ზაზა ფაჩულიამ 26 ქულასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა...

ზაზა ფაჩულიამ 26 ქულასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: "ვითამაშე კალათბურთი და, როგორც ნახეთ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მხოლოდ ჩემი 26 ქულა არ არის მნიშვნელოვანი, გუნდურად ვითამაშეთ და გამარჯვებაში ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანეთ. რაც შეეხება მარცინ გორტატთან დაპირისპირებას, მასთან ახლოს ვარ და დიდ პატივს ვცემ. ის ამერიკაში მაღალი დონის ცენტრად ითვლება, თუმცა მოედანზე რომ გავდივარ, ნამდვილად არ ვკითხულობ მოწინააღმდეგის გვარს, თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს - მოგება".

26 ქულის გარდა, არის კიდევ ერთი რიცხვი, რომელიც 26-ს შეიცავს - 1026. ზაზას პოლონეთთან მატჩამდე ნაკრებში 999 წუთი ჰქონდა ნათამაშები, 1000-წუთიან ნიშნულს სწორედ გუშინ გადააბიჯა. საინტერესოა, რომ წუთობრივი მაჩვენებლის მიხედვით ფაჩულია აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - 2 წუთით გადაასწრო ვახტანგ ნაცვლიშვილს (1024).

გორტატმა, კომენტარისას, ზაზა ფაჩულიაზე არაფერი თქვა, თუმცა მთლიანობაში საქართველოს ნაკრები შეაქო:

"ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრ მინუსზე მიგვითითა. ეს ის მატჩი იყო, რომელიც ფირზე რამდენჯერმე უნდა დავატრიალოთ და შეცდომები გამოვასწოროთ".

ნიკა ცქიტიშვილმა აღიარა, რომ მატჩის წინ მოგებაზე კი ფიქრობდა, მაგრამ მხოლოდ 4-5-ქულიან სხვაობას ვარაუდობდა...

"პოლონეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და მისი 19 ქულის სხვაობით დამარცხებას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა მატჩი ისე წარიმართა, ერთ ეპიზოდში დაწინაურების შანსი გაგვიჩნდა და გამოვიყენეთ კიდეც. დაცვაში კარგად გავისარჯეთ. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ".

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა