#ბაზერი

თუ არანორმალურ ამბავს სასწაულს დავარქმევ, გამთენიისას ერთი უკვე მოხდა. ალბათ, დიდხნიანი მონატრების თემაა, "მეფე" დიდი ხანია პლეი-ოფში არ მინახავს. ყოველი მოქმედება, გადაადგილება იყო საოცარი და ხშირად ეს გაოცება სიცილს ბადებდა ჩემში. რთულია, ისტორიაში გაიხსენო ისეთი მოთამაშე, როგორიც "მეფეა" და მყარად შორს ვარ მისი ფანობისგან. ზოგადად, არ მაქვს მსგავსი დამოკიდებულებები მოთამაშეების მიმართ. უბრალოდ, ლებრონმა თამასა, აწევის ნაცვლად, ააფეთქა და ბერძნებს, ვინტაჟის მოყვარულებს და, საერთოდ, კალათბურთის მაყურებლებს, უთხრა, რომ თამაშობს იმისთვის, იყოს უდიდესი უდიდესთა შორის, ვისაც ხელში ბურთი დაუჭერია...

მაიკლ ჯორდანთან ლებრონის შედარებას არ გავაკეთებ და არც მსგავსი შედარებების გაკიცხვით შემოვიფარგლები. უბრალოდ, სიტყვა "საუკეთესო" ზუსტად იმ დოზით შეიძლება შეეფერებოდეს ჯორდანს, როგორც - ლებრონს და კობის. ეს არის უმაღლესი ლიგა, რომელშიც გენიალურ სამეულს სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები და სამივე აკეთებდა ყოველთვის იმას და იმდენს, რამდენიც სურდათ. უბრალოდ, აქ ერთი ფაქტორია...

კალათბურთი დროთა განმავლობაში იცვლება. მაიკლ ჯორდანის დროს მთავარი ბრძოლები პერიმეტრს შიგნით იმართებოდა და მაიკლმა მოახერხა ადაპტაცია, რადგან მისი ბავშვობის კალათბურთი, იგივე - კარიერის ბოლოში არსებული კალათბურთი, იყო ერთი სტილის და მაიკლს ჰქონდა უამრავი დრო, რათა გამხდარიყო ამ სტილის მთავარი ბრენდი. ლებრონთან სულ სხვა სიტუაცია განვითარდა...

ლებრონი 2003 წელს მოვიდა ლიგაში. იმ დროის კალათბურთიც, დიდწილად, აწყობილი იყო ფიზიკურ შეჯახებებსა და სამწამიანის დომინანტებზე. ხოლო დღესდღეობით პერიმეტრიდან თამაში არის სტილის 70%. დღეს თითქმის ყველას შეუძლია, დაამარცხოს ფავორიტი მხოლოდ იმიტომ, რომ ჰყავს გენიალური მსროლელები. გარკვეულწილად, უტრირებაცაა, თუმცა არის რეალობასთან ახლოს. ლებრონს მოუწია გარდამავალ და სუპერტემპში ცვალებად სტილთან არაერთხელ ადაპტაცია. ლებრონის ორი ნაბიჯი, 2014 წლამდე, იყო ბევრად უფრო პროდუქტიული, ვიდრე დღეს არის, რადგან თუ აგდებ ორ ქულას, მეტოქე სამს გიგდებს. აქაც - მცირედი უტრირება, თუმცა, თუ მთელი თამაშის მასშტაბზე გადაამრავლებთ, მიხვდებით, რომ ქულების ტოტალმა სასწაულად აიწია და, შესაბამისად, შეტევითი ტაქტიკები და, მათ შორის - დაცვითიც, შეიცვალა. ამას ემატება გუნდების ცვლა. ახლა უკვე - კონფერენციისაც და ეს ურთულესი პროცესია. ლებრონი ერთი ეპოქიდან მეორეში გადავიდა, როგორც - DEADMAN, გადმოსული მკვდარი ეპოქის სასახლეებიდან. შემდეგ გაჩნდა ამ სტილის მთავარი ბრენდი - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" და ეს ეპოქების ცვლისგან გამოწვეული პრობლემა (რომელიც ლებრონს ჰქონდა და აქვს პერმანენტულად) ცხადი და მარტივად გასაანალიზებელი გახდა...

გავაკეთებ შედარებას. 1923 წლის ამერიკელი დღევანდელ ამერიკაში იქნება საოცარ გაურკვევლობაში, თუმცა, თუ დიდი ადამიანია დიდი რესურსებით, მაინც მოახერხებს ადაპტაციას. ასეთ რადიკალურ ცვალებადობას მხოლოდ დიდი ადამიანები უქაჩავენ და ლებრონი წელს აპირებს, მეორედ მოერიოს ახალ სკოლას, ახალ ეპოქას და გახდეს ჩემპიონი, თან, გვერდით თაობის სუპერვარსკვლავი უდგას და ბებრებიც იქ არიან...

შედარება #2 - NBA 2K საკაიფო თამაშია, თუმცა მისი ძველი ვერსიები დიდად განსხვავდება ბოლო დეკადის ვერსიებისგან. ამ თამაშის ცნობილი მოთამაშეები ამბობენ, რომ პროცესი, რასაც თამაშის შემქმნელი იწვევს, რთულია შესაგუებლად. ჯოისტიკთან ურთიერთობაზე არ მაქვს საუბარი. ვგულისხმობ გამოსახულებას, ტემპს, რესურსებს და ა.შ. გამთენიისას ლებრონი მომავალში გადავიდა, 2K30 ჩართო და მაღალ დონეზე გააკეთა ის და იმდენი, რამდენიც სურდა. ვერ გააჩერეს! ალბათ, ვერც გააჩერებენ.

ქალაქი არ არის მოხუცებისთვის, რომლებმაც ახალ გარემოსთან შერწყმა ვერ მოახერხეს და სიმშვიდე ვერ იპოვეს. შეხედეთ ლებრონს, რონდოს და არ შეხედოთ ჯეი არ სმიტს (არადა, მაქვს სიმპათიები მის მიმართ). წელს "მეფე" და კამპანია აპირებენ, რომ მეორედ დააგდონ ეპოქა იპონზე ან - ვაზარზე. იპონის გაკეთება რთულია, გოლდენი არ გამქრალა და სხვებიც არიან...

შევაჯამებ. არანაირი შედარების მომხრე არ ვარ, არც - ნუმერაციის. უბრალოდ, სიამოვნების მიღება მსურს და ჩემს ეპოქაში არის ერთი "მეფე", რომელიც მკვდრების სასახლიდან ახალ და ტექნოლოგიურად განვითარებულ მასაში გადმოვარდა... ლებრონი არ აპირებს წაგებას, დღეს იფრინა და ეს იყო ჟანრის კლასიკა!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

BOSS
ვერასოდეს ვერ დავაყენებ ლებრონს ჯორდანთან ანდაც კობისთან ერთად. ის ორი პლასტიკის და ესთეტიკის ზე დონე იყო, ლებრონი ძალისმიერი კალათბურთის მიმდევარია რომელშიც უმაღლეს დონეს მიაღწია.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
რეპტილიები აღმოსავლეთიდან
თორნიკე შენგელია NBA-ში?