებიან? ჩანაწერი არა აქვთ რომ უყურონ? ჯურნალისტებიც დაბრმავდით? მოდერატორს თქვენი საიტისას ძინავს?
aburjga
დიდი ხნის უკან ჩვენ წყალბურთშიც პიონერები, მაგრები ვიყავით! ეს რა სამარცხვინო საფარი ყოფილა დინამოზე, ეს რა საშინელება იყო...?! ამაში დაიხარჯა იმხელა ფული?!
kote
ეუჰ, ეს რა მესმის, თურმე კვეკვესკირის ბრალი ყოფილა ყველაფერი და კიდევ თურმე , ალბათ ლორიასიც, პირისპირ, რომ ვერ მოიგერია ბურთი. უყურე შენ! კი მაგრამ უჯან ცარიელი სვტცე რომ იყო მხოლოდ, და ბურთი რომ ამ ვითარებაში ჩააბარა მეტოქეს მალიამ, ეს არაფერი, აი სხვების ბრალი ყოფილა, უყურე შენ!
მწრთვნელი
კვეკვესკირი მალი რატომ ვერ დააზღვიე გოლის მომენტში, თუ გაქცევა დაგეზარა!? მალიმ ბურთი კი დაკარგა, მაგრამ როცა მაკედონიელ მცველს გამოეკიდა შენ ჩაგიქროლა გვერდზე მდაგარს წყნარდ რომ მიაბიჯებდი გაქცევის მაგივრად!
არქიმედი
ევრიკა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის ფლაგმანს "დელტას" ვთხოვოთ, რომ ბელორუსებთან შეხვედრის წინ გამოყოს მეტეო რაკეტები წვიმის ღეუბლების გასაფანტად და ვესროლოთ დაუნანებლად. თირემ სტადიონს დრენაჟი არ აქვს, რომ გაწვიმდეს და იგივე წყალდიდობა მოხდეს სტადიონზე, ცუდად იქნება მგონი ჩვენი საქმე. სულ რამდენიმე რაკეტაზე საქმე და ასეთ დროს დანანება შეიძლება? არა!
4
ფეხბურთის ფედერაციამ გამოარკვიოს დინამოს სტადიონზე დრენაჟის პრობლემა რის გამო შეიქმნა!
merabi-1960
კვეკვესკირი ამბობს რომ გოლი ჩვენს კარში ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა. გასაგებია მალის გულისხმობს. კი ბატონო, საერთოდ რატომ დააყენა გამოუცდელი და არცთუ მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი ვაისმა, გაუგებარია. მაგრამ დააკვირდით თვითონ კვეკვესკირის მოქმედებას გოლის დროს. მას ხომ შეეძლო გადაეკეტა ეს ზონა..
რომანა
სანამ ნაკრებში არ ითამაშებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ აღზრდილი და ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ფეხბურთზე შესული და ნავარჯიშები ბიჭები, მანამდე არაფერი გვეშველება!!!
ოთო
გასაგებია რომ მალის შეცდომას მოყვა გოლი...ნუ ხდება ყოველთვის ვიღაცის შეცდომის გამო გადის გოლი...მაგრამ ნუ გადაუვლით ამ ბიჭს სხვა დადებითიც გააკეთა თან პორველი თამაში იყო...თან ამაზე რო აქცნეტს აკეთებს კვეკვესკირი რა 1-0 მოგებას აპირებდნენ? მეორე გოლი არ უნდა გაიტანო? ერთ გოლს რო გაიტან უნდა დადგე მერე? ან რო გაუშვებ უნდა ჩამოყარო ყურები? ფეხბურთში შეგიძლია 5-4იც მოიგო ))) ტემპის მომატება რო არ იციან რა არის ეგეც მალის ბრალია? ( მალი არავინ არ არის ჩემი)
ოთო
გასაგებია რომ მალის შეცდომას მოყვა გოლი...ნუ ხდება ყოველთვის ვიღაცის შეცდომის გამო გადის გოლი...მაგრამ ნუ გადაუვლით ამ ბიჭს სხვა დადებითიც გააკეთა თან პორველი თამაში იყო...თან ამაზე რო აქცნეტს აკეთებს კვეკვესკირი რა 1-0 მოგებას აპირებდნენ? მეორე გოლი არ უნდა გაიტანო? ერთ გოლს რო გაიტან უნდა დადგე მერე? ან რო გაუშვებ უნდა ჩამოყარო ყურები? ფეხბურთში შეგიძლია 5-4იც მოიგო ))) ტემპის მომატება რო არ იციან რა არის ეგეც მალის ბრალია? ( მალი არავინ არ არის ჩემი)
G.LA
ვერ ვხვები ჩვენ სტადიონს დრენაჟი საერთოდ არა აქვს, რა უბედურება იყო ეს? ასეთმა მინდორმა თამაში გააფუჭა და უფრო მეტად ჩვენ გვაზარალა. ახლა უნდა ვილოცოთ წვიმა არ მოვიდეს 8 ოქტომბერს, საშინელებაა. ვაისმა ყველა გაგვაოცა. კარგი მინდორი რომ ყოფილიყო ზეწოლა გაცილებით მეტი იქნებოდა ჩვენგან თამაშის ბოლოს. არა უშავს იმედია იქ მოუგებთ მაკედონელებს. მანამ ბელორუსია მთავარი და მჯერა მათაც მოუგებთ. ფინალში ვინც გინდა იყოს უნდა მოუგოთ ასეთი ბიჭებით. მანამ ყველა მოუმატებს იმედია. ხვიჩა გვყავს ხვიჩაგოლა, ან პენალი ან საგოლე პასი, დარტყმაზე უნდა ივარჯისოს და ფასდაუდებელი გახდება. ჩაკვეც ჩადგება ფორმაში და ოთოც კაი ბიჭი გვყავს, ტაბიძე დაგვემატება. ყველაფერი კარგად მიდის პლეი-ოფებისკენ. გამარჯვება და წამარება ჩვენ ბიჭებს.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა